Home რუბრიკები საზოგადოება ქალი, რომელიც მის უწმინდესობას მკურნალობდა ქობულეთში

ქალი, რომელიც მის უწმინდესობას მკურნალობდა ქობულეთში

1492
ლუბოვ აბიკეევა

წერილი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, მეორე ნაწილია გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებული ქობულეთური ჩანაწერებისაათი დღე, რომლებსაც მსოფლიო არ შეუძრავს”. ავტომანქანა ბატონ ნოდარ ხასაიას ჩავაბარე. “სტაიანშჩიკს”, რა თქმა უნდა, ლტოლვილს, რომელსაც დიღმის მასივში, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის კლინიკის უბანში თავისი განსაკუთრებული და პრესტიჟული ადგილი აქვს დაბევებული (“გინდა, ერთი დღე იდგეს, გინდა, ორი კვირა”). ვიდეოთვალთვალის ორი კამერა ქორივით დასცქერის (“ბუზი ვერ დააფრინდება”). მნახველგამცილებლების ექსკორტის გარეშე შევდივარ კლინიკაში. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც აკუმულირებულია დროის ის მარაგი, რომელიც პაციენტს შეუძლია სათავისოდ გამოიყენოს დაყვედრების გარეშე. ნოდარ ხასაია კი იმას ჩივის, რომ დროის არქონის გამო აქამდე ვერ გაიცნო ძველიდინამოსსახელგანთქმულიმარჯვენა კრაიბორია ხასაია

ლუბოვ აბიკეევას დიპლომში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის გაცემულია, წერია, რომ იგი პროფესიონალი მწვრთნელია (დღეს ტრენერს რომ უწოდებენ. გავნათლდით!), ამასთანავე _ სამკურნალო ფიზკულტურის ექიმი. რაც თავისთავად გულისხმობს, რომ უმაღლესი კატეგორიის მასაჟისტიც არის. წლების განმავლობაში მძლეოსნებს ავარჯიშებდა და ნიჭიერი მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგებით ხარობდა. მძლეოსნობა მაშინ პრესტიჟულ სახეობად ითვლებოდა. აბიკეევას იმ 10 წლის განმავლობაში ქობულეთის საუკეთესო მწვრთნელად და პედაგოგად აღიარებდნენ.

ეს იყო.

მაგრამ მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონების: რობერტ შავლაყაძის, ვიქტორ სანეევის, ნინო დუმბაძის სამშობლოში მძლეოსნობამ პოპულარობა დაკარგა.

აბიკეევა თავიდან იწყებს ცხოვრებას _ თავის ძირითად პროფესიას, სამკურნალო ტანვარჯიშს, უბრუნდება.

_ ვხედავ, რომ ვჭირდები ადამიანებს და, რაც შემიძლია, ვეხმარები.

_ დაიბადეთ

_ ქალაქ ქობულეთში და ვცხოვრობ იმ ეზოში, რომელშიც დავიბადე.

_ რამდენმა ადამიანმა გაიარა თქვენს ხელში?

_ დათვლა შეუძლებელია, მაგრამ ცალკეული შემთხვევები არ მავიწყდება. თურქეთიდან 26 წლის ქალიშვილი ჩამომიყვანეს. ვერ დადიოდა. ვუმკურნალე. ფეხზე დავაყენე. მელისა ჰქვია… მდგომარეობიდან ბევრჯერ გამომიყვანია მძიმე ავადმყოფები. ამის მიზეზი მარტო მასაჟი არ არის, ალბათ, ის სითბო და სიყვარულიცაა, რომლის გაცემაც არ მშურს. ბევრი პარალიზებული გამომიჯანმრთელებია.

_ როგორ პარალიზებაზე ლაპარაკობთ?

