Home რუბრიკები პოლიტიკა ქურდებს შეაგინე, ბიჭო! და რუსეთი ოკუპანტია?

ქურდებს შეაგინე, ბიჭო! და რუსეთი ოკუპანტია?

4039
ფორუმი

რუსეთი ოკუპანტია? _ ამ კითხვამ თუ მასზე შესაძლო პასუხებმა ჩვენს სინამდვილეში უკვე ისეთი აბსურდული ხასიათი შეიძინა რომ… “შიდა მოხმარებაში” (თუ ასე თქმა შეიძლება) თუ დადებითად უპასუხებ ამ კითხვას, მგზნებარე პატრიოტი ხარ, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში _ აპრიორი რუსეთუმე და სამშობლოს მოღალატე. აი, ასე _ ან ჰო, ან არა. მესამე, უბრალოდ, არ არსებობს ქოცნაცების ხელისუფლების უდიდესი ლიბერასტული ნაწილისთვის და .. არასამთავრობო სექტორისთვის.

რაც შეეხება გარე მოხმარებას, ყველამ ვნახეთ, როგორ “შააღონეს” ამ კითხვით ფრაუ ანგელა მერკელი თბილისის უნივერსიტეტში ჩვენმა რუსოფობმა სტუდენტებმა. ამაზე გაზეთის წინა ნომერში ვწერდი და ბევრს აღარ გავაგრძელებ, ერთი სიტყვით ვიტყვი, რასთან გვაქვს საქმე საგარეო თუ საშინაო შემთხვევაში _ ეს არის სიტყვა მარაზმი!

მარაზმი, რომელიც ახალი ძალითა და შემართებით გაგრძელდა 5-7 სექტემბერს საერთაშორისო სამხრეთ კავკასიის მედიაფორუმზე, რომელიც თბილისის სასტუმრო “ვერე-პალასში” გაიმართა. ამ ღონისძიების რუს მონაწილეებს აეროპორტშივე მოუწყვეს “გულთბილი” შეხვედრა ჩვენმა ლიბერასტულმა ტელევიზიებმა, რომელთა ტუტრუცანა ჟურნალისტები აეროვაგზლის ფოიეშივე, უკაცრავად პასუხია და, პირში თხრიდნენ მიკროფონებს მგზავრობით დაღლილ სტუმრებს _ რუსეთი ოკუპანტია? როცა კითხვაზე დადებით პასუხს ვერ იღებდნენ, ამით გააფთრებულები უფრო კატეგორიულად მოითხოვდნენ რუსი სტუმრებისგან: თქვით, რომ პუტინი ოკუპანტია!

სწორედ ამ ამაზრზენმა სურათმა გამახსენა ე.წ. კანონიერი ქურდები და პარალელი გამავლებინა ყოველივე ზემოთ თქმულთან. სააკაშვილის ციხეებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ყველა ე.წ. ახალშესახლებულ პატიმარს “აწვებოდნენ” ციხის ჯალათები _ ქურდებს შეაგინე, ბიჭო! არ შეაგინებდი და ნახევარ სიცოცხლეს წაგართმევდნენ ცემაში, შეაგინებდი და მაინც გცემდნენ, მაგრამ შედარებით “ლაითად”…

“მძიმეწონოსანი” რუსი პოლიტოლოგ-ექსპერტები _ გენადი ბორდიუკოვი, ალექსი ტოკარევი, ვიქტორ ლიტოვკინი და ალან კასაევი, ოკუპაციის შესახებ ჯერ კიდევ მიშნაცების მიერ მიღებული იდიოტური კანონის მიხედვით, ქვეყანაში არ შემოუშვეს.

ეს მარაზმი 5 სექტემბრის დილას გაგრძელდა სასტუმროს წინ, ამჯერად ე.წ. ანტიოკუპაციური უნიჭო პერფორმანსის სახით. მართალია, დამუქრებული 40 არასამთავრობო ორგანიზაციისა და ნაცბანდის ათასობით აქტივისტის მობილიზება ვერ შეძლეს, მაგრამ დოლ-გარმონი კი აჭყვიტინეს, რაც რუსი სტუმრების ღიმილსა და ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი სტუმრების გაოცებას იწვევდა _ აბა, უნიჭობის, მარაზმის გარდა, რას უნდა ელოდო ისტერიკული რუსოფობის, ნანუკა ჟორჟოლიანის, შვილის მიერ დადგმული პერფორმანსისგან?!

