მთავარი პოლიტიკა “ქართული ოცნება” არ ყოფილა ქართველთა ოცნება

“ქართული ოცნება” არ ყოფილა ქართველთა ოცნება

1217
გააზიარეთ
ქართული ოცნება

თავიდანვე შევთანხმდეთ ერთ სამწუხარო რეალობაზე, რომელიც მისმა უდიდებულესობა დრომ აქცია თვალსაჩინოდ ქართველი საზოგადოების გონიერი ნაწილისთვის _ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების საშუალებით, რომლის სცენარი საქართველოში აშშის საელჩოში დაიწერა თავისი კოაბიტაციითურთ, მოხდა ერთი პროამერიკული ნეოლიბერალური ძალის ჩანაცვლება მეორე, ზუსტად ასეთივე ძალით.

ქოცებსა და ნაცებს შორის არანაირი იდეოლოგიური სხვაობა რომ არ არსებობს, ცხადია. ერთიც აგრესიული ნეოლიბერალური იდეოლოგიის აპოლოგეტია და მეორეც; იდეოლოგიისა, რომელიც ყბადაღებული ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვის კამუფლაჟით იმთავითვე გამორიცხავს ყოველგვარი ეროვნულის, პატრიოტულის, მართლმადიდებლურის პრიმატს ქვეყნის ცხოვრებაში, ანუ ყველაფერ იმას, რაზეც აღმოცენდა და განვითარდა ქართველი ერის სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა, კულტურა, ოჯახის ინსტიტუტი და ა.შ. ბიძინა ივანიშვილი, ერთი მხრივ, სამების ამშენებლად(?) ითვლება და, მეორე მხრივ, დასავლელი “მეგობრების რეკომენდაციებიდან” (წაიკითხე, ბრძანება) გამომდინარე, მაგიდაზე მუშტების ბრახუნით თავის ჯიბის პარლამენტს აღებინებს ეკლესიის საწინააღმდეგო კანონს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის სახით, რომელმაც უკვე მოიტანა პირველი “დადებითი შედეგები”: პედერასტები, მეძავები, ნარკომანები თუ “ბარიგები” საპროტესტო აქციებს მართავენ; ლამის დანგრევის პირას არის ტრადიციული ქართული ოჯახის ინსტიტუტი _ ცოლი ქმარს უჩივის პატრულში, შვილი _ მშობელს და პირიქით; პრაქტიკულად დანგრეულია განათლების სისტემა _ ე.წ. საჯარო სკოლების მოსწავლეების უმრავლესობა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტობა დაცლილია ეროვნულისგან, პატრიოტულისგან.

თუ წინა მოწვევის პარლამენტში ეროვნულ-პატრიოტულად მოაზროვნე დეპუტატები, მართალია, ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ ყოველივე ზემოთქმულის მიმართ საპროტესტო ხმები ასე თუ ისე მაინც ისმოდა, იმავეს ვერ იტყვი 2016 წლის მოწვევის პარლამენტზე _ საპარლამენტო ხელისუფლება მტკიცედ უპყრიათ ხელთ ნაცებთან აშკარა ალიანსში მყოფ უბიოგრაფიო ლიბერასტ ლაწირაკებს _ კობახიძეებს, თალაკვაძეებს, მდინარაძეებს.

მოკლედ და ხატოვნად თუ ვიტყვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა იდეოლოგიურად ერთნაირსქესიანი ქოცებისა დანაცების პოლიტიკური ქორწინება და ახლა ბიძინას ქოცები, მიშას ნაცები და ბოკერიას .. ევროპული საქართველო შეხმატკბილებულად ეწევიან საქართველოს ლიბერასტიზაციას, ანუ ქართული მენტალიტეტის, თვითმყოფადობის, ეროვნული იდენტობის ნგრევას.

