მთავარი საზოგადოება ქართული ტელეუიმედობა, ანუ შემაგინე და გაგაშუქებ!

ქართული ტელეუიმედობა, ანუ შემაგინე და გაგაშუქებ!

2109
გააზიარეთ
ტელევიზია

.. თვითმფრინავის ბიჭების საქმე ქართული ტელევიზიებისთვის წამყვანი თემა რომ იქნებოდა გასულ კვირაში, ისედაც ველოდი. აქედანვე გეტყვით, ეს სტატია ნამდვილად არ ეხება 1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ტერიტორიაზე, კერძოდ, თბილისის აეროპორტში, მომხდარ უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულს _ მშვიდობიანი მგზავრებით სავსე სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცებას.

ამ თემით, უბრალოდ, იმიტომ დავიწყე, რომ ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია იმის დასანახავად, აზროვნების, ანალიზის, მთავარის გამოყოფისა და რეალურად აქტუალურის გაშუქების რამხელა დეფიციტს განიცდიან დღეს ქართული ტელევიზიები და მათი .. მთავარი თოქშოუები. ან იქნებ ეს სულაც არ არის მათი მესვეურების დაბალი გონებრივი განვითარების ბრალი და ყოველივეს, უბრალოდ, ერთი უჩინარი ხელი განაგებს, რომელიც კარნახობს ყველა ტელევიზიას, რომელი თემა უნდაააყვირონდა რომელს არ მიაქციონ ყურადღება არავითარ შემთხევაში?!

პირდაპირ ვაღიაროთ: ჩვენ ამას ნამდვილად ვერ დავადგენთ და დამადასტურებელ ფაქტებს ნამდვლად ვერ დავდებთ. უბრალოდ, შეგვიძლია ლოგიკურად ვიმსჯელოთ რაღაც ფაქტებზე და ჩვენი არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი გამოვთქვათ, ანუ, თანამედროვეობაში უკვე მიღებულ და დამკვიდრებულ ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, “გონებრივი ეჭვი” გავუჩინოთ მკითხველს.

მაშ ასე, პირველი კითხვა: განა არ მობეზრდა უკვე ტელემაყურებელს მთელი 20 წლის განმავლობაში, ყოველ წელს, ნოემბერში ერთი და იგივე გაიწი და გამატარე ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე? არ ვამბობ, რომ ამ ამბავს დავიწყების მტვერი უნდა მივაყაროთ და საერთოდ აღარ ვახსენოთ, მაგრამ განა აღარ დადგა დრო, რომ საინფორმაციო გამოშვებებმა, უბრალოდ, აღნიშნონ, რომ 1983 წლის 18 ნოემბერს ეს ფაქტი მოხდაო და მორჩა, დაანებონ თავი ამდენ სჯა-ბაასსა და განხილვას? რა, განა ახალს ამბობს ვინმე რამეს? “თვითმფრინავის ბიჭების” “რომანტიკოს გმირებად” დამხატველი მხარე “არახუნებს და არახუნებს” ერთი და იმავე “არგუმენტებს”, რომ მათ არ ჰქონიათ იარაღი, მათ არავინ მოუკლავთ და ასე შემდეგ. ხოლო მოწინააღმდეგე მხარე სრულიად ამაოდ ცდილობს, დაარწმუნოს ისინი, იარაღი მართლაც რომ არავის არ ჰქონოდა და არავინ მოეკლა, მშვიდობიანი სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა, თუნდაც მხოლოდ სიტყვიერი მუქარით, არის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული და ამას არანაირისაბჭოთა კავშირის მიმართ პროტესტიარ ამართლებს. აი, ეს ყოველივე გრძელდება უკვე ყოველი წლის ნოემბერის განმავლობაში. ასე იყო წელსაც _ ქართული თოქ-შოუები წალეკა “თვითმფრინავის ბიჭების” თემამ და კიდევ ერთხელ მოვუსმინეთ 20 წლის განმავლობაში მოსმენილს ორივე მხრიდან… რატომ? დავიჯერო სხვა გაცილებით საჭირბოროტო, აქტუალური და მართლაც ისეთი თემა, რომელიც შეიძლება თოქშოუს წამყვანმა და ჟურნალისტებმა დაამუშაონ, სტუმრებს არგუმენტები გამოსტყუონ და მეტნაკლებად დაადგინონ სიმართლე, არ არსებობს?

