Home რუბრიკები პოლიტიკა ქუჩაში გასული ოპოზიცა სხვის დაკრულზე ცეკვავს

ქუჩაში გასული ოპოზიცა სხვის დაკრულზე ცეკვავს

2592
ქუჩაში გასული ოპოზიცა სხვის დაკრულზე ცეკვავს

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვისთანავე განაცხადა, შუა უნდა გავკრიფო, პოლიტიკურ სარბიელზე ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებიც ამას არ იმსახურებენ და ორმაგ თამაშს თამაშობენო. როცა ამას ამბობდა, თვითონ ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში ისეთი ჭრელი სპექტრი იყო შეყრილი, მაშინვე მიუთითეს: გუნდის შიგნიდან დაიწყეო. მანაც დაიწყო, მართალია, მოგვიანებით, მაგრამ პირველი დარტყმა 2016 წელს განახორციელა, როცა კოალიცია პრაქტიკულად დაშალა და ადამიანებმა, რომლებიც მანამდე ივანიშვილის მზეს ფიცულობდნენ და მის ფულზე მეძუძური გოჭებივით იყვნენ ჩამოკიდებული, გინება დაუწყეს.

გაკრეფვის მეორე ტალღამ, როგორც ჩანს, ახლა უწია. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის არჩევნებზე მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონი ჩააგდო, უმრავლესობის დატოვება დაიწყეს წევრებმა, რომელთა ავტორიტეტიც მოსახლეობაში დაახლოებით იმდენია, პროპორციულზე გადასვლის შემთხვევაში, ერთ მანდატს ან ეყოფოდა, ან არა. საუბარია 0,67%-ზე, ანუ სწორედ ამდენი იქნებოდა საჭირო ერთი მანდატისთვის.

პირველი, ვინც წასვლის განცხადება გააკეთა, პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი იყო. სიმართლე გითხრათ, როცა ჩუგოშვილი ივანიშვილის გუნდში მოხვდა, შემდეგ კი ვიცესპიკერი გახდა, ყველას ძალიან გაუკვირდა, მაგრამ მაშინ ითქვა: დასავლეთის მხარდაჭერა აქვსო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, ანუ იმ არასამთავრობოს პირველ პირს, რომელიც წლების განმავლობაში რესპუბლიკურ პარტიისა და ამერიკელთა ერთერთ მთავარ დასაყრდენად განიხილებოდა, მხარდაჭერა რომ ექნებოდა, არ გაგვკვირვებია. შესაბამისად, ჩუგოშვილი და მისიფემინისტი დაქალებიაქტიურად ლობირებდნენ ლიბერალურ ჯგუფებს და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ ლიბერალიზმის დამკვიდრებისთვის. ჰოდა, ჩუგოშვილი წავიდა და გაიყოლა ის ჯგუფი, რომელიც არასდროს მალავდა ლიბერასტების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას. არც ის გაგიკვირდეთ, თუ ძალიან მალე ქალბატონი თამარი ფრაქციას ჩამოაყალიბებს, ივანიშვილს ოპოზიციაში ჩაუდგება და ქუჩაში გამოსულებსაც მხარს დაუჭერსქუჩაშივე დგომით.

