Home რუბრიკები ისტორია ქართველი “სტალინის შევარდენი” _ არისტოტელე ქავთარაძის გმირობა

ქართველი “სტალინის შევარდენი” _ არისტოტელე ქავთარაძის გმირობა

121

სიკვდილი სიკვდილის სანაცვლოდ” _ ამ სათაურით გამოქვეყნდა ინტერნეტპორტალვარსპოტზესტატია, რომელშიც აღწერილია დიდი სამამულო ომის პირველ დღეებში ქართველი მფრინავის გმირული თავგანწირვა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველმასტალინურმა შევარდენმაარისტოტელე ქავთარაძემ დამსახურებული გმირის წოდება იმხანად ვერ მიიღო, რაზეც სტატიის ავტორი ვადიმ ბერიაშვილი გულდაწყვეტილი საუბრობს და ზუსტად აღწერს ომის დღეების ქრონიკას. ჩვენს მკითხველს ამონარიდს ვთავაზობთ ამ სტატიიდან და გავაცნობთ კიდევ ერთი ქართველი გმირის ისტორიას.

1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა მფრინავგამანადგურებლები ომს შეხვდნენ მათთვის უკიდურესად არახელსაყრელ პირობებში _ მოძველებული ან ბოლომდე აუთვისებელი მატერიალური ნაწილით, ბრძოლის გაბედულად საწარმოებლად არასაკმარისი ნაფრენით (ფრენის საშუალო დრო), მართვისა და კავშირის დაკარგვის გამო შექმნილ ქაოსში. მით უფრო დასაფასებელია თითოეული შემთხვევა, როდესაც მათ შეძლეს მოწინააღმდეგისთვის საკადრისი პასუხის გაცემა და განადგურება. ერთერთი ასეთი შემთხვევა მოხდა 1941 წლის 13 ივლისს, ველიკი ნოვგოროდის რეგიონის ქალაქ სოლცის თავზე.

საჰაერო ძალების ცენტრალურ გაზეთ “სტალინურ შევარდენში”, 1941 წლის 10 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია 38-ე გამანადგურებელი ავიაპოლკის მეთაურის, მაიორ . . სიდნევის სტატია, რომელშიც მაიორი საუბრობს 1941 წლის ზაფხულში მისთვის დაქვემდებარებული პოლკის მფრინავების მიერ მიღწეული ერთ-ერთი წარმატების შესახებ.

“ერთხელ გერმანელთა ბომბდამშენ ჯუ-88-ების ჯგუფი გამანადგურებლებთან ერთად მალულად მოუახლოვდა ჩვენს აეროდრომს. ამ მომენტში საბრძოლო დავალებიდან დაბრუნებული მანქანების საწვავით გამართვა მიმდინარეობდა. ლეიტენანტი ქავთარაძე პირველი აფრინდა ჰაერში. მან სწორად შეაფასა მდგომაროება. მისი მეგობრები ხმელეთზე იმყოფებოდნენ. საკუთარი სამშობლოსადმი, ერთგული მეგობრებისა და მეთაურებისადმი სიყვარულით გულანთებული ლეიტენანტი ქავთარაძე ბრძოლაში ჩაება. მართალია, ის მარტო იბრძოდა ფაშისტების გამანადგურებლების წინააღმდეგ, მაგრამ შეძლო მათი კურსიდან გადაყვანა და რიგების დარღვევა, ხოლო საბრძოლო მასალების ამოწურვის შემდეგ არაფრად ჩააგდო საფრთხე და თავი გაწირა საყვარელი ავიაპოლკის გადასარჩენად; გულანთებული არისტოტელე ქავთარაძე შეეჯახა ფაშისტების თვითმფრინავს, ჩამოაგდო და და არეულობა შეიტანა მტრის რიგებში. მის მიერ ჩამოგდებული ფაშისტი ჩვენს აეროდრომზე დაეცა, დანარჩენი თვითმფრინავები გაიქცნენ. ქავთარაძის მაგალითი არ არის ერთადერთი. ერთობა, ურთიერთგადარჩენა, უშიშრობა _ ეს ჩვენი პოლკის ძირითადი ტრადიციებია”.

