Home რუბრიკები პოლიტიკა ქედმოხრილი ჯონსონი და წაქეზებული საქართველო

ქედმოხრილი ჯონსონი და წაქეზებული საქართველო

487
ბორის ჯონსონი

ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში”, _ ეს არის ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც ბრიტანეთის პრემიერმა გიორგი გახარიას მოსწერა. აბა, ისე როგორ იქნებოდა, ბორის ჯონსონის წერილი მაშინვე თავს ზემოთ არ აეფრიალებინა ხელისუფლებას და არ ეთქვა, რომ ბრიტანეთი მხარს გვიჭერს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სიაში ერთერთი მოწინავე პოზიცია უკავიაო.

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

სრული სერიოზულობით გეუბნებით: გვგონია, რომ ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებმა სიტყვა “სტრატეგიის” (საიდანაც არის ნაწარმოები “სტრატეგიული”) მნიშვნელობა არ იციან. აი, როგორ არის ეს სიტყვა ახსნილი ლექსიკონში: “სტრატეგია ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული სიტყვაა თანამედროვე მენეჯმენტში. მიუხედავად ამისა, მისი შეთანხმებული ერთი დეფინიცია არ არსებობს. ერთმანეთისგან განასხვავებენ მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან სტრატეგიებს. სტრატეგიაზე საუბრისას, პირველ რიგში, ასოცირება ხდება სტრატეგიულ გეგმასთან, რომელიც ხშირად დაწერილი დოკუმენტია. სტრატეგიული მენეჯმენტი უფრო ფართო ცნებაა და მოიცავს როგორც სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, ისე მის აღსრულებას. ასევე ის ინტეგრირებული მოდელია, რომელიც აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ორგანიზაციის ყველა ფუნქციურ დანაყოფს ჰქონდეს განვითარების საერთო სტრატეგია; შიდამენეჯერული პროცესებითა და პროგრამული აქტივობებით აღწევს სასურველ შედეგს; ოპერაციონალური და ტაქტიკური გადაწყვეტილებებით ქმნის ორგანიზაციის გრძელვადიანი განვითარების გეგმას”.

სტრატეგიული გეგმა დაწერილი დოკუმენტიაო და რაღაც ვერ ვიხსენებთ, ჩვენ და ბრიტანეთს რაიმე გვქონდეს დაწერილ-გაწერილი. რაც შეეხება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკას, რაღაცებს კი ვაწერთ ხოლმე ხელს (დიახ, რაღაცებს), მაგრამ არავინ გვეუბნება, რეალურად რა ვადაზეა ეს სტრატეგია გათვლილი, რას მოიცავს, ანუ საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჰო, ისიც აღარ ვიცით უკვე, საიდან მოვდივართ, რადგან, თუ ძირძველი ევროპელები ვართ, მაშინ ევროპა კარს რატომ არ გვიღებს, და, თუ ერთერთი უძველესი ცივილიზაცია, მაშინ რატომ გვეუბნება სამი საუკუნის ისტორიის არმქონე ამერიკა, ცივილიზებულ ცხოვრებას ჩვენ გასწავლითო.

ისევ ბრიტანეთსა და მათ პრემიერს დავუბრუნდეთ. 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში, რა გაუკეთებია ისეთი ბრიტანეთს, რომ გამოვიდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე და თქვას: აგერ, ბატონო, ბრიტანეთს ამის და ამის გამო მადლობაო?! _ არც არაფერი ასეთი წერილების გარდა და გვერწმუნეთ, ანალოგიურ წერილებს ბრიტანეთის ყველა პრემიერი წერს ხოლმე. რასაც ჩვენ გვწერენ, ზუსტად იმავე შინაარსის წერილები მისდით აფრიკის ქვეყნებს, უკრაინას, მოლდოვას, ევროპის განვითარებად სახელმწიფოებს _ მათ, ვინც არამხოლოდ ბრიტანეთს, არამედ ევროპასა და ამერიკას სწორედ რუსეთთან საბრძოლველად სჭირდება. ამ წერილებით გათამამებულებმა, ჩვენ და ჩვენნაირებმა მაღალი ტრიბუნებიდან უნდა ვიყეფოთ, რუსეთს ოკუპანტი ვეძახოთ, რის შემდეგაც ევროპის ზესახელმწიფოებს _ ამერიკასა და ბრიტანეთს შესაძლებლობა და, რაც მთავარია, საფუძველი ექნებათ იმისა, რომ რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესონ, დიდი ბაზრებიდან განდევნონ, თავად დამკვიდრდნენ (უარეს შემთხვევაში კი ჩვენს ხარჯზე სარფიანად ევაჭრონ) და, საზოგადად, მათი ოცნება ხომ ისაა, რომ რუსეთი მარტივ მამრავლებად დაიშალოს და შემდეგ სამ უზარმაზარი ტერიტორიის ბატონ-პატრონები თავად გახდნენ.

