Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართული ოცნება” თავისი კანდიდატებიანად ისე იქცევა, ადამიანს ეგონება, ნაციონალების გამარჯვება და მიშას...

“ქართული ოცნება” თავისი კანდიდატებიანად ისე იქცევა, ადამიანს ეგონება, ნაციონალების გამარჯვება და მიშას საქართველოში ტრიუმფით დაბრუნება სურს

3475
კახა კალაძე

დავიწყებ კომედიით: თბილისის მერობისდამოუკიდებელმაკანდიდატმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა აფერისტობაში, მორიგი აფერარეკორდი დამყარა _ უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი კვირით ადრე, “პროტესტის ნიშნად”, “ვადამდედატოვა თბილისის საკრებულო. არ მკითხოთ, აქ ბრჭყალები რატომ გამოვიყენე. რეალურად დამოუკიდებელ კანდიდატს ამდენი ფული არ ექნება ასეთი ძვირად ღირებულიპიარისსაწარმოებლად და ამდენი ტელევიზიის ეთერის ამ დოზით მოსასყიდად

ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილმა საკრებულოდან “პროტესტით” წასვლას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და “გულდათუთქულმა” განაცხადა: “იმის შემდეგ, რაც 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოში მოხდა, მე, უბრალოდ, მორალური უფლება აღარ მაქვს, სამსახურში ვიარო”.

არადა, როგორცბოროტი ხმებიამბობენ, “წმ. ელისაარც მანამდე დადიოდა სამსახურში. მისი საკრებულოს სხდომებზე გამოცხადება პირდაპირპროპორციული იყო იმისა, აშუქებდნენ თუ არა საკრებულოს იმ კონკრეტულ სხდომას ტელეკამერები.

29 სექტემბერს მომხდარს რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ იმ დღეს თბილისის საკრებულოში ყიჟინითა და გრიალით მიცვივდნენ თბილისის მერობის კანდიდატების: “ნაციონალური მოძრაობიდან” ზაალ უდუმაშვილისა და “ევროპული საქართველოდან” ელენე ხოშტარიას მხარდამჭერები თავიანთი ბელადებითურთ, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე ალიბეგაშვილი იძულებული შეიქნა, პატრული გამოეძახებინა ვითარების დასარეგულირებლად.

აი, ეს “გააპროტესტა” ალეკო ელისაშვილმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ორი კვირით ადრე და ისე განაცხადა: “ასეთი უღირსი ფაქტის გამო, აქ ჩემი ფეხი აღარ იქნებაო”, თითქოს თბილისის საკრებულოში მანამდე არაფერი მომხდარა უღირსი, მიუღებელი და გასაპროტესტებელი.

ამ წარმოუდგენელ კომედიას მიჯრით ენაცვლება ტრაგედიაც. კერძოდ, სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ ადამიანები, ალეკო ელისაშვილის “წმინდანობისა” რეალურად სჯერათ. “აი, ახლა ხომ მაინც ნათელია, რომ ალეკოს არანაირი თანამდებობები არ აინტერსებს! აგერ, საკრებულოდანაც საკუთარი ნებით წავიდა!” _ წერენ ისინი. ასეთ ტრაგედიას ენა ნამდვილად ვერ აწერს, ამიტომ სჯობს, ისევ ამ სტატიის მთავარ ღერძს, მელოდრამას, დავუბრუნდეთ.

თბილისის მერის არჩევნების მთავარი მელოდრამა არის ის, რომ 2012 წელს ჩვენ, ყველანი, ვფიქრობდით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაცები საერთოდ გაქრებოდნენ პოლიტიკური ასპარეზიდან და უკვე 2017 წლის ადგილობირვი თვითმმართველობის არჩევნებში ერთი კანდიდატიც აღარ ეყოლებოდათ.

ზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი

არადა, როგორც ცნობილ მელოდრამებში ვითარდება ხოლმე მოულოდნელი და მეტად რომანტიკული სიუჟეტები, წელს დედაქალაქის მერად არათუ ერთი, არამედ სამი ნაცი იყრის კენჭს(!): ზალიკო უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე. ერთი, “გირჩმა” არ შემოგვთავაზა თავისი ნაცი, თორემ დანარჩენი სამი ყოფილი “ნაცპარტია” მონდომებით იბრძვის დედაქალაში თავისი მერის დასასმელად.