_ რომელიც, ძირითადად, ინსულტით იყო გამოწვეული. მოძრაობის რეფლექსები ზოგს სწრაფად აღუდგა, ზოგს _ ორი წელიწადი დასჭირდა. დამბლის დროს ყველაზე ძნელად ხელის ფუნქცია აღდგება, განსაკუთრებით კაცებში. ამჟამად მყავს ავადმყოფი, რომელსაც დილით ცურვის დროს სისხლი ჩაექცა. ბათუმის საავადმყოფოში გადაყვანისას მეორედ ჩაექცა. მკურნალობის ორი კურსის შემდეგ ხელის მოძრაობა აღვუდგინე, ფეხისა ცოტა უჭირს.

_ ავადმყოფი ყველა ერთია, მაგრამ გამორჩეული პაციენტები თუ გყავდათ?

_ გაგიკვირდებათ, რასაც ახლა გიპასუხებთ. მე გამიკეთებია მასაჟი ჩვენი პატრიარქისთვის. ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ თქვენ გეტყვით. 2008 წელს გერმანიაში ოპერაციის შემდეგ პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა. მაშინ ქობულეთში მასაჟს ვუკეთებდი შესანიშნავ ადამიანს, აკადემიკოს ექიმს _ ფრიდონ თოდუას. ხშირად ვსაუბრობდით. ერთხელ მითხრა, რომ უწმინდესი სარეაბილიტაციოდ ქობულეთში უნდა ჩამოეყვანათ, თემურ ჭყონიას “ჯორჯია პალასში”. 2008 წლის დაახლოებით 20 ნოემბერს პატრიარქი ქობულეთში ჩამოვიდა. მანამდე თბილისიდან ხუთი ექიმი გვესტუმრა, მიმიწვიეს, გასაუბრება მომიწყვეს… კინაღამ მოვკვდი, ისე ვღელავდი. მენდნენ და გავაკეთე ის, რაც მევალებოდა და რაც ვიცოდი.

სამი თვის შემდეგ, ჩემი რეკომენდაციით, კვლავ ჩამოვიდა ქობულეთში ილია II. მაშინ მომიყვა:

_ თქვენთან ხელმეორედ ჩამოსვლის წინ გერმანიაში ვიყავი გამოკვლევაზე. გერმანელმა ექიმებმა მირჩიეს, რომ ერთი ვარჯიში რეგულარულად შემესრულებინა, ვუთხარი, რომ ამ ვარჯიშს ყოველდღე ისედაც ვაკეთებდი. საიდანო, დაინტერესდნენ. მოვუყევი, რომ ჩემმა ქობულეთელმა მასაჟისტმა მასწავლა (იცინის). გაუკვირდათ _ ქობულეთში არის მასაჟისტი, რომელმაც იცის ეს ვარჯიში?! ქობულეთი რუკაზეც არ არის აღნიშნულიო.

პატრიარქს უპასუხია:

_ ქობულეთი რუკაზე შეიძლება არ არის, მაგრამ მასაჟისტი ქობულეთში არის!

მისი უწმინდესობა არაჩვეულებრივი ადამიანია. ვლაპარაკობდით ბევრ საინტერესო თემაზე. კითხულობდა ლექსებს (ლექსებისადმი ლუბოვ აბიკეევას დამოკიდებულებაზე ცალკე ვილაპარაკებთ)… გერმანელმა ექიმებმა, რომლებიც მას მკურნალობდნენ, გერმანულ ენაზე გამოცემული ვარჯიშების რეკომენდაციები აჩუქეს. მან ქართულ და რუსულ ენებზე გადაათარქმნინა და სამი ეგზემპლიარი საჩუქრად ჩამომიტანა.

_ პატრიარქს წლების სიმძიმე რომ აწუხებს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. როგორ მასაჟს უკეთებდით?

