Home რუბრიკები პოლიტიკა უხუცესი ახალგაზრდა რობესპიერ-მშვილდაძე და მისი “არაპოლიტიკური” ვნებანი

უხუცესი ახალგაზრდა რობესპიერ-მშვილდაძე და მისი “არაპოლიტიკური” ვნებანი

3541
მშვილდაძე

აგვისტოსექტემბრის მოვლენებმა საქართველოს კიდევ ერთი ცრურობესპიერიაჩუქა მიშა მშვილდაძის სახით. ეს კაცი, ჯერ იყო და, აგვისტოს დასაწყისში პირდაპირ ვლადიმერ პუტინს დაეტაკა და სულდავაი ტანკ ნაზად, ბიჭო!” _ უძახა; მერე კი, როგორ ჩანს, მაინცშეეცოდა” “გულგახეთქილიპუტინი და თავის კომერციულ საქმეებს მიუბრუნდა ცოტა ხნით. კერძოდ, დაიწყო ახალი ტელევიზიის ჩამოყალიბება, რომელსაც 2008 წლის ომის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დანაციონალური მოძრაობის” “მოლარედავით კეზერაშვილი აფინანსებს.

აი, ასეთი “აპოლიტიკურები”, “მიუკერძოებლები” და “რობესპიერები” მოედვნენ დღეს ქართულ “რევოლუციურ ფრონტს” და მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებენ კიდეც ახალგაზრდა თაობის გარკვეული ნაწილის დაშტერება-”დაბოლებას”.

ვიდრე ამ სტატიის ძირითად თემას მივუბრუნდებოდე, მინდა, აუცილებლად აღვნიშნო კიდევ ერთი ახალი “ნარატივი” თუ “ტრენდი”, რომლის დამკვიდრებასაც გულმოდგინედ ცდილობს “ლიბერასტებთან” ჩახუტებული ე.წ. ოპოზიციური სპექტრი, აგრეთვე, არასამთავრობო სექტორი _ თითქოს, მათ მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე დადის ქართველი ახალგაზრდობა, ხოლო სხვების, დავუშვათ, “პატრიოტთა ალიანსის”, მიერ ორგანიზებულ აქციებში მხოლოდ ხნიერი და პენსიონერი ადამიანები მონაწილეობენ.

აღარ გავიმეორებ იმ დამამცირებელ ტერმინებს, რომლებითაც სოციალურ ქსელებში ნაცების ტროლები ამერიკის საელჩოსთან ამას წინათ შეკრებილ ადამიანებს “ამკობდნენ”და როგორი იერიში მიჰქონდათ მათზე ბოტების საშუალებით.

მაგრამ იქნებ ვინმემ მიპასუხოს კითხვებზე: ჯერ ერთი _ რატომ ლაპარაკობს პარლამენტის წინ შეკრებილი 200-ოდეშვიშტოკიანისულელიმთელი ქართველი ახალგაზრდობისსახელით? მეორეც _ ამერიკის საელჩოსთან მისული ადამიანები, კადრებშიც ნათლად ჩანს, რომ არიან ძირითადად 30-დან 50 წლამდე და იქნებ ვინმემ ამიხსნათ, ეს წლოვანება საქართველოში რატომ ითვლებაგადაბერებადდაგადახჩუებად”?

საქმე ის არის, რომ ნაცები და მათი მიმდევრები არიან მიშას ნარატივში ჩარჩენილი დემაგოგები. სწორედ იმ ნარატივში, რომლის საზოგადოებისთვის თავს მოხვევის შემდეგ ნაცების ბელადმა 2004 წელს სრულიად გაუფრთხილებლად და კორუფციის შეთითხნილი კოლექტიური ბრალდებით ერთბაშად გაყარა სამსახურებიდან თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი, ხოლო მათ ადგილზე ნაცაქტივისტი გოგო-ბიჭები წამოასკუპა.