თუმცა, “თვითმფრინავის ბიჭებს” კიდევ რა უჭირს, თუ დააკვირდით, ორი თვეა, ქართული ტელევიზიებისა და, შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილითოქშოუებისძირითადი თემა არის ის, ვინ ვის შეაგინა, რატომ შეაგინა და, თუ შემგინებელმა შეაგინა, მანამდე შეგინებულმაც ხომ არ შეაგინა შემგინებელს? ხოლო თუ შეგინებულმა შემგინებელს შეგინებამდე შეაგინა, მაშინ, საზოგადოდ, ბილწსიტყვაობა და გინება არის თუ არა ცუდი საქციელი და, თუ ვინმემ ვინმეს ოდესმე შეაგინა, ეს შეგინებულშემგინებელი შეიძლება თუ არა, დაინიშნოს რომელიმე საჯარო თანამდებობაზე?

აი, ამის გარკვევით სერიოზულად არის დაკავებული მთელი ქართული მედია! ორი გამოკვეთილი ფიგურაც გვყავს, “დურუ ხუნჭუობაზე” რომ აცხადებს პრეტენზიას ისეთი _ გია კორკოტაშვილი და ნუგზარ ჭონქაძე (რომლის ფეისბუქნიკია “სულიკო კედელაშვილი”). ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ, გია კორკოტაშვილის კონკურენტი “დურუ ხუნჭუობაზე” მას შემდეგ გახდა, რაც ის კახა კალაძემ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნა.

გია კორკოტაშვილი კი, იგივე “კორკოტა”, არადა არ ჩამოდის ქართული ტელევიზიების ეკრანებიდან და, მგონი, უცხოპლანეტელები რომ დაგვესხან თავს, ქართული ტელევიზიები მაინც იმის გარკვევას უფრო მიანიჭებენ პრიორიტეტს, “კორკოტამ” ნანუკას რომ შეაგინა, ეგ უფრო დიდი ტრაგედიაა თუ ის, რომ გვარამიამ შეაგინა ლადო სადღობელაშვილს?

ახლა, ფაქტობრივად, ჩვენც “გინებების გამრჩევთა” მარაქაში გარევა გამოგვივა, მაგრამ მაინც გვინდა, ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ “ლიბერასტებისა” და “პიდარასტების პროპაგანდისტების” უშვერი და უსაზღვრო ბილწსიტყვაობა იმდენად არ ხვდება ხოლმე ქართული მედიის ყურადღების ცენტრში. “ზრდილობის შემოტევა” ქართულ მედიას, ძირითადად, მაშინ ეწყება, როდესაც რომელიმე “ანტიმიშისტი” ან “ანტილიბერალი” წამოისვრის უხამს სიტყვებს.

მაგალითად, ყურიც არ შეუბერტყავს არც ერთ ტელეკომპანიას, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 165 ათასი დოლარით დაფინანსებულმა და ამერიკის შეერთებულ შტატებშისასწავლებლადწასულმაეროვნულმა ბოზმათინა მახარაძემ სოციალურ ქსელში ატვირთა მორიგი ვიდეო, სადაც იგი ნარკოტიკებით აშკარადგანგრეულ კაიფში”, ვიღაც ტიპებთან ერთად, სავარაუდოდ, საუნაში ერთობა და იქიდან ქართველ ერს ისევ და ისევ ჩვეულ სტილშიებადმოიხსენიებს.

