მთავარი სპორტი ფედერერის ერა გრძელდება

ფედერერის ერა გრძელდება

746
გააზიარეთ
როჯერ ფედერერი

23 ნოემბერს შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და გერმანელმა ალექსანდრე ზვერევმა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ლათინურამერიკული ტურნეს მესამე საჩვენებელი მატჩი გამართეს. შეხვედრა, რომელსაცუდიდესი მატჩიუწოდეს, კორიდისთვის განკუთვნილ მსოფლიოში უდიდეს არენაპლასა მექსიკოზეგაიმართა, მას 42517 ადამიანი დაესწრო. ამდენი მაყურებელი არასოდეს ჰყოლია საჩოგბურთო მატჩს. წინა რეკორდი კი ეკუთვნით კიმ კლაისტერსსა და სერენა უილიამს, რომელთა შეხვედრაც 2010 წელს ბრიუსელში გაიმართა და მას 35681 ადამიანი დაესწრო. მეხიკოში გამართული მატჩის ბილეთი საშუალოდ 25 დოლარი ღირდა, ყველაზე ძვირი _ 500 დოლარი. ეს მატჩი ისევე, როგორც წინა ორი, დაძაბულად წარიმართა და ფედერერის გამარჯვებით დასრულდა _ 3:6, 6:4, 6:2. გავრცელებული ინფორმაციით, ფედერერი თითოეულ მატჩში 2 მლნ დოლარს მიიღებს

როჯერ ფედერერი დაიბადა 1981 წლის 8 აგვისტოს ბაზელში. თავისი პირველი მატჩი დიდი სლემის (Grand Slam) ტურნირებზე 20 წლის წინათ, 1999 წელს ითამაშა საფრანგეთის ღია პირველობაზე. მას შემდეგ მან იმდენი რეკორდი დაამყარა, რომ მართებულად ითვლება ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ჩოგბურთის ისტორიაში. მაგრამ ფედერერის ფენომენი მხოლოდ რეკორდებში არ არის. ნიჭმა, შეუპოვარმა შრომამ და, უბრალოდ, ბედმა ფედერერი XXI საუკუნის პროფესიონალი სპორტსმენის ეტალონად აქცია.

ვინ უნდა ჩაითვალოს ჩოგბურთის ისტორიაში უდიდეს ჩემპიონად? პასუხი დიდად არის დამოკიდებული კრიტერიუმზე, რომლითაც უნდა შეფასდეს ამა თუ იმ მოთამაშის წარმატების მასშტაბი. მოპოვება დიდი სლემისა _ წელიწადში ოთხ ღია პირველობაში (ავსტრალიის, საფრანგეთის, უიმბლდონის, აშშ-ის) გამარჯვება _ ბევრს არ ხელეწიფება. ამ ამოცანის გადაჭრა შეძლეს ამერიკელმა დონ ბაჯმა 1938 წელს და ავსტრალიელმა ცოცხალმა ლეგენდამ როდ ლეივერმა _ 1962 და 1969 წლებში, მაგრამ ნიშნავს კი ეს, რომ ლეივერი დღესაც საუკეთესოა ან შეიძლება 50 წლის წინანდელი ჩოგბურთის შედარება დღევანდელთან, რომელიც ჩოგბურთელებისთვის უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ინვენტარით უძლიერესი დარტყმებითა და კოსმოსური სიჩქარეებით გამოირჩევა?

პროფესიონალურ ტურნირებზე მოპოვებული გამარჯვების რაოდენობის მიხედვით, კვლავინდებურად ლიდერობს ამერიკელი ჯიმი კონორსი, მაგრამ მან 109 ტიტულიდან უმრავლესობა 1970-იან წლებში მოიპოვა, როდესაც ჩოგბურთში კონკურენცია გაცილებით ნაკლები იყო. შეჯიბრებებს შორის პერიოდებში თავის დროზე მსოფლიო რეიტინგის ლიდერები: რუმინელი ილიე ნასტასე, შვედი ბიორნ ბორგი, ამერიკელი ჯიმი კონორსი და მისი თანამემამულე ჯონ მაკინროი თავს უფლებას აძლევდნენ, ცხოვრების ყველა სიამით დამტკბარიყვნენ. მათთან შედარებით თანამედროვე ვარსკვლავები _ შვეიცარელი როჯერ ფედერერი, ესპანელი რაფაელ ნიდალი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ტურნირებს შორის პერიოდებში ძალების აღსადგენად სპეციალისტებს მიმართავენ.

ფედერერის ბავშვობისა და სიჭაბუკის წლებში შვეიცარია საჩოგბურთო ქვეყნად არ ითვლებოდა, მაგრამ იქ მოქმედებდა ახალგაზრდა ჩოგბურთელების მომზადების ეროვნული პროგრამა და შვეიცარიას ჰყავდა ბარსელონის ოლიმპიადის ჩემპიონი მარკ ბროსე, თუმცა როჯერის კერპები იყვნენ პიტ სამპრასი, ბორის ბეკერი და სტეფან ედბერგი…

ფედერერის ოჯახი
ფედერერის ოჯახი

ჩოგბურთში ვარჯიში როჯერ ფედერერს მშობლებმა დააწყებინეს, რომლებმაც 8 წლის ბიჭი ჩეხ სპეციალისტ ადოლფ კაჩოვსკის მიუყვანეს. “მეცადინეობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ როჯერისგან დიდი ჩოგბურთელი დადგებოდა”, _ განაცხადა მოგვიანებით კაჩოვსკიმ. ყველაზე დიდი გავლენა როჯერზე ავსტრალიელმა მწვრთნელმა პიტერ კარტერმა იქონია, რომელიც შვეიცარიაში, კლუბ Old Boys-ში ბავშვებს წვრთნიდა. 2002 წელს ავტოავარიაში პიტერ კარტერის დაღუპვა დიდი დარტყმა იყო როჯერისთვის. მანამდე კი მათ ერთად რამდენიმე წარმატებას მიაღწიეს. მათ შორის იყო 1998 წლის უიმბლდონის ახალგაზრდულ ტურნირში გამარჯვება, რომელშიც როჯერმა ჩვენი თანამემამულე ირაკლი ლაბაძე დაამარცხა.

