მთავარი პოლიტიკა “ფეიკ ნიუსი” _ უსინდისობა თუ ტყუილი პოლიტიკურ იარაღად მედიის ბობოლათა ხელში

“ფეიკ ნიუსი” _ უსინდისობა თუ ტყუილი პოლიტიკურ იარაღად მედიის ბობოლათა ხელში

786
გააზიარეთ
ფეიკ ნიუსი

მას შემდეგ, რაც დასავლეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში ინიცირებულიფერადი რევოლუციებიკრახით დასრულდა და ნეოლიბერალების მიერ აღთქმულიისტორიის დასასრულიარ დადგება, დასავლეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, რომელიც, ძირითადად, იმავე ნეოლიბერალებისგან შედგება, ისტერიკის ნიშნები დაეტყო. მათი წარუმატებლობების მიზეზი მითურირუსული პროპაგანდადა ხალხის არასწორი ინფორმირება ყოფილა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნეოლიბერალურმა ელიტამ ამერიკის სახელმწიფოებრიობა არარაობად გამოაცხადა.

დიახ, არარაობა უნდა ეწოდოს სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევა და ამ არჩევნების შედეგის განსაზღვრა სანქციებდადებულ რუსეთს შეძლებია, თანაც “ფეისბუკში” შექმნილი ყალბი პროფილების მეშვეობით. ნეოლიბერალებმა ვერ აიტანეს ამერიკელი ხალხის მიერ გამოხატული ნება, რომელმაც პრეზიდენტად აირჩია ანტიგლობალისტი, ამერიკის ტრადიციულ ინტერესებზე ორიენტირებული დონალდ ტრამპი. ის, თავის მხრივ, ამერიკის მასმედიას ადანაშაულებდა და ადანაშაულებს ყალბი ინფორმაციების _ “ფეიკ ნიუსების” გავრცელებაში. პრეზიდენტი იძულებულია, ნეოლიბერალ გლობალისტებს ბევრი რამ დაუთმოს საგარეო პოლიტიკის სფეროში, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება, რათა ყურადღების მობილიზება მოახდინოს ძირითად საკითხზე _ შეერთებული შტატების საშუალო ფენის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის კიდეც. მაგრამ “ფეიკ ნიუსების” თემა ამერიკაში მაინც წინა პლანზე რჩება და პრობლემა არ გამქრალა. საგარეო პრობლემების მოუგვარებლობა ტრამპს, ადრე თუ გვიან, წინ დაუდგება.

სულერთია, რომელი მხარის პოზიციას გავიზიარებთ ან, საერთოდ, ნეიტრალური დავრჩებით, მაგრამ აშკარაა, რომ გინდ ნეოლიბერალთა “ფეიკ ნიუსებზე”, გინდ რუსეთის “პროპაგანდასა” და “ჰიბრიდულ ომზე” იყოს საუბარი, მოცემულ კონტექსტში ცენტრალური ადგილი უკავია დეზინფორმაციას, სიცრუეს. მიუხედავად იმისა, რომ “ტყუილს მოკლე ფეხი აქვს”, იგი პოლიტიკაში ეფექტიან იარაღად რჩება, თუნდაც მოკლევადიანი ეფექტით. ასეთი “მოკლეფეხიანი” სიცრუე, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ გათვითცნობიერებულ ადამიანს მისი არ დაუჯერებია, მაინც ეფექტიანად გამოიყენეს ამერიკელებმა ერაყში შეჭრის საბაბად _ თითქოს სადამ ჰუსეინი ქიმიური იარაღის არსენალს ფლობდა და მის გამოყენებას აპირებდა. უფრო ადრე მიწასთან გაასწორეს იუგოსლავია და სერბეთი, ვითომ ალბანელი ეთნოსისთვის გენოციდის მოწყობის გამო, რაც კიდევ უფრო დიდი ტყუილი იყო და ა.შ. სიმართლის გამოაშკარავების შემდგომ სიცრუის გამავრცელებლებს პასუხი არავინ (ვერავინ) მოსთხოვა _ პოლიტიკაში, მით უმეტეს, საერთაშორისო პოლიტიკაში, ასეთი რამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება. მით უფრო აქტუალურია სიცრუის, დეზინფორმაციისა და ტყუილის გავრცელების შეზღუდვა შიდაპოლიტიკურ ვითარებაში, სამართლებრივ სახელმწიფოში, როდესაც საქმე ეხება ცალკეული პიროვნებების, მოქალაქეების ან მოქალაქეთა ჯგუფების ღირსებას, რეპუტაციას, საზოგადოებრივ მდგომარეობას. თუკი სახელმწიფოები ხდება სიცრუის მსხვერპლნი, ეს გარემოება გაცილებით დიდი საფრთხის შემცველია ცალკეული პიროვნებებისთვის. მასმედიას, მათ შორის, სოციალურ ქსელებს, დიდი სარეპუტაციო ზიანის მიყენება შეუძლია, რომლის გამოსწორება არ არის იოლი, ამიტომ სიცრუე-დეზინფორმაციის გავრცელება, განსხვავებით ამერიკის ხელისუფლებისგან, რომელსაც ვერავინ დასჯიდა ტყუილების საფუძველზე ერაყში ან სხვა ქვეყნებში შეჭრის გამო, ქვეყნის შიგნით კანონით უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს.

