Home ახალი ამბები მსოფლიო ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტა გრძელდება

ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტა გრძელდება

1095
ეგვიპტე

ეგვიპტეში თავს დაესხნენ ავტობუსს, რომლითაც ქრისტიანები მგზავრობდნენ. დაიღუპა 26 ადამიანი

ეგვიპტის პროვინცია ელ-მინიაში ტრასაზე მიმავალ 2 ავტობუსს, რომლებშიც ქრისტიანი კოპტები ისხდნენ, 10-მდე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის _ ჰალედ მოგაჰედის განცხადებით, დაიღუპა 26 ადამიანი, დაიჭრა _ 35. მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტობუსში ისხდნენ ქრისტიანი კოპტები, რომლებიც მოსალოცად მიემგზავრებოდნენ წმინდა სამუელის მონასტერში. ერთ-ერთი ავტობუსით მგზავრობდა 40-მდე ბავშვი.

ეგვიპტეში 9 მლნ ქრისტიანი ცხოვრობს, უმრავლესობა _ კოპტი. ისინი არაერთხელ ყოფილან ექსტრემისტების თავდასხმის მსხვერპლნი.

2016 წლის დეკემბერში ქაიროში, კოპტების ეკლესიაში, ტერორისტებმა ბომბი ააფეთქეს, დაიღუპა 22 ადამიანი, დაიჭრა _ 57.

ტერაქტების ბოლო სერია, რომელიც მიმართული იყო კოპტების წინააღმდეგ, მიმდინარე წლის 9 აპრილს მოაწყვეს. ბზობის დღესასწაულზე, საზეიმო მღვდელმსახურებისას ალექსანდრიის წმინდა მარკოზისა და ტანტეს წმინდა გიორგის ტაძრებში ექსტრემისტებმა ორი აფეთქება მოხდა. დაიღუპა 40 ადამიანი, დაიჭრა _ 100-ზე მეტი. ამ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა დაიკისრეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here