Home რუბრიკები საზოგადოება ქალთა სახეები ქართულ ლიბერარიუმში

ქალთა სახეები ქართულ ლიბერარიუმში

1992
ნინო ლომჯარია

უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების ლოზუნგმამეტი ქალი პარლამენტში!” ბოლო წლებში აქტუალურობა შეიძინა და წელს უკვე იყო მცდელობა, დაეკანონებინათ .. სავალდებულო გენდერული კვოტირება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია ვალდებული იქნებოდა, 150-წევრიანი საპარლამენტო საარჩევნო სია 50 პროცენტით დაეკომპლექტებინა ქალებით.

აქედან გამომდინარე, 150 ქართველი პარლამენტარიდან 75 ქალი იქნებოდა, ანუ საქართველოს მოსახლეობას 75 პარლამენტარი უნდა აერჩია არა მათი ინტელექტის, ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების მიხედვით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები არიან. ეს აბსურდული კანონი, მიუხედავად იმისა, რომ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მაინც ჩავარდა. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მაინცდამაინც პარლამენტში ითხოვენ ამ .. 50-პროცენტიანი კვოტირების დაწესებას და არა, მაგალითად, მეტალურგიაში, მშენებლობაზე, არმიაში, სოფლის მეურნეობაში, მაღაროებში, შახტებში

საკადრო პოლიტიკის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა საქართველოში, დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი წარმომადგენელი აღზევდა მაღალ სახელისუფლო თანამდებობაზე. მაგალითად, თავდაცვის მინისტრად დანიშნეს (აშშ-ის ელჩის მითითებით) ურეიტინგო რესპუბლიკური პარტიის წევრი, სოროსის ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს”, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ახლა კი პარლამენტარია აშშ-ის იურისტთა ასოციაციის იურისტი (2004-2005) თამარ ხულორდავა; საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროექტის ყოფილი მენეჯერი სოფიო ქაცარავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების მინისტრია სოროსის მიერ დაარსებული და დაფინანსებული ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქეთევან ციხელაშვილი; პარლამენტარია საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე (2007-2012) ელენე ხოშტარია; ამჟამად პარლამენტარია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი, აშშ-ში საქართველოს საელჩოს კანცელარიის ყოფილი ელჩი სალომე სამადაშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე (2011) თინათინ ბოკუჩავა და სხვ. სულ 23 ქალია პარლამენტარი.

ნინია კაკაბაძე
ნინია კაკაბაძე

მათ გარდა, კიდევ ბევრი ქალია ქართულ პოლიტიკაში ე.წ. არასამთავრობო სექტორიდან მოსული, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ნამდვილი დემოკრატიული ღირებულებების _ თავისუფლების, კანონის უზენაესობის, შესაძლებლობების თანასწორობის, სამართლიანობის დამკვიდრების ნაცვლად, ქართულ ტრადიციებთან, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლით, ჰომოსექსუალთა ქორწინებებისა და ნარკოტიკების ლეგალიზების დაკანონების მცდელობით, პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანებისა და ეროვნული სიმბოლოების გამოსახვით, უცხოელებისთვის უზარმაზარი ეკონომიკური თავისუფლების მინიჭებით და ყოველივე ქართულის დაკნინებით არიან დაკავებულნი.

არა ხალხის, არამედ ლგბტ პირებისა და ვანო მერაბიშვილის დამცველი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სოროსის ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს”, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და სხვა ე.წ. დონორების მიერ გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია პარლამენტმა სახალხო დამცველად 2017 წლის 30 ნოემბერს აირჩია, მაგრამ ორი კვირაც არ იყო გასული, რომ დასავლელი მამა-მარჩენლების მიერ “დემოკრატიული ფასეულობების” დაცვაზე დაგეშილმა ქალბატონმა ბრჭყალები გამოაჩინა _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა, მიიღოს რეგულაციები და აუკრძალოს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებს ლექციებზე ჰომოფობიური მოსაზრებების გამოთქმა.

