Home სხვადასხვა დაიჯესტი “ფეისბუკი” _ საფარველი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის

“ფეისბუკი” _ საფარველი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის

565
“ფეისბუკი” _ საფარველი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის

მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელიფეისბუკიმჭიდროდ არის დაკავშირებული აშშის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან (ცსს) და თავის შექმნასაც კი ამ სპეცსამსახურს უნდა უმადლოდეს.

“ფეისბუკის” ერთ-ერთი ინვესტორი იყო Accel Partners-ი, რომელიც ცსს-ს ვენჩურულ (კაპიტალი, რომელსაც იყენებენ ახალი მზარდი ან გაკოტრების პირას მყოფი კომპანიების დასაფინანსებლად _ გ.გ.) ფონდ In-Q-Tel-თან არის დაკავშირებული. “ფეისბუკისა” და აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლობის შესახებ ცნობილი შეიქნა ედვარდ სნოუდენის (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი _ გ.გ.) მიერ გამომზეურებული მასალების შემდეგ. ედვარდ სნოუდენმა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც მოწმობს, რომ “ფეისბუკი”, “მაიკროსოფტი”, “გუგლი”, “იაჰუუ”, “იუთუბი”, “სკაიპი” და “ეიფლი” თავიანთი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცსს-სა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს აწვდიან სერვერებიდან.

ამ სკანდალმა დიდი აურზაური გამოიწვია. შედეგად მსოფლიო ინტერნეტგიგანტებმა და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა განაცხადეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა. ცოტა ხნის წინათ კი გაირკვა, რომ ცსს დაფეისბუკიწავიდნენ სხვა, კიდევ უფრო საეჭვო გზით. ამჟამადფეისბუკიდაუფარავად თანამშრომლობს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან და თავის მომხმარებლებსაც კი რთავს ამერიკული დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობაში, თანაც უფასოდ, მოხალისეებად.

2020 წლის მარტში ქალაქ სპრინგფილდში (აშშ) გაიმართა აშშ-ის დაზვერვის 38-ე საგაზაფხულო სიმპოზიუმი (Spring Inteligence Symposium), რომელზეც იმსჯელეს დონალდ ტრამპის მიერ 2017 წელს გამოცხადებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიზნებსა და პრიორიტეტებზე.

ამერიკის სტრატეგიაში არის პრინციპი “მშვიდობის შენარჩუნება უპირატესობითა და ძალის მეშვეობით”. ამჟამად ეს მიიღწევა არა მხოლოდ შეიარაღებისა და მმართველობის სისტემებში უპირატესობით, არამედ “გამაფრთხილებელი დაზვერვით” _ შესაძლო საფრთხეებისა და მათი წარმომშობი მოვლენების პროგნოზირებით.

გამაფრთხილებელი დაზვერვა პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა Intelligence Advanced Research Projects Activity (I)-სთვის _ აშშ-ის სამთავრობო სააგენტოსთვის, რომელიც 2006 წელს შეიქმნა გლობალური კრიზისებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით პროგნოზირების ტექნოლოგიების დასაფინანსებლად, აგრეთვე, იმ პოტენციური შესაძლებლობების გამოსავლენად, რომელთა დახმარებითაც აშშ-ს უპირატესობა უნდა მოეპოვებინა კონკურენტების წინაშე. IAPPA ემორჩილება აშშის ეროვნული დაზვერვის დირექტივებს და ასრულებს ამოცანებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების ინტერესების შესაბამისად.

“ფეისბუკი” _ საფარველი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის

გამაფრთხილებელი დაზვერვის ძირითადი ინსტრუმენტი არის ე.წ. დიდი მონაცემების (Big Data) ოპერაციები. 2010-2017 წლებში რეალიზებული იყო ათზე მეტი პროექტი, ისეთები, როგორიც არის “გუგლთან” ერთობლივი პროექტი “ჩაწერილი მომავალი” (Record Future), პროგნოზების პლატფორმა P2i, შექმნილი ახალი მონაცემების ნაკადებისთვის, Dunami_ “ფეისბუკში”, “ტვიტერსა” და “ინსტაგრამში” პრინციპებსა და გავლენის ცენტრების მაკონტროლებელი, მოსახლეობის მასების გადაადგილების მონიტორინგი.

ამ პროექტების შედეგები დამაკმაყოფილებელი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ცსს აფინანსებდა. სოციალური კონფლიქტების, არასტაბილურობისა და ტერორისტული თავდასხმების პროგნოზირების შესაძლებლობა იყო 3-5 დღე, რაც შეიძლება აკმაყოფილებდეს რიგით ობივატელს, რომელსაც სურს, შაბათკვირას პიკნიკი მოიწვიოს და აინტერესებს, როგორი ამინდი იქნება დასვენების დღეებში. მსოფლიო პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ სოციალური კონფლიქტებისა და პროტესტების პროგნოზირების ჰორიზონტი რამდენიმე კვირა უნდა იყოს, სამხედრო მოქმედებების _ არანაკლებ ნახევარი წლისა.