აღარაფერია სათქმელი სალომე ბარკერზე, რომელიც თამარა ჩერგოლეიშვილის გუნდის წევრია, და ისე წაღმა-უკუღმა იგინება ყოველ პოსტსა თუ ვიდეოში, ცნობილი ვერელი “საპოჟნიკი” ბულიკა შურით გასკდებოდა!

სხვა რომ არაფერი, მე, პირადად, გამოვაქვეყნე მასალა გაზეთის ერთერთ წინა ნომერში, სადაცპიდარასტებისცნობილი წარმომადგენელი ბიწაძე პირდაპირ ამბობს: “ბაგრატის ტაძრის ეზოში ბიჭებთან ვტნაურობ”-! რა, ეს სიტყვა არ განეკუთვნებაუხამს ლექსიკასთუ თვით ფაქტი, რომ ვიღაც ეკლესიების ეზოებს ბილწავს, არ არის ისე საინტერესო, რომ ტელევიზიები მაინცდამაინც კორკოტასა და კედელაშვილს მიაჭიპჭიპდნენ _ არიქა! ნუ რყვნით ქართული ზრდილი საზოგადოების ყურებსო?

ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ვინმეს მართლაც ასე მნიშვნელოვნად მიაჩნია იმაზე მსჯელობა მთელი თვის განმავლობაში, ვინ შეიგინა და შეიძლება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტმა “უზრდელი” ადამიანები აფინანსოს. ხოლო, თუ ვინმე იკითხავს, კარგი, მაშინ ის გვითხარი, რა მოხდა სხვა ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოში, რომ ქართულ ტელეარხებს “შემგინებელთა თემის” ნაცვლად ის გაეშუქებინათო? დავასახელებ, თუნდაც ჩემივე საგაზეთო სტატიას იმის შესახებ, რომ ქართველი რეჟისორი და ქართველი პროდიუსერები თურქულ მხარესთან ერთად იღებენ მხატვრულ ფილმს, ანუ კინოს, რომელშიც ასახულია, რომ რუსული “წნეხისაგან” გაქცეული ქართველები “ტკბილ და ახლობელ” თურქეთში პოულობდნენ თავშესაფარს და, საზოგადოდ, “ჩვენმა ისტორიულმა მეგობარმა” თურქეთმა ყველაფერი გააკეთა “რუსული ოკუპაციისგან” საქართველოს გადასარჩენად. ფილმის რეჟისორმაც და პროდიუსერებმაც ჩემი ეს სტატია მკაცრად გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ სინამდვილეში მსგავსი არაფერი ხდება. კი ბატონო, დაველოდოთ 2018 წლის ბოლოს, როდესაც ეს ფილმი ეკრანებზე გამოვა და ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში იქ. მაგრამ, ნუთუ თვით საკითხი და თემა უფრო საინტერესო არ არის, ვიდრე მთელი თვე იმის გამო პანიკის აწევა და განხილვამსჯელობა, ვის და რატომ შეაგინაკორკოტამ”?

ვიმეორებ: არ ვითხოვ, რომ ქართულ ტელევიზიებს მაინცდამაინც ჩემთვის უნდა დაეჭირათ მხარი და ხსენებული ფილმის რეჟისორ-პროდიუსერები გაემტყუნებინათ! არა, ბატონო! თუნდაც ის ექნათ, რომ სულ გავეპარტახებინე და ცილიმსწამებელი ეძახათ ჩემთვის, ოღონდ კი ასეთი ფაქტისთვის დაეთმოთ ყურადღება და განეხილათ, სტუდიაში მიეწვიათ შემოქმდებითი ჯგუფი, თუნდაც თურქეთის საელჩო, ან ვინმე, ვინც ნათელს მოჰფენდა ამ თემას. არა, როგორც ჩანს, ის უფრო მნიშვნელოვანია, რომელ “ნაცს” შეაგინა შარშანწინ “სულიკო კედელაშვილმა” (ეს მისი ფსევდონიმია!) და იმ “ნაცს” აუხდა ის გინება თუ არა.