აი, ქუჩაში გასული ოპოზიცია, შეიძლება ითქვას, ცალკე ფენომენია. პირველ დღეს, “ექსპრომტად” რომ შეიკრიბნენ, ხმამაღლა და ომახიანად გამოაცხადეს: ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, ბიძინა, დაგვთვალეო. როგორც ჩანს, შემდეგ თავად გაითვალეს პირველი-მეორეზე და მიხვდნენ, რომ არც ისე ბევრნი იყვნენ და დაიშალნენ. უფრო ზუსტად, კი არ დაიშალნენ, მობილიზაცია მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლისო და აქცია 17-ში დანიშნეს. პარალელურად, ოციოდე კაცმა რუსთაველი გადაკეტა და არ დამიწყოთ ახლა, ოცზე მეტი იყვნენო _ ღამით იმ კარვებში, პირდაპირ შუა გზაზე რომ დადგეს, მხოლოდ ოცი კაცი იყო და სამართლიანია თუ არა ოცი კაცის გამო ათასობით მცხოვრები რომ წვალობს ცენტრალური ქუჩის გადაკეტვის გამო, სხვა ამბავია. ჰო, როგორც წესი, წინა პლანზე ისევ ნაციონალები გამოჩდნენ და ყველაზე საოცარი რამ, მე თუ მკითხავთ, სალომე სამადაშვილმა თქვა. მან კამერების წინ ჩაიბარა დიდი ცელოფანი და ამაყად განაცხადა, თბილი ქურთუკი მომიტანეს, რადგან ჩემი ქურთუკი ბაკურიანშია და ახლა აქ გავათენებ და დავაღამებო (ან პირიქით). ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა თავი შეგვაცოდა, _ მხოლოდ ერთი თბილი ქურთუკი მაქვსო. არადა, მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შარშან 60 ათას ლარზე მეტი პარლამენტარის ხელფასად აქვს აღებული, 16 ათას ლარზე მეტი _ ლექტორობისთვის მიუღია და ბარემ ისიც ვთქვათ, მტარვალი და დიქტატორი ბიძინა ივანიშვილის ხელში 80 ათას ევროდ 2015 წელს ირლანდიაში რომ იყიდა სახლი, ხოლო 2017 წელს, იმავე დიქტატორის ხელში, 65 ათას დოლარად უკვე თბილისში შეიძინა ბინა. ეს ისე, იმის აღსანიშნავად, როგორ უჭირს ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას და როგორ ყვირის ბოლო ხმაზე, რომ ადამიანები გაღარიბდნენ. ადამიანები მართლა გაღარიბდნენ, მაგრამ ეს არ ეხება არც ოპოზიციონერ და არც სახელისუფლო პარტიის წარმომადგენელ დეპუტატებს.

რაც შეეხება დანარჩენებს, ყველა მიხვდა, რომ ეკლესიაზე თავდასხმამ არ გაამართლა; მიხვდნენ იმას, რომ, ფილმის ჩვენების მიუხედავად, საქართველოში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდამ ვერ იმუშავა; მიხვდნენ იმასაც, რომ ხალხის აზროვნების შეცვლა ასე მოკლე ხანში შეუძლებელია და იმავე ხალხის სახელით, რომელიც მათ გვერდით, უბრალოდ, არ დგას, საყოველთაო აჯანყებას აანონსებენ. პატრიარქის მიმართულებით თუ რაიმე ტალახის სროლა შეიძლებოდა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ხელით ესროლეს, მაგრამ ვერ მიაწვდინეს. ვისაც ეჭვი ეპარებოდა პეტრე ცაავას ზრახვებში, ახლა გაშიშვლებულია. პეტრემ უკვე მოუწოდა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქუდზე კაცს დაუძახა, თუმცა რამდენი ქუდიანი გავა მის დაძახილზე, ძნელი სათქმელია. უქუდოები, ალბათ, მივლენ. ოპოზიცია კი ომახიანად დგას. თანამდებობების გადანაწილება უკვე დაწყებულია და მალე მუშტიკრივიც გაიმართება, ვინ რომელი სამინისტრო უნდა ჩაიბაროს და ვისი ცოლი თუ ქმარი სად უნდა დანიშნონ. ჰო, ეს ქართული პოლიტიკური კულტურის თანმდევი ნაწილია, მაგრამ

