Home რუბრიკები პოლიტიკა უძღები “სამოქალაქო აქტივისტები” და მაღალხელფასიანი “პატრიოტიზმი”

უძღები “სამოქალაქო აქტივისტები” და მაღალხელფასიანი “პატრიოტიზმი”

4591
ნიკა გვარამია

საქართველოსა და უკრაინას პუტინის მისამართით ვიდეოგინებების ტალღამ გადაუარა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რას მიაღწიეს ამით .. პატრიოტებმა, გარდა რუსი ტურისტებისა თუ ხილის შემსყიდველების დაშინებისა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ისტერიკის მწარმოებლები აქეთ გვაყვედრიან, მადლობა რომ არ ვუთხარით და მოსახლეობამგაბედადა მათ წინააღმდეგ მკაცრი პროტესტიც კი გამოთქვა.

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეეთერში მორიგი ისტერიკა მოაწყო და შესაძლო რუსული ემბარგოთი დაზაფრულ მეღვინეებსა და მინერალური წყლების ჩამომსხმელებს სულ სამშობლოს გამყიდველები უძახა: იმიტომ უნდა ვიძახოთპუტინი კაიაო”, რომ ეგ თქვენი ბორჯომი და ღვინო რუსეთში გაყიდოთ? ჩაფსით ბორჯომშიც და ღვინოშიც _ გენპროკურორის ყოფილი მოადგილის, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრის ეს ფრაზა “ოქროს ასოებით” შევა საქართველოს ისტორიაში. დიახ, ვაზის აჩეხვა კი, მაგრამ ღვინოს ამგვარად წაბილწვა ქართველისთვის შაჰაბასსაც არ გაუბედავს.

მართალია, მხოლოდ სიტყვიერად და ფანტაზიით, მაგრამ მაინც ისტორიაში პირველად, ქართველთა წინაპრების უდიდეს სიწმინდეში, ღვინოში, ნიკა გვარამიამ ჩა…ა. ეს აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, ქართველებო.

აღსანიშნავია გვარამიას დემაგოგიაც _ როდის და ვინ მოსთხოვა მას, უნდა ვიძახოთ “პუტინი კაიაო”?! როგორც ჩანს, გვარამიასთვის ორი უკიდურესი არჩევანი არსებობს _ ან “პუტინი კაია” უნდა ვიძახოთ, ან პირდაპირ ეთერში უშვერი სიტყვებით “დედის საფლავი” უნდა ვაგინოთ რუსეთის პრეზიდენტს. არც ერთი რომ არ გავაკეთოთ და არც მეორე და ღირსეულად, ადამიანურად მოვიქცეთ გინდ მოყვარესთან და გინდაც _ მტერთან, ასეთ შესაძლებლობას გვარამიას ზნეობის ადამიანი, ალბათ, ვერც კი უშვებს.

ახლა სხვა თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, კერძოდ, შევამჩნიე ტენდენცია, რომ მავანთა მყვირალაპატრიოტიზმიმათი შემოსავლის პირდაპირ პროპორციულია ანუ, რაც მეტი შემოსავალი აქვს მავანს, მით უფრო ხმამაღლა ყვირის, ბღავის და ჩხავისპატრიოტულლოზუნგებს, ფრაზებს და მით ხმამაღლა აგინებს ვლადიმერ პუტინს.

პირიქითაც შეგვიძლია ვთქვათ _ იმის მიხედვით, რა მონდომებით ყვირის ესა თუ ის ინდივიდი, რა ინტენსივობით აგინებს პუტინს და როგორ ტონალობაში კივის, შეგვიძლია გამოვიცნოთ მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა.

გიორგი გაბუნია

ინტერნეტით უკვე გავრცელდა დადასტურებული დოკუმენტები, რომ გიორგი გაბუნია თვეში, სულ ცოტა, 15 ათას ლარს იღებს ხელფასს, ხოლო დანამატებით, ზოგჯერ 20 ათასიც კი გამოსდის. ცოტა მეტია მიშა მშვილდაძის ხელფასი _ წელიწადში ნახევარ მილიონამდე, ანუ თვეში დაახლოებით 30-35 ათასი ლარი. შედარებით დაჩაგრულები გამოდიან ნანუკა ჟორჟოლიანი და თენგო გოგოტიშვილი _ 15-15 ათას ლარამდე თვეში; ყველაზე “დონე” კი, რა თქმა უნდა, ნაპროკურორალი გენდირექტორი ნიკა გვარამიაა _ თვეში გაჭიმული 80 ათასი ლარი სტაბილურად და ზოგჯერ პრემიით _ 100 ათასიც კი.

