მთავარი მსოფლიო ქვეყნები, რომლებშიც ყველაზე მეტ გადასახადებს იხდიან

ქვეყნები, რომლებშიც ყველაზე მეტ გადასახადებს იხდიან

1110
გააზიარეთ
გადასახადები

ბელგიაში დასაქმებულები მიღებული შემოსავლის ნახევარზე მეტს გადასახადებში იხდიან. ამ მაჩვენებლით ბელგია იმ ქვეყნების სიის სათავეში მოხვდა, ომლებშიც დასაქმებულები ყველაზე მეტ გადასახადებს იხდიან, _ წერს forbes.ge.

ყველაზე მაღალი გადასახადი ხელფასით მიღებულ შემოსავალზე ბელგიაშია და ის 54%-ს შეადგენს. უნგრეთში ეს მაჩვენებელი 48,2%-ია, ხოლო იტალიაში _ 47,8%. ამ მაჩვენებელში შედის, როგორც საშემოსავლო გადასახადი, ასევე სოციალური უსაფრთხოების კონტრიბუციები. სოციალური უსაფრთხოების გადასახადის ნაწილს დასაქმებული, ნაწილს კი თავად დამსაქმებელი იხდის.

რაც შეეხება უშუალოდ საშემოსავლო გადასახადს, ის OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნებში ასეთია:

ბელგია _ 20,8%

შვეიცარია _10%

გერმანია _15,9%

ლუქსემბურგი _ 16,2%

ავსტრია _10,8%

ნიდერლანდები _ 15,2%

ნორვეგია _ 17,5%

საფრანგეთი _ 10,8%

ისლანდია _26,9%

შვედეთი _ 13,6%

ავსტრალია _23%

გაერთიანებული სამეფო _12,6%

ამერიკის შეერთებული შტატები _ 16,9%

საბერძნეთი _ 7,7%

პორტუგალია _13,4%

ესტონეთი _12,5%

უნგრეთი _ 11,7%

პოლონეთი _ 6,1%

ლატვია _15%

საქართველოში საშემოსავლო გადასახადი 20%-ია. ხელფასად გაცემული ანაზღაურება ქვეყნაში მხოლოდ 20%-იანი განაკვეთით იბეგრება და დასაქმებულები, რომელთა ანაზღაურებაც წლიურად 40 ათას ლარზე ნაკლებია, სხვა სახის გადასახადს არ იხდიან.

ყველაზე დაბალი განაკვეთით (საშემოსავლო და სოციალური უსაფრთხოების გადასახადი) ხელფასის სახით მიღებული ანაზღაურება OECD -ის წევრი ქვეყნებიდან ჩილეში იბეგრება და ის მხოლოდ 7%-ს შეადგენს. მას მოსდევს ახალი ზელანდია 17,9%-ით, მექსიკა 20,1%-ით და შვეიცარია 21,8%-ით.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here