წინამდებე წერილის შესავლის შინაარსის მოკლედ გადმოცემას თუ შევეცდებით, გამოდის, რომ “ქართული ოცნება” სულაც არ ყოფილა ქართველთა ოცნება… ეს, არც ისე მოკლე შესავალი იმად დამჭირდა, რომ ქართველ საზოგადოებას შევახსენო, საზოგადოდ რა ნეხვშიც ვზივართ. ახლა კონკრეტულად წინამდებარე სტატიის შექმნის მთავარ მიზეზ-საბაბზე: გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, ანუ, სოხუმ-ცხინვალის დაკარგვიდან დღემდე, ჩვენს “მეგობარ” გაეროს, ევროკავშირსა თუ ევროსაბჭოს, “სტრატეგიულ მოკავშირე” აშშ-ს, დასავლეთის მრავალ სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი არაერთი (ზუსტი ციფრის დასახელება, ალბათ, მათემატიკოსებსაც გაუჭირდებათ) რეზოლუცია მიუღიათ, რომელთა აფიშირებით ყველა ხელისუფლება ქართველი საზოგადოების “დაბოლებას” ცდილობდა. რეზოლუციებით, რომლებსაც რეალურად იმ ქაღალდის ფასიც კი არ ჰქონდათ, რომელზეც ეს რეზოლუციები იბეჭდებოდა და, აქედან გამომდინარე, აშშ-ის კონგრესის, გაეროს, ევროკავშირის და ა.შ. მიღებული რეზოლუციების რაოდენობის პარალელურად და პირდაპირპროპორციულად საქართველო შაგრენის ტყავივით პატარავდებოდა. აგერ, სულ ახლახან, ხსენებულმა ჩვენმა “მეგობრებმა” ერთმანეთის მიყოლებით მიიღეს მსგავსი რეზოლუციები, რომელთა შორის ყველაზე მთავარს, აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ რეზოლუციას, ქოც-ნაცების ხელისუფლებამ უკვე უწოდა ისტორიული. ამ დოკუმენტით ისე “შეშინდნენ” რუსები, რომ, რაღა დროს მცოცავი ოკუპაციააო, და ისეთი ისკუპეს, რომ კონფლიქტის ზონაში არსებულ სოფელ კოდაში ერთბაშად სამი კოლომეტრით გადმოწიეს მავთულხლართები.

ქოცნაცების უტიფრობას, ცინიზმს, ეტყობა, მართლა არ აქვს საზღვარი, რადგან ამისტორიული მნიშვნელობისდოკუმენტით გულმოცემულები ახალი ძალით აყიყინდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი და არაფერს ამბობენ აშშის ორპარტიული რეზოლუციის მიღების პარალელურად მიმდინარე პროცესებზე ევროპასა თუ ამერიკაში. რომელ ევროკავშირში შესვლას გვპირდებიან ქოც-ნაცები? იმ ევროკავშირში ხომ არა, რომლის დაშლაც იქიდან ბრიტანეთის გასვლის (ე.წ. ბრექსიტის) შემდეგ მხოლოდ დროის ამბავია? ეროკავშირი უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისში რომ არის, ამას ბრიუსელში ახლახან გამართული ევროკავშირის სამიტიც მოწმობს; სამიტი, რომლზეც, პრაქტიკულად, ვერაფერზე შეთანხმდნენ, რადგან 1951 წელს 6 სახელმწიფოს მიერ (ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია) მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებების გამო შექმნილი ევროკავშირი, რომელსაც თავდაპირველად ქვანახშირისა და ფოლადის მწარმოებელთა გაერთიანება ერქვა, გაფართოების შემდეგ ნელ-ნელა ევროპის მმართველ პოლიტიკურ ბიუროკრატიად იქცა. ბიუროკრატიად, რომლის გადარჩენასაც ანგელა მერკელი ცდილობს და, ავტორიტეტულ კომენტატორთა აზრით, ზემოთ ხსენებული ევროსამიტი სწორედ ევრობიუროკრატიის გადარჩენის უშედეგო მცდელობა იყო. უშედეგო იყო, რადგან მასში შემავალი ქვეყნების ნაწილი, დიდი ხანია, მიხვდნენ, რომ მმართველი ბიუროკრატიის ერთადერთი გადარჩენის გზა არის აღვირახსნილი რუსოფობია, რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა. მიმომხილველთა აზრით, ამიტომაც არის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნებში ერთმანეთის მიყოლებით იმარჯვებენ .. ევროსკეპტიკოსები და შორს აღარ არის დრო, როდესაც ის ევროკავშირი, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის, მარტივ მამრავლებად დაიშლება

რაც შეეხება ნატოს, იქაც, ალიანსის უზომოდ გაფართოების გამო ისეთივე პრობლემებია, როგორიც ევროკავშირში. ვისგან რას იცავს ნატო?

