Home რუბრიკები სპორტი ქართველი ძიუდოისტების შესანიშნავი ასპარეზობა ტოკიოს ოლიმპიადაზე

ქართველი ძიუდოისტების შესანიშნავი ასპარეზობა ტოკიოს ოლიმპიადაზე

ლაშა ბექაური ჩემპიონია!

202

ქართველი ძიუდოისტებისთვის ტოკიოს ოლიმპიადა მოპოვებული მედლების მხრივ ყველაზე უხვმოსავლიანი იყო _ ქართველმა ფალავნებმა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი დაისაკუთრეს. 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ბექაურმა, ვერცხლის მედლები _ ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და გურამ თუშიშვილმა (100+ კგ). ძიუდოს დარბაზნიპონ ბუდოკანშიოლიმპიური თამაშები იაპონელთა ტრიუმფით დასრულდა. მათ 14 ოქროს მედლიდან 9 მოიპოვეს. საქართველოს ვაჟთა ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა, საერთო ჩათვლაში (ქალები და კაცები) კი საქართველო მეოთხეა _ იაპონიის, კოსოვოსა და საფრანგეთის ნაკრებების შემდეგ.

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური, რომელსაც 26 ივლისს 21 წელი შეუსრულდა, საქართველოს ისტორიაში მე-7 ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. მისი პირველი მოწინააღმდეგე პოლონელი პეტრე კუჩერა იყო, რომელიც ჯერ დააგდო ტატამიზე (ვაზარი), შემდეგ შებოჭა და იპონით გაიმარჯვა. ლაშამ მერვედფინალში ისრაელელ ლი კოჩმანს მოუგო. არადა, თავდაპირველად მეტოქე ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ ბექაურმა მალე უპასუხა ვაზარით, საბოლოოდ კი იპონით გაიმარჯვა. ქართველ ფალავანს მეოთხედფინალში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი, უზბეკი დოვლათ ბობონოვი შეხვდა, რომელმაც აკრძალული ილეთი გამოიყენა და ამიტომ დამარცხებულად გამოაცხადეს.

გურამ თუშიშვილი

რთული აღმოჩნდა ნახევარფინალი, რომელშიც ბექაურს რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი, ევროპის ორგზის ჩემპიონი მიხეილ იგოლნიკოვი დაუპირისპირდა. ლაშამ პრინციპული მეტოქე ვაზარით დაამარცხა.

ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველის მეტოქე იყო გერმანელი ედუარდ ტრიპელი, რომელიც რთულ ორთაბრძოლაში დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ვაჟა მარგველაშვილი

“დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, ჩემი ქვეყანა გახარებულია და მე ვარ ამის მიზეზი. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მე გაჩერებას არ ვაპირებ და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვგეგმავ, მათ შორის მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე”, _ განაცხადა ლაშა ბექაურმა გამარჯვების შემდეგ.

ლაშა ბექაური 2000 წლის 26 ივლისს დაიბადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში. არის ტოკიოს X ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის 2021 წლის ჩემპიონი. 2018 და 2019 წლებში პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე 90 კგ წონით კატეგორიაში.

ლაშა შავდათუაშვილი

 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ოლიმპადაზე ლაშა ბექაურის გამოსვლის შეფასებისას თქვა, რომ ამ წარმატებისთვის წლების განმავლობაში დიდი შრომა იყო გაწეული და ლაშა ბექაურმა იმედი გაამართლა.

გილოცავთ ყველას, სრულიად საქართველოს! ლაშა მზად იყო ამისთვის და ფაქტია, ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ძალიან გაგვახარა, მან გაამართლა იმედები. წლების განმავლობაში ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული ამ ყველაფრისთვის და მინდა, ლაშას მადლობა გადავუხადო ამ ბედნიერი წუთებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ლაშა ბექაურმა ეს შეძლო და მასთან ერთად ჩვენ, ყველამ ერთად, შევძელით”, _ თქვა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც ლაშა ბექაურის განსაკუთრებულ თვისებად შეუპოვრობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემართებით ძალიან ცოტა ადამიანი გამოირჩევა.

საქართველოს დროშა ნიპონ ბუდოკანში

“ლაშა გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით, შეუპოვარი, მედგარი ხასიათით, რომელმაც მოუტანა საქართველოს ეს ოქრო. ეს მისი სულისკვეთებისა და თავდადების დამსახურებაა. ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია იდეისთვის თავის გაწირვა, ისე, როგორც ლაშას _ ეს მაგრად გამოსდის. ფაქტია, რომ მან ეს ყველაფერი ძალიან რთული პოზიციიდან შეძლო. ვგულისხმობ ტრავმას, ჯოჯოხეთურ გზას, რომელიც მან გაიარა”, _ განაცხადა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

მხოლოდ ფაქტები

* საქართველოს ძიუდოისტებმა ოლიმპიურ თამაშებში სულ 23 მედალი მოიპოვეს, მათ შორის _ 7 ოქროს, 7 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს.

* ძიუდოში ქართველთაგან პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა შოთა ჩოჩიშვილმა (1972 წ.).

* ლაშა ბექაური ქართველ ძიუდოისტთა შორის მეოთხე ოლიმპიური ჩემპიონია 90 კგ წონით კატეგორიაში. ადრე ამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვეს ზურაბ ზვიადაურმა (2004 წ.) და ირაკლი ცირეკიძემ (2008 წ.).

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here