Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართული ოცნების” ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა ბოკერია-სააკაშვილებით

“ქართული ოცნების” ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა ბოკერია-სააკაშვილებით

4505
ნინო ბურჯანაძე

ვინც გველს რძეს ასმევს, შხამს უორკეცებს” _ ბოლო ხანს საქართველოში განვითარებული პროცესების შესახებ წინამდებარე წერილზე მუშაობის დაწყებისას კონსტანტინე გამსახურდიასდავით აღმაშენებელიდანეს ფრაზა ამეკვიატა. რატომ? იმიტომ, რომ სიბრძნე, რომელიც ამ ფრაზაშია დაუნჯებული და რომელიც დიდმა ქართველმა მწერალმა თავისი რომანის ერთერთი გმირის, “ორხმლიანი სპარაზენისპირით თქვა, თუ დღევანდელობას ალეგორიულად მივუსადაგებთ, დავინახავთ, რომ საოცრად ეხმიანება წინამდებარე წერილის მთავარ თემას _ გველისა და რძისიგავარაკშიგველი, ვითომც ორად გახლეჩილი, .. ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, ხოლო მეორე, ანუ რძე, .. კოაბიტაცია, რომელიც ამ 7 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ასვა მიშნაცებსა და ჩვენც _ ქართველ საზოგადოებასაც.

არადა, 2012 წლის 1 ოქტომბრის რევოლუციური არჩევნების შედეგად ხერხემალში გადამტვრეული გველისთვის ბიძინა ივანიშვილს, რძე ესმია კი არა, თავი რომ გაეჭეჭყა, შხამგაორკეცებული, ყალყზე შემდგარისოროსის კობრადღეს რუსთაველზე ვეღარ ისისინებდა!

ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ: კოაბიტაცია, ანუ 7 წლის განმავლობაში თანაცხოვრება იმ სისხლის სამართლის დამნაშავეებთან, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში სისხლსა და ცრემლში აბანავეს ქართველი ერი, არის სათავე გუშინდელ-დღევანდელი და, ღმერთმა დაგვიფაროს, ხვალინდელი მოსალოდნელი უბედურებებისა.

კოაბიტაცია ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა ნაცების სატელიტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც, 7 წლის წინათ ჩატარებული არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ნაცებზე არანაკლებ დაიზაფრნენ და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ე.წ. სამართლიანობის აღდგენის (რაც “ქართული ოცნების” უპირველესი დაპირება იყო) “სუსხი”, დიდი ალბათობით, მათაც შეეხებოდა, რადგან ყოველგვარი ალბათობის გარეშე ისინი (“თავისუფლების ინსტიტუტის” თამადობით) 9-წლიანი ნაცისტური რეჟიმის სადისტური დანაშაულების, სულ ცოტა, მდუმარე თანხმობით “გამპრავებლები” იყვნენ _ მშვენივრად იცოდნენ, რა ხდებოდა ციხეებში, რომ აღარაფერი ვთქვათ 7 ნოემბრის, 26 მაისის დარბევებზე.

მოკლედ, ნაცების “ორად გახლეჩისა” არ იყოს, “თავისუფლების ინსტიტუტის” გველის წიწილებმაც ბევრი სვეს კოაბიტაციური რძე, მათაც იბარტყეს და ეკა გიგაურის “გამჭვირვალე” თუ ნინო ლომჯარიას “გაუმჭვირვალე” სახალხო დამცველ გველებად იქცნენ; “სოროსის გიურზებად”, რომლებიც ზემოხსენებულ “სოროსის კობრებთან” ერთად ხმაშეწყობილად სისინებენ რუსთაველზე, ხოლო მათ გესლის ნთხევას დაუფარავი სიამოვნებით აშუქებენ და მათთან ერთად ტელეეკრანებიდან იკბინებიან “სოროსის ვირთხები” (ნინო ჟიჟილაშვილი, დიანა ტრაპაიძე, ინგა გრიგოლია, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნიკა გვარამია და სხვ.), რომლებსაც ჰყოფნით თავხედობა და ობიექტურ ჟურნალისტობაზე აქვთ პრეტენზია…

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ, როგორც იტყვიან, იმავე ოპერიდან არის, .. ციანიდის სკანდალი და ყოფილი მეუფის, თახსირი პეტრეს იგავმიუწვდომელი ბინძური განცხადება. სოროსის საცეცებმა საქართველოს დედაეკლესიაშიც შეაღწია ზემოთ ხსენებული სოროსის კობრებთან, გიურზებსა თუ ვირთხებთან ერთად, რუსთაველზე მიმდინარე პროცესებში (რაც სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობაა) საქართველოს ეკლესიაში ნეოლიბერასტული ძალების მიერ სხვადასხვა პერიოდში ჩანერგილი აგენტებიც ფარულად თუ აშკარად მონაწილეობენ

დიახ, არ ვაჭარბებ _ რუსთაველზე მიმდინარე პროცესი სხვა არაფერია, თუ არა ნაცბანდის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა.