აშშ-ის გამაფრთხილებელი დაზვერვის მიღწევებად მიიჩნევა 2012 წლის შემდეგი პროგნოზები: მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში საპროტესტო მოძრაობის წარმოქმნა; პარაგვაის პრეზიდენტ ფერნანდო ლუგოს იმპიჩმენტის გარშემო პროტესტების სერიების დაწყება. ეს პროგნოზები ეკუთვნის Virginia Tech-ის ექსპერტებს, მაგრამ მეცნიერთა ეს ჯგუფი პროგნოზირების კი არა, პროექტ EMBERS-ის (“მბჟუტავი ნაკვერჩხლები”) ჩარჩოში სოციალური პროტესტების ორგანიზებითაა დაკავებული, ე.ი., ეს იყო არა საპროგნოზო, არამედ საპროექტო მოღვაწეობა, გამოდის, რომ IARPA-სა და ცსს-ს პროგნოზისტების გუნდს სატრაბახო არაფერი აქვთ.

ძალიან ცუდი იყო პროგნოზების სიზუსტე. ინტელექტუალთა გუნდმა ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის პროფესორ ფილიპ ტეტლოკის ხელმძღვანელობით დიდი ძლისხმევის შედეგად შეძლო პროგნოზირებისას შეცდომების საშუალო რაოდენობის 48-დან 39 პროცენტამდე შემცირება. შეგახსენებთ, რომ მონეტის აგდებით პროგნოზირებისას შეცდომის ალბათობა 50 პროცენტია, რაც ცოტა უარესია, მაგრამ გაცილებით იაფი ჯდება.

და აი 2018 წელს დაიწყო პროექტ SWARM-ის მორიგი ეტაპი სახელწოდებით HUNT CHALLENGE 2020. ამ ეტაპის მიზანი არის შეფასების მცდელობა, რამდენად ძლიერია “ფეისბუკის” არაპროფესიონალი მოხალისეების მეშვეობით მოგროვებული “ბრბოს სიბრძნე” აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დაზვერვების პროფესიონალი ანალიტიკოსების მიერ შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით.

შეჯიბრების მონაწილეებს უნდა შეესრულებინათ 4 ამოცანა გეოლოკაციის, აზროვნების მოქნილობის, სადაზვერვო ანგარიშებში სუსტი ადგილების გამოვლენისა და მეკობრეების აქტიურობის პროგნოზირების მიმართულებით.

“ფეისბუკის” მეშვეობით შეკრებილი მოხალისეები შესანიშნავად გაუმკლავდნენ დასახულ ამოცანებს და პროფესიონალ მზვერავებზე უკეთესი შედეგები აჩვენეს. ამ მოულოდნელი შედეგების მიზეზი, როგორც პროექტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, იყო ის, რომ მოხალისეები ერთმანეთს გამუდმებით უზიარებდნენ მოსაზრებებს და ამოცანებს კოლექტიურად წყვეტდნენ. თითოეული პროფესიონალი მზვერავი კი, ოფიციალური ვერსიის მიხედვით, მხოლოდ საკუთარ თავს ენდობოდა და ამის გამო მათ გამოცდა წარმატებით ვერ ჩააბარეს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ HUNT CHALLENGE 2020-ის მიზანი იყო სოციალური ქსელიდან არჩეული მოხალისეების გამოცდა, როგორ შეუძლიათ მათ მოვლენებისა და საფრთხეების პროგნოზირება. ამ შემთხვევაში IARPA- და ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გამოსცადეს შესაძლებლობებიფეისბუკის”, გიგანტური სოციალური ქსელისა, რომლის მომხმარებელთა რაოდენობა 2,5 მილიარდს აღწევს.

ტესტის წარმატებით ჩატარების შემდეგ კომპანია “ფეისბუკმა” გადაწყვიტა, თავისი “მშობელი” აშშ-ის დაზვერვა გაეთავისუფლებინა მომავლის პროგნოზირების ხარჯებისგან. ეს ხარჯები თავის თავზე დაიკისრა და შექმნა პლატფორმა Facebook Forecast-ი. ეს არის მობილურის დანართი იმ პირების კოორდინაციისთვის, რომლებიც პროგნოზს ინდივიდუალურად აკეთებენ.

პლატფორმა Facebook Forecast-ის ამოცანა არის არა მხოლოდ პროგნოზების გენერაცია, არამედ “სუპერპროგნოზისტის” გამოვლენაც.

“Forecast-ის წყალობით “ფეისბუკს” ამიერიდან ექნება საკმაოდ სანდო გამოკითხვები, რომლებსაც ის მიჰყიდის ნებისმიერ ორგანიზაციას _ პოლიტიკურ ჯგუფებს, სარეკლამო კომპანიებსა და ფინანსურ სპეკულანტებს”, _ ამბობენ ექსპერტები, ხოლო აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გაუჩნდათ შესაძლებლობა, ისე, რომ ყურადღება არ მიიპყრონ, “ფეისბუკის” საფარქვეშ შეაგროვონ კონფიდენციალური ინფორმაციები და დააპროექტონ მომავალი, ეს სამუშაოები კი ობიექტურ პროგნოზებად გამოაცხადონ.

Vpoanalytics.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here