ისეც რომ არ გამიგოს ვინმემ, თითქოს მხოლოდ ჩემ მიერ განხილულ თემებზე მქონდეს პერეტენზია _ რატომ არ გააშუქეს ტელევიზიებმა-მეთქი, კიდევ ერთ მართლაც უსაინტერესოეს ფაქტს მოვიყვან და, აჰა, ერთად დაველოდოთ, მიმდინარე კვირაში ვნახავთ თუ არა ქართულ თოქ-შოუებში ამ თემის განხილვას. იუთუბზეაიტვირთა იტალიური ტელეარხის ერთერთი თოქშოუს ჩანაწერი, სადაც უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები აღიარებენ, რომევრომაიდნისცნობილი მოვლენების დროს, ისინი სასტუმროუკრაინისშენობიდან სნაიპერული შაშხანებით ესროდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, რათა მერე მათი დახოცვა იანუკოვიჩის ხელისუფლებას დაბრალებოდა.

ამაზე სერიოზული თემა ნუთუ შეიძლება არსებობდეს?! სამწუხაროდ, ჩანაწრს არ ახლავს არც რუსული, არც ინგლისური თარგმანი და ზუსტად ვერ გეტყვით სიტყვასიტყვით რას საუბრობენ ქართველი მებძოლები, მაგრამ ზოგიერთი ქართული სიტყვის (რაც იტალიური თარგმანის მიღმა ისმის) და კადრების გაანალიზებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ზალოგი კვარაცხელია, ალექსანდრე რევაზიშვილი და კობა ნერგაძე საუბრობენ, როგორ ავალებდა მათ ახლა უკვე დონბასში მებრძოლი ქართული ბატალიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი და პირადად მიშა სააკაშვილი მაიდანზე შეკრებილი ადამიანებისთვის ტყვიის სროლას. იტალიელი ჟურნალისტები, როგორც ჩანს, იმასაც ამტკიცებენ, რომ ამ ფაქტებს უკვე ვეღარც ამერიკელები უარყოფენო…

ჰოდა, მე თუ ვერ გავიგე მთლად ბოლომდე ასეა ეს ყოველივე თუ არა, აგერ, ჩვენზე ბევრი ათასით დაფინანსებულ თოქ-შოუებს ხომ შეუძლიათ, ბოლომდე ჩაეძიონ და გამოიძიონ? რა ვიცი, თუ “რუსთავი 2”-ს ვსაყვედურობთ არაობიექტურობას, აგერ არ არის ჩვენი “ტელეიმედი”? თუ ისიც უკვე ტყუპისცალივით დამსგავსებია იმავე “გამარჯვებული ხალხის” მომტყუებელ ტელევიზიას და “ტელეუიმედობად” გადაქცეულა?

დასასრულ, რიტორიკული, მაგრამ ლეგიტიმური, კითხვა: ნეტავ, მართლა რა პრინციპით მუშაობენ დღეს ქართული ტელევიზიები და ვინ ურჩევს მათ გასაშუქებელაქტუალურთემებს? ფაქტია, რომ ეს ან ვიღაც საერთოლიბერასტულითავია, ან პირადად ჯოტია ცაავა ხელმძღვანელობს მათ პრინციპით: შეგვაგინონ და გავაშუქებთ, ბატონო!

ბაკურ სვანიძე

2 COMMENTS

  1. “…მაგრამ, ნუთუ თვით საკითხი და თემა უფრო საინტერესო არ არის, ვიდრე მთელი თვე იმის გამო პანიკის აწევა და განხილვა–მსჯელობა, ვის და რატომ შეაგინა “კორკოტამ”?” – როგორც ჩანს, არა სამწუხაროდ ((

  2. მშვენიერი კაი კაცია კორკოტა!ნამდვილი ქართველი და დღევანდელი მთავრობა,მთელი მისი პარლამენტარ-ბიზნესმენებიანად სამშობლოს სიყვარულში ნაღდად ვერ აჯობებს კორკოტას და მის ძმაკაცებს!!!!!!!!!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here