Home რუბრიკები საზოგადოება ქართველ ხალხს ქვეყნის სათავეში ამერიკის კიდევ ერთი მონა არ სჭირდება!

ქართველ ხალხს ქვეყნის სათავეში ამერიკის კიდევ ერთი მონა არ სჭირდება!

1872
სტალინი

ქართული ენა, კულტურა და ტრადიციები იდევნება საქართველოდან. ამ პროცესს სათავე დაუდო პირადობის მოწმობიდან ეროვნებისა და მამის სახელის გრაფების ამოღებამ. ეს ყოველივე ევროპული იდეოლოგიის დამსახურებაა, რათა უსქესო, უგულო, თავიანთი იდეების გამხმოვანებელ რობოტებად გვაქციონ. რუსეთში კი ქართულ სიმღერას, კულტურას პატივს სცემენ. რუსეთი ქართული სულიერების გაქრობით არ არის დაინტერესებული

დასავლეთის პოლიტიკა მიმართულია ქართველი ერის გენოციდისკენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უწყობს ხელს. ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობაზე “ზრუნვის” პოლიტიკის შედეგია ის, რომ უცხოელები, ქართველი მოხელეების დახმარებით, ჩვენს მოქალაქეებს კარ-მიდამოს ართმევენ, როგორც წაართვეს დიდი ხეივნის ქუჩაზე მცხოვრებ გოჩა ვარდოსანიძეს. ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, სადაც ჩინურ კომპანიას გვირაბი გაჰყავდა, ჩინელმა ერთი წლის წინათ სასიკვდილოდ სცემა ქართველ მუშას, მაგრამ ამისთვის პასუხისმგებლობა არ დაუკისრებიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის მესვეურები ქართველებს გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას უხდიდნენ, ვიდრე ჩინელებს. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია _ “სახალხო ტრიბუნების” პრეზიდენტი და “ეროვნული ღირსების დარბაზის” ერთ-ერთი კოორდინატორი მამისა ჯაფარაშვილი განგაშის ზარებს არისხებს და აღნიშნავს, რომ უცხოელებს ქართველთა ჩაგვრის ხარჯზე სურთ საქართველოში დამკვიდრება. მისი ინფორმაციით, სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში არაბმა ქართველს ცოლი წაართვა და ბავშვების წართმევითაც იმუქრება. ეს ის არაბია, რომელსაც 2012 წელს ხელისუფლებამ 1500 ჰა მიწა გაუფორმა. ახლა კი იორი დააგუბა და არაბული სოფლის აშენებას აპირებს. დიახ, საქართველოს ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული უცხოელებით ქართველთა ჩანაცვლება. ამ მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ მიწის ნაციონალიზაციით შეიძლება, რადგან, როცა მიწა უცხოელების ხელშია, ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს საფრთხე ექმნება. ჩვენი ხელისუფლება კი ახალი ტიპის მონათმფლობელურ წყობილებაში აბრუნებს ქართველებს. ვახტანგ გორგასალმა ირანელთა წინააღმდეგ ომში ჩრდილოკავკასიელები არ გამოიყენა, _ საცხოვრებლად საქართველოში დარჩებიანო, რაც ქართველებისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. ამ ხელისუფლებამ კი ათასი ჯურის გადამთიელი შემოგვისია.

მივმართავ ნაც-ქოც ლიბერასტებს: სამშობლოზე ვერასდროს გაიმარჯვებთ და საქართველო კიდევ იტყვის თავის სათქმელს! ასე რომ, “ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა”.

რუსეთი ერთადერთი ნათელი წერტილია მსოფლიოში, მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო და იყო დაცული, მაგრამ “ძალიან ეროვნულები” გვაფრთხილებენ: ჩვენ არ უნდა ვიქცეთ რუსეთის დირექტივების შემსრულებლადო. საინტერესოა: რუსეთის რომელმა დირექტივამ დააზიანა საქართველოს ინტერესები, განსხვავებით დასავლეთის დირექტივებისგან, რომლებიც ჩვენი სულიერების დასამარებისკენ არის მიმართული?

ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ დასავლეთის დირექტივებისა და იდეოლოგიისგან, მაგრამ საქართველოს არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ ჰყოფნის ღირსება და კაცური შემართება, საჯაროდ განაცხადოს ამის შესახებ. საზოგადოებას შევახსენებ ბელგიის პარლამენტის წევრ ლორან ლუის სკანდალურ გამოსვლას ბრიუსელში (2014 წელს), რომლითაც სისტემას დაუპირისპირდა: წადით, თქვენიმემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტული, .. კეთილისმყოფელი პარტიებისა, კორუფციული ელიტის ფეხსაცმლის ლანჩის მლოკავებისა; წადით თქვენი, ყველასივინც თამაშობს ბომბებით, წადით თქვენივინც დემოკრატად ასაღებთ თავს და სინამდვილეში სისხლის სამართლის საზიზღარი დამნაშავეები ხართ!”…

სამწუხაროდ, ჩვენს პარლამენტში “ენძელები” ყვავიან და ხალხისთვის არ სცალიათ. “საქართველოს სათავეში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან სამარეში ჩაჰყვნენ ამერიკას და საქართველოც ჩააყოლონ”, _ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა. ასეთი ადამიანები ოპოზიციაშიც ლაღად გრძნობენ თავს _ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა თარხანმოურავმა “ობიექტივის” ეთერში განაცხადა: ჩვენ უნდა ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და ჩვენი პარტნიორი უნდა იყოს ამერიკა და ისრაელიო. საზოგადოებას ეყო გონიერება და მხარი არ დაუჭირა ამ პარტიას. ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ამერიკასთან უკეთეს პარტნიორობაზე მეოცნებე პატრიოტი, მუსლიმურ სამყაროს მტრად გადაგვკიდებდა, რადგან მუსლიმებმა ტერაქტების მოწყობა დააანონსეს იმ ქვეყნებში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამერიკის რეზოლუციას. შემდეგ ტერაქტების გამჩაღებელთა წინააღმდეგ ნატოს ჯარებს (რომელზეც, 20 წელია, ოცნებობენ) შემოიყვანდა და საქართველოს ომის კერად აქცევდა. სამაგიეროდ, ყოველდღე მის ქადაგებას მოვისმენდით და მოძღვარიც აღარ დაგვჭირდებოდა.

ქართველ ხალხს ქვეყნის სათავეში ამერიკის კიდევ ერთი მონა არ სჭირდება!

პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმი საქართველოს მოსახლეობას აქვს, საქართველოს ხელისუფლება კი მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევა. სტალინის (სტალინი პოლიტიკური სცენიდან არ უჩინარდება, რადგან მის იდეებს ალტერნატივა არ აქვს და 30-წლიან სტალინურ პერიოდში ქვეყნის გასავითარებლად ისეთი ნახტომები განახორციელდა, რომლის მსგავსი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს) პერიოდს ვერ შევადარებთ, როცა მუშის ანაზღაურება ცეკა-ს მდივნის ხელფასს უტოლდებოდა, მაგრამ ბრეჟნევის ეპოქასთან შედარებით მინიმალური ხელფასი 700 ლარი უნდა იყოს, პენსია _ 400-500 ლარი.

ჩვენ ვცხოვრობთ უსამართლო, დამთრგუნველ სისტემაში. “მეოცნებეთა” ქვეყანაში ნაც-ქოცების საამებლად კახიმ (პატარა კახიში არ შეგეშალოთ) თავისი ქვეშევრდომების ხელფასს პრემია-დანამატები მიუერთა, წინასაახალწლო დღეებში დედაქალაქის გასანათებლად კი სამი მილიონი დახარჯა და ახლა ანგარიში 2:0-ია, კახის სასარგებლოდ. თუმცა, საკითხავია, ვის კარში გაიტანა ბურთები თბილისის მერმა _ “დიდმა” კახიმ.

ამ მოვლენებს ჩემი თანამოაზრე, გურჯაანელი მეურნე მერაბ ზურაბაშვილი დიდი ლადო ასათიანის მკვდრადშობილად შერაცხილი (ლიბერასტ ლევან ბერძენიშვილის მიერ) ლექსის პერიფრაზით გამოეხმაურა:

ჰეი, თქვენ, ღორისშვილებო, გაუმაძღარნო ვერცხლითა,

თქვენს საფლავებზე მოსვლა და ზედ დაფურთხება მომინდა!”

აი ეს არის თქვენი განაჩენი, სამშობლოს გამყიდველო ნაც-ქოცებო! აბა, მუხლს ვინ მოიდრეკს თქვენს საფლავთან, როცა საქართველოს ისტორიულ მტრებს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას უამრავმა ქართველმა ვაჟკაცმა შესწირა სიცოცხლე, საქართველოში ამკვიდრებთ?!

დასასრულ, ჩემი თანამოაზრეებისთვის გულისგასახარელ, ხოლო ლიბერასტებისთვის კიდევ ერთ კუჭისამშლელ ანტინატოურ გზავნილს ვთავაზობ საზოგადოებას _ მეტი სტალინი საქართველოში!

იზა თამაზაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here