Home რუბრიკები საზოგადოება ფსიქიატრის დიაგნოზი: “გერმანია ჩლუნგდება”

ფსიქიატრის დიაგნოზი: “გერმანია ჩლუნგდება”

464
მიხაელ ვინტერჰოფი

მედიცინის დოქტორის, 65 წლის მიხაელ ვინტერჰოფის სახელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც კარგად არის ცნობილი. ის ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტია, არის ავტორი წიგნებისა ბავშვის განვითარებაზე. ეს წიგნები დიდი ტირაჟებით იბეჭდება და ფართო საზოგადოებრივ რეზონანსს იწვევს. ბევრი პროფესიონალი კი ვინტერჰოფის ყოველ ახალ ნამუშევარს გააფთრებული კრიტიკით ხვდება. ასე იყო, მისი 2008 წელს გამოცემული პირველი წიგნისრატომ ხდებიან ჩვენი ბავშვები ტირანები” (Warum unsere kinder Tyranen werden  _ გამოცემის შემდეგ) შემთხვევაშიც და ასე მოხდა ბოლო რიგით მეცხრე წიგნი გამოსვლისას, რომლის სათაურიც ტევტონური პირდაპირობის გამოხატულებაა: “გერმანია ჩლუნგდება. როგორ აშენებს განათლების სისტემა ჩვენი ბავშვების მომავალს” (Deutschland verdummt: Wie das Bildungssystem die Zukunft unserer Kinder verbaut). Bildungssystem die Zukunft unserer Kinder verbaut).

ბოლო ნაშრომში დოქტორი ვინტერჰოფი მიუთითებს “განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების სახიფათო შედეგებზე, რომლებიც შესამჩნევია არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც ფეხს უწყობს დროებას”. ვინტერჰოფმა ამ წიგნის ძირითადი თეზისები ასე ჩამოაყალიბა ჟურნალ Focus-ის რედაქტორთან საუბარში:

* “დღევანდელ სკოლადამთავრებულებს არ ჰყოფნით ელემენტარული სოციალური უნარჩვევები, პუნქტუალურობის განცდა, _ თქვა მან, _ ბევრს არ აქვს გერმანული ენისა და მათემატიკის საბაზისო ცოდნა. ბავშვებსა და მოზარდებში პირველ ადგილზეა მობილური ტელეფონი. სპეციალური უნარჩვევების უქონლობის, თვითდაჯერებულობისა და ეგოცენტრიზმის შედეგად სულ უფრო მეტი მოსწავლე ანებებს თავს სწავლას. სკოლადამთავრებულთა მესამედი თავს ანებებს სწავლას პროფესიის შესწავლის ვადის დასრულებამდე. ეს არის კონრად ადენიუერას სახელობის ფონდის კვლევის შედეგები”.

ამ მოვლენის მიზეზად დოქტორი “არასწორ საგანმანათლებლო პოლიტიკას” ასახელებს.

ფსიქიატრის დიაგნოზი: “გერმანია ჩლუნგდება”

* “20 წლის წინათ მთელი საგანმანათლებლო სისტემა გადააკეთეს, სამწუხაროდ, ცუდი მიმართულებით. განათლების სისტემას თავს მოახვიეს ე.წ. ავტონომიური სწავლება, რომლის დროსაც ბავშვები მასალას დამოუკიდებლად გადიან, მასწავლებლებს კი დამხმარე კომპანიონის როლი მიაკუთვნეს. ამ გარდაქმნის მამოძრავებელი ძალა არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია მისი PISA ტესტებით და იდეოლოგები, რომლებიც პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, მოსახლეობასა და მასწავლებლებს თავს მოახვიონ შესაბამისი რეფორმები”.

