მთავარი საქართველო ფრონდირებული, მანიაკალური დაპირისპირება უმაღლეს პიკს აღწევს და ხალხის გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის...

ფრონდირებული, მანიაკალური დაპირისპირება უმაღლეს პიკს აღწევს და ხალხის გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის ფონზე სუპერმახინჯ რეალობას განაპირობებს

633
გააზიარეთ
პარლამენტი

ქვეყანაში აღზევდა უსამართლობა და უზნეობა. კორუფციამ დაისადგურა ყველა სისტემაში მედიცინაში, განათლებაში, სახელმწიფო სტრუქტურებში. პოლიტიკოსები ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. გულუბრყვილო ადამიანებს იყენებენ არჩევნებში იაფფასიანი დაპირებებით, შემდეგ კი ნახმარი ჩვარივით მოისვრიან და ახლოსაც აღარ იკარებენ.

ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე სასაუბროდ ,,საქართველო და მსოფლიო“  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსს  მამია მდინარაძეს დაუკავშირდა

მამია მდინარაძე:

ჩვენი საზოგადოება ორ მტრულ ბანაკად ჩამოყალიბდა, რაც ძირს უთხრის, როგორც ქვეყანას, ასევე  დაპირისპირებულ მხარეებსაც. ასეთი ვითარება მხოლოდ მტერს ახარებს. ეს მტერი საკმაოდაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვებერის მეოთხე ტიპის საშიში ადამიანები  და მეხუთე კოლონის ჯაშუშები ოცნებობენ საქართველოს განადგურებაზე და რარიგ დასანანია, რომ ჩვენს მტრებს მხარს უბამენ ჩვენივე მოქალაქეების ის ნაწილი, მონური ფსიქიკით რომ არიან დაავადებულნი და საკუთარი სინკრეტული ცხოვრების ამბიციები რომ ამოძრავებთ.  ოღონდ თვითონ იყვნენ უზრუნველყოფილნი, სამშობლო კი ჩირადაც არ უღირთ. ამ ხალხთან არ ღირს არავითარი შეგონება და იგი უფრო ფუტკრის პანღურს ჰგავს, ასეთი პანღური მათ აზროვნებაზე დადებითად ვერ მოქმედებს, რადგან გარე სამყაროს უმაღლესი ფორმით ვერ აღიქვამენ. ფრონდირებული, მანიაკალური დაპირისპირება კი უმაღლეს პიკს აღწევს და ხალხის გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის ფონზე სუპერმახინჯ რეალობას განაპირობებს.

ხელისუფლებაში დარჩენის ან  მოსვლის სცენარი ყოველდღიური ბატალიებით  იწერება, ლანძღვა-გინების გარდა საქმეში თავ-პირის მტვრევა და  სისხლდენაც ერთვება, ერთმანეთის შეწვა და შეჭმა გვაკლია მხოლოდ ,,ტამბჟქტუს“ ველური ტომებივით, მაგრამ ეს არ ხდება, რადგან ჩვენ ,,ცივილიზებული“ ერი ვართ.  საერთოდ კი არავითარი ცივილიზაცია არ არსებობს დედამიწის არც ერთ კუნჭულში. ეს ტერმინი სიტყვა-სიტყვით ქალაქში ცხოვრების ხელოვნებას ნიშნავს და ნამდვილად ვართ დახელოვნებული ქალაქური ჟარგონებით ერთმანეთის ფრონდირებაში.

ჩვენი პოლიტიკოსები ხალხის საქმიანობას სათანადოდ ვერ წარმართავენ. ყველაზე დიდი პოლიტიკა შრომა და ხალხის დასაქმებაა. თუ ძველ საბერძნეთში ,,ნიკომახეს კანონის“ თანახმად უსაქმურობა ისჯებოდა, დღეს უსაქმურობა და უმუშევრობა თავისუფლებად და აღვირახსნილობად განიხილება. ჩვენს ახალგაზროდობასაც თავისუფლება მეტროპილიტენის ვაგონებში ერთმანეთის ხვევნა-კოცნა ჰგონიათ. ყველაფერი ეს გაჯერებულია უწიგნურობით და ცოდნის დეფიციტით. ფულს სტუდენტებს უხდიან მშობლები იმისთვის, რომ არ იწავლონ.

განათლების სისტემა  მთლიანად შესაცვლელია, მისი ხარისხი მნიშვნელოვან ამაღლებას მოითხოვს. ასევე გადასახედია (რბილად რომ ვთქვათ) სამედიცინო მომსახურების საქმე. მედიცინა  გახდა სამედიცინო ფარმაცევტული მაფიის და ბიზნესის წყარო. იგი მიუწვდომელია  პენსიონერებისა და ღარიბი მოსახლეობისათვის, ძვირია მედიკამენტები, რის გამოც მკურნალობა  შეუძლებელია, თანაც ექიმები პაციენტებს უწერენ  უამრავ და ძვირადღირებულ მედიკამენტებს. ამ დროს უგულებელყოფილია ხალხური მედიცინა.

ქვეყანაში მძიმე ვითარება იქნება მანამ, სანამ არ შეიცვლება კონსტიტუცია, სანამ არ ამოქმედდება ე.წ.  ,,გათანაბრების კანონი“, ისე, როგორც ამას მიაღწიეს სკანდინავიის ქვეყნებმა და სხვებმა. ხალხის მოთხოვნა ,,გათანაბრების კანონის“ შესახებ, ხელისუფლების  მიერ უგულებელყოფილია, რაც ქვეყნისათვის პოზიტიურ შედეგს არ მოიტანს, არ დაიძლევა სიმდიდრის ,,პლუტოსურად“ განაწილება და სიღატაკე, მთავრობების ცვლა კი არავითარ სიკეთეს არ დაამკვიდრებს.

 ეკა ზარნაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here