ცილისწამება _ აი იარაღი, რომელსაც საქართველოში არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ხშირად მიმართავენ მათთვის არასასურველი ოპონენტის ან თუნდაც არაოპონენტის დისკრედიტაციისთვის. ტელევიზიით გასული დაკვეთილი, დესტრუქციული სიუჟეტები ან გაზეთებსა თუ ინტერნეტსააგენტოების მიერ გავრცელებული ასეთივე ტიპის მასალები იდება სოციალურ ქსელებში და მათ “განხილვაში” ე. წ. ჩვეულებრივი ადამიანებიც მონაწილეობენ. მიდის ლანძღვა-გინება, ნერვების აშლა, ბოღმის ნთხევა… ჩვენი უმუშევრი საზოგადოება, მათ შორის ისინი, ვინც თითქოს დასაქმებულია, მაგრამ საქმე მაინც არ აქვს, პირდაპირ იხრჩობა ამ ბოღმაში, ლანძღვაგინებასა და პოლიტიკურგარჩევებში”. არ არსებობს არანაირი ზღვარი იმისა, ვინ რას იტყვის, დაწერს, გამოაქვეყნებსასეთ ვითარებაში სიმართლეს უჭირს გზის გაკვალვა. ამგვარი დესტრუქციული საინფორმაციო გარემო არა მხოლოდ ირიბად და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას, არამედ უშუალოდ ზემოქმედებს სრულიად ერზე, სახელმწიფოს განვითარების ტემპსა და შორეულ პერსპექტივაზე. რა უნდა შექმნას სამსახურში ადამიანმა, რომელიც წინა საღამოს ტელევიზიით, ინტერნეტითა თუ პრესით უზარმაზარი მასშტაბის ინტოქსიკაციას მიიღებს? ვიღაც სუბიექტი დაწერს “ფეისბუკზე” რაღაც მონაჩმახს და აიტაცებს მასმედია, სამსახურში მიმავალი ადამიანი კი სისხამ დილით უკვე რადიოთი უსმენს ამ ყველაფერს… შეიძლება, შემომედავონ _ ასეთია დემოკრატია და სხვა ქვეყნებშიც ასეაო. არ არის ეს მთლად მართალი, ბატონებო! განვითარებულ ქვეყნებში არის გარკვეული საკანონმდებლო შეზღუდვები, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ კულტურასა და ადამიანების შინაგან კულტურაზე. ისეთი უპასუხისმგებლობა, როგორც საქართველოში ბატონობს ამ თვალსაზრისით, ძნელი საპოვნელია მსოფლიოს მასშტაბით მახსოვს, 2000-იანი წლების დასაწყისში, “ვარდების რევოლუციამდე” კარგა ხნით ადრე, როდესაც მასმედიის დაახლოებით 90 პროცენტი სააკაშვილს განადიდებდა, მის წინააღმდეგ კი ჭირდა სტატიის გამოქვეყნება, სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღეს ცილისწამების მუხლი. ეს მოხდადასავლელი მეგობრებისმითითებითა და ჩარევით, თითქოს მეტი დემოკრატიულობის თვალსაზრისით, რათა სახელმწიფოს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, ჟურნალისტის თავისუფლება შეეზღუდა და შედავებოდა მას ცილისწამების მომიზეზებით. რეალურად კი ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ სააკაშვილის მეხოტბე მასმედიას ხელფეხი გახსნოდა, დაუსჯელად გადმოეღვარა სიბინძურე და მისცემოდა ნებისმიერი ოპონენტის დისკრედიტაციის საშუალება. უკვე მზადდებოდა “ვარდების რევოლუცია”, სააკაშვილი გაიყვანეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ და მომავალ პრეზიდენტად ამზადებდნენ. “რუსთავი 2” ავრცელებდა დეზინფორმაციას შევარდნაძის გარემოცვის იმ ნაწილზე, რომელიც ე.წ. ჟვანია-სააკაშვილის გუნდს უპირისპირდებოდა. ამ მხრივ გამოირჩეოდა აკაკი გოგიჩაიშვილი თავისი გადაცემით “60 წუთი”. პრესაში შეტევა მიიტანეს უშიშროების საბჭოს მდივან ნუგზარ საჯაიაზე, რითაც დამაჯერებელი გახადეს მისი სიკვდილის მიზეზი, როგორც თვითმკვლელობა (რომელიც სინამდვილეში მკვლელობას უფრო ჰგავდა). ასე და ამრიგად, დაუსჯელობის სინდრომი დამკვიდრდა ქართულ მასმედიაში და იგი დღემდე გრძელდება. შეუძლებელია, მასმედიის რომელიმე საშუალება სასამართლოს ძალით დასაჯოს რიგითმა მოქალაქემ მაშინ, როდესაც ცილისწამების გამო მასმედიას პასუხს ვერ სთხოვენ პარლამენტარები, ბანკირები და ა. შ. ამ შემთხვევაში, მასმედიას მიეკუთვნება სოციალური ქსელები და მათი მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციაც. ფორმალურად, შესაძლებელია სასამართლოში გასაჩივრდეს მასმედიაში გასული რეპორტაჟი, მაგრამ არა ცილისწამებისა და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით. ადმინისტრაციული სანქციები სიმბოლურ ხასიათს ატარებს. თუკი სასამართლო მასმედიას ბოდიშის მოხდას დაავალდებულებს, ეს გამოცემა ფორმალურ ბოდიშს უარეს შეურაცხყოფასა და ცილისწამებას მოაყოლებს, ანუ მასმედიის სახით ჩვენ გვაქვს მახინჯი მონსტრი, რომელიც შანტაჟისა და კორუფციის საუკეთესო საშუალებაა და ეს, ფაქტობრივად, ლეგალიზებულია.