ვინტერჰოფის თქმით, “სისტემაში ამჟამად არ ჰყოფნით აღმზრდელები, რომელთა დახმარებითაც ბავშვები შეძლებდნენ ორიენტაციას და განავითარებდნენ თავიანთ ინტელექტს. დამოუკიდებლად სწავლის პროცესში საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომელ სათამაშო ოთახში როდის უნდა იმყოფებოდეს და რით უნდა დაკავდეს. სკოლის მოსწავლეებმა რაც შეიძლება დიდხანს უნდა იმეცადინონ დამოუკიდებლად. ასეთი სწავლების შედეგები არავის შეუსწავლია. თუ მედიკოსი მკურნალობის ახალ მეთოდს ამუშავებს, ამ მეთოდმა რამდენჯერმე უნდა გაიაროს ტესტი. თუ განათლების სფეროში ახალი იდეა ჩნდება, სწრაფად იწყება ამ იდეის რეალიზაცია ბავშვებში”.

* ვინტერჰოფი ხაზგასმით აღნიშნავს: ბავშვებს სჭირდებათ უფროსი აღმზრდელები. სამუშაოს შესასრულებელი სოციალური უნარები შეიძლება განვითარდეს მხოლოდ ამ უნარების შემსწავლელ გაკვეთილებზე, თვით გაკვეთილების ფორმა კი ნაკლებად მნიშვნელოვანია. არასწორი აღზრდის შედეგად, თუ ადამიანების მხრიდან არ იქნება საწინააღმდეგო ქმედებები, საზოგადოებას ელოდება კატასტროფული დისბალანსი. ჩვენი შვილები გაიზრდებიან ნარცისებად და ეგოცენტრისტებად, რომლებიც არ იზრუნებენ სხვებზე, მხოლოდ საკუთარი თავით იქნებიან დაკავებულნი და თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებულნი. მათთვის სხვა ადამიანების პატივისცემა არ არსებობს. არადა, სოციალურ სახელმწიფოში ადამიანებმა ერთმანეთისთვის უნდა იცხოვრონ. ადამიანები კი, რომლებიც ბავშვებივით იქცევიან, არ აქვთ მუშაობის უნარი, ამ სისტემას ანგრევენ”.

* ვინტერჰოფი კატეგორიულად უარყოფს, მისი აზრით, “აბსოლუტურად არასწორ” მიდგომას ციფრული ტექნოლოგიებისადმი. სმარტფონები და მათი მსგავსი მოწყობილობები არ უნდა ჰქონდეთ 10 წლამდე ბავშვებს, იმიტომ, რომ ეს მოწყობილობები ხელს უშლის გონებრივ განვითარებას, _ თქვა მან, _ ინტერნეტში ყოფნის სურვილის დაკმაყოფილებას ბავშვები პარალელურ სამყაროში გადაჰყავს. ამ მოწყობილობების გამოყენება სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ოაზისები თავისუფალი ციფრული მოწყობილობებისგან. ზრდასრულებსაც ექმნებათ პრობლემები გაჯეტების ხშირი მოხმარებისგან. მშობლები სამაგალითოები უნდა იყვნენ შვილებისთვის და თავი უნდა დაანებონ სმარტფონების ხშირად გამოყენებას”.

განათლების სისტემის კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ვინტერჰოფი ავტონომიური სწავლების გაუქმებასა და საბავშვო ბაღის ჯგუფებსა და სკოლის კლასებში ბავშვთა რაოდენობის შემცირებას გვთავაზობს. მასწავლებლებს კვლავ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ასწავლონ და არ იყვნენ დამკვირვებლის როლში”, _ განგაშის ზარებს არისხებს ფსიქიატრი. ამასთანავე, ამბობს, რომ ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური პრობლემების მოგვარება უნდა მოესწროს, სანამ მათ 25 წელი შეუსრულდებათ. “ამის იმედი რომ არ მქონდეს, ჩემი წიგნი არ დაიბეჭდებოდა”, _ ასკვნის ფსიქიატრი.