არ ვაჭარბებ _ ვითომ ორად გახლეჩილი, სინამდვილეში კი, რომ იტყვიან, ერთ სულ და ერთ ხორც ნაცების მიერ გავრილოვის ღამის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მეორე მცდელობა, ისევე, როგორც პირველი, კრახით დასრულდა, რადგან ბუნებაში არ არსებობს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია.

მაჭუტაძე

უფრო სწორად, ის ქაღალდზე კი არსებობს, მაგრამ ამ გაერთიანებას რეალური ძალა არ აქვს, რადგან დიდი გაჭირვებითა და ინტერნეტის დახმარებით შეიძლება გაიგო ამ გაერთიანებაში შემავალი პარტიების დასახელება, მაგრამ, მაგალითად, ვინმე მაჭუტაძის პარტიის მეორე ნომრის ვინაობის დადგენა, ალბათ, თვით ყოვლისშემძლე ინტერნეტსაც გაუჭირდება. დაახლოვებით იგივე ითქმის გაერთიანებული ოპოზიციის სხვა პარტიების შესახებაც. “დაახლოებით იგივე”-ში იმას ვგულისხმობ, რომ ზოგიერთი პარტიის (მაგალითად, ლეიბორისტების, რესპების და, რა ვიცი, კიდევ, თქვენ შემახსენეთ) მეორესი კი არა, მესამე ნომრის ვინაობაც კი შეიძლება დაადგინო, მაგრამ რად გინდა, მათი რეიტინგი 2-3 %-ს არ აღემატება.

ლექსის წერას ატანილ ზურიკელა ვაშალომიძეს რომ ეუბნება ილარიონა შევარდნაძე, იმ ნათქვამის ჩემეული პერიფრაზით მივმართავ პოლიტიკას ატანილ ნიკა მაჭუტაძეს: ბებიაშენს ნუ ეტყვი, პოლიტიკაში რომ დურთე თავი, თავისი გაჭირვება ეყოფა საწყალს! ვისაც ეკრანზე პოლიტიკით შთაგონებული მაჭუტაძის პროფილი გინახავთ, ალბათ, დამეთანმება მეც და ილარიონ შევარდნეძესაც…

მაგრამ მხოლოდ საღადაოდ არ მიხსენებია წინამდებარე წერილის სათაურშივე ბატონი მაჭუტაძე _ ჩემგან არც ქოცებს და არც მათ ლიდერს კრიტიკა არასოდეს დაკლებია, მაგრამ, რომ იტყვიან, ნამუსიც კარგი საქონელიაო და, ბატონ ბიძინას იმდენი მაინც გაუკეთებია ქვეყნისთვის, რომ მაჭუტაძეების “საბლატაო” ნამდილად არ არის. დიახ, მაჭუტაძეების, ანუ მთელი ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციის!

თუმცა, რომ იტყვიან, ენას ძვალი არ აქვსო, და “ბლატაობაც” იქით რომ იყოს, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ჩემთვის ყველაზე მისაღებ წევრს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, მინდა, მივმართო: ქალბატონო ნინო! თქვენ, ტრადიციულ ოჯახში, მართლმადიდებლურ ღირებულებებზე აღზრდილ ქალბატონს, არ გეუხერხულებათ, ვაჟას სიტყვებით გეტყვით: “გული როგორ არ გერევა, მაგასთან ჯდომა ყოფნითა”? თქვენ, 26 მაისის ღამის ერთერთ შემოქმედი, ღამისა, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის აღიარებით, ის წითელი ხაზი იყო, რომლის გადაკვეთა გახდა კიდეც მისი პოლიტიკაში მოსვლის ბოლო მიზეზი, დღეს .. გაერთიანებულ ოპოზიციაში გიგა ბოკერიასთან ერთად ხართ; იმ გიგა ბოკერიასთან, რომელიც სწორედ 26 მაისის სისხლიანი ღამის ერთერთი ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო; რომელიც ცნობილია, როგორც საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმპრობლის, საქართველოს კათალიკოსპატრიარქის დაუძინებელი მტერი.

ამ შემთხვევაში თქვენეული ახსნა-განმარტება ნაბიჯისა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკამ გაიძულათ გაერთიანებულ ოპოზიციაში გადასვლა, ჩემთვის გაუგებარ-მიუღებელია, რადგანაც “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს” _ ჩემთვის არ არსებობს მიზეზი, მიზანი თუ მოტივი, რომელიც ბოკერია-სააკაშვილებთან, გნებავთ, თუნდაც დროებით, ფორმალური სახის გაერთიანებას მაიძულებდა.

