Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…”

“ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…”

4267
ზვიად გამსახურდია

ორი კვირაა, მკითხველი ჩემიავი მუსაიფით”, ობიექტური მიზეზების გამო, არ შემიწუხებია. ამ ხნის განმავლობაში იმდენი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩვენშიც და უცხოეთშიც, რომ გამიჭირდა მთავარი თემის შერჩევა, ამიტომაც დავესესხე დავით გურამიშვილს. მართლაც,  “ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენამჭევრი…”

24 მარტს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი. ამ ვიზიტს ქოც-ნაცების ერთობლივმა ხელისუფლებამ (დიახ, ერთობლივმა ხელისუფლებამ, რადგან პარლამენტში, თუ არ ჩავთვლით “პატრიოტთა ალიანსს”, არავითარი ხელისუფლება და ოპოზიცია არ არსებობს, ქოც-ნაცები ერთი ლიბერასტული ხის სხვადასხვა ტოტია) უმნიშვნელოვანესი(?) უწოდა.

ასეთი “უმნიშვნელოვანესი” ვიზიტები ადრეც ბევრი გვინახავს და ამის დასტურად გავაკეთებ  მცირე ისტორიულ ექსკურსს ნატო-საქართველოს ლამის 30-წლიან ურთიერთობაში:

ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში (NACC) საქართველოს დელეგაციის პირველი ვიზიტი 1992 წლის 1 აპრილს(!) შედგა; მომდევნო წელს თბილისს გაუბედავი ვიზიტით ნატოს იმჟამინდელი გენმდივანი ხავიერ სოლანა ეწვია; გაუბედავი, რადგან შევარდნაძესთან სტუმრობამ, სულ რაღაც, 2-3 საათს გასტანა და, ფიგურალურად თუ ვიტყვით, ნატოს გენმდივნის თვითმფრინავს მის მოლოდინში ძრავებიც კი არ გამოურთავს თბილისის აეროპორტში, ისე დატოვა საქართველოს დედაქალაქი.

მას შემდეგ, რომ იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩაიარა. ნატოს სხვა გენმდივნების ვიზიტებიც გვინახავს საქართველოში და პირიქით _ საქართველოს წარმომადგენლების ჩასვლა ნატოს შტაბ-ბინაში, მაგრამ ამ აქეთ-იქეთ ვიზიტებს მხოლოდ საპირველაპრილო კონტექსტში შეიძლება ვუწოდოთ უმნიშვნელოვანესი…

“საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი” _ აი მთავარი და უცვლელი სლოგანი აქეთ-იქეთ “უმნიშვნელოვანესი” ვიზიტებისა, რომელთა რაოდენობის პირდაპირპროპორციულად დავკარგეთ ტერიტორიები, მავთულხლართები სულ უფრო მოიწევს შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ყველაზე მთავარი _ 2008 წლის ომი სწორედ ნატოს (წაიკითხე, აშშ) იმედით დაიწყო უჭკუო სააკაშვილმა; ომი, რომელშიც ასობით ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა. აღარაფერს ვიტყვი  ნატოს სამხედრო ოპერაციებში უაზროდ დაღუპულ ათეულობით ქართველ მამლუქთა შესახებ…