მომხდარიდან მალე ლეიტანანტ არისტოტელე ქავთარაძე საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე წარადგინეს. წარდგინებაში დაზუსტებით არის მოცემული საჰაერო ბრძოლის დეტალები.

“აქვს 40 წარმატებული საბრძოლო ფრენა, _ როგორც დღისით, ასევე ღამით, _ გამსჭვალულია გამბედაობითა და თავდადებით. ამხ. ქავთარაძემ მარტომ მრავალჯერ გააქცია მოწინააღმდეგის თვითმფრინავთა ჯგუფები. 1941 წლის 13 ივლისს 08:50 საათზე, სოლცის აეროდრომის თავზე გამოჩნდა გერმანელების თვითმფრინავები “მესერშმიტ-109”. ჰაერში აფრინდა ჩვენი სამი გამანადგურებელი; მათ შორის იყო ლეიტენანტი ქავთარაძე, რომელიც მაშინვე ჩაება მოწინააღმდეგის თვითმფრინავებთან ბრძოლაში. მოწინააღმდეგის რაოდენობრივი უპირატესობის მიუხედავად, ამხ. ქავთარაძე უშიშრად იბრძოდა, ესროდა მტრის თვითმფრინავებს. როგორც სამშობლოს ერთგულმა შვილმა, ლეიტენანტმა ქავთარაძემ ამ ბრძოლაში ჩამოაგდო გერმანელების ერთი თვითმფრინავი. თვითონ ამხ. ქავთარაძე გმირულად დაიღუპა…”

წარდგინების ფორმაზე ცისფერი ფანქრით აღნიშნული იყო რეზოლუცია: “მიენიჭოს გმირის წოდება”, მაგრამ ეს ფრაზა გადახაზულია, ისევე როგორც წარდგინების მთელი ტექსტი. უფრო მეტიც, 1967 წლის წარდგინება ქავთარაძის სამამულო ომის II ხარისხის ორდენით დაჯილდოების თაობაზე უარყოფილი იქნა _ ამჯერად სკკპ ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული განყოფილების მიერ, რადგან არ აკმაყოფილებდა სიკვდილის შემდგომ დაჯილდოების მოთხოვნებს. დოკუმენტებში არ არის მოცემული არანაირი კონკრეტული ახსნა-განმარტება. საარქივო დოკუმენტების გამოყენებით შევეცადოთ, გავარკვიოთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში 1941 წლის 13 ივლისს ნოვგოროდის რეგიონის ქალაქ სოლცის მახლობლად.

ლეიტენანტი არისტოტელე სტეფანეს ძე ქავთარაძე იყო 38- ავიაპოლკის II ესკადრილიის რგოლის მეთაური. რგოლი დაკომპლექტებული იყო 12 გამოცდილი პილოტით, რომელთაც გავლილი ჰქონდათღამით მომზადება”. ის დაიბადა 1913 წელს, თბილისში და თავდაპირველად პედაგოგის პროფესია აირჩია. 1930 წელს დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი და მუშაობდა მასწავლებლად. არისტოტელემ იმ წლებში, მრავალი ახალგაზრდის მსგავსად, კომკავშირული მივლინებით ჩააბარა კაჩინსკის საავიაციო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუდმივად მსახურობდა მე-7 მსუბუქ მოიერიშე და მე-2 გამანადგურებელ ავიაპოლკებში, შემდეგ კი გადავიდა 38- გამანადგურებელ ავიაპოლკში. საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ომში მონაწილეობისთვის ქავთარაძე დაჯილდოვდა მედლითმამაცობისთვის”, შემდეგ ის დააწინაურეს რგოლის მეთაურის თანამდებობაზე, სადაც მსახურობდა დიდი სამამულო ომის დასაწყისისთვის.

