მთავარი პოლიტიკა “ქართული ოცნება” “ეშმაკის ბორბალზე”

“ქართული ოცნება” “ეშმაკის ბორბალზე”

1708
გააზიარეთ
ბიძინა ივანიშვილი

11 მაისს კლუბანდერვილშიგაიმართაქართული ოცნებისმეხუთე ყრილობა. მის კულმინაციად საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იქცა. კომენტატორები მისგან მკაფიო მესიჯებს ელოდნენ, თუმცა მათი უმრავლესობა გაწბილებული დარჩა, რადგან მთავარი სათქმელი ივანიშვილმა ბუნდოვან ფორმულირებებსა და ქვეტექსტში დამალა.

სახელწოდება “ანდერვილი” იმაზე მიუთითებს, რომ კლუბი ბორბლის ქვეშ მდებარეობს, კონკრეტულ შემთხვევაში _ მთაწმინდის პარკის “ეშმაკის ბორბლის” ქვეშ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ატრაქციონის განახლება, ის ნაწილობრივ დაშლილია. სამუშაოები, ახალი ქართულ ტრადიციის შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ჩატარდა: დეკემბერში ობიექტზე ერთი მუშა დაიღუპა, მეორე კი _ დაშავდა. ზოგმა შეიძლება დაშლილეშმაკის ბორბალთანამ შეკრების უცნაური კავშირი დაინახოს, იქნებქართულ ოცნებასუნდოდა, დაემტკიცებინა, რომ პარტიას დემონტაჟი არ ემუქრება და მისი ბედის ბორბალი სრულ წესრიგშია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ამაში ეჭვი შეეპარა?! საზოგადოდ კი, ქართული პოლიტიკა ერთი დიდიეშმაკის ბორბალია”.

ივანიშვილის გამოსვლის არქიტექტონიკა ჩახლართული არ ყოფილა. თავდაპირველად მან ზოგადად ისაუბრა ახალი ხელისუფლების მიღწევებზე (ანუ ახლო წარსულზე), შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებსა და არსებულ პრობლემებზე (აწმყოზე), ბოლოს კი (მისი აზრით, ნათელ) მომავალზე.

პირველ ნაწილში, რეალურ მიღწევებზე საუბრის გარდა (მათ შორის მთავარი, ალბათ, 2004-12 წლებთან შედარებით მოქალაქეებზე ხელისუფლების ზეწოლის შემცირებაა), იყო ისეთი პასაჟებიც, რომელიც აშკარად სადღაც სხვა პლანეტაზე შექმნილ სიტუაციას აღწერდა. მაგალითად, “აღარ არსებობს ელიტური კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზებული სფეროებიან კიდევ _ “ხელშესახები პროგრესი გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზების კუთხით”.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო აცდენა რეალობისგან, ალბათ, კონსტიტუციისადმი მიძღვნილ მონაკვეთში გამოიხატა: მივიღეთ ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი”. საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი მწვავედ გააკრიტიკა თითქმის ყველა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რომლებსაც პროცესთან შეხება ჰქონდათ; მიღების ფორმას, როგორც წესი, “ხელების გადაგრეხას” უწოდებდნენ. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ შექმნა პრობლემა იქ, სადაც ამის წინაპირობები არ იყო, რადგან კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობაზე საზოგადოებაში კონსენსუსი არსებობდა. წესით, ამის შემდეგ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას დღის წესრიგში უნდა დაეყენებინა ირაკლი კობახიძისა და მასთან დაახლოებული პარლამენტარების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც საკონსტიტუციო რეფორმას კურატორობდნენ, თუმცა ივანიშვილმა თავისი განცხადებით მიანიშნა, რომ განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს.

ანალოგიური დამოკიდებულება მან პრემიერმინისტრის მიმართაც გამოხატა, ოღონდ სხვა ფორმით. ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების სამი ძირითადი მიზეზი ჩამოთვალა:

პირველი. “ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ, ისედაც რთული ვითარების, კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები;

მეორე. ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი;

მესამე. “ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები”.

