Home რუბრიკები პოლიტიკა ქართულის გაკვეთილები

ქართულის გაკვეთილები

1192
სააკაშვილი-პოროშენკო

რუსულის გაკვეთილები” _ ეს არის ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ უშუალოდ სამხედრო მოქმედებათა თეატრიდან, რომელიც გადაიღო რუსმა კინორეჟისორმა ნეკრასოვმა, მაგრამ ქართული პოზიციებიდან, რისთვისაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის “2009 წლის ადამიანადგამოაცხადა.

კინოლენტი ცრუ გამოვიდა, ისევე, როგორც სააკაშვილის მიერ ამერიკელი რეჟისორის _ რენი ჰარლინისთვის შეკვეთილი ფილმი აგვისტოს 5 დღე და ლაბორანტ ლარისა ბურაკოვას სააგიტაციო ბროშურა რატომ გამოუვიდა საქართველოს”.

მაგრამ კრემლისა და პუტინის მთავარი მამხილებელი რუსი კინორეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი წესიერი ადამიანი აღმოჩნდა. ვერ გეტყვით, თვალი საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აეხილა თუ ბაუდერთან ურთიერთობის წყალობით “მაგნიტსკის აქტზე” მუშაობისას, ან იქნებ გვარ “ნეკრასოვში” ჩადებულმა კოდმა გაიღვიძა… ფაქტია, რომ რეჟისორის მიერ ღირებულებების გადაფასებაში არცთუ უკანასკნელი როლი შეასრულა მის მიერ კარგად დასწავლილმა “ქართულის გაკვეთილებმა” _ შეძრწუნებულმა ნეკრასოვმა დაინახა, რომ მისი გუშინდელი გმირი, სააკაშვილი, ამაზრზენი ურჩხულია, რომელსაც სძულს ქართველი ხალხი და რომელმაც დაღუპა საქართველო. ნიჭიერი რეჟისორი დღეს მსოფლიოს სიმართლეს ეუბნება დასავლეთისა და იქიდან მართული რუსული ოპოზიციის შესახებ პუტინის რეჟიმისადმი, რომლის სიძულვილის უკან რუსი ხალხის მიმართ სიძულვილი დგას” (ციტატა ნეკრასოვის მიმართვიდან).

მაგრამ ნეკრასოვისთვის “ქართულის გაკვეთილები” თბილისსა და კიევში არ უსწავლებიათ. ამას მოწმობს პირდაპირი კავშირი (ვციტირებ საქართველოს თავდაცვის მინისტრ იზორიას) ქართულუკრაინული ურთიერთობის მზარდ დინამიკასა და ნავალნის მიერ რუსეთში აგორებულ საპროტესტო მიტინგების ტალღას შორის, რომელთა უკან უეჭველად დასავლეთის მარიონეტები დგანან _ პოროშენკო და პირველი “ბოლოტნაიას” ორგანიზატორი სააკაშვილი. ფერადი რევოლუციარუსეთში (როგორც მანამდე საქართველოსა და უკრაინაში) დასავლეთის ბოლო იმედია, პოროშენკოს უკანასკნელი იმედია ხელისუფლებაში დასარჩენად; სააკაშვილის უკანასკნელი იმედია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება _ უკრაინაში პრემიერად ან პრეზიდენტად საქართველოში, ოღონდ კი დასავლეთს საკუთარი ქმედუნარიანობა დაუმტკიცოს და მორიგი გრანტი მიიღოს!

იმედი კი, როგორც ცნობილია, ბოლოს კვდება…

ნატო და ატო

* რა მოიმოქმედა სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად?

საქართველოში 2003 წელს “ფერადი რევოლუცია” მოაწყო _ სახელმწიფო გადატრიალება “ვარდების რევოლუციის” სახელწოდებით. შემდეგ სააკაშვილი და მისი გუნდი დასავლეთმა უკრაინაში მიავლინა იქ ასეთივე “ნარინჯისფერი რევოლუციის” _ “მაიდნად” წოდებული სახელმწიფო გადატრიალების, მოსაწყობად, რომლის შედეგად ხელისუფლების სათავეში მიშას შვილის ნათლია, ვიქტორ იუშჩენკო, მოვიდა.

* რა მოიმოქმედა პოროშენკომ უკრაინაში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად?

2014 წელს უკრაინაში, სააკაშვილთან ერთად, მორიგი “ფერადი რევოლუცია” _ “ევრომაიდანი” ან “მაიდანი-2” მოაწყო.

