Home ახალი ამბები მსოფლიო ქვეყნები უჰანიდან თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებენ

ქვეყნები უჰანიდან თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებენ

5561
ქვეყნები უჰანიდან თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთიდან აშშის დაახლოებით 300-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდება. მათ შორის იქნებიან დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები. სპეციალური რეისი ჩინეთში უკვე გაფრინდა. ჩარტერული რეისით იაპონიის დაახლოებით 200 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდება. ქვეყნის მთავრობა კიდევ დამატებით 2 ჩარტერული რეისს გეგმავს, რათა უჰანიდან, საიდანაც დაიწყო გავრცელება საშიშმა კორონავირუსმა, იქ დარჩენილი 400-მდე მოქალაქე გამოიყვანოს.

ევაკუაციის გეგმებზე საუბარი გაიმართა ავსტრალიის მთავრობასა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. ქვეყანაში ამბობენ, რომ უჰანიდან მოქალაქეების გამოყვანა უახლოეს დღეებში იგეგმება.

სამხრეთ კორეა საკუთარ მოქალაქეებს 4 ჩარტერული რეისით გაიყვანს. ჩინეთის დატოვებაზე განაცხადი სამხრეთ კორეის დაახლოებით 700-მა მოქალაქემ გააკეთა.

მიმდინარე კვირას სპეციალური რეისები ჩინეთის მიმართულებით საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდანაც განხორციელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here