Home ახალი ამბები ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპს შუა თითი უჩვენა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპს შუა თითი უჩვენა, სამსახურიდან გაათავისუფლეს

1061

 

ქალი, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტ დონალდ  ტრამპს შუა თითი უჩვენა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ოქტომბერში დონალდ ტრამპის კორტეჟს ველოსიპედით მიმავალმა ჯული ბრისკმანმა შუა თითი უჩვენა. დონალდ ტრამპი გოლფის კომპლექსიდან თეთრ სახლში ბრუნდებოდა.

ჯული ბრისკმანის თქმით, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, ის სამსახურიდან დაითხოვეს. მან აღნიშნა, რომ სამსახურის სოციალური პოლიტიკა დაარღვია, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.

„ჩემმა თითმა თქვა ის, რასაც ვგრძნობდი“, – განაცხადა ბრისკმანმა და განმარტა, რომ ის „გაბრაზებული და იმედგაცრუებულია“.

CNN-თან საუბრისას, ის ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებს და აშშ-ის პრეზიდენტს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„5 ათას ადამიანს ესროლეს ლას ვეგასში და შენ არაფერს აკეთებ,“ – ამბობს ბრისკმანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here