ნინია კაკაბაძის პოსტი

ომბუდსვუმენი ამ შემთხვევაში სასწრაფოდ გამოეხმაურა სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას”, რომლის წარმომადგენელთა აზრით, “თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ნ.თ. იყენებს ჰომოფობიური შინაარსის წიგნს, რომელშიც ჰომოსექსუალობა განმარტებულია, როგორც საკუთარი სქესის წარმომადგენლისადმი პათოლოგიური, არაბუნებრივი ლტოლვა, რომელიც უკიდურესად ამორალურია. ამასთანავე, წიგნში სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის ნაწილის განმარტებაში გამოყენებულია დისკრიმინაციული ტერმინები, როგორიცაა “მამათმავლობა” და “ლესბოსელობა”. იქვე წერია, რომ ამგვარი ურთიერთობა 16 წელს მიღწეულ პირებს შორის არ ისჯება, მაგრამ “უკიდურესად ამორალურია”. სახალხო დამცველის აზრით, ჰომოსექსუალიზმის ასეთი შეფასება ლგბტ პირებისთვის შეურაცხმყოფელია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უნდა შეიმუშავოს რეგულაციები, რომლებიც ლექტორების გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და მათ ასეთი მოსაზრებების გამოთქმას აუკრძალავს.

საქართველოში ლგბტ თემის თანასწორობის მდგომარეობა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ერთერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პროფესორის აუდიტორიას კი სტუდენტები წარმოადგენენ და, თუ მისი განცხადებები დისკრიმინაციის წამახალისებელია, სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას გამართლებულად მიიჩნევს”, _ განაცხადა სახალხო დამცველმა. ახალგამოჩეკილი ომბუდსვუმენი პოსტის დაკავებისთანავე ეცა პროფესორებს და მათთვის გამოხატვის თავისუფლების აკრძალვა მოითხოვა, რადგან თურმე ე.წ. გეის ნამდვილი სახელი _ “მამათმავალი” რომ უწოდო ან ლესბოსელს _ “დედათმავალი”, და სტუდენტებს აუხსნა, რატომ არის ჰომოსექსუალიზმი ბუნებისა და ღმერთის კანონების საწინააღმდეგო ტრადიციული ოჯახის, ეროვნული ფასეულობებისა და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი ერის მტერი, ეს ჰომოსექსუალების შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია ყოფილა, ხოლო ეკლესიის გალავანსა და სოციალურ ქსელში მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელი ფრაზების დაწერა, ილიაუნის ლიბერასტი ლექტორის განცხადება, რომ “ლიბერალები მალე დაასრულებენ, მართლმადიდებლობის ანტიცივილურ იდეას საქართველოში” _ ნორმალური მოვლენა.

თამარ კორძაია
თამარ კორძაია

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ სამსახურიდან დაითხოვეს “ჯიპას” პროფესორი ზაზა სიამაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების საკითხზე დაწერა: რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროებაზე უმახინჯესივითომქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა, ვუყურებ და ერთიშესავიწროებელივერ დავლანდეზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდსარც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი”.

ამ განცხადების გამო უნივერსიტეტიდან პროფესორის გაგდება შედეგია იმ დასავლური პროპაგანდისა, რომელსაც სხვადასხვა ფონდიდან დაფინანსებული ე.წ. ლიბერალური ძალები ეწევიან თავიანთი პატრონების საამებლად და ფინანსური გამორჩენის მიზნით…

2018 წლის 30 მარტს კი ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტს ქვეყანაში 2017 წელს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ამ 347-გვერდიან ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, მოხვდა საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების დაკანონების საკითხი.

კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა პირის თავისუფლებაში უხეში ჩარევით იშვიათი პრეცედენტია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში და მსგავს იშვიათ შემთხვევებს სახელმწიფოები უმეტესად ისეთი ღონისძიებებით უპასუხებენ, რომლებიც პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას გულისხმობს”, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. სახალხო დამცველი კონსტიტუციაში ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, რეგულირებას უარყოფითად აფასებს და მიუთითებს, რომ ამ ფონზე მნიშვნელოვანია, ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სახელმწიფომ სამოქალაქო პარტნიორობა აღიაროს”.

როგორც ხედავთ, სოროსის ბუდეში დაფრთიანებული და მისი ფულით გამედიდურებული ახალი სახალხო დამცველი ე.წ. ლიბერასტების, ანუ საქართველოს მტრების გზის ღირსეული წარმომადგენელია და არა ხალხის, არამედ დამნაშავეებისა და ჰომოსექსუალების ინტერესებს იცავს.