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, რა “სიკეთეები” შეიძლება მოუტანოს საქართველოს იენს სტოლტენბერგის “უმნიშვნელოვანესმა” ვიზიტმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, ჟენევის ფორმატში ზურაბ აბაშიძის ვიზავიმ, მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის წინ განაცხადა, ჩვენთვისაც და თქვენთვისაც უსიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდოსო. მართალია, აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან როგორღაც შეარბილა თავისი ნათქვამი, მაგრამ, როგორც დიდი კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა, “კბილებს გაცდენილ სიტყვას, ქამანდითაც ვერ დაიბრუნებ” და, კარასინის მუქარას რომ საფუძველი ჰქონდა, იმავე დღეს ცხადყო რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომელმაც, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის საზღვრებთან ახლოს ნატოს სამხედრო წვრთნებში ალიანსის არაწევრი საქართველოსა და უკრაინის ხშირი მონაწილეობის გამო და იქვე დასძინა: მსგავსი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ნატო იძულებულს გაგვხდის, ადეკვატური ზომები მივიღოთ!” როგორც ცნობილია, “მსგავსი ქმედებები” ნატოს მორიგი სამხედრო წვრთნების სახით უახლოეს დღეებში საქართველოში უნდა გაიმართოს, რაზეც რუსეთის პასუხი, ნატოსთან ომი თუ არა, ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების მორიგი დემონსტრაციული გადმოწევა, რომ იტყვიან, ხელში გვიჭირავს.

აღარაფერს ვიტყვი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომ რუსეთზე თუნდაც არაბირთვული რაკეტებით თავდასხმის შემთხვევაში (რაზეც სერიოზულად საუბრობენ პენტაგონში) საპასუხო გამანადგურებელ ბირთვულ დარტყმას მიიღებენ არა მხოლოდ ის ტერიტორიები (პოტენციურად საქართველოც), რომლებიდანაც გაშვებული იქნება რაკეტები, არამედ ის ქვეყნებიც, რომელთა ტერიტორიაზეც მიიღებენ რუსეთზე თავდასხმის გადაწყვეტილებას და, ეს რომ ამერიკის შეერთებული შტატებია, ცხადია. მოკლედ, მსოფლიო ისე ახლოსაა ბირთვულ აპოკალიფსთან, როგორიც ე.წ. კარიბის კრიზისის მომენტშიც არ მდგარა.

სამწუხაროდ, ამ საფრთხებზე საქართველოს პოლიტიკოს-ექსპერტთაგან თითქმის არავინ საუბრობს და იმ ქაღალდს აფრიალებენ, რომლითაც ნატო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, ჯერ სოხუმ-ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გააუქმოს და შემდეგ ამ ტერიტორიებიდან სამხედრო ბაზები გაიტანოს; და ბოლოს, რომ იტყვიან, ხონჩით მიართვან საქართველოს სოხუმ-ცხინვალი.

რამდენი ასეთი რეზოლუცია-მოწოდება გვინახავს, ეს ქოც-ნაცებმა დაითვალონ და ჭაბუას უკვდავი რომანის ერთი ეპიზოდის მცირე პერიფრაზით მივმართავ ხელისუფლებას (რომანში ნიკანდრო ქირია მიმართავს დათა თუთაშხიას): მუშნი ზარანდია (წაიკითხე, აშშ-ნატო) შორსაა და მეფისნაცვლის ქაღალდს დააფურთხეთ, მიიწეპეთ გავაზე და გქონდეთ იქ!

31 მარტს 80 წელი შესრულდა საქართველოს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ეროვნული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაბადებიდან.

ქოც-ნაცების ხელისუფლების ფარისევლობის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი?! ზვიად გამსახურდიას იუბილეს იმ მენტალიტეტის ხელისუფლებაზეიმობს”, რომელიც ანტიეროვნულ, ლიბერასტულ საქართველოს აშენებს.

ზვიადისგან განსხვავებით, რომელმაც გაბედა და აშშ-ის იმჟამინდელ ხელისუფლებას შეუთვალა, _ მდინარის დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიანო (რითაც, ფაქტობრივად, თავის სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი), ქოც-ნაცები ცოცხლები კი არიან, მაგრამ მიჰყვებიან ნეოლიბერასტულ მდინარებას, რომლის დამღუპველ შედეგებს უკვე ვიმკით და, თუ ვინმე ეროვნული ლიდერი არ გამოჩნდა, მომავალში კიდევ უფრო მეტს მოვიმკით.