იმხანად სამსახურებიდან გაყრილ ადამიანებს ზუსტად ასევე უწოდებდნენ “გადაბერებულებს”, “გადახჩუებულებს”, “გადაყრუებულებს”. არადა, ეს ადამიანები 40-45 წლისანი იყვნენ…

და, რაც მთავარია, თუნდაც იყოს ასე, რომ ნაცების (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის) აქციებზე მართლაც ახალგაზრდები იდგნენ, ხოლო სხვა აქციებზე _ 40-50 წლის ადამიანები, როგორ ფიქრობთ, ქვეყნის ბედის გადაწყვეტა 15-16 წლის მოფშვიტინე ღლაპებს უფრო უნდა მივანდოთ თუ საზოგადოების გამოცდილ, მოწიფულ და ჭკუადამჯდარ ნაწილს? ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში ისტორიულად ერისთვის საჭირბოროტო გადაწყვეტილებებსუხუცესთა საბჭოებიიღებდნენ და არა აცანცარებული ბავშვები.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს სპეციალურად შექმნილი სენატები და იქ მოსახვედრად ასაკი მკაცრად არის განსაზღვრული. მაგალითად, ჩეხეთსა და იტალიაში სენატის ზედა პალატაში მხოლოდ 40 წელს გადაცილებული ადამიანები ხვდებიან; პოლონეთში ასეთი ზღვარი 30 წელია; იაპონიის მრჩეველთა პალატაში ადამიანები 30 წლის ზემოთ ხვდებიან; ასევეა კანადაში და ა.შ.

ეს სწორედ იმიტომ კეთდება, რომ პარლამენტებში, სადაც გაცილებით დიდი თავისუფლებაა და ასაკობრივი ზღვარიც 21 ან 25 წელია ძირითადად, ვინმემ რამე რომ მიჰქაროს, შედარებით ასაკოვანმა და ჭკუადამჯდარმა სენატორებმა და მრჩევლებმა მათი მიქარულის რევიზია მოახდინონ.

კიდევ ერთი საინტერესო კითხვაც მაქვს, რომელიც უფრო ბოლოსთვის შემოვინახე. გთხოვთ მიპასუხოთ: რომელია მაგ აქციების ორგანიზატორთაგან ახალგაზრდა და ნორჩი _ გიგა მაქარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი თუ მიშა მშვილდაძე? პირველი ორი 35 წელს არის გადაცილებული, მიშა მშვილდაძე ჩემზე 1 წლით უფროსია, ხოლო მე უკვე 43 წლის გახლავარ…

თუმცა მშვილდაძე-რობესპიერი რისი რობესპიერი იქნებოდა, აქაც რომ გამოსავალი არ ენახა? “მე ვარ ამ აქციების უხუცესი ახალგაზრდა ორგანიზატორი!” _ დასჭექა მან 20 სექტემბრის “დასკვნით” მიტინგზე და გული აუჩუყა იქ შეკრებილ პირდაფჩენილ საზოგადოებას.

ეს წერილი სწორედ მიშა მშვილდაძის “ომახიანობაზე” საუბრით დავიწყეთ და მოდი, მასვე მივყვეთ _ აქციების საწყის ფაზაში, პუტინის დაზაფვრისა და შეშინების შემდგომ, როგორც ჩანს, მშვილდაძე გულჩვილობის ხასიათზე დადგა და რამდენიმეწუთიანი პატრიოტული ბღავილის შემდეგ ხალხს უკვე ზუგდიდის ერთერთი სკოლის გარდაცვლილ დირექტორზე დაუწყო საუბარი. “მისი სკოლა შეამოწმეს. მას გულმა ვერ გაუძლო და გაუსკდა! რატომ გაუსკდა მას გული? იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა იმედი საზოგადოების მხარდაჭერისა”, _ შეეცადა ხალხის აცრემლებას მიხეილ რობესპიერი

ტრაგედია, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, მაგრამ მინდა, მიშა მშვილდაძეს ვკითხო: სენტიმენტალურო და რიხიანო მიხეილ რობესპიერო, შენმა ბელადმა მიშამ 2004 წელს ქუჩებში რომ გაყარა 250 ათასამდე ადამიანი ერთ დღეში და ოჯახები მშიერი დაუტოვა, იმ ადამიანებიდან რამდენს ვერ გაუძლო გულმა და გაუსკდა, გიკითხავს ოდესმე?

აჰ, თუმცა, როგორ არ გიკითხავს. მახსოვს, გვქონდა მე და შენ მაშინ ამაზე საუბარი და ამბობდი, არაპროფესიონალები, დაბერებულები, გადახჩუებულები და გასაყრელები იყვნენ და გაყარესო. ახლა შენ თავად ხარ მათი ხნის, ანუ “გადახჩუებული” და კაცურად, რა გაბღავლებს მანდ?! დაუთმე ახალგაზრდებს ასპარეზი და წადი, ქანქარა სავარძელს მიაშურე, მუხლებზე კუბოკრული პლედი გადაიფარე და მემუარები წერე, შე ბებერო ხრონცო, შენა!

