მთავარი პოლიტიკა ქაჯები

ქაჯები

1537
გააზიარეთ
ხათუნა სამნიძე

რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის თოქშოუშიგანსხვავებული აქცენტებისამპროცენტიანის რეიტინგის მქონე რესპუბლიკელმა ხათუნა სამნიძემ ეკლესიაზე საუბრისას, როგორც ყოველთვის, სიძულვილი აფრქვია და საპატრიარქოს უწოდა გარე ძალის, ამ შემთხვევაში რუსეთის, მიერ მართული ინსტიტუტი და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ძლიერი ეკლესია საშიშია.

სამნიძის თქმით, თურმე, როგორც საპატრიარქო, ისე სამღვდელოება, ქვეყანაში ანტიდასავლურ განწყობებს მიზანმიმართულად აღვივებს და ამის გამო (არა მხოლოდ ამის გამო) მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება სრულად უნდა შეუწყდეს. იმავე ეთერში ოპონენტის შეკითხვაზე, თუ რის საფუძველზე აცხადებდა საპატრიარქოს ანტიდასავლური განწყობების გამღვივებლად, სამნიძემ არგუმენტად სასულიერო პირების მიერ “საქართველო და მსოფლიოსთვის” სხვადასხვა პერიოდში მიცემული ინტერვიუებიდან ამოკრეფილი ციტატები მოიყვანა: რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპულ და ამერიკულ ფასეულობებს, მით მეტად დავშორდებით ქრისტესა და ეკლესიას”; “ჩვენ არ გვჭირდება ევროპა, რომელსაც სწორება უკანალზე ექნება”…

ციტატები მას კიდევ ბევრი ჰქონდა და მზად იყო, ერთი ამოსუნთქვით ყველა წაეკითხა, მაგრამ ზემოაღნიშნული ორი ამონარიდი საკმარის არგუმენტად ჩათვალა, ანუ, სამნიძის სამპროცენტიანი ჭკუით, თუ სასულიერო პირი ამბობს, რომ სოდომიის ქომაგ დღევანდელ დასავლეთთან დაახლოება ღმერთთან დაშორებას ნიშნავს და არ გვჭირდება ინტეგრაცია, რომელსაც სწორება უკანალზე ექნება, ის ავტომატურად პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. მეტიც, ასეთი სამღვდელოება პირდაპირ კრემლიდან იმართება და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, მას ბიუჯეტიდან დაფინანსება რომ შეუწყდეს.

თანამედროვე დასავლეთს (განსაკუთრებით _ ევროკავშირს) სწორება უკანალზე რომ აქვს და სოდომიის აპოლოგია უმთავრესი იდეოლოგიური დისკურსის რანგში აქვს აყვანილი, ეს ვინმეს მიერ და, მით უმეტეს, კრემლიდან თავს მოხვეული პოლიტიკა არ არის. ქალის ქალზე ქორწინება თუ კაცის _ კაცზე და კოლჰოტიანი გორილების ტინგიცი 17 მაისს ევროპის ქალაქებში მათი არჩევანია. მათი არჩევანია, აგრეთვე, ევროსასამართლოს მიერ წლების წინათ მიღებული ამორალური გადაწყვეტილება, რომ ორი ქალის ან ორი მამაკაცის ერთობას ოჯახი უნდა ერქვას, რომ ამ “ოჯახს” შვილის აყვანის უფლება ჰქონდეს და ყოველივე ამას დემოკრატია ეწოდოს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სიტყვები “დედა” და “მამა” უნდა ჩაანაცვლოს ტერმინებმა “მშობელი #1” და “მშობელი #2”; რომ ბავშვმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როცა გაიზრდება, ქალია თუ მამაკაცი, და ოჯახი მის “გადაწყვეტილებას” უსიტყვოდ უნდა დაეთანხმოს; არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რეალურად დასავლეთის იდეოლოგიურმა ინსტრუმენტმა, წლების წინათ დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო ჰომოსექსუალიზმი და სოდომია, როგორც სერიოზული გადახრა, და ნორმად აღიარა; რომ ოჯახი, თავის ტრადიციული გაგებით, სამიზნეში ამოიღო და მისი, როგორც ინსტიტუტის, დისკრედიტაციის მიზნით, “ქალთა უფლებების” დარღვევის, ჩაგვრისა და შევიწროების მექანიზმად გამოაცხადა.