ქართველი ერის ფიზიკური განადგურებისა და მენტალური გადაგვარების გზაზე შემდგარი საქართველოს შემხედვარე, ზვიად გამსახურდიას სხეული, ალბათ, საფლავში ტრიალებს, ხოლო სული ზეცაში ბორგავს…

ადამიანის უფლებათა დაცვის კამუფლაჟით “გამოსოროსებული” ქოც-ნაცები და მათი სატელიტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ებრძვიან ყოველივე ეროვნულს, მართლმადიდებლურს, ტრადიციულს; ქალი კაცობას ელტვის და კაცი _ ქალობას. იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ქართველი ერის სიამაყეს, ნანი ბრეგვაძეს, ლამის ინფარქტი დამართეს: როგორ თუ მოსკოვში წახვედი სამღერლად, მოღალატე ხარო. 9 აპრილს დაღუპულთა სულების საოხად შექმნილი სიმღერის, “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების”, ავტორი ჯემალ სეფიაშვილი ლამის ჯვარს აცვეს ქალთა უფლებების ვითომ დამცველმა კახპა ბაია პატარაიამ და ასო (არასამთავრობო ორგანიზაცია) “ფუჩუს” (რედაქციას დაბეჯითებით ვთხოვ, ეთიკის დაცვის მოტივით ეს პასაჟი არ ამოიღოს, რადგან ასეთი ასო-ც არსებობს დევიზით: “ჩემი ფუჩუ ჩემთან”, ბაია პატარაიამ კი ტელეეთერში სახალხოდ განაცხადა: ბოზი ვარ და ვამაყობ ამითო) და სხვა ასო-თა აქტივისტებმა, _ როგორ თუ საქართველოს კაცების ქვეყანა უწოდე, 9 აპრილიდან 30 წლის შემდეგ “ტიტების” საიუბილეო ვარიანტი მხოლოდ მამრი მომღერლების შესრულებით რატომ ჩაწერე, ეს ხომ ქალთა დისკრიმინაციააო? მაგრამ ამაზე და არა მხოლოდ ამაზე, გაზეთის შემდეგ ნომერში იხილეთ ჩემი სტატია, როგორც სისხლიანი 9 აპრილის აქტიური მონაწილისა…

ცალკე თემაა ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელი ვიზიტი სოფელ ხიბულაში, სადაც ზვიად გამსახურდია აღესრულა და იქ მილიარდერის მიერ ნიანგის ცრემლის ღვარღვარი… ვნახოთ, ამასაც ისევე “ჭამს” საქართველო, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ “ვჭამეთ” ყველამ ერთად?

და კიდევ ერთი “ქართლის ჭირის” შესახებ. მას შემდეგ, რაც 17 მაისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა, ამ დღეს ლგბტ პირების აღლუმის ჩატარება შეუძლებელი შეიქნა. ქართველმა ლგბტ სექტანტებმა 18-25 ივნისს გადაწყვიტეს პედერასტული კვირეულის გამართვა უცხოელ საპატიო სტუმარ-პედერასტებთან ერთად. დასავლეთიდან დაფინანსებული ღონისძიება კი, ბოლოს და ბოლოს,  გეიაღლუმით უნდა დაგვირგვინდეს.

რატომ ბოლოს და ბოლოს? იმიტომ, რომ პოსტსაბჭოთა ქრისტიანული ქვეყნებიდან მხოლოდ სამია ისეთი (რუსეთი, ბელარუსი და საქართველო), რომლებშიც ჯერჯერობით ვერაფრით მოხერხდა გეიაღლუმის ჩატარება და, რადგან პუტინის რუსეთისა და ლუკაშენკოს ბელარუსის  მიმართ ეს “ჯერჯერობით” სამუდამოს ნიშნავს, რომ დასავლეთის ნეოლიბერასტებმა სამიზნეში ლიბერასტი ქოც-ნაცების ხელში ჩავარდნილი საქართველო ამოიღეს.