რა თქმა უნდა, ია კერზაიას ამბავი ტრაგედიაა, მაგრამ ფაქტია, რომ გულის მძიმე დაავადების მქონე დირექტორის გარდაცვალება დაემთხვა მისი სკოლის შემოწმებას. არ არსებობს არავითარი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ია კერზაია ვინმემ ან დააშინა, ან ოჯახის წევრების განადგურებით დაემუქრა, ან რამე მსგავსი. ხოლო სკოლების, საბავშვო ბაღებისა თუ სხვა დაწესებულებების შემოწმებას ვერავინ გააუქმებს იმის შიშით, ემანდ ვინმეს გულის დაავადება არ აღმოაჩნდეს ან წნევამ არ აუწიოსო. მით უფრო, რომ ეს ერთეული შემთხვევა იყო “ოცნების” ხელისუფლების პირობებში.

ხოლო ნაცების მიერ სამსახურებიდან პირდაპირ ქუჩაშიუპრაგონოდგაყრილი ადამიანებიდან რამდენს გაუსკდა გული და რამდენი გადაიყოლა ამ ამბავმა, ზუსტად არავინ იცის. ჩემ გარშემო რამდენიმე ათეული ასეთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო. ცალკე თემაა კიდევ ის, როდესაც სკოლებისა თუ ბაღების დირექტორებად თავიანთიშნირებისდანიშვნა სურდათ, რამდენ დირექტორს დაემუქრნენ ოჯახის წევრების წამებით და დაატოვებინეს თანამდებობა. სხვათა შორის, ეს ნაცების პერიოდში, მხოლოდ სკოლებში კი არა, სხვა დაწესებულებებშიც ხდებოდა. ნაცების პერიოდში, ერთი კი არა, ასობითია კერზაიაგვყავდა ქვეყანაში და სად იყო მაშინ რობესპიერმშვილდაძე, რატომ არ უჩუყდებოდა გული?

სხვათა შორის, ია კერზაიას სკოლა, უბრალოდ, შეამოწმეს, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც 2004 წელს სამსახურებიდან განუკითხავად გაყარეს, სამსახურებში სასამართლოს გზით დაბრუნების საშუალებაც არ ჰქონდათ, რადგან სასამართლოში სარჩელის შეტანა მათი ოჯახის წევრებისთვის ნარკოტიკების ჩადებას, სხვადასხვა ბრალდებით ციხეში მოხვედრასა და არაადამიანურ წამებას ნიშნავდა…

საზოგადოდ, რა გინდა ილაპარაკო, როდესაც მშვილდაძისნაირებისთვის ადამიანის სიცოცხლეც მაშინ არის ფასეული, როცა მათ ეს ხელს აძლევთ, და დემოკრატიული ღირებულებებიც მაშინ ნიშნავს რამეს, თუ ეს მათთვის მოიტანს ხეირს.

მაგალითად, უკვე ინტენსიურად დაიწყეს იმ აზრის ტირაჟირება, რომ რაოდენობა არაფერს არ ნიშნავს”, “არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი დგას აქციაზედა აქეთ დასცინიან ბიძინა ივანიშვილს _ “თავებად დაგვითვალაო”.

არადა, თავის დროზე სწორედ ეს ადამიანები, როდესაც ქუჩაში 300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოსული, ამბობდნენ: “300 ათასი კაცი არ არის მთელი ქართველი საზოგადოება!” ახლა კი რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონია და რამდენიმე ასეული “დაფშტვენილის” მოთხოვნით უნდა გადადგნენ თურმე მინისტრები და შეიცვალოს ხელისუფლება…

არადა, ტერმინიდემოკრატიასწორედ ამას ნიშნავს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეიძლება არ მოსწონდეს, რასაც გადაწყვეტს უდიდესი ნაწილი, მაგრამ ის ამას უნდა შეეგუოს, რათა არ მოხდეს შეიარაღებული, ძალისმიერი დაპირისპირებები და ქვეყანა სამოქალაქო ომში არ გაეხვიოს. აი, ამის გამო უმცირესობას შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ, რაც უნდა მიუღებელი იყოს მისთვის უმრავლესობის გადაწყვეტილება, მაინც უმრავლესობის ნებას უნდა დაემორჩილოს _ ესაა დემოკრატიის დასაწყისიც, დასასრულიც, ანაბანაც დაჭხჯჰ”-!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here