Home სხვადასხვა დაიჯესტი უწმინდურები

უწმინდურები

852
ჯორჯ სოროსი

გაამერიკელებულ ჯორჯ სოროსზე (დიორდ სოროსზე, წარმოშობით უნგრელ ებრაელ დიორდ შვარცზე), რომელმაც მრავალმილიარდიანი ქონებისკენ სვლა ბირჟის რიგითი სპეკულანტობით დაიწყო და დროთა განმავლობაში მოიპოვა შესაძლებლობა, აემოქმედებინა ქვეყნებისმართვისბერკეტები, ყველას სმენია.

დემოკრატიის, ტოლერანტობისა და მულტიკულტურიზმის ლოზუნგებს ამოფარებული და ამჟამად გაბატონებული ყველაფრის ნებადრთულობის ტენდენცია მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ე.წ. განვითარებულ ქვეყანაში მცხოვრები პლანეტის სოციუმის ნაწილი, რომელიც თავს ცივილიზებულს უწოდებს, მორალის, სინდისისა და ადამიანურობის დეგრადაციის გზას დაადგა.

კაცობრიობას დღეს განადგურებით ემუქრება არა ბირთვული აპოკალიფსი, არამედ თვით ადამიანის ნგრევა _ პიროვნული, მსოფლმხედველობრივი, ეთნიკური, ეროვნული, სახელმწიფოებრივი, რელიგიური და ა.შ.

ადამიანის სულიერ სამყაროს ემუქრება ნგრევა ტოლერანტობის, მულტიკულტურიზმის, დემოკრატიის, სექსუალური რევოლუციისა და სხვა დემოკრატიულიმონაპოვრებისადა ლიბერალურიფასეულობებისინფორმაციული ბომბებით.

“ცივილიზებულ” სახელმწიფოებში ამ ფასეულობების მიმართ დამოკიდებულება ისეთია, როგორიც იყო დამოკიდებულება ღმერთების ახალი არეოპაგისადმი (ძალაუფლების ორგანო ათენში _ გ. გ.): ჰომოსექსუალიზმის ღმერთი, თავისუფლების ღმერთი, ლესბოსელობის ქალღმერთი, ანტირელიგიის ღმერთი და ა.შ., მაგრამ ადამიანს და, საერთოდ, კაცობრიობას არსებობა შეუძლია მხოლოდ კანონის ჩარჩოებში, რომლებშიც ცვლილებების შეტანა არ შეიძლება, სახელდობრ:

* მამაკაცი ქალი არ არის;

* ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს;

* ოჯახი _ ეს არის მამა, დედა და შვილები, ბებიები, ბაბუები და არამშობელი #1” დამშობელი #2”;

* მამული და სამშობლო შეუძლებელია ეროვნული სახელმწიფოს ან მსოფლმხედველობრივი იმპერიის გარეშე, მსოფლიო ისტორია შეუძლებელია სახელმწიფოსა და იმპერიის გარეშე.

წაართვით ადამიანებს ეს კანონები და ისინი ავტომატურად გადაიქცევიან ეშმაკისეულით შეპყრობილი ღორების კოლტად, რომლის მართვაც ადვილია.

უწმინდურები

მართული ქაოსი _ ეს არ არის ქაოსის პროცესი კლასიკური გაგებით, რომელსაც არ აქვს აზრი, მიზანი და შედეგი. თუ ქაოსი იმართება, მაშინ მას აქვს აზრიც და მიზანიც, რომელთა შედეგიც პლანეტაზე ახალი მონათმფლობელური რეალობის შექმნაა.

ე.წ. ოქროს მილიარდი არ არის შეთქმულების აბსტრაქტული თეორია. ოქროს მილიარდი _ ეს არის ნაწილის მიერ თავისი ნების მთელისთვის თავს მოხვევის პრაქტიკა. ოქროს მილიარდი _ ეს არის ის მოსალოდნელი შედეგი, რომლისთვისაც ამჟამად ციბრუტივით ტრიალებს მსოფლიო პოლიტიკა და მსოფლიო ეკონომიკა.

ვის და რისთვის სჭირდება კაცობრიობის მსგავსი მეტამორფოზი? პასუხი ნათელია: მათ, ვინც სული მიჰყიდა სატანას ფულის გამო.

ვაზუსტებთ მნიშვნელოვან დეტალს: სატანა ღმერთის მოწინააღმდეგე არ არის, მას რომ შეებრძოლოს; არ არის მეტოქე, მის დამარცხებას რომ შეეცადოს, და არც ოპონენტია, სიტყვა რომ შეუბრუნოს. რადგან ახალ აღთქმაში წერია: “შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც”.

