მთავარი პოლიტიკა ქართველი ექსპერტების სირ(ი)ული დასკვნები

ქართველი ექსპერტების სირ(ი)ული დასკვნები

1079
გააზიარეთ
თინა ხიდაშელი

ჩვენს ქვეყანასთან სახიფათოდ ახლო სამხრეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, ღმერთმა (თუ ალაჰმა?) უწყის, რამდენი ხნით შეწყდა. იქნებ სულაც ახლა, ვიდრე გაზეთი იბეჭდება, სირიაში კვლავ განახლდა ომი, ისევ შეტევაზე გადავიდა თურქეთის არმია და ისევ მძიმე დღეები უდგათ ქურთ ჯარისკაც ქალებს, თავგანწირულ ქურთ მამაკაც მეომრებს და უდანაშაულო ქურთ ბავშვებს, რომლებსაც ასე უმოწყალოდ ხოცავენ და თავებს აჭრიან ჩვენიისტორიული მეგობრები” _ თურქი სამხედროები

ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეოებმა ყველა ნორმალური ადამიანი შეძრა, თუმცა საქართველოში, როგორც ყოველთვის, მოიძებნებიან ე.წ. ექსპერტები, რომლებიც, უკვე მერამდენედ, როტავენ სისულელეებს და ქართველ საზოგადოებაში უაზრო აზრებს ავრცელებენ.

უკვე დაფარულიც აღარ არის, რომ ეს ადამიანები გარკვეულმა წრეებმა განგებგააექსპერტეს”, რათა ყოველთვის, ყველა სიტუაციაში, მომგებიანი იქნება ეს თუ წამგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის, აუცილებლად ილაპარაკონ რუსეთის საწინააღმდეგოდ და ამერიკის სასარგებლოდ, რაც უნდა დიდი ზიანი მოუტანოს ამით ჩვენს სახელმწიფოს. ეს ამბავი უკვე ყველასთვის ცხადია, მაგრამ მოდი, მაინც გადავხედოთ ამექსპერტთა.. მოსაზრებებს, რომლებიც სინამდვილეში, “მოსაზრებებიკი არა, კარგად დამუშავებული კონკრეტული პროპაგანდისთვის მომზადებული მესიჯებია.

ადამ კინზინგერი
ადამ კინზინგერი

პირდაპირ იმით დავიწყებ, რომ ყველაზე სულელური, ამასთანავე, ყველაზე თავხედური “ექსპერტული დასკვნა” ასეთია: “რუსეთი და თურქეთი საკმაოზე მეტად დაახლოვდნენ და გარკვეულ სამხედრო კამპანიებში პარტნიორებადაც კი შეიძლება განვიხილოთ. ეს განაპირობებს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კარგავს ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ მოკავშირეს _ თურქეთს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამერიკას კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს იქით გზა აღარ აქვს, ესე იგი, მალე საქართველოში ამერიკული ჯარი შემოვა, ამერიკის სამხედრო ბაზები განლაგდება და საქართველო საბოლოოდ დაცული იქნება რუსული აგრესიისა და ომისგან”, _ სიხარულით აჭყლოპინდნენ “ექსპერტები”.

რა ჰქვია ასეთ მსჯელობას, ჯერჯერობით სახელი ვერ დავარქვი. გულუბრყვილო? ბავშვური? თუ, უბრალოდ, გარეწრული და საშიში?

ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ, როდესაც 2007 წელს ასეთ “ექსპერტებს” ვეუბნებოდი _ თუკი საქართველოს ხელისუფლება ასე მოქმედებას განაგრძობს და დაკარგული ტერიტორიების სამხედრო ძალით დაბრუნებას შეეცდება, რუსეთი ღიად და ოფიციალურად ჩაერთვება ომში და არა მხოლოდ იმ ტერიტორიების, არამედ უშუალოდ თბილისის საავიაციო დაბომბვასაც დაიწყებს-მეთქი, მათგან დაცინვას ვიღებდი: შენ აშკარად მეცხრამეტე საუკენეში ხარ ჩარჩენილი, ახლა ოცდამეერთე საუკუნეა და თბილისის დაბომბვას ვინ გაბედავს, რას მიედმოედები, რუსეთმა რომ ეგ ქნას, მთელი მსოფლიო რუსეთს დაბომბავსო.

