მთავარი სპორტი “ფორმულა-1”: ჰემილტონი გამარჯვებების რაოდენობით შუმახერს გაუთანაბრდა. არის თუ არა ის საუკეთესო ისტორიაში?

“ფორმულა-1”: ჰემილტონი გამარჯვებების რაოდენობით შუმახერს გაუთანაბრდა. არის თუ არა ის საუკეთესო ისტორიაში?

194
გააზიარეთ
ლუის ჰემილტონი

მერსედესისგუნდის პილოტმა, ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმაფორმულა-1”-ის რბოლებში 92- გამარჯვება მოიპოვა აიფელის გრანპრიზე ნიურნბურგრინის ტრასაზე. ამით ის ამ ჩემპიონატში მოგებული ტურნირების რაოდენობით გაუტოლდა ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჰემილტონი ახლა ისტორიაში საუკეთესო პილოტია _ ჰემილტონი განაგრძობს ასპარეზობას, შუმახერმა კი კარიერა 2013 წელს დაასრულა, თანაც მძიმედ დაშავდა სამთოსათხილამურო კურორტზე მთიდან თხილამურებით დაშვებისას.

ნიურბურგრინგის ტრასაზე ბრიტანელმა ბოლო წრეებზე რამდენიმე რეკორდი დაამყარა, მაგრამ ბოლო წრეზე უკეთესი დრო “რედბულის” წევრმა, მაქს ფერსტაპენმა, აჩვენა, მაგრამ მეორე ადგილი დაიკავა. ფინიშზე მესამე იყო “რენოს” პილოტი დენიელ რიკარდო. რბოლის დასაწყისში ყველა ელოდა, რომ პირველობისთვის ბრძოლა წარიმართებოდა ჰამილტონსა და მის პარტნიორ ვალტერი ბოტასს შორის.

ლუის ჰემილტონი გამარჯვებას ზეიმობს
ლუის ჰემილტონი გამარჯვებას ზეიმობს

ჰემილტონი სტარტზე მეორე იყო, რადგან წინა პიტ-სტოპი ბოტასმა მოიგო, და ის დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა რბოლაში, მაგრამ მე-13 წრეზე ცუდად მოუხვია და ჰემილტონმა გადაასწრო. ამის შემდეგ რბოლის ბოლომდე ჰემილტონს ლიდერობა ხელიდან არ გაუშვია. უფრო მეტიც, მას ახლა აქვს შანსი, მეშვიდედ მოიპოვოს მსოფლიო ჩემპიონობა და დაეწიოს შუმახერს ჩემპიონის ტიტულების რაოდენობით. მან უნდა იასპარეზოს 6 რბოლაში, რომლებიც “ფორმულა-1”-ის ახალ ტრასაზე გაიმართება პორტიმაოში (პორტუგალია). ტრასამ მოწონება დაიმსახურა, და, სინოპტიკოსების ცნობით, ამინდიც კარგი უნდა იყოს, ნიურბურგრინგისგან განსხვავებით.

ჰემილტონმა ამ სეზონში 11 რბოლიდან 7 მოიგო
ჰემილტონმა ამ სეზონში 11 რბოლიდან 7 მოიგო

განსაკუთრებული პრიზი

ეს პრიზია მიხაელ შუმახერის ვაჟის, მიკის, მიერ ნაჩუქარი მამის ძველი ჩაფხუტი, რომელიც პილოტს 2012 წელს ეხურა, როცა “მერსედესის” გუნდის ღირსებას იცავდა. არც კი ვიცი, რა ვთქვა, _ აღიარა ჰემილტონმა, _ ის ხომ ყოველთვის ჩემი კერპი იყო, მე აღმაფრთოვანებდა, რასაც ის აკეთებდა, როგორც პილოტი. და, იმის გათვალისწინებით, რა ხანგრძლივად იყო საუკეთესო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვინმე, მით უმეტეს მე, შუმახერის რეკორდს ოდესმე მიუახლოვდებოდაეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია ჩემთვის, მაგრამ მე ვერასდროს შევძლებდი ასეთი წარმატების მოპოვებას ჩემი ბრწყინვალე გუნდის გარეშე”, _ უთხრა ბრიტანელმა პილოტმა მიკს, _ მადლობა შენ და ნება მომეცი, უღრმესი პატივისცემა დაგიდასტურო მიხაელის მიმართ”.