ახლა შევეცდებით, აგიხსნათ, რატომ არიან ეს ადამიანები ქვეყნის მტრები. ცალ-ცალკე აღებული, თითოეული მათგანი პატრიარქის მზეს ფიცულობს, მაგრამ, როცა უწმინდესი შეურაცხყვეს, სოციალურ ქსელში “პოსტით” შემოიფარგლნენ. მაშინ არ დაუძახიათ ქუდზე კაცისთვის და, რაც მთავარია, მაშინაც ხომ ხელისუფლებას ბრალდებოდა პატრიარქზე შეტევა, ანუ შეეძლოთ ეს თემა სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ შეეტრიალებინათ, მაგრამ არა, პატრიარქის დაცვა ხომ ღირებულებების დაცვასთან იქნებოდა გაიგივებული და ამას, პატრონები აპატიებდნენ?! ჰო, ამ ადამიანებმა პატრიარქი არ დაიცვეს და მასთან ერთად არ დაიცვეს ტრადიციული ზნეობა და სულიერება; სამაგიეროდ, როცა საქმე გეიპროპაგანდისტული ფილმის ე.ი. უზნეობის დაცვაზე მიდგა, ლამის აბჯარი აისხეს და ისე გამოვიდნენ “პრადვინუტი” ნაწილის დასაცავად, _ აქაოდა, რას ერჩით, ხელოვნებააო. ახლა კიდევ, სისხლმოწყურებული ამერიკელი კონგრესმენების განცხადებით ზურგგამაგრებულები, გამოდიან და ბოლო ხმაზე გაჰკივიან: ხელისუფლება უნდა დაემხოსო.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ივანიშვილს ვიცავდე. ჯერ ერთი, მის ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები და მეორეც, ამ დღეში რომ ვართ, პირველ რიგში, სწორედ ივანიშვილის ბრალია. რომ არა მისი ლოიალურობა და დაპირებების შეუსრულებლობა, დღეს არცნაციონალური მოძრაობისხსენება იქნებოდა და, შესაბამისად, არც მისგან გამოჩეკილიევროპული საქართველოსი”. სწორედ ივანიშვილმა გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს ორი პარტია მძლავრად დარჩენილიყო პოლიტიკურ ასპარეზზე და მისგანბუაშეექმნა. ამ შექმნილმა და წარმოსახვითმა საფრთხემ შვიდი წელი იმუშავა და ისე ჩანს, დაბრუნების შანსი მართლა გაუჩინა. კი გაიძახის, მაგალითად, შალვა ნათელაშვილი: ახლა არ არის ბუტიაობის დროო; იქით ნინო ბურჯანაძემაც ხელი ჩამოართვა ნაცებს, მაგრამ როგორ გგონიათ, ხელისუფლებას ფეხი რომ დაუცდეს, ვინ “მოაჯდება” (ეს სიტყვა შეესაბამება ზუსტად) ყველაფერს? რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილს თეთრ ცხენზე ამხედრებულს შემოიყვანს თბილისში. აი, თეთრი ულაყიდან რომ ჩამოვა მიშა, სწორედ ულაყივით მოექცევა ახლა ოპოზიციის გაერთიანებით აღტყინებულ პოლიტიკოსებს და არც ივანიშვილივით ფერებას დაუწყებს. ვისაც ამის დაჯერება არ სურს, სულ ცოტა, პოლიტიკურად უვიცია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქუჩაში გამოსული პოლიტიკოსების უმრავლესობამ ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ იმედი აქვს, რომ ნაციონალებისთვის გამზადებული ტორტის ნაჭრებიდან ერთი მაინც შეხვდება და ამიტომ, მზად არის, ვაბანკზე წავიდეს.

ერთადერთი, რაც ივანიშვილმა ნამდვილად შეასრულა, იმ პოლიტიკოსების გაშიშვლებაა, რომლებიც თავს პატრიოტებად გვაჩვენებდნენ, თუმცა, ჯერ ერთი, ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანებული იყო და მეორეც _ არაერთი გამოცემა თუ ადამიანი, მათ შორის, ჩვენც, მუდმივად ვუკიჟინებდით ხელისუფლებას, დროულად გათავისუფლებულიყო ხორცმეტებისგან, მაგრამ არ გვისმენდა და შედეგიც აშკარაა.

ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები _ საკუთარზეო და… როგორ ვთქვათ, ივანიშვილი ამ ყველაფერს ვერ და არ ხვდებოდა, მაგრამ ფაქტია, ფეხს ითრევდა და აიძულა ისინი, გადაწყვეტილება თავად მიეღოთ. მაინც გვგონია, რომ ივანიშვილს ამ ყველაფრის უფლებას დასავლეთი არ აძლევდა და ახლა, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ ქუჩაში აჯანყების სუნი ტრიალებს, რატომღაც გვგონია, ყველაზე მეტად ეს სწორედ დასავლეთს აძლევს ხელს, რადგან 2008 წლის შემდეგ გვარიანი დრო გავიდა და ქვეყანა აღარ არეულა და, თუ ასე გაგრძელდება, ხომ შეიძლება, მართლა მივეჩვიოთ სტაბილურობას და საზარბაზნე ხორცად აღარ ვივარგოთ?! ამიტომ გვგონია, ქუჩაში გამოსული ოპოზიცა სხვის დაკრულზე ცეკვავს და ის სხვა დასავლეთია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here