მხოლოდ ახლა გააქტიურდა ხელისუფლების ნაწილი ამ კუთხით და პრეზიდენტმა წამოჭრა ცილისწამების შესახებ კანონის არსებობის აუცილებლობის საკითხი. მას აჰყვა ბატონი “ჩიჩილაკიც”, მაგრამ უფრო ადრე ეს თემა მასმედიის რამდენიმე წარმომადგენელმა, კერძოდ, “საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტებმა, გაახმაურეს ბიძინა ივანიშვილისადმი მიწერილ ღია წერილში, რომელიც მისდამი შეკითხვებს შეიცავს (იხ. გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” #40, 2018წ.). ვეთანხმებისაქართველო და მსოფლიოსინიციატივას, შეიქმნას მყარი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მიმართული იქნება სიცრუის, დეზინფორმაციისა და ცილისწამების თავიდან აცილებისა და დასჯისკენ. არავის და მით უფრო, ჟურნალისტებს არ სურთ ცენზურის ამა თუ იმ ფორმით შემოღება, მაგრამ საჭიროა ელემენტარული მორალური ნორმების დაცვა. ვინაიდან ეს კანონის გარეშე არ გამოდის დაჟურნალისტური ეთიკის ქარტიააშკარად არასაკმარისი ავტორიტეტია ჟურნალისტების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის, მისაღებია კანონი ან კანონები. პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკუთარ თავზე გამოსცადა, რა არის ცილისწამება, ჭორებისა და სიბინძურის გავრცელება. ამას, სხვათა შორის, დიდი ხანია, ვიტანთ “პრორუსად” მონათლული პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სხვა პროფესიების წარმომადგენელი რიგითი ადამიანები… ახლა ხელისუფლებაც, როგორც ჩანს, შეწუხდა ამ პრობლემით და მოცემულ კონკრეტულ საკითხში იგი ჩვენს სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.

გულბაათ რცხილაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here