იმაზე თუ უფიქრია ვინმეს, რუსეთს საქართველოს სრული ანექცია რომ ჰქონდეს განზრახული, აქამდე ვერ მოახერხებდა თუ ამერიკა და ევროპა შეაშინებდნენ? ზუსტად 24 საათში დაამთავრებდა საქმეს და ჩვენისტრატეგიული პარტნიორებისაღშფოთებისა და შეშფოთების მეტი ხელში არაფერი შეგვრჩებოდა. ვერც ისჯაველინებიგვიშველიდა, 75 მილიონად რომ შემოგვასაღეს და ვერც ის დრონები, რომელთა ყიდვასაც ახლა აპირებენ და არაერთ მილიონს მიათხილშავენ. გამალებული შეიარაღება გაუმართლებელია მაშინ, როცა ელემენტარულად ადამიანური რესურსი არ გაგაჩნია იმისა, რომ გრძელვადიანი და მასშტაბური სამხედრო ოპერაცია აწარმოო. შესაბამისად, ერთადერთი სწორი გამოსავალი ასეთ სიტუაციაში მოლაპარაკებაა, მაგრამ რად გინდა, “სტრატეგიული პარტნიორები” ამის შესაძლებლობასაც კი არ გვაძლევენ. საკმარისია, სადმე რეალურად დადგეს საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის პირისპირ მოლაპარაკებისა, საქმეში მაშინვემეგობრებიერევიან და დიალოგის შესაძლებლობას ჩანასახშივე კლავენ. ეს სიმწარე არაერთხელ გვიგემია და მომავალშიც აუცილებლად ვიგემებთ, თუმცა…

იგივე ბრიტანეთი ევროკავშირიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა და ამას არც ნანობს. კავშირიდან გასვლის მთავარ მიზეზად ბრიტანელებმა თავიანთი ეკონომიკის ვარდნა და გირვანქა სტერლინგის გაუფასურება დაასახელეს. ევროპელი ექსპერტები ამბობდნენ, რომ ცალკე მყოფი ბრიტანეთი დაიღუპებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროპელები ყოველთვის მართლები არ არიან და სტრატეგიული პარტნიორიც (ამ შემთხვევაში ბრიტანეთი) შეიძლება იოლად გაიმეტონ, ჩვენ კი ცხოვრების მიზნად სწორედ ევროკავშირი ვაქციეთ და აკი თქვა კიდეც არჩილ თალაკვაძემ, _ მთავარი, რასაც 2024 წლამდე გავაკეთებთ, იქნება ის, რომ სწორედ 2024-ში განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზეო. ე.ი., კავშირი, რომლიდანაც გაიქცა ზესახელმწიფო დიდი ბრიტანეთი (პოლონეთს და კიდევ რამდენიმეს გასვლაზე თვალი უჭირავთ), ჩვენთვის საოცნებოა. ვიღაც იტყვის, ბრიტანეთისა და ჩვენი მასშტაბები სხვადასხვაა, შედარებით დაბალი რანგის ქვეყანას მაინც შევედაროთო, და აგერ, ბატონო, საბერძნეთი, რომელიც ევროკავშირში იყო და რა მიიღო მისგან? _ დეფოლტი, ქვეყნის გაკოტრებულად გამოცხადება, რამდენიმე ვადამდელი არჩევნები, ხელისუფლების რამდენიმე ცვლილება და ვალი, რომელსაც, სულ ცოტა, ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ გაისტუმრებს. რიგში კი კიდევ რამდენიმე ქვეყანა დგას.

რატომ არ გაუწოდეს დახმარების ხელი საბერძნეთს ევროკავშირის სხვა წევრებმა? იმიტომ, რომ ევროკავშირში რეალურად ორი მოთამაშეა ისეთი, რომლებზეც დანარჩენები მუშაობენ. გერმანიასა და საფრანგეთს ოფიციალურად აქვთ გამოცხადებული ორსიჩქარიანი ევროპის კონცეფცია, რაც საქმით იმას გულისხმობს, რომ ევროპაშიპირველ სიჩქარეზეუნდა იყვნენ ისინი, ევროპის დანარჩენი ქვეყნები კი მათ აყვავებას და კეთილდღეობას უნდა ემსახურონ, .. “მეორე სიჩქარითიარონ. ევროკავშირში გაწევრების რეალური შანსი მხოლოდ მაშინ გაგვიჩნდება, თუ კი ისინიორსიჩქარიანისნაცვლადსამსიჩქარიანიევროპის კონცეფციას წამოაყენებენ, .. მსახურების მსახურები დასჭირდებათ. აი, ამ მსახურების მსახურად შეიძლება, რომ მიგვიღონ.