* რა მოიმოქმედა სააკაშვილმა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო?

2008 წლის აგვისტოში თავს დაესხა საქართველოს ოსი ეროვნების მოქალაქეებს და სამხრეთ ოსეთში “კონსტიტუციური წესრიგის” დამყარების საბაბით დამარცხებისთვის წინასწარვე განწირული ომი წამოიწყო რუსეთთან.

* რა მოიმოქმედა პოროშენკომ იმისთვის, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა?

2014 წლის აპრილში თავს დაესხა უკრაინის რუს, უკრაინელ, ებრაელ და სხვა ეროვნების მოქალაქეებს დონბასში, “კონსტიტუციური წესრიგის” დამყარების საბაბით ატო მოაწყო და აპრიორი დამარცხებისთვის განწირული ომი წამოიწყო რუსეთთან.

* ვისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როცა 2008 წლის აგვისტოში ომს იწყებდა?

ნატო ხომ უშუალოდ არ ერევა სამხედრო ავანტიურებში, რის თაობაზეც ომამდე ერთი თვით ადრე სააკაშვილი მკაცრად გააფრთხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც საგანგებოდ ამისთვის ჩამოფრინდა თბილისში 2008 წლის 9 ივლისს.

სააკაშვილს მხოლოდ უკრაინის იმედი ჰქონდა, რომელმაც გაწვრთნა ქართველი სამხედროები, საქართველოში გამოგზავნა უკრაინელი ინსტრუქტორები და დაქირავებული მებრძოლები და იარაღი, მათ შორის, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები _ “ბუკი” და “ოსა”, რომლებითაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები ჩამოაგდეს, კერძოდ, ბომბდამშენი თყ-22 M3. სააკაშვილს უკრაინის იმედი რომ არ ჰქონოდა, მისი არაადეკვატურობისა და სიმხდალის მიუხედავად, ასეთი იდიოტური სამხედრო ავანტიურის წამოწყებას ვერ გაბედავდა და დღეს საქართველო კვლავინდებურად ერთიანი, მთლიანი სახელმწიფო იქნებოდა.

* ვისი იმედი ჰქონდა პოროშენკოს, როდესაც ატო (ანტიტერორისტული ოპერაცია) იწყებდა?

ნატო ხომ სამხედრო ავანტიურებში უშუალოდ არ ერევა და მხოლოდ დოლარებით, იარაღითა და ფუნთუშებით ეხმარება?

პოროშენკოს მხოლოდ საქართველოსა და თავისი იმჟამინდელი ქართველი მრჩევლის _ სააკაშვილის იმედი ჰქონდა, რომელმაც დონბასში საგანგებოდ ატო-სთვის “ქართული ლეგიონი” ჩამოაყალიბა. დღეს კი საქართველოში ნატოს ფულით რეაბილიტაციას გადიან ატო-ში დაზარალებული უკრაინელი ხეპრმ-ები ოჯახებთან ერთად.

ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, ანუ ერთ ბედქვეშ მყოფნი?!

რით აიხსნება ბოლო ხანებში ქართულუკრაინული ურთიერთობის მზარდი დინამიკა _ პრეზიდენტის, პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის თავკაცობით სამთავრობო დელეგაციების ვიზიტები კიევში და უკრაინელი ხელმძღვანელების, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის საპასუხო ვიზიტები თბილისში შემდგომი პარტნიორობის, ურთიერთდახმარებისა და ნატოს წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით?

ნუთუ თბილისში ვერ დაისწავლეს სააკაშვილისდროინდელიქართულის გაკვეთილებიდა არ ესმით, რა სახიფათოა მოქმედება პრინციპითჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია”?!

ნუთუ გაუგებარია, რომ უპერსპექტივო კეკლუცობით კიევის რეჟიმთან, რომელიც უახლოეს მომავალში კრახისთვის არის განწირული, საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიღწევა გააუქმა _ ჩაშალა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების დაწყებული პროცესი?!

ნუთუ საქართველოს ხელისუფლებაში ოროსნები სხედან, რომლებსაც არ ესმით, რომ საქართველოსა და უკრაინის ათი გაერთიანებული არმიაც კი ვერ შეძლებს რუსული არმიის დამარცხებას?!

ნუთუ საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის, რომ დასავლეთს სურს, კვლავ ჩაითრიოს მიამიტი ქართველები რუსეთთან ომში, რათა კიევის რეჟიმი მარტო არ დარჩეს?!

