Home ახალი ამბები საქართველო ქვეყნები, რომლებიდანაც საქართველოს 268 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა

ქვეყნები, რომლებიდანაც საქართველოს 268 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა

1096
ქვეყნები, რომლებიდანაც საქართველოს 268 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა

2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოს 268 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტ მოქალაქეს (133) თურქეთი დაატოვებინეს, მეორე ადგილზეა ისრაელი, ამ ქვეყნიდან საქართველოს 54 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, ხოლო გერმანიიდან 22 მოქალაქე გამოაძევეს.

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია 2018 წლის დეკმბერში კიდევ 7 ქვეყნიდან განხორციელდა. ესენია: რუსეთი (18), საფრანგეთი (16), ბელგია (15), შვედეთი (10), უკრაინა (4), ესპანეთი (3), საბერძნეთი (3).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here