მსგავს კითხვებს სულ უფრო ხშირად სვამენ დასავლელი, ამერიკელი პოლიტკომენტატორები, რადგან ე.წ. რუსული საფრთხე ევროპელი ობივატელის შესაშინებლად მოგონილი ზღაპარია. რომც სურდეთ ევროპის ოკუპაცია რუსებს, ამის ფიზიკური რესურსი არ აქვთ. ეს ზღაპარი პოლონეთისა და ბალტიისპირეთის მსგავს ქვეყნებს აძლევთ ხელს, რადგან ე.წ. რუსული საფრთხე კარგი საშუალებაა დასავლეთისთვის (წაიკითხე, აშშ) ფულის დასაცინცლავად.

რუსეთიდან მომავალი ერთადერთისაფრთხეკი არის ის, რომ ნატოს სამხედრო ბაზებით ალყაშემორტყმული სახელმწიფო მზად არის, რომ ნებისმიერ პოტენციურ აგრესორს, მათ შორის, აშშ, გამანადგურებელი დარტყმა აგემოს.

და აი მივადექით მთავარ სათქმელს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რომელი ქვეყნის კონგრესის ორპარტიულ რეზოლუციაზე ყიყინებდა აშშდან ჩვენი პარლამენტის სპიკერი, იმ ამერიკის ხომ არა, რომლის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა .. დიდი შვიდეულის ბოლო სამიტზე განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია და ვერ გამიგია, რატომ უჭერენ მხარს დიდი შვიდეულის წევრები უკრაინას, ეს ქვეყანა ხომ ყველაზე კორუფცირებული სახელმწიფოაო? ზუსტ ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსობრივად ნამდვილად ეს ბრძანა დონალდ ტრამპმა, რითაც, რბილად რომ ვთქვათ, შოკში ჩააგდო იქით დიდი შვიდეულის მონაწილენი, აქეთ სრულიად უკრაინა და, საზოგადოდ, მსოფლიოს რუსოფობები.

ამას წინათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეკითხვას _ დაუშვებს თუ არა, რომ ვაშინგტონმა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროსო? _ უპასუხა: ვნახოთ”. დონალდ ტრამპის ამ პასუხის გამო პრეზიდენტი პოროშენკო და მისი რუსოფობი ხელისუფლება ნამდვილმა ისტერიკამ მოიცვა.

რას ნიშნავს ეს “ვნახოთ”, სულ მალე, 16 ივნისს, გამოჩნდება ჰელსინკში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე, სადაც უკრაინაზეც იქნება საუბარი. რაც შეეხება ყირიმს, მასზე ყოველნაირი დისკუსია გამორიცხულია, რადგან ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ ყირიმის თემა დახურულია და მასზე საუბარს რუსეთი არავისთან აპირებს.

რაც შეეხება საქართველოს, არა მგონია, რომ ჩვენ საერთოდ გვახსენონ. თუ მოხდა სასწაული და მაინც ითქმება საქართველოს სახელი, ტრამპი პუტინს რამე წვრილმანს გამორჩება და ამაში მიგვახურდავებს.

ასე რომ, ქოცნაცებო, “დათა თუთაშხიადანნიკანდრო ქირიას რეპლიკის მცირე პერიფრაზით მოგმართავთ: ის ორპარტიული რეზოლუცია მიიწებეთ გავაზე და გქონდეთ იქ მანამდე, სანამ მაგ რეზოლუციით შეშინებული რუსეთი სოხუმსა და ცხინვალს არ დაგვიბრუნებს

დავით მხეიძე

P.S. რუსეთისა და ესპანეთის საფეხბურთო ჯახის შემდეგ, სადაც რუსეთმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა, ქართველმა კომენტატორმა, მატჩის შემდგომი ზეიმის შემყურემ, გამოგვიცხადა: არა მგონია, მოზეიმე რუსების კადრების ცქერა გსიამოვნებდეთო, და ეთერი გაგვითიშარა ჰქვია ამას, მკითხველმა შეაფასოს, ჩემი მხრივ კი, დავძენ: გადაებით ერთმანეთს რუსოფობი ქოცნაცები და ფეხბურთის კომენტატორები, აფრიალეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციები და იქნებ ამ მაკულატურამ ისე შეაშინოს რუსები, რომ სოხუმცხინვალიც დაგვიბრუნონ და ეგებახურდადსოჭიც მოაყოლონ თავისი ოლიმპიური ინფრასტრუქტურითა დაფორმულა-1”-ის ტრასებით

ოცნებას კაცი არ მოუკლავს

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here