როცა ამხელა შემოსავალი გაქვს, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს კი არა, გალაქტიკის მპყრობელი რომ არსებობდეს, მას აგინებდა კაცი უცხოპლანეტელი დედის უკანალს. ღვინოში კი არა, მთვარის კრატერში ჩ…ფსამ, თუ გინდა და იმისთანა “პატრიოტი” იქნები დღეში სამჯერ, რომ ნუ იტყვი.

მაგრამ მოდი, შევთავაზოთ ამ ადამიანებს რიგითი ქართველის უბრალო, რიგითი ხელფასი, მაშინ იქნებიან კი ასეთი ძალიანპატრიოტები”? ზოგიერთისთვის ძალიან იოლია, ფეხებზე ეკიდოს კახელი გლეხის ან ზღვისპირეთში მცხოვრების გასაჭირი, როცა თვეში რამდენიმე ათეული ათასი აქვს შემოსავალი. აქვე სრულიად ბუნებრივად ისმის კითხვა _ სწორედ ამ მუქთა შემოსავლის დაკარგვის შიშით ხომ არ არის გამოწვეული გვარამიასა და სხვების ასეთიპატრიოტულიისტერიკები?

კიდევ ერთიც _ აკი ისინი აქეთ ნამუსზე აგდებენ უბრალო მოსახლეობას _ სამშობლო ბორჯომზე, ღვინოზე და, საზოგადოდ, ფულზე არ უნდა გაყიდოთო. ჰოდა, თუ მაგარი ბიჭები არიან, შევთავაზოთ წინადადება, რომ დაგვიმტკიცონ თავიანთი უანგარო პატრიოტიზმი.

ნოდარ მელაძე

ფული უმნიშვნელოა სამშობლოს სიყვარულთან შედარებით, ხო? ჰოდა, ამ თავიანთი ათიათასიანი ხელფასებიდან ყოველთვიურად გაიმეტონ 50 პროცენტი: ზოგმა _ 5 ათასი, ზოგმა _ 3, ზოგმა _ 2 და შექმნან ფონდი, რომელიც დაეხმარება მათ მიერ რუსეთის მიმართ გაკეთებული ტუტუცური განცხადებების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. აი, ამ შემთხვევაში ვიწამებ მათ პატრიოტობას და ბოდიშსაც მოვუხდი, თუკი ოდესმე შეურაცხმიყვია ისინი.

სხვა შემთხვევაში, ეს თქვენი “მაღალანაზღაურებიანი პატრიოტიზმი” გაიკეთეთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გესიამოვნებათ, ჩემო “პრაიდ-პატრიოტებო” და “ნაცაქტივისტებო”!

ჰო, მართლა, ტერმინ “აქტივისტზე” გამახსენდა, მაგ ფენომენზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა: ყოველთვის მაინტერესებდა, ვინ იყო ის უსაქმური ხალხი, რომელიც ყველა მიტინგსა თუ აქციაზე, ყველა “შვიშტოკის” ჩაპრუწუნებაზე ქუჩაში ეგდო 24 საათის განმავლობაში, ხან აქცია მიჰყავდა, ხან მეგაფონით დარბოდა ხალხის შესაგროვებლად და ასე შემდეგ. მე, ინტრიგანს, ყოველთვის მიჩნდებოდა ლოგიკური კითხვა: რას ჭამს და რას სვამს ეს ხალხი? ჰაერით იკვებება? როცა უნდა ჩართო ტელევიზორი, ეს ადამიანები სულ ქუჩაში არიან და ნუთუ შეიძლება ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც აქვს სამსახური და პასუხისმგებლობები, იმისთვის ეცალოს, რომ 24 საათი ქუჩაში რაღაც დებილური მოწოდებები იძახოს მეგაფონში?!

ჩემი ინტერესი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, როცა ტელევიზიებიდან ორგანიზებულად და ხმაშეწყობილად შემომესმა ტერმინი სამოქალაქო აქტივისტი”. თურმე ნუ იტყვით და, ყველა ეს უსაქმური ადამიანი “სამოქალაქო აქტივისტები” ყოფილან! გავიგე მათი სტატუსი და ნაწილობრივ დავკმაყოფილდი, მაგრამ, აი ეს “სამოქალაქო აქტივისტები” რით არსებობენ, მაინც ვერავინ მითხრა.

ერთი ეგაა, იმდენს და ისეთებს ყვირიან, რომ მიშა მშვილდაძეზე ნაკლები შემოსავალი არ უნდათ ჰქონდეთ თვეში.

