Home ახალი ამბები საქართველო “ქართული ოცნების” ინიციატივა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის...

“ქართული ოცნების” ინიციატივა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს

643
ბიძინა ივანიშვილი

ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და პასუხისმგებლობის მქონე ნებისმიერი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და, რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა,” _ განაცხადა პარტიაქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

“პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო” ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ “ქართული ოცნება” იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს. იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდება. სწორედ ამიტომ განისაზღვრა კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში; მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და  პასუხისმგებლობის მქონე ნებისმიერი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და, რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here