მაგრამ შემოქმედის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავს დედამიწაზე ყველაფრის პატრონად მიიჩნევს, სატანის მთავარი “ინტერესის” საგანს წარმოადგენს.

რისთვის სჭირდება ეს ეშმაკს? მხოლოდ ღმერთმა იცის… მაგრამ, რომ სჭირდება, ეჭვგარეშეა. ადამიანს დამოუკიდებლად არ შეუძლია ეშმაკის დამარცხება. ეს მას შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწამს ღმერთის, რომელიც მას გარანტიას აძლევს, რომ დაეხმარება სატანური ვნებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ეს თეორიულად საკმაოდ ადვილი ასახსნელი და გასაგებია, მაგრამ საკმაოდ რთულია პრაქტიკაში საკუთარი ქცევების კორექტირებისთვის. თუ არ არის ღმერთისადმი რწმენა _ მაშინ არ იქნება იმის იმედი, რომ სულს ეშმაკებისგან გამოიხსნი.

ამ სრულიად უბრალო ფორმულისადმი ადამიანების უმრავლესობას სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს, _ ეს ყველაფერი სისულელე და მონაჩმახიაო.

სატანა _ ეს “სიცრუის მამაა”. უღმერთო ადამიანი კი უფრო მეტად მიდრეკილია ტყუილისკენ, ვიდრე სიმართლისკენ. ამრიგად, ის ემსგავსება იმ ღორს, რომელსაც სატანა დასცინის, საითაც მოისურვებს, იქით “მიერეკება” და უღმერთობის სულში მართულ ქაოსს თესავს.

სატანას მხოლოდ ერთი რამ სურს _ “ლეგიტიმურადმართოს კაცობრიობა, რომელმაც თვითონ უნდა აირჩიოს ისდედამიწის მბრძანებლადდა დამოუკიდებლად თქვას უარი ღმერთზე. დედამიწაზე სატანას რევანში სწყურია ღმერთზე, იმიტომ, რომ ღმერთმა ადამიანს მისცა არჩევანის უფლება და ეხმარება მხოლოდ მათ, ვისთვისაც “… რწმენა საქმის გარეშე მკვდარია”.

სატანას სურს, იმეფოს. ცაში კი მისი ადგილი არ არის! იქ ღმერთია!

რჩება მხოლოდ ერთი _ იმბრძანებლოს დედამიწაზე მცხოვრებ კაცობრიობაზე.

და, თუ ადამიანი აირჩევს უღმერთობას, მაშინ სიცოცხლეში ღმერთის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს _ რასაც აირჩევს, იმას მიიღებს. აირჩევ დემოკრატიისა და ლიბერალიზმის ეშმაკებს _ იქცევი ღორად: იღრუტუნებ აბსოლუტური თავისუფლების მანტრაზე და არანაირი ვალდებულება არ გექნება არავის წინაშე, ვინც უნდა იყოს.

სატანისთვის აუცილებელია მასობრივი აპოკალიფსი ადამიანების სულებში. მასობრივი იმ თვალსაზრისით, რომ, როცა კაცობრიობაში ეშმაკისეული ლიბერალიზმით შეპყრობილნი გადააჭარბებენ კრიტიკულ რაოდენობას, ადამიანები საკუთარი ხელით გაუსწორდებიან მათ, ვისაც არ სურთ დემოკრატიისა და ლიბერალიზმის, .., სატანიზმის ფასეულობების გაზიარება. მაშინ მათ, ვინც არ ეთანხმება, საბოლოოდ გაანადგურებენ და სატანა თავისი რქებით გაბრწყინდება დედამიწის მეფის ტახტზე.

სქემა მარტივია, გეგმა _ გასაგები. საქმე მხოლოდ რეალიზაციაა, მაგრამ რეალიზაციაა ყველაზე რთული. ადამიანები კვდებიან და იბადებიან. დაბადებულთა შორის ცოტა თუ იზრდება სატანიზმის “იდეალებით”, ეს რომ დაჩქარდეს, საჭიროა ახალი რეალობის ხელოვნურად შექმნა მსოფლიოში, ისეთი რეალობის, რომელსაც ჩვილ ბავშვს ჩაუნერგავენ ქვეცნობიერში; რეალობას, რომელშიც, მაგალითად, პედოფილიის ლეგალიზაციას დაერქმევა “ერთი მხარის თანხმობით” კანონიერი უფლება და კანონის მიხედვით სავალდებულო იქნება შესასრულებლად “ცივილიზებული” ქვეყნის საზღვრებში ან ანალოგიური ლეგალიზაცია, მაგალითად, კანიბალიზმის თუ ნეკრომანტიის…

ის, ვინც არ დათანხმდება ცოდვის ტრიალს, კანონგარეშე გამოცხადდება და ანტიცივილიზებულ ბარბაროსად იქცევა. ბარბაროსებთან კი ლაპარაკი ცივილიზებულობის იძულებაზე ან ფიზიკურ განადგურებაზე იქნება. სატანის მეთოდები ითვალისწინებს ადამიანებისთვის განკუთვნილი საღმრთო კანონების შეცვლას “თავისი” კანონებით და ის ამ მეთოდების რეალიზაციას ეწევა… ადამიანების ხელით!