არისტოტელე ქავთარაძის ტარანი

“09:00 სამი თვითმფრინავი И-153 (მფრინავები: ვიჩუგინი, ბელოუსი და ქავთარაძე) დაედევნა მოწინააღმდეგის ოთხ “მესერშმიტს” და დაიწყო მათთან ბრძოლა. შედეგად ჩამოაგდეს ორი Mе-109, ერთ-ერთ მათგანი გატარნა (ჰაერში დაეჯახა) ლეიტენანტმა ქავთარაძემ. თავად დაიჭრა მარჯვენა ხელში, ვეღარ ისარგებლა პარაშუტით და დაიღუპა”.

გერმანული დოკუმენტები ადასტურებს როგორც ბრძოლის ფაქტს, ასევე ერთი “მესერშმიტის” დაკარგვას საბჭოთა თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად. არისტოტელე ქავთარაძის მოწინააღმდეგე აღმოჩნდა ესკადრილიის ობერ-ლეიტენანტი გერჰარდ ლუდვიგი. გერმანელთა მონაცემებით, გერმანელების გამანადგურებლები მიჰყვებოდნენ ბომბდამშენ ju-88-ებს და იბრძოდნენ. 8 საათსა და 45 წუთზე გერჰარდ ლუდვიგმა ჩამოაგდო И-153, რომელიც აფეთქდა, ხოლო ნამსხვრევებმა დააზიანა მისი “მესერშმიტი”, რომელიც ჩამოვარდა სოლცის აეროდრომიდან 400 მეტრში”. გერმანელებმა ობერ-ლეიტენანტ ლუდვიგის საფლავი მისი თვითმფრინავის ნამსხვრევების გვერდით იპოვეს სოლცის დაკავების შემდეგ. გერმანელების განაცხადსა და 31-ე გამანადგურებელი ავიაპოლკის ოპერატიულ კრებსს შორის დროში არსებული განსხვავება იმითაა გამოწვეული, რომ საბჭოთა დოკუმენტში ჩაწერეს ლეიტენანტ ვიჩუგანისა და ბელოუსის დაბრუნების დრო. ამას ამტკიცებს მე-6 შერეული საავიაციო დივიზიის შტაბის 13 ივლისის 20:00-ის ოპერატიული კრებსი: “8:40-ზე საჰაერო ბრძოლაში ჩამოაგდეს Mе-109, ჩამოვარდა სოლცის აეროდრომზე, ეკიპაჟი დაიღუპა”. ამ დოკუმენტების შესახებ არსებული ცნობებისა და საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე ლეიტენანტ ქავთარაძის წარდგენის გამოყენებით შესაძლებელია საკმაოდ ზუსტად განისაზღვროს, რომ საჰაერო ბრძოლა წარიმართა 08:45-დან 08:50 საათამდე პერიოდში. დიდი ალბათობით, 08:40-ზე საბჭოთა გამანადგურებლები აფრინდნენ გერმანელების ჯგუფისთვის გზის გადაჭრის მიზნით. გერმანელების გამანადგურებლებმა შენიშნეს აფრენილი “ჩაიკები” და შეეცადნენ, მათზე იერიში მიეტანათ ბომბდამშენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მაგრამ ბრძოლაში არისტოტელე ქავთარაძის и-153 შეეჯახა გერჰარდ ლუდვიგის “მესერშმიტს”, რის შემდეგაც გერმანელები ბრძოლიდან გავიდნენ. 38-ე გამანადგურებელი ავიაპოლკის საბრძოლო მოქმედებების ჟურნალში მითითებულია კიდევ ერთი დეტალი: შეჯახება მოხდა შემხვედრი კურსით, თვითმფრინავები ერთმანეთს შეხვდნენ პირდაპირი იერიშით.

“ლეიტენანტი ქავთარაძე, რომელმაც დაინახა მოწინააღმდეგის უპირატესობა, პირდაპირი იერიშით დაეჯახა Mе-109-ს და თავისი გმირული საქციელით დანარჩენი გერმანელების გაქცევა გამოიწვია.