ვინტერჰოფის პირველმა ნაშრომმა, 224-გვერდიანმა წიგნმა, რომელიც 2008 წელს გამოიცა, საგანმანათლებლო რეფორმების იდეოლოგების მხრიდან გააფთრებული კრიტიკა გამოიწვია. ზოგიერთმა ავტორი დაადანაშაულა, რომ ის “არადიფერენცირებული თეზისებითა და რეკომენდაციებით ცალმხრივად მიმართულია დამჯერობასა და მორჩილებაზე და ამით ხელს უწყობს ცივ აღმზრდელობით კლიმატს, როცა თვითონ დამჯერობა-მორჩილება ხელს უშლის ბავშვის ინტელექტისა და თავისუფლების განვითარებას”.

ფსიქიატრის დიაგნოზი: “გერმანია ჩლუნგდება”

მეორენი კიცხავდნენ მას “მანიპულაციური ტონის”, “პოპულიზმისა” და “ემპირიული მტკიცებულებების არარსებობის” გამო;

მესამენი ამუნათებდნენ, რომ “ეყრდნობოდა მხოლოდ საკუთარი ფსიქოთერაპევტული პრაქტიკიდან შემთხვევებს, რომლებსაც განაზოგადებდა, რაც იგივეა, ციხის დირექტორმა დაწეროს წიგნი საზოგადოების მორალზე და მტკიცებულებებად მოიყვანოს თავისი პატიმრების დანაშაულებრივი კარიერა”;

მეოთხენი ფსიქიატრის მიერ მოდელირებულ სოციალურ კოლაფსს “ეგზალტირებულს” უწოდებდნენ, ჩიოდნენ აღზრდის თანამედროვე სტილის “გაუმართლებლად ნეგატიური” შეფასებების გამო და მოუწოდებდნენ, მის მიერ ნაჩვენები “მშობლების უუნარობა თავიანთი შვილების აღზრდის საქმეში უმცირესობის პრობლემად ჩაეთვალათ”. ეს “უმცირესობა” კი 7,5-დან 10 პროცენტამდეა;

მეხუთენი მიუთითებდნენ თეზის “ნარცისი ტირანის” არქაულობაზე, რომელიც ჯერ კიდევ 1950-იანი წლების ლიტერატურაში იყო მოხსენიებული;

მეექვსენი ადანაშაულებდნენ ვინტერჰოფს იმაში, რომ “მის მიერ გამოყენებული ცნება “ტირანი ბავშვი” სათავეს იღებს ნაცისტური პერიოდის ავტორიტარული პედაგოგიკიდან, კერძოდ, იოჰან ჰაარერის (როგორც გერმანული ვიკიპედია წერს, ჰაარერის ნაშრომები 1945 წლის შემდეგ გფრ-შიც გამოიცა) ნაშრომებიდან.

ასეთივე მწვავე კრიტიკით შეხვდნენ განათლების რეფორმის იდეოლოგები ვინტერჰოფერის სხვა ნაშრომებსაც, მათ შორის წიგნს “გერმანია ჩლუნგდება” (Winterhoff gilt als der Thilo Sarrazin der Erziehung in Deutschland).

2010 წლის სექტემბერში, წიგნ “გერმანიის თვითლიკვიდაციის” გამოცემის შემდეგ, მისმა ავტორმა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცნობილმა მოღვაწემ, ფედერალური ბანკის მმართველობის წევრმა ტილო სარაცინიმ სახელი გერმანიის ფარგლებს გარეთაც გაითქვა. მან ამ ნაშრომში (წიგნი 464-გვერდიანია) 2015 წლის მიგრაციული კრიზისის დაწყებამდე 5 წლით ადრე მწვავედ გააკრიტიკა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული და მიგრაციული პოლიტიკა. გერმანიის იმჟამინდელი ოფიციოზი წიგნს მკვეთრად უარყოფითი რეაქციით შეხვდა. სახელმწიფო მედიაკომპანია Deutsche Welle იუწყებოდა: ამ წიგნის ავტორის მთავარი თეზისი ასეთია: “გერმანია განუხრელად ჩლუნგდება, აქ ბავშვებს აჩენენ მხოლოდ მიგრანტები _ მუსლიმანები და უმუშევრები”.