ბრძოლის ხერხებით უფრო ხოშტარია და უდუმაშვილი უახლოვდებიან ერთმანეთს, ვაშაძე “კონსტრუქციულს” “აწვება” და “მე იუსტიციის სახლები ავაშენე”-იმიჯიდან ვერაფრით გამოდის. მთავარი “დამრტყმელი ძალა” მაინც ზალიკოა. რატომ ზალიკო? ეგ მართლა არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ის მთელი გულით ცდილობს, გაამართლოს მიშას ნდობა და პირნათლად შეასრულოს ანდროიდზე მიღებული მესიჯები. ელენე ხოშტარია, მართალია, თბილისის საკრებულოში მიჰყვა დიად ზაალს და საკმაოდ იდებოშირა, მაგრამ, სამაგიეროდ, თბილისის მერიის შენობასთან ატეხილი ხმაური და გაწევ-გამოწევა მთლიანად ზაალ უდუმაშვილის ანგარიშზეა. მას აქტიურად ეხმარებოდნენ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და თვით გიორგი ბარამიძე, მაგრამ მთლიანობაში, ზალიკო მაინც ბოლომდე შეეცადა, ნათელი პასუხი გაეცა კითხვაზე _ რატომ ზალიკო?

იმიტომ ზალიკო, რომ ამ კაცმა უტიფრობის, უნამუსობისა და ყველაფერზე წამსვლელობის ისეთი უნარი გამოამჟღავნა, აქამდე ჩვენთვის ცნობილი არც ერთი ნაცისთვის რომ არ შეგვინიშნავს.

აი, სწორდე აქ იკვრება საარჩევნო მელოდრამის ჯაჭვიც და ამავე თვისებებით შეგვიძლია ზაალს თავისუფლად შევადაროთ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

ინტერნეტში გავრცელდა 2008 წლის ჩანაწერი, სადაც კახა კალაძე, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი, “რუსთავი 2”-ზე, ინგა გრიგოლიას სტუდიაში (გადაცემა “პრაიმ-თაიმი”) ზის და პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს კაი პატარძალივით უჟუჟუნებს თვალებს. დიახ, წესით, ადამიანებს ეს ისედაც უნდა ახსოვდეთ, რომ მაშინ, როდესაც გირგვლიანის ამბავი უკვე ჩავლილია, 7 ნოემბერი მომხდარი და ტელეკომპანია “იმედი” სასტიკად დარბეული, კახა კალაძე მოგვიწოდებდა, მეორე ვადით აგვერჩია “ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი” მიხეილ სააკაშვილი. ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა კი კიდევ უფრო მძაფრად დაგვანახვა მთელი ის ამაზრზენობა, საზიზღრობა და გულისამრევობა, რაც ამ “ვაზელინობას” ახლდა თან 2008 წელს. სწორედ მაშინ განაცხადა კახა კალაძემ, რომ “შორეულ პერსპექტივაში” აქვს პოლიტიკური მიზნები და, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტობაზეც კი იფიქროს…

როგორც ჩანს, მის ამ “ოცნებებს” მიხეილ სააკაშვილმა მეორე ვადით პრეზიდენტობის განაღდებისთანავე შეაჭრა ფრთები და კალაძეს “თავის ადგილზე” დაჯდომისკენ მოუწოდა! აი, ეს იყო ის მიზეზი, რომლის გამოც ბოლო წლების ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი მიშას დაუპირისპირდა. მისი ამბიციების სამი მეოთხედი მაინც რომ დაეკმაყოფილებინათ, აშკარაა, რომ კახა კალაძეს არც გირგვლიანის ამბავი ააღელვებდა დიდად, არც 7 ნოემბრის აქციის დარბევა გაუღვიძებდა ნამუსს და არციმედისდარბევას ინაღვლებდა. ყოველივე ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიქნა მისთვისპრინციპული”, როცა მიშასგან ვერ მიიღი ის, რასაც ელოდა

საარჩევნო მელოდრამის ყველაზე საინტერესო და ამოუცნობი გაგრძელებაა ის, რომ ქართული ოცნებათავისი კანდიდატებიანად ისე იქცევა, ადამიანს ეგონება, ნაციონალების გამარჯვება და მიშას საქართველოში ტრიუმფით დაბრუნება სურთ. თუნდაც განცხადება იმის თაობაზე, რომ 2018 წელს საქართველოში პენსიები ერთი თეთრითაც ვერ მოიმატებს! ასეთი განცხადება ამ წინასაარჩევნოდ, გგონიათ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გააკეთა? არა, ბატონო, ეს განცხადება ეკუთვნის “ოცნების” მთავრობის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს. ეს მაშინ, როდესაც “ოცნებიდან” თბილისის მერობის კანდიდატი, ასევე რაიონებში საკრებულოებისა თუ გამგეობების გამგებლობის კანდიდატები ხალხს არა მხოლოდ პენსიების ზრდას, არამედ ქვეყნიურ სამოთხესა და არნახულ აყვავებას ჰპირდებიან.