ერთერთი ასეთისატანა საპიენსიაჯორჯ სოროსი, პერსონაჟი, რომელიც სატანის ნებას ასრულებს ადამიანების ქვეცნობიერსა და სულებში სამყაროს აღქმის გლობალურ ცვლილებაში პარადიგმებითკარგიცუდიდა ამას აკეთებს ჯოჯოხეთიდან მიღებული ინსტრუქციებით. ამ ინსტრუქციებში წერია, რომ კაცობრიობამ ბოროტება უნდა აღიქვას, როგორც სიკეთე.

სოროსის მსგავსი პერსონაჟები _ სხვათა შორის, ისინი არც ისე ბევრნი არიან _ გაერთიანებულნი არიან “კულისებს მიღმა მსოფლიოს” შტაბში, რომლის არსებობაზეც ქირქილებენ “ჭკუისკოლოფები”. თანაც ზოგიერთი ასეთი ჭკუისკოლოფი ამას პირადი სულელური ინიციატივით აკეთებს _ ვერ იოკებს სურვილს, იქირქილოს და თავი ჭკვიანად წარმოაჩინოს. სხვები კი შეგნებულად მუშაობენ სატანის მზის სხივების ქვეშ, რომლებიც საბოლოოდ არეულ მსოფლიოს უნდა მოეფინოს. ეს სხვები, რომლებიც არიან რუსეთში (საქართველოშიც, უკრაინაშიც და ყველგან), წარმოადგენენმებრძოლებსსხვადასხვა არასამთავრობო ფონდისა და საზოგადოებრივი დემოკრატიული ორგანიზაციებისა, მასობრივი დეზინფორმაციის საშუალების, ხალხის ძარცვის საბანკო მმართველობის, თაღლითი პოლიტიკური პარტიების, დეპუტატებისა თუ პოლიტოლოგექსპერტების რიგებიდან, რომელთა სახელიცსატანის ლეგიონიაან, უბრალოდ, სოროსელები.

ეს სოროსელები ყოველდღიურად და სკრუპულოზურად აწარმოებენ, როგორც საჯარო, ისე იატაკქვეშა სამუშაოებს ადამიანების ცნობიერებისა და სულის “გადასაფორმატებლად” და სატანისტურ ფასეულობებამდე დასაყანად, ღმერთის “შესაცვლელად” სატანით. ე.წ. დასავლური ცივილიზაციის წიაღში ეს პროცესი უკვე შეუქცევადია და ეს ცივილიზაცია სწრაფად უახლოვდება უფსკრულს.

დედამიწაზე უკანასკნელი ბასტიონი, რომელიც ეწინააღმდეგება სოროსელთა მიერ სატანის გეგმის განხორციელებას, არის თანამედროვე რუსეთი მართლმადიდებლური აღმსარებლობით. მათი გაგებით, რუსეთის ფედერაციისპირქუში ტერიტორიაუნდა დაინგრეს რუსებისა და ყველა მართლმადიდებელი ხალხებისთვის დასავლურსატანისტური ფასეულობების თავსმოხვევით.

ეს, ასე ვთქვათ, გლობალური ვითარება.

სახელდობრ, ამაშია თანამედროვე მსოფლიო გეოპოლიტიკის არსი ეშმაკის ხელმძღვანელობით, რომელიცცივილიზებულიმსოფლიოს ხელით იბრძვის მსოფლიოს დანარჩენი ხალხების წინააღმდეგ.

საჭირო არ არის “ცხელი” ომის წარმოება ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად, არამედ საჭიროა “ნელი” ომი ადამიანების სულებისა და ტვინების დასაპყრობად. სულებსა და გონებაზე გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში ტერიტორიები თვითონ გადაიქცევა “სატანისტურად”. შედი უშიშრად და დაეუფლე უკანმოუხედავად ოქროს მილიარდის საკეთილდღეოდ.

და რა ხდება, ასე ვთქვათ, ადგილებზე?

ყველაფერი ანალოგიურადაა, ოღონდ სხვა მასშტაბით”.

ruinformer.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here