და საერთოდ, განა შეიძლება, დღევანდელი უკრაინა საქართველოსთან ერთ ბედქვეშ მყოფად, მის მსგავსად რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციისგან დაზარალებულად მივიჩნიოთ?! უკრაინა, რომელმაც შეურაცხყო საქართველო და ქართველ ხალხი, როცა ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს უარი უთხრა ათიათასობით ქართველი მოქალაქის მკვლელის, ძებნილად გამოცხადებული სააკაშვილის გადმოცემაზე?! უკრაინა, რომელმაც შეურაცხყო საქართველო და ქართველი ხალხი, როცა სააკაშვილი პრეზიდენტის მრჩევლად და ოდესის გუბერნატორად დანიშნა, უკრაინის მოქალაქეობა მისცა, მაშინ, როცა ხელთ ჰქონდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა მისი საქართველოში ექსტრადიციის შესახებ?!

განა შეიძლება, უკრაინა სახელმწიფოდ ჩაითვალოს, თუკი სააკაშვილისნაირები დღეს იქ ოფიციალურად რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები არიან და ბედავენ, ღიად განაცხადონ პრეტენზია პრემიერობაზე(!), რასაც მოწმობს მის მხარდასაჭერად “ფეისბუქში” გახსნილი ასობით გვერდი და ტელეარხ ძიკ-ის გადაცემა “სხვა უკრაინა”, რომლის წამყვანი სააკაშვილია?!

განა შეიძლება, კიევის რეჟიმი უკრაინის ხელისუფლებად ჩაითვალოს, ხოლო კიევის ბანდფორმირებები _ უკრაინის არმიად, თუკი ისინი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვიან და პოლიტიკური, ეროვნული, რელიგიური ნიშნით ხოცავენ, მათ შორის, მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს? ტერორისტებს უწოდებს და “ანტიტერორისტულ ოპერაციებს” ატარებს მათ წინააღმდეგ? როგორ გახდა დონბასის 4 მილიონ 300 ათასი მცხოვრები ერთბაშად “ტერორისტი”?!

განა შეიძლება, ადამიანებად მივიჩნიოთ მკვლელები, რომლებიც სააკაშვილის ცოლთან ერთად დახოცილი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობენ?! რასისტები და ანტისემიტები, რომლებიც პირდაპირი დამიზნებით ბომბავენ სკოლებსა და ეკლესიებს, წვავენ სინაგოგებსა და ცოცხალ ადამიანებს ოდესის პროფკავშირის სახლში? ნეოფაშისტები და ვანდალები, რომლებიც ხოტბას ასხამენ ჰიტლერსა და ბანდერას, ანადგურებენ დიდი სამამულო ომის პერიოდში უკრაინის მხსნელი გმირების ძეგლებს?!

“უკრბანდერლოგების” ზემოჩამოთვლილი მხეცობების ფაქტებით სავსეა ინტერნეტი, მაგრამ არ არის არც ერთი ფაქტი, რომელიც “თავაზიანი ხალხის” (“вежливй люди”) მხრიდან მსგავს რამეს მოწმობს!

არის კი უკრაინა იმ საქართველოს პარტნიორი, რომელმაც ამ დღეებში ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაცია მიიღო, უკრაინა, რომელშიც არ არსებობს სიტყვის თავისუფლება და იდევნება მედია?!

და როგორ შეიძლება, საქართველოს პარტნიორად ჩაითვალოს კიევის ოროსნების რეჟიმი, რომლის დღეები დათვლილია და რომელმაც აყვავებული უკრაინა დეფოლტამდე მიიყვანა?!

“ТИ ПОМНИЩЪ,  КАК ВСЕ НАЧИНАЛАС” (“დროის მანქანა”)

გვინდა, იმედი ვიქონიოთ, რომ “ქართულის გაკვეთილები” დაისწავლეს მოსკოვში, სადაც დღეს, ისევე, როგორც 2003 წელს საქართველოში, “კორუმპირებულ რეჟიმთან ბრძოლის” დროშის ქვეშ მოედნებზე გამოჰყავთ მიამიტი მოსწავლეები და სტუდენტები. და არ გეგონოთ, რომ რუსეთის მასშტაბით ისინი ძალიან ცოტანი არიან. საქართველოშიც, აქაური მასშტაბითაც, ძალიან ცოტანი იყვნენ, მაგრამ საზიზღარი მოთამაშეების ვერაგული გათვლა რაოდენობას კი არ ემყარება, არამედ იმას, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელი აღმართონ ბავშვებზე. ამის შემდეგ ბრბოს აღშფოთება აგორდება, რუსეთი ხომ, საქართველოსი არ იყოს, უკრაინა და აშშ არ არის, იქ ახალგაზრდებსა და მოხუცებზე ხელის აღმართვას გამართლება არ აქვს. მერე კი _ “როგორც ბანქო მოვა”…