თავის მხრივ, არც ნაცები აკლებენ ხელს. ნაციონალების მიერ გაპროტესტებული ნებისმიერი საკითხი ხომ ხალხში უკურეაქციას იწვევს. რეალურად გასაპროტესტებელიც რომ იყოს რამე, თუკი ნაცები ვინმეს ლანძღავენ და აკრიტიკებენ, ის ვინმე უმალ მაღალ რეიტინგს იძენს ხალხში. ნაცების კრიტიკისა და უშვერი ლანძღვა-გინების უპირველესი ობიექტი კი სწორედ ბიძინაა და ამიტომაც გვიჩნდება ლოგიკური ეჭვი: სულაც ბიძინა ხომ არ აფინანსებს აწ უკვეჩამოლაბორანტებულ” “ნაციონალურ მოძრობასდა მის ლიდერებს?

თუ დაუკვირდებით, როდესაც ბიძინას ძალიან უნდა, რომ მის მიერ წამოწყებული საქმე თუ პროექტი ძალიან მოაწონოს ხალხს, იმწამსვე ამ პროექტის კრიტიკას და მის წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლას იწყებენ ნაცები.

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

ნაცებზე საშინლად აღრენილი ხალხი კი იმწამს დადებითად განეწყობა ხოლმე იმის მიმართ, რასაც ისინი ებრძვიან. სადღეისოდ ზუსტად ეს ხდება “პანორამა თბილისის” საკითხის გარშემოც. ნაციონალებმა თავიანთი მედგარი და შეუპოვარი წინააღმდეგობით და მისი საწინააღმდეგო აქციების გამართვით, მგონი, უკვე “პანორამის” ყველაზე პრინციპულ მოწინააღმდეგეებსაც კი შეაყვარეს “პანორამა”.

ასეთი სიამტკბილობა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს. ნაცებს ხელს აძლევთ ხელისუფლებაში ქოცების ყოფნა, რადგან ეს ერთადერთი ძალაა, რომელიც მათ არსებობის უფლებას დაუტოვებს, არ დასჯის დამსახურებისამებრ და არ გააქრობს პოლიტიკური ასპარეზიდან. ქოცებს, თავის მხრივ, ძალიან აძლევთ ხელს ნაცების ყოფნა ქართულ პოლიტიკაში “მთავარ ოპოზიციურ ძალად”, რადგან ეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც, ნებისმიერი ბრალდებისა და კრიტიკის საპასუხოდ, წამოაძახებენ “9 წელს”, ხოლო მთავრობისადმი უკმაყოფილების შემთხვევაში, ხალხს შეაშინებენ: მანიაკი ნაცები დაბრუნდებიანო. როგორც დედა აშინებს ჭირვეულ შვილს: “ნუ ტირი, თორემ ბუა წაგიყვანსო!” _ ეს კი უკვე “უჟასების”, ანუ საშინელებათა ჟანრია.

ამავე ჟანრიდან იყო ის, რომ საკრებულოში მივარდნილი “პარტიზანი მებაღე” ნატა ფერაძე, რომელსაც, ალბათ, ეგონა, ემანდ, მეც ჩემთვის სახეიროს გამოვკრავ ხელს რამესო, “ოცნებამაც” უგულებელყო და “ნაცმოძრაობამაც”. როდესაც თბილისის საკრებულოში ნაცქოცური მღელვარე პოლიტიკური სპექტაკლი დასრულდა და დაღლილი ნაცები და ქოცები, ალბათ, სადმე რესტორანში ერთად დასხდნენ, _ მოდი, წარმატებული სპექტაკლის აღსანიშნავად კაი პური ვჭამოთო! _ მხოლოდ ეული ნატა ფერაძე იდგა საკრებულოს წინ მოწყენილი და მოთქვამდა: პოლიციელები არ გამოწეულან ჩემზე, სამოქალაქო ტანსაცმლიანმა განდონებმა გამომაგდეს შენობიდანო.

დაცული სექსის ამ უწყინარი ატრიბუტის ასე უადგილოდ ხსენება, ალბათ, ნატას ქვეცნობიერში 2012 წლამდე მის საქმიანობას უკავშირდება. ვინ იცის, ეული ნატა იქნებ ფიქრობდა კიდეც: ხომ არ სჯობს, საერთოდ, შევეშვა ყველაფერს და ჩემს ძველ საქმიანობას მივუბრუნდეო?! მაგრამ…

არა უშავს, გუგავა მოვა!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here