მთავარი ეკონომიკა “ქართული ოცნების” მილიონერი დეპუტატი და საარსებო მინიმუმზე მეტი პენსია

“ქართული ოცნების” მილიონერი დეპუტატი და საარსებო მინიმუმზე მეტი პენსია

2468
გააზიარეთ
აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პენსიის მომატების საკითხზე საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ აქციას გამოეხმაურა.

“დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია. რასაკვირველია, ეს საკმარისი არაა და ჩვენ მხოლოდ ვემხრობით, თუ გვექნება საშუალება, გაიზარდოს პენსია. ჩვენი გაცხადებული გეგმები ცნობილია, რომ, დაგროვებით პენსიასთან ერთად, ეკონომიკური ზრდისა თუ ფასების ზრდის პარალელურად პენსიონერებისთვის პენსიები გაზრდილიყო. ეს მთავრობამ გაითვალისწინა და ველოდებით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პენსიონერი არ იყოს პოლიტიკოსზე წინასაარჩევნოდ დამოკიდებული, საჯილდაო ქვადაა პენსიის ზრდა გადაქცეული, ახლა ყველას ეცოდინება, რამდენით გაეზრდება პენსია, ეკონომიკური ზრდის პარალელურად”, _ განაცხადა ზოიძემ ისე, რომ ნამუსის ძარღვიც არ შეტოკებია.

დღეს საარსებო მინიმუმი დაახლოებით 169 ლარია, რაც წარმოუდგენელია, რიგით პენსიონერს ეყოს კვებისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის, მედიკამენტებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პერიოდულად პენსიონერებისთვისაც აუცილებელია როგორც სამოსის, ისე ფეხსაცმლის შეძენა. ჰოდა, ამ “საარსებო მინიმუმზე მეტი პენსიით” ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია თუ არა, თავად განსაჯეთ. “საქართველო და მსოფლიო” ამ სიტყვების ავტორის ქონებრივ მდგომარეობასა და მისი წლიური შემოსავლების შესახებ მცირე ინფორმაციას გაგაცნობთ. დეპუტატ აკაკი ზოიძეს ბოლო დეკლარაცია 2017 წლის 8 იანვარს შეუვსია. გასულ წელს მისი წლიური შემოსავლები ასე გამოიყურება:

* კურაციოს საერთაშორისო ფონდის კონსულტანტისა და წამყვანი მკვლევარის წლიური შემოსავალი 484 562 ლარია.

* სს სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე მისი წლიური შემოსავალი 49277,50 ლარს შეადგენს.

* აკაკი ზოიძე საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს თბილისის ფილიალის ტრენერიც გახლავთ და მისი შემოსავალი 3733,75 ლარია. დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი, რამდენს იღებს ხელფასის სახით იგი საქართველოს პარლამენტში მოსახლეობის, მათ შორის, პენსიონერების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან.

* რაც შეეხება ანაბრებს, დეპუტატს “თი-ბი-სი ბანკში” 2571 ევრო ერიცხება, “საქართველოს ბანკში” კი _ 10 000 ლარი. აკაკი ზოიძეს “ლიბერთიბანკშიც” აქვს ანაბარი გახსნილი და მასზე 761 ლარი აქვს დარიცხული. დეკლარაციის შევსებისას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ხელზე 5100 აშშ დოლარი და 8000 ლარი ჰქონდა. აღარაფერს ვამბობთ მისი ოჯახის წევრების სახელზე გახსნილ ანაბრებზე რიცხულ თანხებსა თუ ძვირად ღირებულ ავეჯსა და ნივთებზე. არც მისი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამოთვლით დაგღლით. ზემოთ ხსენებული მცირე მონაკვეთიც საკმარისია იმის დასტურად, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მილიონერი აკაკი ზოიძე ვერასდროს გაიგებს პენსიონერთა მძიმე ყოფას, რადგან მისი წლიური შემოსავალი ნახევარ მილიონ ლარზე მეტია. ის ვერასდროს მიხვდება, როგორია ხვედრი მარტოხელა პენსიონერებისა, რომლებსაც პენსია მხოლოდ მედიკამენტებისა და პურის საყიდლად ძლივს ჰყოფნის. ზოიძისთვის მარტივია, ისაუბროს იმაზე, რომ პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია და პენსია მხოლოდ 2019-2020 წლებში მოიმატებს 20-20 ლარით…

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თბილ სავარძელში მოკალათებული აკაკი ზოიძის ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც, დანამატთან ერთად, 4000 ლარს აღემატება, რიგითი მოქალაქის პენსიაზე (180 ლარი) 22-ჯერ (!) მეტია და ეს კაცი _ კომიტეტის თავმჯდომარე, “დირექტორის მრჩეველი”, “კონსულტანტი”, “წამყვანი მკვლევარიდატრენერი” _ როგორ მიიტანს გულთან სხვის გაჭირვებას?

სწორედ ზოიძეზეა ნათქვამი, მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო…

P.S. საინტერესოა, როგორ ისკუპა კლინიკური და ექსპერიმენტული ინსტიტუტის უფროსმა ლაბორანტმა 2000-2001 წლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის სავარძელში? აი მცირე მონაკვეთი აკაკი ზოიძის კარიერული ბიოგრაფიიდან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე (2000-2001);

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი (2000- 2000);

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე (1997-2000);

კლინიკური და ექსპერიმენტული ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი (1993-1998);

კლინიკური და ექსპერიმენტული ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორინერვულ სნეულებათა სპეციალობით (1991-1993);

საწარმოო გაერთიანებააზოტისმედსანნაწილი, რეანიმაციაინტენსიური თერაპიის პალატების სანიტარი (1990-1991).

მოამზადა ნიკა გელაშვილმა

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here