მოკლედ, ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და სერიოზული არეულობის მსურველთა ფანტაზია უშრეტია. ხომ უნდა ჰქონოდა მართლაც რაიმე სტატუსი ამ უსაქმურთა “კამანდას”? თუნდაც სათანადო თანხის გადახდის შემდეგ სატელევიზო “თოქშოუებში” რომ მიიწვევდნენ ამ ხალხს, ტიტრად ხომ უნდა დაწეროდათ რამე მათ გამოსახულებებს? ჰოდა, მოიგონეს “სამოქალაქო აქტივისტი”. თურმე ტიპი სამოქალაქო აქტივისტია და “უსწორდება” დილიდან საღამომდე ქუჩაში ყოფნა, მეგაფონით სირბილი, მიტინგის ორგანიზება და ასე შემდეგ. მიდი და დაადგინე, თუ მაგარი ბიჭი ხარ, რატომ აცვია და ახურავს საკმაოდ ძვირფასად ამ “სამოქალაქო აქტივისტს”, რატომ არის სულ გამაძღარი და რატომ შეუძლია უყოყმანოდ, ერთ დღის გადაცილების გარეშე, ზუსტად თავის დროზე დაფაროს არც ისე მცირე ოდენობის საბანკო ვალების პროცენტი ყოველთვიურად?

ძალიან რთული ამოცანაა და ნუ შეეჭიდებით.

ერთი უცნაურობა სჭირთ კიდევ ამსამოქალაქო აქტივისტებს” _ ყველაფერს და ყოველთვის აპროტესტებენ, გარდა ნიკა გვარამიასა და ნაცების ყველაზე მიუღებელი განცხადებებისა და მოქმედებებისა. მაგალითად, მათ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ გაეპროტესტებინათ იმავე ნიკა გვარამიას ზემოხსენებული განცხადება ბორჯომის წყალსა და კახურ ღვინოში მაზე. მათ არც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალზე მათივეკოლეგაგოგონას უკანალის ქნევა გაუპროტესტებიათ, არც ნაციონალების პირდაპირი მოწოდებები ქვეყანაში ძალისმიერი გადატრიალების დაწყების თაობაზე

სამაგიეროდ, აქტიურად გააპროტესტეს კახელი მეღვინეების მიერ ნიკა გვარამიასთვის მიძღვნილი ირონიული ლექსი: ნიკა, შენ ღვინოს მოეშვი, შარვლის მონახე მკერავი, ორივე ერთად მოფსამს, გურჯაანი და თელავი”. ეს ლექსი კახელებს საპროტესტო აქციაზე პლაკატზე ჰქონდათ დაწერილი და “სამოქალაქო აქტივისტებმა” ის გვარამიას პირად შეურაცხყოფად და “ბულინგად” მონათლეს.

გვარამაის ფრაზა “თქვენ ჩა…ფსით ღვინოში” კი თურმე არც შეურაცხყოფა ყოფილა ვინმესი, არც “ბულინგი” და, საერთოდაც, კახელმა მეღვინეებმა ნიკა გვარამიას მადლობა უნდა გადაუხადონ, რადგან ის მათ სწორ გზაზე აყენებს _ აღარ გაიტანოთ ღვინო რუსეთში და “აგერ, უკრაინაში გა…ვით და იქ გაყიდეთ ეგ თქვენი ღვინო” (ცოტატა გვარამიას ერთ-ერთი ტელეისტერიკიდან).

საბოლოოდ, კახელი მეღვინეები ან აჭარელი, ზღვისპირეთში სასტუმროებისა თუ საოჯახო დასასვენებელი ადგილების მფლობელები სად “გა…ვამენ” და გვარამია კიდე სად “გა…ვამს”, მაგას დრო, მომავალი და სტრასბურგის სასამართლო გვანახებს!

ნიკა გვარამია უკვე აანონსებს 18 ივლისს “რუსთავი 2”-ის ეზოში, როგორც თვითონ უწოდებს, “საყოველთაო სახალხო შეკრებას”. მოგეხსენებათ, სწორედ 18 ივლისს გამოაცხადებს სტრასბურგის სასამართლო საბოლოო განაჩენსრუსთავი 2”-ის საქმეზე და, როგორც ამ დარგის ექსპერტები ერთხმად ამბობენ, საქმე ვერ დასრულდება გვარამიასთვის სასურველი შედეგით. შესაბამისად, ხვალიდან ახალი ავანტიურები, არეულობის მცდელობები და პროვოკაციები იგეგმება. ფაქტია: წლევანდელი ზაფხული თბილისმა სულ შფოთში, აქციებში, არასტაბილურ ვითარებაში გაატარა და ნაცების მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოშორების მცდელობას შეეწირა რიგითი ქართველის შვებულება და დასვენების სეზონი

ამასობაში, გახარია ჯერაც თავის ადგილზეა და, შევა თუ არა ის ისტორიაში ნაცებისათვის სასურველი თიკუნით “პირსისხლიანი და თვალების დამთხრელი”, მოვლენების განვითარება ნათლად დაგვანახვებს. აი, რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ზევით ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ის უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში, როგორც შაჰ-აბასის უშუალო კონკურენტი და ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ქართველებს ღვინოში…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here