ეკონომისტ სარაცინის მიერ 2010 წელს დასმულ დიაგნოზს დღეს ადასტურებს მედიცინის დოქტორი მიხაელ ვინტერჰოფი, მაგრამ განსხვავებით სარაცინისგან, რომელიც გერმანიის მთავრობის მიგრაციული პოლიტიკისადმი შეურიგებელი პოზიციის გამო ყველა პოსტიდან გაათავისუფლეს და სოციალ-დემოკრატიული პარტიიდანაც (სარაცინი ამ პარტიის წევრი 50 წლის განმავლობაში იყო) გარიცხეს, დოქტორ ვინტერჰოფის მსგავსი რამ არ ემუქრება. მას არჩევითი პოსტი არ უკავია, არ მუშაობს სახელმწიფო სექტორში და დაკავებულია კერძო სამედიცინო პრაქტიკით. ექიმის ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძველი კი არ არსებობს. სხვა საქმეა, რომ მისი მოწოდებები გერმანიაში აღზრდის პარტნიორული მოდელის გაუქმებაზე, როგორც ჩანს, კვლავ ძველებურად დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

ვინტერჰოფერის აზრით, პარტნიორულ მოდელზე აღზრდილი ადამიანები, დღეს 25-30 წლისანი, გაცილებით ინფანტილურები არიან, ვიდრე მათი წინა თაობის წარმომადგენლები: გაურბიან პასუხისმგებლობას, არ მიისწრაფვიან მყარი ურთიერთობებისკენ, არ სურთ ოჯახის შექმნა, ისინი არიან განებივრებულნი, ეგოისტები და ზარმაცები…”

თითქოს ვინტერჰოფის დაკვირვებებსა და დასკვნებს ადასტურებსო, გერმანული ინტერნეტგამოცემა Liberle warte სტატიაში Avanti Diletanti! (“წინ, დილეტანტებო!”) წერდა: “ჩვენს არეულ-დარეულ სამყაროში პროფესიონალ პოლიტიკოსად მუშაობა სულ უფრო რთული ხდება, ამიტომ საჭიროა, კრიტიკულად შევხედოთ სახალხო წარმომადგენლების ძველ როლს. ცოტა ხნის წინათ ბუნდესტაგში (გერმანიის პარლამენტი _ გ.გ.) მორიგი დისკუსია გაიმართა ამ თემაზე, მაგრამ ნაცვლად იმისა, გარკვეულიყვნენ საკითხში, მემარცხენე-მწვანეებმა კრიტიკოსებს შეუტიეს, მაგრამ, მათი მტკიცებისგან განსხვავებით, სულაც არ არის დისკრიმინაციული, მინიმალური ცოდნა მოეთხოვებოდეს თითოეულ ადამიანს, რომელიც პოლიტიკოსის პროფესიას ირჩევს. ბუნდესტაგის ბევრ დეპუტატს ცხოვრებისეული გამოცდილებაც აქვს და პროფესიაც, მაგრამ, რაც უფრო მაღლა მიიწევს კარიერის კიბეზე მემარცხენე ან მწვანე დეპუტატი, მით უფრო გახვეულია იდეოლოგიურ საბურველში მისი უცოდინარობა. და იქმნება შთაბეჭდილება, რომ, როდესაც საქმე ეხება კლიმატური, ეკოლოგიური, ენერგეტიკული, მიგრაციული და ინტეგრაციული პროექტების შეფასებებს, იდეოლოგები (ამ პარტიების) დეპუტატების უნარს, იწინასწარმეტყველონ თავიანთი გადაწყვეტილებების შედეგები, ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევენ.

ნებისმიერი, ვინც 2020 წელს ჯერ კიდევ უარყოფს გარკვეული პროფესიონალური და პირადი თვისებების აუცილებლობას პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისას, ფიქრობს მხოლოდ მემარცხენე-მწვანეების სიცრუის მხარდაჭერაზე, აგრეთვე იმაზე, რომ არ დაუშვან გონიერების გამარჯვება მემარცხენე-მწვანეების მიერ გავრცელებულ იდეოლოგიაზე.

sovpressa.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here