_ საერთო, მსუბუქ მასაჟს ათი დღის განმავლობაში. აშკარად დაეტყო, რომ შეუმსუბუქდა წლების სიმძიმე _ ყოჩაღად დადიოდა, ლაღად სუნთქავდა. სამიოდე წლის შემდეგ საპატრიარქოდან დამირეკეს და თბილისში მიმიწვიეს, მაგრამ ამ დროს მე მყავდა ექვსი ძალიან მძიმე პაციენტი, რომლებსაც ვერ მივატოვებდი, რადგან ეს მათ გაწირვას ნიშნავდა. ბუნებრივია, ვერ წავედი… უწმინდესი ახლაც ჩამოდის ხოლმე ქობულეთში, მაგრამ მასაჟს არ იკეთებს…

აბიკეევამ ილაპარაკა თავისი სამკურნალო პრაქტიკის პერიოდში მძიმე პაციენტების გამოჯანმრთელების ბევრ სხვა შემთხვევაზეც. სასიამოვნო მოსასმენი იყო, რადგან თითოეული ამ ფაქტის უკან იდგა გაჯანსაღებული სიცოცხლე, აღდგენილი ჯანმრთელობა. მათ შორის ერთი ლტოლვილი გოგონასი, რომლის ოჯახიც ქობულეთში არის დასახლებული და რომელიც მეექვსე კლასამდე ხელშე აყვანილი დაჰყავდათ სკოლაში. ახლა საკუთარი ფეხით დადის. სახელი და გვარი არ ახსოვს ლუბას. ჩანს, ასეა ყოველთვის, როცა უშურველად იქმ სიკეთეს. დასახსომებელი სხვა რამეა, საყურადღებო: ყველა გაჭირვებულს, უპოვარსა და უქონელს უანგაროდ ემსახურება იგი.

მაგრამ დრო წარმავალია.

ამიტომ ხომ არ მითხრა გამომშვიდობებისას ნოდარ ხასაიამ, “სტაიანშჩიკმა”, რომელმაც ჩემი მანქანის ხელშეუხებლობის გარანტია ერთი კვირის წინათ მომცა და პირნათლად შეასრულა: _ კი არის ეს საავადმყოფო, მაგრამ ჯანმრთელობა სჭირდება კაცს. აქ მოსვლამ არ შეგაშინოს: აქაური ექიმები (გულიკო ჩაფიძის კლინიკაზე მიმანიშნა) ჩვენი ანგელოზები არიან, _ წარმოთქვა თბილი და რბილი მეგრული ხმოვანებით, სალბუნად რომ ედება გულს. კარგად ყოფნა ვუსურვეთ ერთმანეთს…

მაგრამ მე ჯერ ქალბატონ ლუბა აბიკეევასთან საუბარი არ დამისრულებია:

_ პროფესიულ წარმატებაში, როგორც ჩანს, სხვა ნიჭიც გეხმარებათ: სხვანაირი აზროვნების უნარი, სხვა ემოცია, განწყობილება, რომელსაც პაციენტებს უწილადებთლექსის კითხვა უნდა გიყვარდეთ, მგონი.

_ დიახ, და ვწერ კიდეც.

_ მაშ, გამაგებინეთ, საიდან და როგორ მოგვევლინა მასაჟისტი პოეტესა?

_ (ჩაფიქრდება, გაიღიმებს) დიდი ხნის წინათ, როცა დედა გარდამეცვალა, მაშინ გამიჩნდა ეს განცდა თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ნიჭი. საკავშირო პირველობისთვის ვემზადებოდით თბილისში, როცა დეპეშა მივიღე: “დედა გარდაიცვალა. მეზობლები”. ფეხები მომეკვეთა. მეჩვენებოდა, რომ ცხოვრება დამთავრდა. საღამოს, როცა მარტო დავრჩი, რაღაც ძალამ ხელში კალამი ამაღებინა და დედისადმი გამომშვიდობების ლექსი დამაწერინა:

Сегодня день, когда ты умерла,
Сегодня всё исчезло, чем жила…

და ასე შემდეგ.

შემდეგ, რაც ჩემს გულს მოხვდებოდა, რაც დამაინტერესებდა, ყველაფერზე ვწერდი. ეს გაიგო აჭარაში ცნობილმა მოღვაწე მამია ხარაზმა, რომელიც მაშინ აჭარის თამბაქოს გაერთიანების გენერალური დირექტორი იყო, მიმატანინა ჩემი ლექსები, წაიკითხა, მოიწონა, ერთ-ერთს კი ასეთი რამ მიაწერა: “В политику не лезь!”, რასაც ყოველთვის პირნათლად ვასრულებ.