აშკარაა, რომ პირველი და მესამე საკითხი გიორგი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის სფეროში შედის, როგორც პრემიერმინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის 2016-2018 წლებში, მაგრამ ივანიშვილს ამაზე არ უსაუბრია, ჟურნალისტებს კი უთხრა: “პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ”. ასეთი მიდგომა პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის მიმართ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ივანიშვილი დაბრუნების მომენტიდან ახალ ათვლას იწყებს და ძველ შეცდომებს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს. ეს დამოკიდებულება აუცილებლად შევა წინააღმდეგობაში საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებთან, რომელთა თანახმად, წესრიგის დამყარება პარტიასა და სახელმწიფოში მყისიერი საკადრო ცვლილებებით უნდა დაიწყოს, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი არაფერი მომხდარა _ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში კი ორი ძირითადი პრინციპი აირეკლა: ა) არანაირი “წმენდა” და ბ) გავლენიან ჯგუფებს შორის ბალანსის დაცვა.

საგარეო პოლიტიკის შესახებ მონაკვეთში, ზოგადი ლოზუნგების გარდა, იყო ერთი საგულისხმო ფრაზა: ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა”. იმაზე, რომ სააკაშვილის პერიოდთან შედარებით (უპირველესად რიტორიკული) კონფრონტაცია ჩაცხრა, ალბათ, არავინ დავობს, თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვანია დიალოგში მესამე მხარის, როგორც აქტიური მედიატორის, ჩართვა. პირდაპირი დიალოგის იდეამ, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური 2012-13 წლებში იყო, დღეს უკანა პლანზე გადაწია. მეტიც, შეიცვალა ამ ტერმინის შინაარსი. მაგალითად, 2012 წლის დეკემბერში, როგორც ადგილობრივი, ისე ევროპელი კომენტატორები აბაშიძეკარასინის პირველ შეხვედრას პირდაპირი დიალოგის დაწყებას უწოდებდნენ. მაშინ ბევრი მათგანი გულისხმობდა, რომ რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებებში ორი ქვეყნის პირველი პირები ჩაერთვებოდნენ. დღეს კი აბაშიძე-კარასინის ფორმატი აღარ განიხილება, როგორც “პირდაპირი დიალოგის” პირველი საფეხური, არამედ მხოლოდ, როგორც ტექნიკური სირთულეების დაძლევის ინსტრუმენტი, სახელმწიფოთა მეთაურების ან თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კი აღარავინ საუბრობს. ივანიშვილის გამოსვლის განხილული მონაკვეთიდან ჩანს, რომ ის უარს ამბობს ორმხრივი დიალოგის იმ კონცეფციაზე, რომელიც აქტუალური იყო მისი მმართველობის დასაწყისში და პროცესი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

ივანიშვილის გამოსვლის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთი ასეთი იყო: “საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია, რომელსაც, მეორე მხრივ, გაცილებით ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების დონე. დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, რომ ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა ქვეყანა, რომელშიც ანალოგიური მდგომარეობაა. ტრადიციულ დემოკრატიებში ეკონომიკა და თავისუფლებები, როგორც წესი, ერთმანეთს ზრდიდა და ავსებდა”. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ხარისხის დემოკრატია ჩვენ არ გვაქვს, ხოლო შემდეგ მოდიოდა ფრაზაეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით”, არაერთმა კომენტატორმა ჩათვალა, რომ ივანიშვილის ამ განცხადების უკან საკმაოდ ავისმომასწავებელი ქვეტექსტი იმალება. როგორც წესი, როდესაც იწყება საუბარი დემოკრატიისა და კეთილდღეობის ურთიერთდამოკიდებულებასა და გარკვეულ შეუთავსებლობაზე, ეს სრულდება “ქანჩების მოჭერით” და არჩევანით “განვითარების დიქტატურის” სასარგებლოდ, როგორც ეს მოხდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ხდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის არაერთ ქვეყანაში XX საუკუნის მეორე ნახევარში. შემდგომმა ვარიაციებმა ამ თემაზე შეიძლება გაამყაროს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ქანჩების მოსაჭერად დაბრუნდა.

ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო, თუმცა ამავე დროს სატირალი, ალბათ, შემდეგი მონაკვეთი იყო: საქართველოში თითქმის ვერ ვნახავთ პოლიტიკოსსა და ექსპერტს, ვინც სიმართლეს ეტყოდა და გასაგებად აუხსნიდა ადამიანებს, რომ ევროპას ასწლეულების განმავლობაში მრავალი ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმის გადატანა დასჭირდა, ვიდრე ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა და რომ ბუნებაში ვერ იარსებებს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ეკონომიკა წელიწადში ხუთი და ექვსი კი არა, არამედ ექვსასი პროცენტით გაზარდოს”. ფაქტია, რომ სწორედ “ქართული ოცნება”, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, დაუცხრომლად ქმნიდა გადაჭარბებულ მოლოდინს ეკონომიკურ რენესანსზე. ხოლო იმაზე, რომ საზოგადოებას ვერაფერს უხსნიან, ალბათ, იქამდე უნდა ეფიქრათ, ვიდრე მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის კურატორობას ალექსანდრე ჯეჯელავას ჩააბარებდნენ.

ივანიშვილმა ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ მისი ოპონენტები ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას მუქ ფერებში წარმოაჩენენ და ამისთვის კონტროლს დაქვემდებარებულ მედიას, “სიცრუისა და პროპაგანდის მანქანას”, “ტყუილის წარმოების კონვეიერს” იყენებენ. ეს ივანიშვილისთვის ერთ-ერთი “მარადიული თემაა”. მან, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ გაიგო, რომ უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან პოლიტიკური ოპონენტები და მედია, თუნდაც მათ სიამის ტყუპებად აღიქვამდეს, რადგან ნებისმიერი ასეთი განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებს საბაბს აძლევს, ივანიშვილს ბრალი დასდონ დიქტატორულ მისწრაფებებში და მასმედიასთან ბრძოლაში.

მმართველ პარტიაში შექმნილი კრიზისის აღწერის პროცესში ივანიშვილმა აქცენტიფუჭ კინკლაობაზე”, “პირად უთანხმოებასა და წყენაზეგადაიტანა და ხალხისგან დაშორების საფრთხეზე მიუთითა. ძნელი სათქმელია, აცნობიერებს თუ არა ივანიშვილი კრიზისის სისტემურ ხასიათს და იმას, რომ ის გამოწვეულია არაკინკლაობით”, არამედ, ერთი მხრივგაფართოების კრიზისითდა ლიდერების კონკურენციის გამძაფრებით და, მეორე მხრივ, იდეოლოგიური ვაკუუმით, მაგრამ საუბარი პარტიისსახალხოობაზექვეტექსტში შეიძლება შეიცავდეს მინიშნებას დისტანცირებაზე ამომრჩეველთა ბირთვისგან, რომელსაც 2012-ში კონსერვატორიანტიმიშისტებიწარმოადგენდნენ და, ამასთანავე, პარტიულისოციალური ლიფტისამუშავების აუცილებლობაზე. ის ამჟამად პრაქტიკულად დახურულია “უპატრონო” აქტივისთვის, რადგან თითქმის ყველა მაღალჩინოსანი მხოლოდ თავისი ნათესავებისა და ახლობლების კარიერაზე ზრუნავს. ამ პრობლემის მოგვარებას პარტიის საფუძვლიანი რეფორმირება დასჭირდება, მის გარეშე კი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი და აქტივის ქვედა რგოლი პარტიას მალევე ზურგს შეაქცევს, თუ დარწმუნდება, რომ ლიდერის “მეორედ მოსვლას” მისთვის არაფერი შეუცვლია.

ივანიშვილმა სცადა, გამოსვლა ოპტიმისტურ ნოტზე დაესრულებინა, თუმცა ვერ განმუხტა ის დაძაბულობა, რომელიც დარბაზში და, საზოგადოდ, ქვეყანაში სუფევდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, რატომ დაბრუნდა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში, თუმცა ივარაუდა, რომ ეს რაღაც დიდ, ჯერჯერობით ამოუცნობ საფრთხეს უკავშირდება.

დიმიტრი მონიავა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here