მედიაფორუმის მონაწილეთა შორის ერთი ლიბერალური თვალსაზრისისა და, შესაბამისად, ანტიპუტინისტი პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკოც იყო, რომელმაც მოსკოვში წასვლის წინ რომელიღაც მედიასაშუალებასთან ინტერვიუში დაახლოებით შემდეგი რამ განაცხადა: საქართველოს მატარებელმა ჩაიარა და ამიტომ ვერ ვხედავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალურ შანსსო. ამ განცხადებამ დიდი ხმაური გამოიწვია ქართველ ლიბერასტულ საზოგადოებაში _ აღნავლდნენ ნაცნობ-უცნობი ლიბერასტები სოციალურ ქსელებში: ეს როგორ გაბედა? რას მიქვია ვერ ხედავს, ნატო-ევროპა ჩვენთანააო და ა.შ. მსგავსი ე.წ. პოსტებითა თუ კომენტარებით, რომ იტყვიან, ცა და ქვეყანა შეაჯერეს!

ალექსეი მალაშენკო

ნეტავი რა თქვა რუსმა სტუმარმა ისეთი, რამაც ასე აღაშფოთა ვაიპატრიოტები? _ განსაკუთრებული არაფერი და ნორმალურად მოაზროვნე ქართველისთვის ისედაც ცხადია სიმართლე, რომელიც რუსმა პოლიტოლოგმა პირში მოგვახალა. აღშფოთდა მხოლოდ ურაპატრიოტი საზოგადოება, ეს _ უკეთეს შემთხვევაში, უკეთესში, რადგან ურაპატრიოტობა არ გამორიცხავს გულწრფელობას. რაც შეეხება უარეს შემთხვევას, ქართულმა .. მესამე სექტორმა, ქოცნაცების ლიბერასტულმა ბანდამ, მშვენივრად იცის, რომ ალექსეი მალაშენკომ სიმართლე თქვა. ამ სიმართლეს ზემოხსენებული ორგანიზაციები იმიტომ არ აღიარებენ, რომ ოკეანის გაღმაგამოღმელი პატრონები უკრძალავენ, ისინი ხომ იმისთვის უხდიან ქოცნაცებსა თუ .. ენჯეოებს მწვანე კუპიურებს, რომ განაგრძონ ქართველი ერის დაბოლება ფუჭი დაპირებებით.

საზოგადოდ კი, ურაპატრიოტები იქნებიან ეს, დასავლეთიდან ქართულ პოლიტიკაში ჩანერგილი ე.წ. გავლენის აგენტები თუ ნამდვილი მამულიშვილები, ყველას გასაგონად ერთ ცნობილ, სენტენციად ქცეულ ჭეშმარიტებას გავიხსენებ _ სიმართლეზე გაბრაზება არ ეგების, როგორი მწარეც უნდა იყოს ის.

აქედან გამომდინარე, ბატონი ალექსეი მალაშენკოს ნათქვამს არათუ ვეთანხმები, უფრო შორსაც წავალ…

ე.წ. ახალი რეალობები, რომელთა გათვალისწინებისკენაც მოუწოდებს მოსკოვი თბილისს, ვლადიმერ პუტინის ახირება კი არა, ობიექტური მოცემულობებია, რომელთა ჩამოთვლასაც ქვემოთ შევეცდები…

მაგალითად, ცხინვალ-სოხუმს ის სტატუსი, რომლითაც ეს ორი რეგიონი შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, აღარასოდეს ექნება. ყოველ შემთხვევაში ახლო თუ შორეულ თვალსაწიერში სანუგეშო არაფერი ჩანს და ამ თვალსაზრისით საქართველოს მატარებელმა მართლაც ჩაიარა!

პოლიტიკოსთაგან ვინც საპირისპიროს ამტკიცებს და, უფრო მეტიც, ტერიტორიული მთლიანობის მყისიერად აღდგენას ჰპირდება ამომრჩეველს, იგი ან სულელი ბრიყვია, ან მიზანმიმართული ჭკვიანი დემაგოგი.

რისი ილუზია, მაგრამ მაინც იმედი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, ეს არის ცხინვალ-სოხუმთან კონფედერაციული ურთიერთობების დამყარება. და, თუ ეს მოხდა, უფალს მადლობა უნდა შევწიროთ ასეთი სასწაულისთვის.

გვერდზე უნდა გადავდოთ უსაფუძვლო ამბიციები და რუსეთთან დიალოგი, მოლაპარაკებები ე.წ. სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ _ ისე მოძლიერდა ბოლო პერიოდში რუსეთი, რომ მსოფლიო, პრაქტიკულად, უკვე შეეგუა უკრაინისთვის რუსების მიერ ყირიმის “ახევას”. მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების წაყენებას რუსეთს აშშ ვერ უბედავს და პატარა საქართველო ვის დაჰკარგვია?!

აქედან გამომდინარე, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, საქართველოს მოთხოვნა _ რუსეთმა ჯერ უკან წაიღოს სოხუმცხინვალის აღიარება და მხოლოდ ამის შემდეგ დაველაპარაკებითო.

