Home რუბრიკები პოლიტიკა ფსიქიკური აშლილობის აპოთეოზი

ფსიქიკური აშლილობის აპოთეოზი

2373
აქცია

ენდიაი კვლევებით გამოწვეული პერიპეტიები ჯერ კიდევ მონელებული არ გვქონდა, რომ უცებთეთრი ხმაურისორგანიზაციის წევრებმა სიგიჟის მორიგი რეკორდი დაამყარეს. ამ ადამიანებმა სრულიად სერიოზულად განაცხადეს, რომ კლუბბასიანსადაგალერიშიპოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის შესვლა და იქ ჩხრეკის ჩატარება საქართველოში მოქმედი რუსული ძალების ზეგავლენის შედეგია.

პირდაპირ ვიტყვით _ ამ მიმართულებით საქართველოში უკვე სასტიკად ჩასვრილი ე.წ. დასავლური (ე.წ იმიტომ, რომ სინამდვილეში ამ რეგვნულ აზრებს არც დასავლურ ცივილიზაციასთან აქვს რამე საერთო) მიმართულების მიმდევრები ისე გაამწარა კრახმა და გაფარჩაკებამ, რომ ლამის თავიანთი ართრიტი ან ფილენჯის ქარები “კრემლის პროპაგანდასა” და “რუსული რბილი ძალების მოქმედებას” დააბრალონ.

უკვე იმ დონეზეც მივედით, რომ არა მხოლოდ რომელიმე სატელევიზიო ეთერში მიწვეულიმედასავლეთეპოლიტიკური სტუმრები, არამედმიუკერძოებელიჟურნალისტებიც კი მაღალსიცხიანი, ბოდვით შეპყრობილი ადამიანებივით წარამარა რუსეთს, კრემლს, პუტინს ახსენებენ

მაგალითად, გასულ კვირაში, თავისი საავტორო გადაცემის ერთ-ერთ გამოშვებაში, რომელიც ენ-დი-აი-ს ბოლო კვლევებს ეძღვნებოდა, ინგა გრიგოლიამ ასეთი რამ თქვა: ენდიაი ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 44 პროცენტი მისტირის საბჭოთა კავშირს, ანუ ამდენ პროცენტს მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოსთვის უკეთესი რეალობა იყო, ვიდრე დღეს არის. აი, ხომ ხედავთ, რამდენი ადამიანია დღეს ქართველ საზოგადოებაში რუსული პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ!”

აქცია

“მიუკერძოებელმა” ინგამ აღშფოთება ვერ დამალა და ის, რომ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, დღეს საქართველოში სიტუაცია უარესია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს იყო, არა რეალობას, არამედ “რუსული პროპაგანდის გავლენას” მიაწერა. ჟურნალსტი არც კი დაელოდა, რას იტყოდნენ მისი რესპონდენტები და თავადვე დაასკვნა, რომ ეს ყოველივე საქართველოში “კრემლის რბილი ძალის გავლენაა”.

პოლიტიკოსებიც, არასამთავრობოების წარმომადგენლებიც და ჟურნალისტებიც უკვე დაუფარავად ლანძღავენ ქართველ საზოგადოებას იმისთვის, რომ მათ დიდ ნაწილს არ სურს ნატოში შესვლა, “მისტირიან” საბჭოთა კავშირს და მიაჩნიათ, რომ მაშინ უკეთ ცხოვრობდნენ, ვიდრე დღეს.

ინგა და მისნაირები უაპელაციოდ გვიმტკიცებენ, რომ ეს ადამიანები ჩლუნგები და უაზროები არიან, არ აქვთ ტვინის ნასახი და მხოლოდ და მხოლოდ “რუსული პროპაგანდის” გავლენის ქვეშ ყოფნის გამო ამბობენ იმას, რასაც ამბობენ. რას იზამ, იოლია, საკუთარი გაფარჩაკება ვინმე სხვას გადააბრალო. ამ შემთხვევაში ყველაზე ხელსაყრელი “გადასაბრალებელია” კრემლი, რუსეთი და პუტინი. ამიტომაც არის, რომ, რაც უნდა დასაბუთებულად უპასუხო, ფაქტები დაუდო, თვალნათლივ დაანახვო მათ, რომ სინამდვილეში საქართველოში არავითარი რუსული პროპაგანდა არ მუშაობს და ქართველების ნაწილი რეალურად, ალალად ფიქრობს ასე, ისინი მაინც ჯიუტად გაიმეორებენ თავისას.

არადა, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს საბჭოთა კავშირის პერიოდი ურჩევნია დღევანდელს? ადამიანს სახლს რომ დაუნგრევ, ქოხი მაინც ხომ უნდა აუშენო?! ამ ადამიანებს კი კარგი, გამართული, თბილი სახლი დაუნგრიეს და მის მაგივრად ხუხულაც არავინ შესთავაზა.

ახლა კი იმას, რომ ადამიანებს სახლი ურჩევნიათ ხუხულას, ვიღაცის “პროპაგანდას” მივაწერთ და გვიხარია. ეს პროპაგანდა კი არა, რეალობაა და, რაც უფრო ჯიუტად ვიტყვით უარს რეალობის გააზრებაზე, მით უარესი, ცუდი შედეგები დადგება ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც.

ბოლოს, კიდევ ერთხელ გავიხსენებ “ბასიანის” სპეცოპერაციის ფაქტს და მკითხველს იმ ფოტოსაც შევთავაზებთ, რომელზეც “ბასიანელებს” საჯაროდ აქვთ გამოტანილი ტრანსპარანტები: “სტოპ მოსკოვ!”, “სტოპ პუტინ!”.

თუკი მოსკოვისა და პუტინის მითითებაა საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლა, მაშინ “მიდი, პუტინ, მიდი!”

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here