წერს საქართველოს სიყვარულზე, თბილისზე, რომლის ქუჩაბანდები ჩუქურთმებია, ეფერება ყოველ სახლს, გულში იკრავს და მშვიდობას უსურვებს:

Я очень много лет назад
По этим улицам шагала,
Смотрела всем, любя, в глаза,
И в мире жить душой желала.

ჩერნობილზეც წერს და სიყვარულზეც, სპორტზეც, გაზაფხულზეც, ოცნებაზეც (“Мечта с судьбой в дороге повстречались и люди верили, что сбудутся мечты”), ვლადიმერ ვისოცკისაც უძღვნის პოეტურ სტრიქონებს…

მაგრამ არა და არ გამოდის ამ ოხერი პოლიტიკის გარეშე, და ისიც, ეს ჩვენი ექიმი-რეაბილიტოლოგი მიშა სააკაშვილს გადაჰკრავს სატირის მათრახს დიდი რუსი მეიგავის ივანე კრილოვის სტილში:

В Грузии и Украине
Ездил Миша на машине,
На руках его носили,
И ругали, и любили:
Все двояко относились,
И смеялись и бесились,
“Яркая”, конечно, личность –
Клоуном был он отличным!

პოეტობას არ იჩემებს, ლექსებს თავისთვის წერს.

“საქართველოში ყველა ქართველი პოეტია” (ოვანეს თუმანიანი). პოეტი თუ არა, სტრიქონების გამრითმავი მელექსე, სახალხო მთქმელი, რომელიც შეიძლება “ოკუპანტის ენაზეც” წერდეს. ვამბობ ამას და ვიცი, რომ “პუტინის აგენტობას” გამოვკრავ ხელს: 2011 წლის 26 მაისის ბართლომეს სისხლიანი ღამის ავტორ-შემსრულებელთა წესია ასეთი _ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებენ…

აფთრები!

არმაზ სანებლიძე

P.S. ქობულეთში დღეს თუ ჩახვალ და ქალაქის ცენტრში ერთხელ მაინც მოხვდები (მოხვდები კი აუცილებლად, რადგან ეს კურორტი ერთი ცენტრალური ქუჩის ღერძზეა აგებული), გაჰკვირდები. ჩაუყვები თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და კითხულობ ყოველი მეორე სახლის ჭიშკარზე, ღობეზე, სადარბაზოზე ავტომანქანის ნომრებივით მიმაგრებულ ფირნიშებს: “ქირავდება! Сдаются! For Rent!; “Дом, Квартира. Жилье у моря”; “Сдаются комнаты у моря _ 20 м” (მიწერილია ტელეფონის ნომრები); “Сдаются комнаты”… ქირავდება, ქირავდება, ქირავდება ოთახები: “იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე!” (ბერტოლდ ბრეხტი) და უცებ _ მოულოდნელი ლაკონურობა _ “Сдаются” _ უსიტყვო კაპიტულაცია თუ ტყვედ ჩაბარებისთვის უპირობო მზადყოფნა.
ამოუყვები ბათუმიდან თბილისისკენ და იგივე გამეორდება. ერთორგან კაცები სხედან და, როგორც ჩუმათელეთში ნაზუქების გამყიდველები, ისინიც აქანავებენ ფირნიშებს: ზოგი ასე, იძულებით უბერავს. ფოტოს გადაღების ნებართვა რომ სთხოვო, ისე შემოგიბღვერენ, რომ ზოოპარკის გალიაში ყოფნის სურვილს გაგიჩენენ.
თითქოს ჩემი ბრალია, ნაცებმაგავრილოვის ღამისაყვირებით შემოსავლის წყარო რომ გადაუკეტეს და გაუსამმაგეს ბანკის ვალები!
..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here