Home სხვადასხვა დაიჯესტი ფრანგ ფიგურულ მოციგურავეს 13 წლის გოგონას შეცდენის მცდელობას აბრალებენ

ფრანგ ფიგურულ მოციგურავეს 13 წლის გოგონას შეცდენის მცდელობას აბრალებენ

1046
ფრანგ ფიგურულ მოციგურავეს 13 წლის გოგონას შეცდენის მცდელობას აბრალებენ

ლაპარაკია მორგან სიპრზე, _ იუწყება ამერიკული გამოცემა USA Today.

სპორტსმენი თითქოს ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებს უგზავნიდა არასრულწლოვან მოციგურავე ამერიკელ გოგონას, ვისთან ერთადაც ვარჯიშობდა.

ინციდენტი 2017 წელს მოხდა, მაგრამ გამჟღავნდა ახლახან. გოგონას მშობლებმა განაცხადეს, რომ მოციგურავის მწვრთნელებმა ჯონ ციმერმანმა და სილვია ფონტანამ დააშინეს ისინი და აიძულეს ხმა არ ამოეღოთ, რადგან სპორტსმენი ემზადებოდა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის.

გამოძიება დაიწყო ამერიკულმა ცენტრმა Safesport-მა, რომელიც იკვლევს სპორტსმენებზე ძალადობის შემთხვევებს.

იანვარში მორგან სიპრმა და მისმა პარტნიორმა ვანესა ჯეიმსმა მინსკში გამართულ ასპარეზობაზე ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here