Home რუბრიკები საზოგადოება ფოტო ქართული რაკურსით

ფოტო ქართული რაკურსით

693
ლალი ზეიკიძე

ლალი ზეიკიძეს სამსახურებრივი კარიერა საქართველოში აწყობილი ჰქონდა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა დუშეთის რაიონულ და თბილისის პირველ და მეცხრე საავადმყოფოებში, თბილისის სამკურნალოპროფილაქტიკურ ცენტრში, აგრეთვე, თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში კლინიცისტად და სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 2010-2012 წლებში სამედიცინო ინსტიტუტში უძღვებოდა ქიმიური უსაფრთხოების კურსს.

მოხდა ისე, რომ 2012 წელს ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დღემდე ცხოვრობს და მუშაობს.

ლალი ზეიკიძეს ამერიკაში ახალი გატაცება გაუჩნდა, ჰობი _ ფოტოხელოვნება. თავდაპირველად მობილური ტელეფონით გადაღებულ ნიუორკის სურათებსფეისბუკზეათავსებდა და თავის შთაბეჭდილებებს მეგობრების ფართო წრეს უზიარებდა. მისმა გადაღებულმა კადრებმა პროფესიონალების ყურადღება მიიქცია და მალევე გამოქვეყნდა პრესაში. ახალბედა ფოტოგრაფი აღიარეს, მოიწონეს, რამაც შემოქმედებითი საქმიანობის სტიმული მისცა.

ახლახან ლალი ზეიკიძეს პრაღის უნივერსიტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მაია დარჩია დაუკავშირდა და გაისად სექტემბერში დაგეგმილ არაპროფესიონალ ქალ ფოტოგრაფთა გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ლალი ზეიკიძესთან ერთად ამ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი თანამემამულეები _ ანანო ასათიანი, ანუკა ჩაფიძე და ფერმწერი შორენა ბოლქვაძე.

ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლალი ზეიკიძის წიგნიც, რომელსაც გადაღებულ ფოტომასალასთან ერთად დართული აქვს ამერიკაში მცხოვრებ მეგობარ ქართველ ემიგრანტთა საინტერესო ნიუიორკული შთაბეჭდილებებიც.

ცოტა ხნის წინათ ლალი ზეიკიძე დაბრუნდა საქართველოდან, სადაც მან თავის ფოტოკოლექციას კახეთში, ბათუმსა და ძველ თბილისში გადაღებული ხატოვანი კადრები შეჰმატა.

რუსუდან ჭუბაბრია

აშშდან

რედაქციისგან: დღეს ჩვენს გაზეთში ამ საინტერესო ხელოვანის ნამუშევრების სახელდახელო პრეზენტაციაზე ვიწვევთ მკითხველებს.

ამერიკა

ამერიკა

ამერიკა

ამერიკა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here