ქალბატონმა ლომჯარიამ, ომბუდსვუმენად დანიშვნისთანავე, პირველ რიგში, ციხიდან ქართველი ხალხის ჯალათის, ვანო მერაბიშვილის, გათავისუფლება და ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონება მოითხოვა, მაგრამ არ გახსენებია, რამდენი ადამიანია დაზარალებული “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ შს მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილის ყოფნისას, რამდენი ადამიანი გამოამწყვდიეს უკანონოდ ციხეში, რამდენს წაართვეს ბიზნესი, რამდენი მოკლეს ქუჩაში… მისთვის მთავარი ხომ ის არის, რომ გულმოდგინედ შეასრულოს დასავლელი პატრონების დავალებები და “გაათეთროს” სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები. სხვათა შორის, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ნინო ლომჯარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი იყო, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს არც 2007 წლის ნოემბრისა და არც 2011 წლის 26 მაისის აქციების სადისტური მეთოდებით დარბევაზე, ახლა კი, როცა სახალხო დამცველის სავარძელში მოკალათდა, მის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი განწყობის მიუხედავად, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასა და ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონებას მოითხოვს.

თამარ კორძაია _ ხან ისე და ხან ასეო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი წევრი (2002-2012), ურეიტინგო რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი სახე, რომელიც საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკის _ “ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნების” _ მეშვეობით მოხვდა, 2013 წელს, ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების ჩატარების წინ, ამბობდა, რომ არასდროს უბრძოლია ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებისთვის.

არასდროს მიბრძოლია ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებისთვის, როგორც ამას ოპონენტები ამტკიცებენ. სამწუხაროდ, ეს თემა პოლიტიკური მანიპულაციის და .. შავი პიარის იარაღად არის გამოყენებული, თუმცა, ჩემი ოპონენტებისაგან განსხვავებით, დარწმუნებული ვარ, ნაძალადევის რაიონის ამომრჩეველი ამ ანკესს არ წამოეგება”.

ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში კი ჟურნალისტის კითხვაზე _ “როგორც კი შევალ პარლამენტში, მაშინვე დავიწყებ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე ლაპარაკს” _ ეს თქვენი ფრაზაა? ასე უპასუხა: “მინდა ყველა ნაძალადეველს ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი ბინძური ტყუილია! შეუძლიათ, კიდევ ერთხელ გადახედონ ჩემს ბიოგრაფიას _ არასოდეს მიმუშავია უმცირესობის თემებზე. ვიცავდი ბავშვებსა და დევნილებს, მაგრამ არა სექსუალური უმცირესობების უფლებებს”.

ამას ამბობდა ქალბატონი კორძაია პარლამენტის დეპუტატის მანდატის მოპოვებამდე, მაგრამ, როგორც კი შევიდა პარლამენტში, სხვანაირად აჭიკჭიკდა. აი მისი განცხადებები:

* “ეს ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯია (ლაპარაკია აშშის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლგბტ პირების ქორწინების დაკანონების შესახებ _ ..)… ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რათა ეს პრაქტიკა სათანადოდ იქნეს გააზრებული იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას მტკივნეულად აღიქვამენ. ლგბტ ადამიანები არსებობენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. აქ საკითხი დგას, რამდენად ვაღიარებთ ამ ადამიანებს თანასწორებად და რამდენად მიგვაჩნია, რომ მათ ისევე შეუძლიათ ცხოვრება, როგორც ჩვენ. ამიტომაც არის, რომ ვიღაცები წინ არიან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ვიღაცები კი ვართ უკან” (2015 წელი);

* “ჰომოსექსუალობა არც დაავადებაა და არც სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ბევრ სახელმწიფოში დღემდე ჰგონიათ. ჰომოსექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც, პიროვნების ავტონომიურობის აღიარებაზე დაყრდნობით, დაცულია კანონით. სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანების დისკრიმინაცია დაუშვებელია და მკაცრად უნდა ისჯებოდეს!” (2015 წელი);