ჰემილტონი მიხაელ შუმახერის ჩაფხუტით
ჰემილტონი მიხაელ შუმახერის ჩაფხუტით

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო პილოტი?

ამის გარკვევა თითქოს ადვილია _ დაითვალე გრან-პრის რბოლებში მოპოვებული გამარჯვებები და შეადგინე სია, მაგრამ პილოტებს ბევრი პარამეტრით აფასებენ. ეს პარამეტრები დროთა განმავლობაში იცვლება, როგორც იცვლება რბოლის წესები და ბოლიდები.

ამასთანავე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პილოტებს ერთნაირი დრო არ ჰქონიათ წარმატების მისაღწევად. და ვინ იცის, რა წარმატებას მიაღწევდა აირტონ სენა და თვითონ მიხაელ შუმახერი (თუმცა მას სპორტიდან წასვლაზე უკვე ნათქვამი ჰქონდა), ტრაგიკული ავარია და მთიდან თხილამურებით დაშვებისას უბედური შემთხვევა რომ არ მომხდარიყო. ამასთანავე, არის კიდევ ქარიზმა, სტილი და ბევრი სხვა რამ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მოპოვებული პოზიცია და დაგროვებული ქულები.

და მაინც, შევეცადოთ, შევადგინოთ ყველაზეყველაზე პილოტების სია, რომელშიც შეგეძლებათ, თქვენი თვალსაზრისით შეუცვალოთ ადგილები პილოტებს.

მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი ტიტულების მხრივ ჯერჯერობით ჩემპიონია, მაგრამ დიდხანს გაგრძელდება მისი ჩემპიონობა?
მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი ტიტულების მხრივ ჯერჯერობით ჩემპიონია, მაგრამ დიდხანს გაგრძელდება მისი ჩემპიონობა?

* “ფორმულა-1”-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი პილოტია 7-გზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, მაგრამ მან ბოლო გამარჯვება 16 წლის წინათ მოიპოვა და, სამწუხაროდ, ახალი გამარჯვებები აღარ ექნება.

* ლუის ჰემილტონი _ მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონი, რომელიც, დიდი ალბათობით, დაეწევა შუმახერს.

* არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიო _ 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი. ბოლო გამარჯვება 1957 წელს მოიპოვა, სამაგიეროდ, მისმა რეკორდმა ტიტულების რაოდენობის მიხედვით 45 წელს გაძლო.

* მეოთხე და მეხუთე ადგილები შეიძლება გაიყონ ფრანგმა ალენ პროსტმა და გერმანელმა სებასტიან ფეტელმა. ორივე 4-ჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი. ამასთანავე, სებასტიან ფეტელმა ოთხივე ტიტული ზედიზედ მოიგო.

* ბრაზილიელი აირტონ სენა 3-ჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ ვინ იცის, რამდენ ტიტულს მოიპოვებდა, 1994 წელს ავტოავარიაში რომ არ დაღუპულიყო. სამხრეთ ამერიკელებისთვის სენა, რა თქმა უნდა, ყოველთვის პირველი იქნება.

* სია შეიძლება დავასრულოთ (თუმცა კიდევ ბევრია შესანიშნავი პილოტი) ავსტრიელი იოჰან რინდტით, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონობა სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს. ეს მოხდა 1970 წელს, როცა ის იტალიის გრან-პრიზე ასპარეზობისას დაიღუპა, მაგრამ მანამდე დაგროვებული ქულები ეყო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here