რა უნდა თქვა კაცმა ასეთი სისულელის საპირისპიროდ? ჯერ ერთი, ხატოვნად თუ ვიტყვით, რუსეთის (და ყველა ზესახელმწიფოს) მიერ თავისი გადაფურთხებულის ალოკვა გამორიცხულია და მეორეც, რომც მოხდეს სასწაული და რუსეთმა დაგვიბრუნოს წართმეული, მაშინ რაღაზე უნდა ველაპარაკოთ რუსებს, კრასნოდარისოჭის დაბრუნებაზე ხომ არა?

ან კიდევ ერთი სისულელე _ რუსეთი, როგორც ტოლი-ტოლს, ისე უნდა გველაპარაკოს და არა, როგორც უფროსი. უფროს-უმცროსი ცხოველებშიც არის და მით უმეტეს პოლიტიკაში! რუსებს დროებით თავი დავანებოთ და ამერიკისა ვთქვათ _ აშშ, როგორც ტოლიტოლს, ისე ელაპარაკება ევროპას თუ როგორც სიუზერენი ვასალებს?

ამ ეტაპზე, ერთ-ერთი კი არა, ალბათ, უფრო ერთადერთი ჩვენთვის სასიკეთო და მისაღწევი პერსპექტივა ცხინვალ-სოხუმის რეგიონებში ქართველი ლტოლვილების ეტაპობრივი დაბრუნებაა, რაც რუსეთის კეთილი ნებისა და უფრო მეტიც, ხელშეწყობის გარეშე სრული უტოპიაა, მაგრამ ამის მიღწევა “რუსეთი ოკუპანტიას” ძახილითა და ოკუპაციის შესახებ სულელური კანონით შეუძლებელია!

ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს, რადგან ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ქართველები, აფხაზები და ოსები შევრიგდებით, ხოლო ოდესღაც, შორეულ მომავალში შეიძლება სოხუმ-ცხინვალის პოლიტიკური დაბრუნების შანსიც მოგვეცეს.

მანამდე კი, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ისიც დიდი ამბავი იქნება, თუ იმ დროს მოვესწრები, რომ თბილისში მატარებელში ჩავჯდე და გაგრაში წავიდე დასასვენებლად, ისევე, როგორც ეს ჩემ ჯეელობაში ხდებოდა!..

არ ვიცი, რამდენად ზუსტად ჩამოვთვალე ე.წ. ახალი რეალობები და ამიტომ წინამდებარე წერილს ძველი რეალობის შეხსენებით დავასრულებ _ ყოველივე ზემორე თქმულიც და ვერ თქმულიც ერთმორწმუნე რუსეთის კეთილი ნების გარეშე შეუძლებელია!

დავით მხეიძე

P.S. “რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ წერდა . ჭავჭავაძე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი _ ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისათვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნაარ ყოფნის საკითხთან.

დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისათვის”.

ილიასეული ციტატის დედააზრი არის ის, რომ საქართველოს უფრო სჭირდება რუსეთი, ვიდრე პირიქით _ რუსეთს საქართველო და იქნებ, თქმულიდან გამომდინარე, ლოგიკურიც არის წერილის ასე დასრულება, მაგრამ, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ესლოგიკაუფრო მრავლისმეტყველი გახდა.

საქმე ის არის, რომ .. მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა უკრაინის .. რასკოლნიკების ეკლესიას, პრაქტიკულად, უკვე მიანიჭა ავტოკეფალია. ჩვენთვის კარგად ნაცნობმა მიტროპოლიტმა ილარიონმა, რომელიც მეორე იერარქია რუსეთის ეკლესიაში, ბართოლომეოსის ამ ქმედებას უწოდა ბინძურვერაგული პოლიტიკური პროექტის განხორციელება და .. მსოფლიო პატრიარქი, რომელიც დასავლეთის ნეოლიბერალური ძალების მარიონეტია, მართლმადიდებლობისთვის ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა!

მაგრამ ეგ იქით იყოს, რადგანაც იქმნება ჩვენთვის სასურველი ვითარება _ 200 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთისთვის საქართველო შეიძლება ძალზე საჭირო გახდეს _ მოსკოვის საპატრიარქო, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებელი მრევლის ნახევარს, 150 მილიონ მორწმუნეს, აერთიანებს, მოკავშირეებს ეძებს დანარჩენ ეკლესიებში და ეს დილემა, ვის დაუჭიროს მხარი, საქართველოს ეკლესიის წინაშეც დადგება. ღმერთმა ნუ ქნას და, თუ საქართველოს ეკლესიამ მის წიაღში ჩანერგილი მეუფე ყანდურების მეცადინეობით სწორი არჩევანი არ გააკეთა და მხარში ამოუდგა ბართოლომეოსის მწვალებლურ სექტას და არა საქართველოს გადამრჩენ ერთმორწმუნე რუსეთს, მაშინ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ყოფნაარყოფნის საკითხიც შეიძლება დადგეს, მაგრამ ამაზე უფრო დაწვრილებით _ გაზეთის შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here