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, დასავლელი პატრონებისგან შესაბამისი მითითებებიც მიიღეს ჩვენი ხელისუფლების ძალოვანებმა _ უმალ უნდა დააკავონ ყველა, ვინც გაბედავს და ლგბტ სატანისტებს წინ აღუდგება. ასეთები ბევრნი იქნებიან და ვერაფერს გავხდებით, თუ ეკლესია არა მხოლოდ “ლოცვა გააძლიერეთ” მოწოდებით შეგვეწევა, არამედ ფიზიკურადაც _ ავტორიტეტული მეუფენი ხალხთან ერთად წინ აღუდგებიან სატანისტთა მსვლელობას.

დავით მხეიძე

P.S. მრავალჯერ ნათქვამს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც, უკაცრავად და, ფეხებზე დაიკიდა, რას იტყვიან ევროსაბჭო, ევროკავშირი, ევროკომისია, გაერო და სხვა .. “ადამიანის უფლებათა დამცველიდასავლური ნეოლიბერასტული ორგანიზაციები და კანონით აკრძალა თავის ტერიტორიაზე გეიაღლუმის ჩატარება. ესეც არ იკმარესსაქართველოს ისტორიულმა მტრებმადა მართლმადიდებელი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, უზენაესმა სასამართლომიეჰოვას მოწმეებისრელიგიურ გაერთიანებას საქმიანობა აუკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდაიეჰოვას მოწმეების” “ექსტრემისტული საქმიანობა”. რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომიეჰოვას მოწმეებირელიგიური საქმიანობით არღვევენ ქვეყნის ანტიექსტრემისტულ კანონმდებლობას. აღნიშნული რელიგიური გაერთიანების ლიკვიდაცია 5 აპრილს ოფიციალურად დასრულდება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდეიეჰოვას მოწმეებსქვეყნის არაერთ რეგიონში უზღუდავდნენრელიგიურსაქმიანობას, ისინი არაერთხელ გამხდარან რადიკალური მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მრევლის მხრიდან თავდასხმის ობიექტი. ამ ფაქტით აღფრთოვანებულს ერთი სტროფი ამეკვიატა დიდი ილიას ლექსიდანმესმის, მესმის”, ლექსიდან, რომელიც საქართველოს უგვირგვინო მეფემ იტალიის ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ბელადის, ჯუზეპე გარიბალდის პიროვნებით შთაგონებულმა, დაწერა: “ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში”. ფიზიკური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მენტალური გადაგვარებისგან ხსნა მართლმადიდებელ ქრისტიანობაშია. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთი დამცველი კი დიდი რუსეთია

არ იქნება რუსეთი? _ არ იქნება მართლმადიდებლობაარ იქნება მართლმადიდებლობა? _ არ იქნება საქართველო!

1 COMMENT

  1. Dideba tqvens ukvdav suls, tqven amay da girseul suls batono zviad, tqvens inteleqtualur da gmirulad ganvlil gzas dideba, dideba tqvens simartles, ze adamiani iyavit da ver dagitia am gabechavebulma, mawanwalad qceulma brbom, venacvale yvela im adamians, visac dgemde misi ertaderti kanonieri xelisufali gonixart da xvdeba imas, rom tqven msoflio mtavrobis msxverpli xart da tqvens shemdeg shemosuli ,,xelisufleba”aris postapokalifsuri mtavroba, namdvilad degradiulebi, avadmyofebi da eshmakis mociqulebi dgemde ro getmasnebian gverdze titqos tqvensavit ,,tanjuli” gza aqvt gavlili. Sulit xorcamde sazarelia mati danaxva da shedareba tqventan, mxolod tqven iyavit chveni cheshmaritad archeuli prezidenti da tqvens shemdeg qva qvaze agar darcha saqartveloshi. Dideba shen chveno prezidento…tqvens saxels saqartvelo arasodes daiviwyebs da yvela qartveli amayad ityvis me zviadisti var, vashaaa

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here