* “ყველა თემა, რომლებიც თანასწორობას უკავშირდება, კვოტირების ნაწილშიც თუნდაც, უნდა იყოს ამ ქვეყანაში აქტუალური, იქნება ეს ქალთა კვოტირება თუ ლგბტ კვოტირება (?! _ ..)… ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში შესწავლილი მაქვს და ვიცი, როგორ ხდებაქალთა კვოტირებას რაც შეეხება, ყველა იმ ქვეყანაში, თავის დროზე სადაც თვლიდნენ, რომ ქალს არ სჭირდება წახალისება, ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში დღეს კვოტირება არსებობს. ყველაზე მაღალი კვოტირება ეს არის 40%. 50%-იან კვოტირებას ჯერ ვერ მიაღწია ვერც ერთმა საზოგადოებამ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღესაც ამ პროცესის გააქტიურება, მით უფრო საქართველოში, სადაც ქალთა პოლიტიკური ჩართულობის 12%- ვერ ვაღწევთ” (2015 .).

ანუ დეპუტატის მანდატის ხელში ჩაგდებიდან 2 წლის შემდეგ ქალბატონი კორძაია, რომელიც არჩევნებამდე უარყოფდა ლგბტ პირების ლობისტობას, უკვე “ლგბტ კვოტირებაზე” საუბრობდა. როდის ამბობდა სიმართლეს ამჟამად რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი: როცა ცდილობდა, დეპუტატად აერჩიათ, თუ როცა უკვე აირჩიეს?

ეს მკითხველმა განსაჯოს.

 ნინია და მისი ბაღი

საქართველოს საპატრიარქოსა და, საერთოდ, მართლმადიდებლობისადმი ცინიკური გამონათქვამებითა და დამოკიდებულებით გამოირჩევა ილიას უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი და ლექტორი, რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, აგრეთვე, ლგბტ-თა უფლებების დამცველი ნინია კაკაბაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინათ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად დაამტკიცა…

გსმენიათ, ალბათ, გამოთქმა: “ნინიას ბაღი ხომ არ გგონია?”, მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ ფრაზის ისტორია.…XX საუკუნის დასაწყისში, ვორონცოვის მოედანთან ქართველ ვაჭარ ნინია ზარიძეს ჰქონია ბაღი, რომელშიც შესვლა უფასო იყო.…აქედან გამომდინარეა ეს გამოთქმაც, რომელსაც დღეს უფასოს აღსანიშნავად ვიყენებთ…

მაგრამ ნინია კაკაბაძე, ალბათ, უფასოდ ნამდვილად არ ლანძღავს მართლმადიდებლობას; შემთხვევას ხელიდან არ უშვებს, ქართველები რელიგიურ ექსტრემიზმში არ დაადანაშაულოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ შხამი არ გადმოანთხიოს და “დაჩაგრული” სექსუალური უმცირესობების უფლებებზე არ ილაპარაკოს.

აი ამონარიდი ნინია კაკაბაძის 2013 წლის “კვირის აზრებიდან” (სტილი დაცულია):

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი დღესდღეობით იმის უდიდესი საშიშროებაა, რომელმაც მომავალში შესაძლებელია მორჩილ, დამონებულ მასად გვაქციოს, რადგან რეგულაციებს ის ბურუსით მოცული წარსულის მქონე მღვდლები დაგვიწესებენ, რომლებიც არათუ მათი მრევლის წევრებს არ აძლევენ უფლებას, არამედ თავად არ ან ვერ კითხულობენ სახარებას ზედმეტი ცოდნისგან თავდასაცავად, რომელნიც დაგვიმტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალური საშიშია საზოგადოებისთვის, ამ საზოგადოებაში კი გააღვივებენ შუღლს და სიძულვილის ნაცვლად სიყვარულისა, დაგვწყევლიან და დაგვემუქრებიან, რომ ზედმეტი აზროვნებისთვის ღმერთი დაგვსჯის”.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი, რომელსაც ნინია კაკაბაძე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევდა, მისი და მისნაირების, ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ძალისხმევით ჩავარდა.

ანტიდისკრიმინაციულ კანონზე კი, რომელიც საქართველოს ლგბტ-ზაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯია, ქალბატონ ნინიას კრინტი არ დაუძრავს, რადგან ეს, მისი და მისნაირების აზრით, თურმე გამოხატვის თავისუფლებაა.

