მთავარი საქართველო ქედს ვიხრით შენს წინაშე

ქედს ვიხრით შენს წინაშე

894
გააზიარეთ
ირაკლი თოდუა

თქვენ თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გინაწილათ თითოეულს” (მოციქულ პავლეს წერილი რომაელთა მიმართ, 12,3), _ ამ პრინციპით იცხოვრა, ასეთად დარჩა ჩვენს ხსოვნაში ირაკლი თოდუა, ჩვენი ჟურნალისტური კოლექტივის მეთაური, მეგობარი და კოლეგა.

არასოდეს უგრძნობინებია ჩვენთვის, რომ რამეთი არის ჩვენგან გამორჩეული, აღმატებული და სწორედ ასეთი დამოკიდებულებით განუხრელად ძლიერდებოდა მისი ავტორიტეტი, როგორც ხელმძღვანელის.

ამიტომაც გვიყვარდა იგი და პატივს ვცემდით უაღრესად, ჩვენთან ერთად _ მკითხველიც. და ამას ამტკიცებს ის წერილები, რომლებსაც “საქართველო და მსოფლიოს” რედაქცია აღდგომის კვირაძალს იღებს მკითხველისგან მისი გარდაცვალების წლისთავზე.

მარადიული ხსოვნა და პატივგება ბატონ ირაკლი თოდუას. 29 აპრილს სრულდება ერთი წელიწადი, რაც ზეციური საქართველოს ბინადარი გახდა იგი _ უზადო პიროვნება, სამაგალითო ხელმძღვანელი და გამორჩეული პუბლიცისტი. მისი ნიჭისა და უნარის, მისი დაუღალავი შრომისა და ძალისხმევის წყალობითსაქართველო და მსოფლიომდაიმკვიდრა ადგილი ქვეყნის ავტორიტეტულ გამოცემებს შორის და პოპულარობა მოიპოვა მკითხველ საზოგადოებაში. კვლავ და კვლავ მადლობა მას!” _ გვწერს ქუთაისიდან ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი გივი გურეშიძე.

ასეთივე მადლიერებითა და პატივისცემით არის გამსჭვალული უამრავი წერილი გულდაწყვეტილი ჩვენი მკითხველების.

ირაკლი თოდუამ თავის ამქვეყნიურ ძეგლად დატოვა “საქართველო და მსოფლიო” და შესანიშნავი ქართული ოჯახი, რომლის სიყვარულს შეალია სიცოცხლე.

არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით” (რომაელთა მიმართ, 12,21), _ ასეთად დარჩა იგი ჩვენს ხსოვნაში სამარადჟამოდ.

საქართველო და მსოფლიოსრედაქცია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here