რაც შეეხება ქრისტიანობას და, კონკრეტულად, მართლმადიდებლობას, ვინაიდან “სამპროცენტიანი რესპი” “არგუმენტად” სასულიერო პირების მიერ “საქართველო და მსოფლიოსთან” გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებას იშველიებს და ამაზე დაყრდნობით ასკვნის, რომ თურმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრემლის დაკვეთით ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს, მეც ისღა დამრჩენია, კონკრეტული განცხადებები ავაფარო ამ იაფფასიან პროვოკატორებს. მაგალითად, ლიბერალების (მათ შორის რესპუბლიკელებისაც) საფიცარი და სათაყვანებელი კარლ ბილდტი, თავის დროზე, როცა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, საჯაროდ ამბობდა, რომ მართლმადიდებლობა დასავლეთის მთავარი მტერია. *ციტატა: “მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია. იგი წარმოადგენს მთავარ მუქარას დასავლური ცივილიზაციისთვის, რადგან ცდილობს, ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ ცნობს გეებსა და ტრანსგენდერებს”. მოგვიანებით ბილდტი თანამდებობიდან გადადგა და რუსული ნავთობკომპანიის მრჩევლად დაინიშნა, მაგრამ ამის გამო “ლიბერალებს” წიოკი და ვაი-ვიში არ აუტეხავთ, ისე, როგორც სასულიერო პირების განცხადებებზე იქცევიან ხოლმე.

ახლა სხვა განცხადებები: “ლიბერასტების” მთავარი ნუგეში და იმედის სხივი დასავლურ პოლიტიკურ ასპარეზზე, ჯო ბაიდენი, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას დაუფარავად აცხადებდა, რომ მისი პრიორიტეტი მსოფლიოში ლგბტ-თა უფლებების დაცვა იქნებოდა; რომ ფეხებზე ეკიდა ყველა ქვეყნისა თუ ერის ეროვნული კულტურა და მკაცრად უნდა დასჯილიყო ნებისმიერი, ვინც “სექსუალურ უმცირესობებს” სათანადო პატივით არ მოეპყრობოდა.

*ციტატა: “გეებისა და ლესბოსელების მომხრეები წარმოადგენენ საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარ ნაკადს, მათი მოწინააღმდეგეები კი მარგინალები არიან. თქვენ უმრავლესობა ხართ, ისინი კი, სხვები _ ველურები. ქვეყნებმა, რომლებიც არ იცავენ და არ ამყარებენ ლგბტ უფლებებს, უნდა ზღონ არაადამიანურობის გამო”.

ბაიდენმა ეს 2015 წლის ზაფხულში ერთ-ერთ ფართომასშტაბიან შეხვედრაზე განაცხადა და დასძინა, რომ პრეზიდენტმა ობამამ აშშ-ის დიპლომატიურ სამსახურს მსოფლიოში გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებების დაცვა დაავალა. მისი თქმით, “უმცირესობების” წინ წამოწევა ცივილიზებულობის უპირველესი ნიშანია და იგი ნებისმიერ ეროვნულ ფასეულობებზე მაღლა უნდა იდგეს.

საყოველთაოდ ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგის, ზბიგნევ ბჟეზინსკის, გამონათქვამიც იმის თაობაზე, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ ამერიკის უპირველესი სამიზნე მართლმადიდებლობაა.

*ციტატა: “კომუნიზმის შემდეგ ჩვენი მთავარი მტერია მართლმადიდებლობა”.

ბჟეზინსკი მართლმადიდებლობას განიხილავდა, როგორც უმთავრეს დაბრკოლებას დასავლური “დემოკრატიისთვის” და მის წინააღმდეგ ბრძოლას, ამავე დემოკრატიის სახელით, ნებისმიერი მეთოდით გამართლებულად მიიჩნევდა.

ასევე, ყველას გვახსოვს ამერიკის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ხმაურიანი განცხადება, რომ “ერთნაირსქესიან წყვილებს” ქორწინების უფლება ყველა შტატში უნდა ჰქონოდათ.

