Home სხვადასხვა დაიჯესტი ქურდმა 80 წლის დედაბერი გააუპატიურა და ჭიქა ჩაი მოსთხოვა

ქურდმა 80 წლის დედაბერი გააუპატიურა და ჭიქა ჩაი მოსთხოვა

780
ქურდმა 80 წლის დედაბერი გააუპატიურა და ჭიქა ჩაი მოსთხოვა

32 წლის შოტლანდიელმა ჯონ ლამინგმა აღდგომის წინა დღეს გააუპატიურა 80 წლის ქალი და ამჟამად ელოდება სასამართლოს, რომელმაც უნდა განუსაზღვროს სასჯელი. Mirror იუწყება, რომ ბოროტმოქმედმაუხეშად გააუპატიურა პენსიონერი ქალი და შემდეგ, ვითომც არაფერი მომხდარა, “ჭიქა ჩაი დამალევინეო”, _ სთხოვა.

ქალბატონს ლამინგი თავს დაესხა ციხიდან გათავისუფლების, სულ რაღაც, 12 დღის შემდეგ, როცა ძარცვისთვის სასჯელი მოიხადა. მანამდე ინჟინრად მუშაობდა.

დაზარალებული ქალი დასაძინებლად ემზადებოდა, როცა შუშის გატეხვის ხმა შემოესმა. დიასახლისი საძინებლიდან გამოვიდა და პირისპირ შეეჯახა უცნობ მამაკაცს, მაგრამ არ დაიბნა, ხელი დაავლო ფარდების გადასაწევ რკინის წკეპლას და შეუტია ბოროტმოქმედს. დაუპატიჟებელმა სტუმარმა მოიგერია უმწეო ადამიანის ეს შეტევა.

ქალბატონი არ ნებდებოდა და ენერგიულად აჭერდა თითს განგაშის ღილაკს, რომელიც თურმე გაფუჭებული იყო. ყვიროდა, საშველად იხმობდა მეზობლებს, მაგრამ არავინ გამოხმაურებია. მოძალადეს ეცინებოდა: “შენ რა, მეზობლები არ გყავს?” მსხვერპლის შეკითხვა, _ რატომ შეურაცხყოფდა 80 წლის ქალს? _ ლამინგმა უპასუხოდ დატოვა.

გაუპატიურების შემდეგ მამაკაცი სავარძელში მოკალათდა და თავსლაფდასხმულ ქალს ერთი ჭიქა ჩაი “დაუკვეთა”, თან დაინტერესდა, აქვს თუ არა დიასახლისს ალკოჰოლი. ქალმა უპასუხა, რომ არა, მაგრამ მაცივარში ცოტა წვენი აქვს შენახული. მძარცველმა გამოიღო ქილა და თქვა, რომ ქალის ბინა მის ბინაზე გაცილებით უკეთესია, _ განაცხადა ბრალდების მხარემ.

გაშინაურებულმა ლამინგმა სასტუმრო ოთახში მოხვეტა შუშის ნამსხვრევები და ნაგვის ტომრით გაიყოლა. მალევე დაბრუნდა და განმარტა, რომ მობილური მაგიდაზე დარჩა.

ქალი მხოლოდ მას შემდეგ მოვიდა გონს, რაც მოძალადე ბოლოს და ბოლოს, წაეთრა. დაურეკა თავის ქალიშვილს და მოუყვა, რაც თავს გადახდა. ამ უკანასკნელმა პოლიციას შეატყობინა.

ლამინგის ვინაობა გამოძიებამ მისი თითების ანაბეჭდებით დაადგინა.

ახლა წინასწარი პატიმრობის საკანში ზის და ელოდება სასამართლოს განაჩენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here