სიმართლე გითხრათ, არ გვეგულება მსოფლიოში სხვა სახელმწიფო, რომელიც ასეთ ყურადღებას უთმობდეს რომელიმე სხვა ქვეყნის მეთაურის რიგით, და თანაც, პროვოკაციულ, წერილს. ჰო, რეალურად ეს რიგითი წერილია, მაგრამ, კარგად თუ დავუკვირდებით, გვაქეზებს კიდეც. უნდა დავიჯეროთ, რომ ბრიტანეთი ჩვენ გვერდითაა და რუსეთს უფრო დიდ გულზე უნდა შევუტიოთ. მერე ამერიკის სენატის რომელიმე სენატორიც გამოგზავნის ანალოგიურ წერილს და საერთოდ ექსტაზში ჩავარდება ქართული პოლიტიკური სპექტრი. სწორედ ექსტაზსა და ეიფორიაში მყოფები აკეთებენ ხოლმე ისეთ განცხადებებს, რომელთა ახსნაც შემდეგ უჭირთ, მაგრამ სწორედ ამ განცხადებებს საუცხოოდ იყენებენ იგივე ბრიტანეთი, ევროპა და ამერიკა. დასხდებიან ხოლმე შემდეგ მსოფლიო მამები, მიიღებენ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და… ისევ და ისევ დიდი ფული, რომელიც ამოძრავებს სამყაროს და სწორედ ფულის გამოა, რუსეთის დაქუცმაცება რომ სურთ ზესახელმწიფოებს. საამისოდ ისინი იყენებენ ყველა ბერკეტს და ერთერთი ბერკეტი საქართველო და მისი დარი ქვეყნებია.

ურიგო არ იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას ერთ საინტერესო დეტალს მიაქცევს. ბრიტანეთის, ევროპისა თუ ამერიკის პოლიტიკური ელიტის გააქტიურება დროში ასი პროცენტით ემთხვევა რაიმე სამიტის ან დიდი სახელმწიფოების მეთაურთა შეკრების მოახლოებას. ისინი დაახლოებით ერთი თვით ადრე აკეთებენ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს (სხვა ქვეყნებსაც არ ივიწყებენ), შემდეგ ეუბნებიან, რომ გამოხატონ პოზიცია რუსეთთის მიმართ, შემდეგ ამ დოკუმენტებს იდებენ წინ და მსჯელობენ, როგორ დაუმძიმონ ყოფა რუსეთს. საფუძველი სწორედ ის განცხადებებია, რომლებიც მათივე წაქეზებით კეთდება და სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებასაც “სუფთა სინდისით” იღებენ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდემდე გაგრძელდება ერთ წრეზე სიარული. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა საგარეო კურსად სწორედ დასავლეთი დაადგინა და დოკუმენტურად დაადასტურა, რომ რუსეთისკენ არ გაიხედავს. ეს იმ პირობებში, როცა ბირთვული შეიარაღების არმქონე, მაგრამ ყველაზე მეტად განვითარებულმა ქვეყნებმა (ნორვეგია, დანია, ირლანდია, ფინეთი, შვედეთი) აღნიშნულ თამაშში მონაწილეობა აღარ მიიღეს, აღარც რუსულ ბაზარს უგანეს და ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. ეს ურთიერთობა სასიკეთოდ მათ ეკონომიკასაც ეტყობა და მოსახლეობას ხომ საერთოდ _ ბედნიერების ინდექსში პირველობას სწორედ სკანდინავიური ქვეყნები არ თმობენ.

“გაერთიანებული სამეფო მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე თქვენს მისწრაფებებს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. ნატოს ალიანსს საფუძვლად უდევს დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება”, _ ესეც ჯონსონის წერილიდანაა.

ანალოგიური განცხადება თავის დროზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმაც გააკეთა, თუმცა შემდეგ, როცა პრეზიდენტი აღარ იყო და “დავარცხნილად საუბრის” ვალდებულება აღარ ჰქონდა, პირდაპირ თქვა: საქართველოსა და უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს, ეს უტოპიაა და რუსეთს პირისპირ ამ ორი ქვეყნის გამო არავინ დაუდგებაო. გავა დრო და ჯონსონიც აუცილებლად იმავეს იტყვის, მაგრამ ჯერ არა, ჯერ ის დიდი ბრიტანეთის პრემიერია, ქვეყნის, რომელიც ევროკავშირიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ჩვენ კი სწორედ ამ კავშირისკენ ვისწრაფვით.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here