ცნობისთვის: შტატების ისტორიაში ობამა იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც მსგავსი რამ საჯაროდ განაცხადა და ამის გამო აღფრთოვანებული პედარასტებისგან სათანადო პატივიც დაიმსახურა, _ განცხადებიდან რამდენიმე დღეში მისი ფოტო გეიჟურნალ “OUT MAGAZINE”-ის გარეკანზე დაიბეჭდა. იმავე პერიოდში ლგბტ-თა ფერებში განათებული “თეთრი სახლიც” გვახსოვს და სხვა ბევრი რამ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზემოაღნიშნული დასავლური პოლიტიკის ქართული გამოძახილია. ობამას გაპრეზიდენტებამ და ჰილარი კლინტონის დანიშვნამ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ქართველი “ლიბერალები” აღაფრთოვანა. ამ პერიოდში ქართულმა მშენებარე “დემოკრატიამ” ისე გაილაღა, რომ თბილისსა და ბათუმში კინაღამ გეიაღლუმების მომსწრენი გავხდით. ყოველივე ამის ფონზე “ლიბერალური” ისტებლიშმენტი ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ “სექსუალური უმცირესობების” დაცვა და მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია დასავლეთის დირექტივა კი არა, ობიექტური რეალობით ნაკარნახევი აუცილებლობაა, თუმცა სინამდვილე სხვა რამეს ცხადყოფდა: 2012 წლის დეკემბერში თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თომას მელიამ სამოქალაქო სექტორთან შეხვედრისას საკმაოდ მკაფიოდ მიანიშნა, რომ “თეთრი სახლი” საქართველოსგან “უმცირესობების” უფლებების ჯეროვნად დაცვას მოითხოვდა.

*ციტატა: “ტოლერანტობა მრავალფეროვნებისადმი დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელიაპრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებებს აღვიქვამთ ინკლუზიურ პროცესად, სადაც გათვალისწინებული იქნება, როგორც სექსუალური, ასევე რელიგიური უმცირესობების უფლებები. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში იქნება ინკლუზიური დემოკრატია”.

ცხადია, სიტყვა “ვიმედოვნებთ”, ამ შემთხვევაში, არა უბრალოდ მოლოდინს ან სურვილს, არამედ პირდაპირ დირექტივას წარმოადგენდა, რადგან ყველა ეს “სურვილი” საქართველოში რეალობად აქციეს (დაწყებული ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით, დამთავრებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებით).

მოკლედ, დასავლელი ლიდერებისა თუ მათი იდეოლოგიის გამტარებელი პოლიტიკური ამფსონებისგან ბევრი ანტიმართლმადიდებლური გამოხდომის გახსენება შეგვიძლია, მაგრამ ახლა ამაზე დეტალურად საუბარი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, ამ ციტატების მოყვანა იმ აღვირახსნილი და უნამუსო პროპაგანდის საპასუხოდ მომიწია, რომ თურმე დღეს სამღვდელოების ანტიდასავლური პოზიცია კრემლიდანაა ნაკარნახევი. სინამდვილეში ლიბერასტებმაყველაზე უკეთ იციან, რომ ახლა მსოფლიოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ხელოვნური ჩარევა არ სჭირდება. არ სჭირდება იმიტომ, რომ დასავლურმა .. დემოკრატიამ, დიდი ხანია, იდეოლოგიური სუიციდი ჩაიდინა და თავის არსებობას, ყოველგვარი გარე ფაქტორების გარეშე, თვითონვე გამოაცალა საფუძველი. როგორ და რით, ყველასთვის ნათელია: იმ გაშმაგებული ნეოლიბერალური ტერორით, რომელიც დღეს ევროკავშირში მძვინვარებს. აი, ეს არის რეალურად მიზეზი იმისა, რომ საქართველოშიც დღითიდღე იზრდება ნატოსა თუ ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობები, რომ ხალხს უკვე ყელში ამოუვიდა ჩვენისტრატეგიული მეგობრებისათუპარტნიორებისკიჟინი მესაჯდომეობის ნორმად აღიარებისა დაშემწყნარებლობისაუცილებლობაზე.