აი, როგორ აღწერს ნინია კაკაბაძე პატრიარქის რეზიდენციის მონახულების შემდეგ შთაბეჭდილებებს (სტილი აქაც დაცულია):

“9-10 წლის ვიქნებოდი, ალბათ, ახლობლების ჯვრისწერის შემდეგ, დედაჩემთან ერთად პატრიარქის სახლში (სიონის გვერდით) რომ აღმოვჩნდი. ბუნებრივია, მაშინ ვერაფერი შევნიშნე და პირიქით, დიდი ინტერესით ვათვალიერებდი მის მისაღებ ოთახს, სადაც ყველანი მიგვიღო,… როგორც ჩანს, დედაჩემიც პირველად იყო მასთან სტუმრად, რადგან იმ დღის მერე მახსოვს მისი აღშფოთებული საუბარი იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ასეთ სიმდიდრეში არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ოქრო თვალს არ უნდა გჭრიდეს მის ბინაში, რომ ძვირფასი ნივთებით გამოტენილი სახლი არ უნდა ქონდეს და რომ ეს მეშჩანობა და უზნეობაა. ხოდა, მადლობა დედას, სულ პატარაობიდან რომ მასწავლა ისეთი ჭეშმარიტებები, დღესაც რომ არ იციან ზრდასრულმა (დაბალ და მაღალჩინოსანმა) რეგვენებმა. მხოლოდ ის კი არა, რომ ძვირფასი ოქროს დახრუსტალისნივთები უზნეობაა, არამედ ის, რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო”.

ეს კი ახლახან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის შემდეგ, გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:

ვაკრიტიკებ ეკლესიას და პატრიარქს, რადგან ისინი არიან ამ ფარისევლური საზოგადოების შემქმნელებიც და პატრონებიც. ჰოდა, ახლა ჩემზე ნუ მოცდებით, მალე ორშაბათია, ბევრი ხარკამეჩი გაქვთ შესაჭმელი, ეკლესიის მოწოდებით რომ დაკლავენ. თქვენი რწმენა ხომ ამაზე დგას, სამარხვო კატლეტებზე და მერე ხორცის ჭამის დღის მოლოდინზე”.

საკითხავია, რატომ სძულს ასე ნინია კაკაბაძეს ქართველი ერი, რომ მისი სახელი მართმადიდებელი ეკლესიისადმი დაუფარავი აგრესიულობის სიმბოლოდ იქცა. განა ცოტა ხარვეზია სხვა კონფესიებსა და მათი სასულიერო იერარქების საქციელში, მაგრამ ოდესმე გსმენიათ, ნინია კაკაბაძეს გაეკრიტიკებინოს, მაგალითად, კათოლიკები, მუსლიმანები, იუდეველები ან თუნდაც ბაპტისტები?

დღეს რომ ჯვარს ვეცვა, კვირამდე მოვასწრებ აღდგომას თუ იცი?” _ წერდა ნინია კაკაბაძე თავის დაქალს, თამარ (თამუნა) კორძაიას რესპუბლიკური პარტიის “სახეს”, აღდგომის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე.

ასეთია ადამიანის “უფლებათა დამცველი” ნინია კაკაბაძის შთაბეჭდილებები და ძნელი წარმოსადგენლი არ არის, როგორ მეურვეობას გაუწევს ის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ასეთ თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწიეს ამ ქალბატონებმა, რომლებისთვისაც დასავლეთიდან დაფინანსებულ ანტისახელმწიფოებრივ არასამთავრობოებში “მოღვაწეობა” კარიერის ტრამპლინად იქცა. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს წარმომადგენლები, რომლებმაც უკვე მოიკალათეს სახელისუფლო სავარძლებში, ოღონდ გაუგებარია, რა დამსახურებების გამო, უხეშად ერევიან ეკლესიის საკითხებში, მენტორებივით ჭკუას ასწავლიან პატრიარქსა და ქართველ საზოგადოებას, როგორ მოიქცნენ და იცხოვრონ, ყოველი მხრიდან უტევენ ქართულ სახელმწიფოს და, თუ თვითონ საზოგადოებამ დროულად არ მოთოკა მათი მზარდი მადა (ხელისუფლება რომ ამას არ გააკეთებს, ცხადია) ისედაც გაუბედურებული და ღირსებააყრილი ქართველების ადგილი სამშობლოში აღარ იქნება.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here