მოსკოვმა ისწავლა ქართულის გაკვეთილები”, რომლებიც კიევსა და თბილისში ვერა და ვერ დაისწავლეს, ამიტომ ცოტა ხანში საქართველო რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გართულებას, სატრანსპორტო მიმოსვლასა და ფულად გადარიცხვებში _ პრობლემებს, პროდუქტებზე ემბარგოსა და ეკონომიკურ სანქციებს უნდა ელოდეს, რომლებიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა ყირიმისთვის.

რუსებმა კარგად დაისწავლესქართულის გაკვეთილები”, ამიტომაც არ შემოვიდნენ თბილისში 2008 წელს და კიევში _ 2014 წელს, რისი გაკეთებაც სწრაფად და იოლად შეეძლოთ. რუსეთს ახსოვს, როგორ ნაწილნაწილ ქმნიდა ქართულ და უკრაინულ სახელმწიფოებს და მერე არაერთხელ გადაარჩინა ისინი უცხოელი დამპყრობლებისაგან, პასუხად კი უმადურობასა და ღალატს იღებდა

მთავარი გაკვეთილი

ქართულის დაუსწავლელი გაკვეთილები _ ეს არის, როცა ტელევიზიის საშუალებით რუსოფობიური პროპაგანდით დამუშავებული მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის უფლებას აძლევს უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებიც მოსახლეობის ერთ მეოთხედს არ აღემატებიან, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა.

ნაციონალისტურ ლოზუნგებსა და არსებული კორუფციის მოსპობის დაპირებებს ამოფარებული უმცირესობის წარმომადგენლები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თვითონ გახდნენ მთავარი კორუფციონერები, რომლებიც კონკურენტების გასანადგურებლად ქვეყანაში დიქტატურას ამყარებენ მათ მიერვე შექმნილ, კანონზე მაღლა მდგომ ზონდერჯგუფებზე დაყრდნობით. ზონდერჯგუფები კომპლექტდება ძალოვანი სტრუქტურების _ სპეცრაზმების, შსს-ს, სუს-ისა და სამხედრო პოლიციის თანამშრომლებით, როგორც საქართველოში, ან როგორც უკრაინაში унаунсо-ს , дук пс-ის და სხვა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების “ბოევიკებით”, რომლებმაც ლეგიტიმაცია მიიღეს შსს-ს სპეცბატალიონ “აზოვისა” და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების შემადგენლობაში.

ეროვნულ-პატრიოტული ლოზუნგებიც ბლეფია _ სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც 9 წელიწადს მართავდა საქართველოს, და პოროშენკოს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც, უკვე 3 წელია, მართავს უკრაინას, სინამდვილეში ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი აღმოჩნდა. დიდი ფულის სანაცვლოდ მათ დაანგრიეს საქართველო და უკრაინა, რათა რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიები რუსეთისთვის გადაეცათ, დანარჩენი კი დასავლეთის პროტექტორატად გადაექციათ ნატოს სახმელეთო და საზღვაო ბაზებითა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით შავ ზღვაზე.

საქართველო ვაზის ქვეყანაა, აქ ღვინოს _ ქრისტეს სისხლს _ ამზადებენ, უკრაინა კი ხორბლის უკიდეგანო ხოდაბუნების ქვეყანაა, იქ პურს _ ქრისტეს სხეულს _ აცხობენ.

ჩვენს ქვეყნებში არ არის ტანკებისა და რაკეტების, ნატოს ცენტრებისა და ბაზების ადგილი!

საქართველოსა და უკრაინას საიმედოდ დაიცავს ქაღალდის ერთი ფურცელი _ რუსეთთან მეგობრობის ხელშეკრულება. აი, რას გვასწავლის ქართულის მთავარი გაკვეთილი.

არნო ხიდირბეგიშვილი,

საქინფორმისმთავარი რედაქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here