გასულ კვირას ჯერ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი იმ მომენტში “დავზვერე”, როდესაც ამ გაერთიანების ერთ-ერთი სუბიექტი, მარად ორპროცენტიანი რესპუბლიკური პარტიის ცნობილი ლიბერასტი დავით ბერძენიშვილი მიმართავდა საზოგადოებას მგზნებარე სიტყვით, რომლის ლაიტმოტივი იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველო მრავალეროვანი (რაშიც ვეთანხმები), მრავალკონფესიური, მათ შორის ხლისტური სექტების(?), მრავალი სექსუალური ორიენტაციის, ევროპული, ნატოსკენ მსწრაფი ქვეყანააო და ამისთანა ევროპეიზაცია “ქართულმა ოცნებამ”, პირადად ბიძინა ივანიშვილმა შეაფერხაო და მომიტინგეებს მტკიცედ დგომისკენ მოუწოდა.

ამის გამგონე მივხვდი, რომ ლიბერასტების აქციაზე არაფერი მესაქმებოდა და იქვე, რესპუბლიკის მოედანზე, ვინმესთან ყოველგვარი გაერთიანების უარმყოფელი პარტიის _ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიტინგზე გადავინაცვლე, სადაც წინა მიტინგისგან დიამეტრიულად განსხვავებული ატმოსფერო დამხვდა, რომელიც, მოკლედ თუ ვიტყვით, ილიასეულ “ფორმულაში” _ მამული, ენა, სარწმუნოებაში _ ჯდებოდა…

უნებლიეთ გამახსენდა ეროვნული მოძრაობის დასაწყისში გამართული ორი პარალელური აქცია: ერთი “დინამოს” სტადიონზე ე.წ. ეროვნული კონგრესის მომხრეების და მეორე _ “ლოკომოტივის” სტადიონზე ზვიად გამსახურდიას “მრგვალი მაგიდის” მომხრეების. საქართველომ მაშინ სწორი არჩევანი გააკეთა და “ლოკომოტივის” სტადიონი გაავსო, რამაც მოკლე ხანში ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობის მოსვლა განაპირობა!

ისტორია მეორდება? ვნახოთ.

მანამდე კი ის გავიხსენოთ, რაც უკვე ვნახეთ, ანუ რაც მოახდინა ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ: პირველი, კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა, რომ .. გაერთიანებული ოპოზიცია ფიქციაა და ის, რაც მოხდა, ნაცების მიერ კარგად მოფიქრებული პროვოკაცია იყო; მეორე _ სამართალდამცველებმა დროულად და მაღალპროფესიულ დონეზე აღკვეთეს ნაცსექტის მორიგი მცდელობა სახელმწიფო გადატრიალებისა. ხელოვნურად, ყოველგვარი კანონის დარღვევით დღეების განმავლობაში გადაკეტილი რუსთაველის პროსპექტი გაათავისუფლეს კარვებისგან, რუსთაველის პროსპექტი, რომელიც, უკაცრავად და შარდის სუნად ყარდა.

ახლა ერთი კითხვა მაწუხებს _ მიუხედავად დასავლეთის (ძირითადად, არასამთავრობო სექტორის) უსინდისო ზეწოლისა, ეყოფა კი ძალა, უფრო ზუსტად, ბოლომდე ექნება პოლიტიკური ნება ხელისუფლებას იმისა, რომ არ დაუშვას სახელმწიფო გადატრიალება?

ქართული ოცნებისხელისუფლების, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობის მიუხედავად, ქართველი კაცი ინტუიციურად გრძნობს, რომ ხელისუფლებაშინაცმოძრაობისდაბრუნება გაცილებით დიდი უბედურება იქნება, ვიდრე დღეს არის, ამიტომ, მართალია, “ქართული ოცნებისხელისუფლება გამოსაცვლელია, მაგრამ არა ბოკერიასააკაშვილებით.

ზემოთ ორი პარალელური მიტინგი გავიხსენე: ერთი _ ახლო წარსულიდან და მეორე _ აგერ, სულ ახლახან. ისიც აღვნიშნეთ, რომ იმხანად საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა, მაგრამ რა იქნება 2020 წლის არჩევნებზე?

დევიზი “არც ქოცი, არც ნაცი!” სწორია, მაგრამ ვინ? _ საკითხავი აი ეს არის!

მე “პატრიოტთა ალიანსისკენ” ვიხრები. ყოველ შემთხვევაში მათზე უკეთეს ძალას, ეროვნულს, მართლმადიდებელს, ტრადიციულ ღირებულებათა დამცველს დღეს ვერ ვხედავ.

ხვალ?

როგორც დიდი გალაკტიონი იტყოდა, “ხვალემ იზრუნოს ხვალისა”!

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here