ყველაზე გასაოცარი “ბრძნული” მსჯელობა, რაც მოვისმინე, ასეთი იყო: ჩვენი ერთერთი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ რუსეთი გამოვიდეს მოთმინებიდან, ღიად დაბომბოს საქართველო და თუნდაც თბილისი, ამით ჩვენი დასავლელი პარტნიორები უკვე აშკარად დაინახავენ რუსეთის ნამდვილ სახეს და დედას უტირებენ მას, ახლა თავს იმიტომ იკავებენ, რომ რუსეთი თავს იკატუნებს, ვითომ მშვიდობიანი სახელმწიფოა და ამის გამო ვერაფერს აკეთებენ ჩვენი დასავლელი მოკავშირეები. როგორც კი რუსეთი აგრესიას ღიად გამოავლენს, დასავლეთი სასტიკად დასჯისო.

სხვათა შორის, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ტიპის მსჯელობები, “ჟანგიანი რუსული ტანკებისა” არ იყოს, სულ ტყუილად ბრალდება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ან მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს. 2006-2007 წლებში ბევრი მათი მოწინააღმდეგე, ბევრი ოპოზიციონერი და ბევრი “ანტიმიშისტი” ჟურნალისტიც ზუსტად ასე მსჯელობდა.

დავით აქუბარდია
დავით აქუბარდია

საბოლოოდ, ვისი ტანკები “ჟანგდებოდა”, ჯავის მაღლობებზე ვნახეთ… სხვათა შორის, ჟურნალისტი დავით აქუბარდია დღემდე ითხოვს თავისი ეთერიდან, _ “დაგვიბრუნონ რუსებმა ჩვენგან ომის დროს წაყვანილი ტანკები”-ო. არადა, სწორედ აქუბარდია იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც 8 აგვისტომდე ყველაზე დაჟინებით ამტკიცებდა, _ რუსებს ჟანგიანი ტანკები ჰყავთ და, თუ მათ გაბედეს და გადმოვიდნენ როკის გვირაბის აქეთ, ჩვენი ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილი ჯარისკაცები მათ კუდით ქვას ასროლინებენო.

აი, ასეთი ექსპერტები “მსჯელობენ” დღესაც იმაზე, რომ თურმე საქართველოს ისტორიულად ყველაზე ვერაგ და ყველაზე სისხლიან დამპყრობელ ოსმალთა შთამომავალი თურქეთის იმპერიის რაიმე სახის გარიგება მეორე, თუმცა შედარებით “რბილ” დამპყრობელ რუსეთთან ყოფილა საქართველოსთვის რაიმენაირად მომგებიანი.

არადა, სწორედ ის მიწაწყალი, ის ქვეყანა, ის სახელმწიფოა ყველაზე ნათელი მაგალითი, რომლიდან გამომდინარეც იწყებენ ამბრძნულმსჯელობებს. აკი, სწორდ სირიის ტერიტორიაზე ამერიკის გარკვეული სამხედროსტრატეგიული ინტერესების გაჩენამ გამოიწვია ამ ქვეყანაში ჯერ შიგა არეულობა და სამოქალაქო ომი, შემდეგ რუსეთის, მოგვიანებით კი თურქეთის ჩარევა და საბოლოოდ ამ ორი უკანასკნელის შეთანხმებული ქმედებები. ყოველივე ამან სირიის ბევრი ქალაქი ნანგრევებად აქცია და ქვეყანა დიდი ხნით მოშალა და გაანადგურა. დღეს ზოგი აღტაცებით გაიძახის, რომ სირიაში რუსეთმა დაჯაბნა ამერიკაო. ზოგს კი უხარია _ ამერიკელებმა სირიაში რუსებს დედა უტირესო.

სირიისთვის კი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომლის გამარჯვებას უფრო ვირწმუნებთ სირიის ტერიტორიაზე _ ამერიკის თუ რუსეთის. მთავარი ისაა, რომ თვითონ სირიამ მთელი ამ “კამპანიიდან” მხოლოდ ზარალი და განადგურება მიიღო.

სირიაში სამხედრო კონფლიქტის შედეგები დადებითად მხოლოდ ბაშარ ალ ასადისა და მისი გარემოცვისთვის შეიძლება შეფასდეს. მათ შეინარჩუნეს ხელისუფლება და თავიდან აიცილეს სასჯელი, რომელიც პროამერიკული ძალების გამარჯვების შემთხვევაში მოელოდათ. თვითონ ქვეყანამ, სირიამ, როგორც სახელმწიფომ კი, ვიმეორებ, უდიდესი და აუნაზღაურებელი ზარალი მიიღო.