ჩოგნით ბურთის სწორად შეხება _ ეს არის უნარი, რომელიც გარკვეული ხარისხით აქვს დიდ ჩოგბურთელებს, მაგრამ ბუნებამ ამ უნარით გულუხვად დააჯილდოვა ფედერერი, რომელმაც კარიერის გარიჟრაჟზე, 2002 წელს დიუსელდორფის ტურნირზე პირდაპირ გაანადგურა ძლიერი მოწოდების მქონე რუსი მარატ საფინი, შემდეგ _ ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი და ამერიკელი ენდი როდიკი, რომლებიც იმხანად საჩოგბურთო ელიტის წევრები იყვნენ.

2004 წლის 1 თებერვალს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში საფინის დამარცხების შემდეგ როჯერი სარეიტინგო სიის სათავეში მოექცა და პირველ ადგილს 237 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა. ასეთი რამ ისტორიაში არავის გაუკეთებია. 2004-დან 2007 წლამდე პერიოდში ფედერერმა დიდი სლემის 12-დან 11 ტურნირი მოიგო. ეს იყო ფედერერის აბსოლუტური მონარქიის პერიოდი, თუმცა გრუნტის კორტებზე მას დიდ მეტოქეობას უწევდა ესპანელი რაფაელ ნადლი.

ყველა გამოჩენილ ჩოგბურთელს ჰყავს პრინციპული მეტოქე, რომელსაც ებრძვის თავისი კარიერის განმავლობაში. მაგალითად, შვედი ბიორნ ბორგისთვის ასეთები იყვნენ ამერიკელები ჯონ მაკინროი და ჯიმი კანორსი, გერმანელი ბორის ბეკერისთვის _ შვედი სტეფან ედბერგი, ამერიკელი პიტ სამპრასისთვის _ თანამემამულე ანდრე აგასი. ფედერერს კი კარიერის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა მეტოქე ჰყავდა, თუმცა ისტორიულია მისი დაპირისპირება რაფაელ ნადლთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან. სწორედ მათ აიძულეს, თავგამოდებით ეშრომა უნარების სრულყოფისა და ახალ-ახალი წარმატებების მიღწევისთვის. 2009 წელს მან, როგორც იქნა, მოიგო “როლან გაროსი” (საფრანგეთის ღია ჩემპიონატი), რომელშიც მხოლოდ მე-11 ცდის შემდეგ გაიმარჯვა და დაამხო პიტ სამპრასის რეკორდი დიდი სლემის ტურნირებში გამარჯვებების რაოდენობით. 2012 წელს კი მერვედ მოიგო უიმბლდონის ტურნირი და ამით ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

იყო პერიოდი, როცა ბევრი ფიქრობდა, რომ ფედერერი მალე წავიდოდა დიდი სპორტიდან. 2013 წელს, პირველად 10 წლის განმავლობაში, მან ვერ მიაღწია დიდი სლემის ტურნირების ფინალამდე. სამაგიეროდ, 34 წელი ისე შეუსრულდა, ტრავმა არ მიუღია. მძიმე ტრავმა მიიღო მხოლოდ 2016 წელს, როცა აბაზანაში თავის ტყუპ ქალიშვილებს აბანავებდა. როგორც როჯერი მოგვიანებით იხსენებდა, “უბრალო მოძრაობა გააგეთა, როცა მუხლში რაღაცამ გაიტკაცუნა”. და უცებ მიხვდა, რომ მენისკი დაიზიანა. შემდგომი თვეების განმავლობაში როჯერი თავისი აჩრდილი იყო, მაგრამ 2017 წელს მაინც შეძლო ჯერ უიმბლდონის, შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის მოგება და ეს 37 წლისამ გააკეთა. ეს იყო დიდი სლემის ტურნირებში მისი მე-20 გამარჯვება. იმავე წლის მატჩში ფედერერმა დუბაიში მოიგო თავისი მე-100 ტურნირი, შემდეგ მაიამიში _ 101-ე. ამჟამად მის ანგარიშზე ATP-ს 103 ტურნირში გამარჯვებაა.

კორიდის არენა მეხიკოში, სადაც გაიმართა მატჩი ფედერერსა და ზვერევს შორის
კორიდის არენა მეხიკოში, სადაც გაიმართა მატჩი ფედერერსა და ზვერევს შორის

როჯერ ფედერერი შეიძლება შევადაროთ სახელგანთქმულ ნორვეგიელ ბიატლონისტ ულე-ეინარ ბიორნდლენს, რომელმაც თავისი ბოლო მსოფლიოს თასი 41 წლისამ მოიგო. ახალი სტიმულის მოძებნა, როცა გეჩვენება, რომ ყველაფერი გავლილია, მხოლოდ დიდ პიროვნებებს შეუძლიათ. ამ თვალსაზრისით ამ ორი სახელგანთქმული სპორტსმენის კარიერას შეიძლება იდეალური ვუწოდოთ, თუმცა მათგან ერთ-ერთის კარიერა კვლავ გრძელდება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here