Home ახალი ამბები მსოფლიო ფრანკფურტი _ პირველი ქალაქი გერმანიაში, რომელშიც გერმანელები უმცირესობაში არიან

ფრანკფურტი _ პირველი ქალაქი გერმანიაში, რომელშიც გერმანელები უმცირესობაში არიან

4310
ფრანკფურტი

ფრანკფურტი მდინარე მაინზე _ ეს არის გერმანიის მიწა ჰესენის ქალაქი 700-ათასიანი მოსახლეობით, საერთაშორისო ფინანსური და სავაჭრო ცენტრით, რომელშიც მრავალი ერის წარმომადგენელი ცხოვრობს _ გერმანელთა გარდა, თურქები, იტალიელები, ხორვატები, ქურთები და სხვ.

როგორც ფრანკფურტული გამოცემა Frankfurter  Rundschau იუწყება, ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ფრანკფურტში “მიგრანტის წარსულის” მქონე მოსახლეობის წილმა 51,2% შეადგინა, მეორე გერმანული გამოცემა BreiBart News-ი კი წერს, რომ მაინის ფრანკფურტი პირველი ქალაქია, რომელშიც ეთნიკური გერმანელები უმცირესობას წარმოადგენენ. ქალაქში ყველაზე მრავალრიცხოვანია თურქული თემი (მოსახლეობის 13%). მიგრანტების 61% კი ევროკავშირის ქვეყნებიდანაა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ასე მიმართა: “მოვუწოდებ თანამემამულეებს, ჩემს დებსა და ძმებს ევროპაში: გააჩინეთ არა 3, არამედ 5 ბავშვი. თქვენ ევროპის მომავალი ხართ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here