Home რუბრიკები საზოგადოება ქალბატონო კელი დეგნან, ნუ შვრებით ამას!

ქალბატონო კელი დეგნან, ნუ შვრებით ამას!

227

მე ვეთანხმები და ვუერთდები ბატონ გივი გურეშიძის პროტესტს, რომელიც გაზეთსაქართველო და მსოფლიოს” 26- ნომერში გამოქვეყნდა. თქვენ, ქალბატონო დეგნან, საქართველოში აშშის ელჩად ხართ მოივლენილი, ამერიკელი ხალხისა და მთავრობის მიერ, რათა ორ სახელმწიფოს შორის დამყარდეს მეგობრული, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობები. საუბედუროდ, ამ პროცესს თქვენი ქმედებები პირდაპირ უშლის ხელს. თქვენ უცერემონიოდ ერევით ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში, თანაც ძალიან უხეშად. ნუ შვრებით ამას!

ჩვენში, ქართველ მშრომელ ხალხში, ჯერ კიდევ არსებობს გულთბილი და პატივისცემით გამსჭვალული დამოკიდებულება ამერიკელი ხალხისადმი. ნუ გაგვიფუჭებთ ამ დამოკიდებულებას. თუ არ მოიშლით და კვლავ განაგრძობთ უხეშ ჩარევას ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში, ისღა დაგვრჩენია, კატეგორიულად მოვითხოვოთ ჩვენი ქვეყნიდან თქვენი გაწვევა. ამის დასტურად მინდა მოვიყვანო ორი წინადადება:

1. საქართველო არის მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, .. ქრისტეს დედულეთი, ამიტომ საქართველოში ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს;

2. მე ვარ საქართველს ერთერთი ულამაზესი კუთხის, თუშეთის, შვილი და მინდა მისი ისტორიიდან ადამიანთა თანაცხოვრების, ურთიერთობის (თქვენ დემოკრატიასა და ტოლერანტობას რომ ეძახით) მაგალითი მოვიყვანო:

თუშეთში ოდითგანვე არსებობდა და დღესაც არსებობს 78 თემი. თუშეთში, ისევე როგორც კახეთის ქიზიყში, ბატონი არ არსებობდა. საშინაო და საგარეო საკითხებს (თუშეთი ემორჩილებოდა მხოლოდ საქართველოს მეფეებს) თემებიდან წარმოდგენილი 12 კაცი წყვეტდა და ამ ორგანოს ერქვა საბჭო. დამნაშავის მიმართ ყველაზე მძიმე და სასტიკ განაჩენად ითვლებოდა თემიდან მოკვეთა. დამნაშავე უნდა აყრილიყო თავისი საცხოვრისიდან და წინაპრების საფლავები მიეტოვებინა. ახლა შეადარეთ იმჟამინდელი თუშური სამართლიანი თვითმართველობის სასჯელის სიმკაცრე ევროპულ ინკვიზიციას, რომლის დროსაც კათოლიკური ეკლესია ყველაზე პროგრესულად მოაზროვნეებს (თქვენებურად _ განსხვავებული აზრის მქონეთ) კოცონზე წვავდა. ამის შემდეგ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე, რომლის მიმდევრებიც ჩვენ ვართ, აუგის თქმა (რბილად რომ ვთქვათ), უბრალოდ, მკრეხელობაა და მეტი არაფერი. ბართლომეს ღამეც ხომ იმ დემოკრატიულ ევროპაში მოხდა, რომლის ჩამომავლებიც ვითომ გვასწავლიან იმას, რაც ჩვენთან საუკუნეების წინათ არსებობდა და დღესაც არსებობს. თქვენ, ამერიკელებმა, მაგ კონტინენტზე გამოჩენის შემდეგ რით დაიწყეთ ცხოვრება: აბორიგენების ამოწყვეტით და ცოცხლად გადარჩენილთათვის რეზერვაციის მოწყობით. ეს ხომ იგივეა, ადამიანი თავის ქვეყანაში იჯდეს ციხეში, იმიტომ, რომ იმ მიწაწყლის შვილი და პატრონია.

ვახუშტი ბატონიშვილმა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა და მკვლევარმა, თუშთა ცხოვრება რომ შეისწავლა, ერთი ასეთი დასკვნა გამოიტანა: “თუშმა ომში შესვლა იცის, გამოსვლა არა”. ჰოდა, ნუ გაგვიწვევთ ომში, ქალბატონო დეგნან, ნურც ცივში და ნურც ცხელში.

ჩვენი ზნეობრივი ურყევობის გასაგებად გაეცანით ქართულ ხალხურ ლექსსლექსი ვეფხვისა და მოყმისა”, მისი ინგლისურ ენაზე თარგმანიც არსებობს. იქნებ ამის მერე მაინც მიხვდეთ, რომ შალიკოს ფანჩატურაში შეკრებილი ნაგავი ან ეს უზნეოები, პარლამენტში ნახირივით რომ შერეკეთ, და საქართველოს მოსახლეობა თავისი უმრავლესობით ერთი და იგივე ვერასდროს ვერ იქნებიან. ქალბატონო დეგნან, ნუ ურთიერთობთ საქართველოს გამყიდველებთან, ურთიერთობა გქონდეთ ჩემთან და ჩემნაირ ხალხთან. ეს უფრო წაადგება ამერიკელი და ქართველი ხალხების კეთილ ურთიერთდამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, თუ გაქვთ საამისო სურვილი.

არდალიონ ხააძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here