რაც შეეხება სამპროცენტიანი რესპების კნეინას, ქალბატონ სამნიძეს, ბუნებრივია, მან კარგად იცის, რომ არანაირი რუსული პროპაგანდა, საქართველოში არ არის და ანტიდასავლურ განწყობებს რეალურად არა კრემლი, არამედ თვითონ დასავლეთის აღვირახსნილი პროპაგანდა ამძაფრებს. მან ისიც იცის, რომ მომავალ არჩევნებში არათუ გამარჯვების, ბარიერის გადალახვის შანსიც არ აქვს, მაგრამ გათვლა ამაზე არც კეთდება, რესპების ანტიმართლმადიდებლური და ანტისაეკლესიო კამპანია დღეს იმ მიზანს ემსახურება, რომ, სრული პოლიტიკური უპერსპექტივობის ფონზე, სოროსის გრანტი არ მოაკლდეთ. ეს არის მათთვის მთავარი, თორემ ვინ რას კარნახობს ან არ კარნახობს სამღვდელოებას, სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ისევე, როგორც “ჰკიდიათ” საქართველო და ქართველი ხალხი, ისევე, როგორც “ჰკიდიათ” ღირსება და მორალი…

ჯაბა ჟვანია

5 COMMENTS

  1. ჯაბა ჟვანია_ ქართველი ხალხის ნაწილია ლგბტ ები!, ხოლო ვინც ლგბტ ების წინაამღდეგ გამოდის დღითი დღე ცოტავდება და მათ დამცველად ხდება, ამაში თქვენც მშვენივრად გვეხმარებით_ ა_ ჩვენ გაუნათლებელი მოწინაამღდეგე გვჭირდება, რათა ჩვენი პროპაგანდა უფრო ძლიერი იყოს, რის როლს მშვენივრად ასრულებთ! ჩვენი მოწინაამღდეგე უნდა იყოს ცხოველი და არა ადამიანის სახის! 2013 წლის 17 მაისს ცხოველის სახე გვაჩვენეთ! _ ორას ლგბტ პარადს ჯობდა ერთად აღებულს! რათა ჩვენი მიზანი_ რათა ლგბტ ების ინტეგრაცია ქართულ ტრადიციებში მიგვეღწია!

  2. მოვითხოვ პირდაპირ დასახელდეს სამნიძისა და მისი რესპ. დაქალის ორიენტაცია, უნდა ვიცოდეთ ვინ არიან სხვა ტრაკგენდერებიც. რისი ცხვენიათ, ეგრე სად არის, სახლში რომ შემოუშვა, ცოლს თუ დაუწყებენ მუშტრის თვალით ყურებას. შორს, ეგ ფარული “ნაცმოძრაობის კუდები”.

  3. ავკრძალოთ სიმღერა ” ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს თვალის ჩაპაჭუნებაო”ყველი დავტოვოთ!!! თვალის ჩაპაჭუნება ამოვიღოთ ვინაიდა ეს შეურამცხოფელია ქალებისთვის და სხვა ორიენტაციის ადამიანებისთვის სასწრაფოდ სანა ევროპამ სანქციები დაგვიწესა!!!!

  4. დეა
    ხათუნა ერთი ჩვეულებრივი პრიმიტივია, რომელსაც არ უნდა ეკამათო. ის ასე აეწყო ამ ცხოვრებას და თქვენ გინდათ დაუნგრიოთ ეს ძლივს შეკოწიწებული მსოფლმხედველობა . ღმერთმოძულეა მეთქი ვერ ვიტყვი, მაღალი მატერიები და იდეები მოთხოვეტ ახლა მაგას. ბევრი მოუვა. პრადვინუტობს ეს გაუნათლებელი დედაკაცი, ღმერთი ჯერ უნდა შეიმეცნოს, რომ სძულდეს. ვის დაკარგვია თავისი ცრუ შეგონებებით. რა კონფესიისაა ნეტა, ათეისტს არ ჰგავს , იეღოველსა და მორმონს შუა გლახაობს მაგისი სული.
    ხათუნა , ერთი იცოდე, არაბუნებრივი და შენი ფორმულებით მოწყობილი მსოფლიო შენი შვილებისთვის არ შეგრჩეს ხელში კი დაგხატავდა, ერთი ჩაის პლანტაციებში ჩაის კრეფა, მაგრამ სადაა. აცდებოდი ამ საცოდაობას, შენი ნაბოდვარის მზემ

  5. ამ ხათუნას პატრონი ჰყაავს?!ქართული ერთი წვეთი სისხლი აქვს ნეტა ძარღვებში???თფუი წადი ქალო წადი მოშორდი ამ ისედაც ბედკრულ ქვეყანას შენნაირების ხელში!!!!!!!!!!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here