იმის გათვალისწინებით, რომ ცოცხალი გერმანელი მფრინავებიდან გამარჯვების შესახებ არავის განუცხადებია, ზედმეტი არ იქნება, ვივარაუდოთ, რომ ისინი გაოგნებული იყვნენ მომხდარით. მიუხედავად ძალთა აშკარა უპირატესობისა, ისინი ბრძოლიდან გავიდნენ და ცა სოლცის აეროდრომის თავზე საბჭოთა მფრინავებს დარჩათ. არისტოტელე ქავთარაძის პირველი და ბოლო გამარჯვება 38-ე გამანადგურებელი ავიაპოლკის ეკიპაჟის პირველ უპირობო გამარჯვებად იქცა: მტრის გამანადგურებელი ჩამოვარდა ყველას თვალწინ, აეროდრომის მახლობლად, მისი ნამსხვრევების ხელით შეხება შეიძლებოდა. ამ მომენტში ეს აუცილებელი იყო პოლკის მფრინავების საბრძოლო სულისკვეთების შესანარჩუნებლად. გასაკვირი არაა, რომ ლეიტენანტ ქავთარაძის გმირობამ არა მხოლოდ ასახვა ჰპოვა ყველა ზემდგომი ინსტანციის დოკუმენტებში, მათ შორის ჩრდილოდასავლეთის ფრონტის სამხედროსაჰაერო ძალების შტაბის 14 ივლისის ოპერატიულ კრებსში, არამედ სამართლიანად იყო წარდგენილი საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მისანიჭებლად.

14 ივლისს, დილით, გერმანელი ტანკისტები შეიჭრნენ სოლცის გარეუბნებში, ხოლო შუადღისთვის მთლიანად დაიკავეს ქალაქი, მაგრამ მცირე ხნით. ფაქტობრივად, რამდენიმე დღის შემდეგ სოლციმ შეძლო მტრის მოგერიება და ამაში დიდი როლი შეასრულა ავიაციის მოქმედებებმა, მათ შორის 38-ე გამანადგურებელი ავიაპოლკისაც. ამ მომენტისთვის პოლკი ერთადერთ გამანადგურებელ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც იბრძოდა სოლციდან სტარაია რუსამდე არსებული რაიონის თავზე. ჯერ კიდევ საღამოს მოხდა 31-ე გამანადგურებელი ავიაპოლკის ყველა გამართული თვითმფრინავის ევაკუაცია სოლცის აეროდრომიდან, ხოლო მეორე დილით ეს თვითმფრინავები გადასცეს 38-ე გამანადგურებელ ავიაპოლკს.

38-ე განამადგურებელი ავიაპოლკის შტაბმა ნიუანსებში გარკვევის გარეშე მშვიდად ჩაწერა პოლკის აქტივში მფრინავების გამარჯვებებიც, რომლებიც მსახურობდნენ 31-ე გამანადგურებელ ავიაპოლკში და შემდგომშიც არ გამოუვლენია განსაკუთრებული პუნქტუალურობა. შეტყობინებების მიხედვით გამოდიოდა, რომ 38- გამანადგურებელი ავიაპოლკის მფრინავებმა მიაღწიეს ფენომენალურ წარმატებებს, საჰაერო ბრძოლებში გაანადგურეს, არც მეტი, არც ნაკლები, 91 გერმანული თვითმფრინავი, ომის დაწყებიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში.

ამასთანავე, 38-ე გამანადგურებელი ავიაპოლკი ივლისის დასასრულსა და აგვისტოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში. მრავალმა მფრინავმა მიიღო მაღალი სამთავრობო ჯილდო და მორიგი წოდება.

ჯილდოების გარეშე დარჩენილი ნამდვილი გმირის, არისტოტელე ქავთარაძის, საქმე დღესაც სრულ შესაბამისობაშია სევდიან ხუმრობასთან “უდანაშაულოების დასჯასა და უთანაზიაროთა დაჯილდოების შესახებ”. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები რეგულარულად ხდებოდა ომის წლებში.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here