სწორედ ამიტომ არის საკვირველი, ეს ჩვენი “ბრძენი” ექსპერტები სირიის მაგალითზე რომ გვიქადიან ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ძალების შემოსვლას და, აქედან გამომდინარე _ აყვავებას, გაფურჩქვნასა და განვითარებას… ქართველ “ექსპერტთა” სულელური აზრები, პრინციპში, ახალი არ არის და ხშირადაც მოგვისმენია, მაგრამ მთლად ასეთი “სირ(ი)ული” დასკვნები, მაინც გვეზედმეტება.

აკი ისტორიულად საქართველო ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ზარალდებოდა, როდესაც რუსეთი და ოსმალეთი ზავდებოდნენ და ქართული მიწების გაყოფას შეუდგებოდნენ ხოლმე. ყველაზე სასარგებლო კი ჩვენთვის მუდამ რუსეთოსმალეთის კონფლიქტი იყო, რის შედეგადაც რუსთა დახმარებით ჩვენს ისტორიულ მიწებს ვიბრუნებდით

თუმცა, თუკი გავეცნობით ზოგიერთი ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწისა და პოლიტიკოსის განცხადებებს, ბევრ რამეს მოეფინება ნათელი.

ლუკ კოფი
ლუკ კოფი

მაგალითად, ამერიკელი “მკვლევარი” (როგორც მას მოიხსენიებენ), სამხედრო მრჩეველი ლუკ კოფი საჯაროდ ამბობს, რომ სირიიდან გამოსული ამერიკული ჯარის ნაწილები არა თურქეთში, არამედ საქართველოში, კერძოდ, ახალქალაქის ტერიტორიაზე, ყოფილ საბჭოთა სამხედრო ბაზებზე უნდა განლაგდნენ.

ლუკ კოფის ამ განცხადებას (ფაქტობრივად, ჯერ განცხადებულიც რომ არ ჰქონდა ისე) სასწრაფოდ გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და ამ ამბავს “საქართველოს ბრწყინვალე შანსი” უწოდა… როგორ გითხრათ და, ჩემი აზრით, ეს მართლაცბრწყინვალე შანსიასაიმისოდ, რომ მომავალში საქართველოც (ღმერთმა დაგვიფაროს!) სირიას დაემსგავსოს და ორი (ან სამი) დიდი სახელმწიფოს მიერ ერთმანეთის ძალების გამოსაცდელ პოლიგონად იქცეს

თუმცა არა! აგერ, აქვეა ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, რომელიც აცახდებს: ჩვენ ვუგზავნით მტკიცე სიგნალს პუტინს, კარგად დაფიქრდეს, სანამ საქართველოს საქმეებში უხეშად ჩაერევა!”

დასავლეთი არა აღშფოთებული და შეშფოთებული, არამედ უაღრესად აღშფოთებული და უკიდურესად შეშფოთებული აქამდეც იყო და ამ “აღშფოთება-შეშფოთების” სხვადასხვა ფაზა დღემდეც გაიარა, მაგრამ, როგორც ჩანს, “სიგნალი” უკვე სულ სხვა რამაა.

მით უმეტეს, უბრალო სიგნალი კი არა, მტკიცე სიგნალი!

მით უფრო სასაცილოა ამერიკელი კონგრესმენის ამ განცხადებით აღფრთოვანება, რომ პატივცემული კინზინგერი იმასაც კი არ აზუსტებს, რა ფორმით, როგორი დიპლომატიური თუ სხვა გზებით “მიუპიპინა” მან კრემლსა და პუტინს. კომიკურია, აგრეთვე, ფრაზა _ “კარგად დაფიქრდეს”. იცით, მე მგონია, რუსეთის პრეზიდენტი ისედაც ძალიან კარგად ფიქრობს ხოლმე, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადადგამს, გინდ საქართველოს და გინდ სხვა მიმართულებით. რაღაც მეეჭვება, რომ ის იმპულსურად მოქმედებდეს და ვინმე ამერიკელი კონგრესმენის შეხსენება სჭირდებოდეს ამ მიმართულებით. ასე რომ, დიახ, ვლადიმერ პუტინი ძალიან კარგად დაფიქრდება და შემდეგ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად. ნეტავ, რას აპირებს ამის შემდეგ, ანუ ასეძალიან კარგად დაფიქრებულიპუტინის წინააღმდეგ ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორი?

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here