მთავარი სამართალი უცხოელების სადარაჯოზე ქართველების დისკრიმინაციის ხარჯზე

უცხოელების სადარაჯოზე ქართველების დისკრიმინაციის ხარჯზე

1565
გააზიარეთ
უცხოელების სადარაჯოზე ქართველების დისკრიმინაციის ხარჯზე

საკონსტიტუციო სასამართლო, წესითა და რიგით, ნებისმიერ ქვეყანაში ქვეყნის სადარაჯოზე უნდა იდგეს და ერის ინტერესი დაიცვას. საკონსტიტუციო სასამართლო არის პრაქტიკულად ერთადერთი ორგანო, სადაც შეგიძლია ედავო და კანონიერად აჯობო სახელმწიფო მანქანას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის იმედია, სამართლის ბასტიონი, რომელსაც ვერაფერი ანგრევს, მაგრამ არა საქართველოში.

ჯერ იყო და, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით დაკანონდა მარიხუანის ლეგალიზაცია, ახლა კი ბრძოლით, აქციებითა თუ პროტესტით მოპოვებული მიწის უცხოელებზე გაყიდვის რეფორმის შეჩერება ერსა და ბერს თავზე გადაახიეს. დიახ, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და ისევ ამოქმედდა. მართალია, ექსპერტები ამბობენ, რომ, როგორც კი პრეზიდენტი ფიცს დადებს და ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, აკრძალვა ისევ ამოქმედდება, მაგრამ…

ახალი კონსტიტუცია კი ამოქმედდება, მაგრამ საქმე ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო და ვინ არის იმის გარანტი, რომ იგივე ორგანიზაცია ისევ არ შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ ახალ კონსტიტუციაში დიდი ასოებითა და სასოებით ჩაწერილ ნორმას ისევ თავზე არ გადაგვახევენ? _ არავინ. და რაც მთავარია, არასამთავრობოები ერთ ხმაში გაჰყვირიან, საკონსტიტუციო სასამართლოს არავინ შეეხოს, ეს ქვეყნის უზენაესი ორგანოაო. და არასამთავრობოები უცხოელი დონორების მითითებით რომ მოქმედებენ, ფაქტია, რადგან სწორედ უცხოელ დონორებს აძლევთ ხელს ქართული მიწების გაყიდვა, იმიტომ, რომ წლების შემდეგ საქართველო ნაჭერნაჭერ მთლიანად უცხოელებს ჰქონდეთ ნაყიდი. საქართველოს ხელისუფლება კი გაიძახის: ხალხის მხარეს ვარ, ვაკეთებ, რაც შემიძლიაო

ის, რომ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა არ შეიძლება, არ ნიშნავს, რომ მათ მიწებს არ აძლევენ. როგორ?! ძალიან მარტივად, ბატონებო: უცხოელები მრავალწლიანი იჯარით იღებენ მიწებს, რომლებზეც ქართველებს მონებივით (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ამუშავებენ, ქართულ მიწაზე მოწეული ნატურალური პროდუქცია საკუთარ ქვეყანაში მიაქვთ, თავიანთი ქვეყნებიდან კი გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოაქვთ და და ჩვენზე ასაღებენ. აკი პირდაპირ თქვა მსოფლიოს ერთერთი უდიდესი კომპანიაჰიპისწარმომადგენელმა: საქართველოში მოწეული ვაშლი, რომლითაც ბავშვებისთვის ხილფაფებს ვაკეთებთ, მსოფლიოში უნიკალურია, პრაქტიკულად ანალოგი არ აქვს და ამიტომ უცხოურ ბაზარზე გაგვაქვსო.

აი, საქართველოში კი უცხოეთში დამზადებული ხილფაფები შემოდის და მიზეზად, იცით, რას ასახელებენ? თურმე აქაური ნატურალური პროდუქტისგან დამზადებული ხილფაფების ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს ერს, რადგან ნატურალური საკვები ძვირია, ხელოვნური დანამატებით გამდიდრებული _ იაფი და სწორედ ამ იაფი პროდუქციით ვწამლავთ მომავალ თაობას.

კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით: ქვემო ქართლში, რუსთავის შემოგარენში, სულ რაღაც ერთი თვის წინათ ჩინურმა კომპანიამ ათწლიანი იჯარით უნიკალური ქვის კარიერის დამუშავების უფლება მიიღო. კარიერი რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული, მაგრამ ათი წელი მის დამუშავებას ნამდვილად არ სჭირდება. მაშ, სად არის ძაღლის თავი დამარხული?!

კონტრაქტში პირდაპირ წერია, რომ კომპანია მკაცრად შემოსაზღვრულ ტერიტორიას არ უნდა გასცდეს, ანუ არ უნდა გააგრძელოს თხრა იმ კონკრეტულ ჰექტრებზე მეტ ადგილზე, მაგრამ კონტრაქტში არსად არის მითითებული, რა სიღრმეზე შეიძლება თხრა. ანუ, ჩინელებს შეუძლიათ კარიერის კილომეტრიან სიღრმეში წავიდნენ ან უფრო მეტზე და ამაზე პასუხს არ აგებენ. რაც მთავარია, იმავე კონტრაქტში მითითებულია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ამოთხრილი ტერიტორია კომპანიამ უნდა ამოავსოს, თუმცა არ არის მითითებული, რით არ უნდა ამოავსოს. მათ შეუძლიათ იქ ნებისმიერი რამ ჩაყარონ და მე გეტყვით, რა იქნება ეს ნებისმიერი რამ. ისინი ჩინეთიდან ქიმიურ ნარჩენებს შემოიტანენ, რომლის ქვეყნიდან გატანისთვის ჩინეთის ხელისუფლება ცალკე თანხას გადაუხდის. რა გამოდის?! ამათ ჩინეთში გააქვთ უნიკალური ქვა, რომელშიც დიდ ფულს აკეთებენ, და შემოაქვთ ქიმიური ნარჩენი, რაშიც ასევე დიდ ფულს აკეთებენ. ერთადერთი დაზარალებული მხარე ამ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოა. აღარაფერს ვამბობ იმ შედეგებზე, რომლებიც სამომავლოდ ადამიანების ჯანმრთელობას აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს. სახელმწიფო უარს ვერ ეტყვის ნარჩენების შემოტანაზე, იმიტომ, რომ ხელშეკრულების დარღვევა გამოვა და ასეთ დროს ან ფულს გადაიხდის ხელისუფლება, ან იმ კარიერის ადგილზე დაგვრჩება, სულ ცოტა, ერთი კილომეტრი სიღრმისა და რამდენიმე ჰექტრის სიგანის ღრმული, რომელიც ასევე საფრთხის შემცველია”, _ გვითხრა პიროვნებამ, რომელსაც აღნიშნული კარიერის იჯარით აღება თვითონ სურდა, სამწლიან იჯარას ითხოვდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ სამ წელზე მეტს ვერ იმუშავებდა იმის გამო, რომ რელიეფი ამის შესაძლებლობას არ მისცემდა და გაჩენილი უფსკრულის ამოსავსებ მასალასაც ვერ მოიძევდა, მაგრამ ჩინურმა კომპანიამ აჯობა.

ანალოგიური ამბებია სხვა რეგიონებშიც. უცხოელები ვერ ყიდულობენ მიწებს, მაგრამ იღებენ გრძელვადიანი იჯარით და, თუ საქმე კარიერს ეხება, იქაურობას ისე ანადგურებენ, საუკუნეები დასჭირდება აღდგენას, ხოლო თუ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია, მაშინ იქ ქართველები ჰყავთ მონებად, მიწას ბოლომდე იყენებენ, ფიტავენ, მოწეულ მოსავალს ასი პროცენტით საკუთარ ქვეყანაში გზავნიან და ჩვენ და ჩვენს მომავალს დასაღუპავად იმეტებენ. ახლა მოგვედავებიან არასამთავრობოები, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაიწყებენ საუბარს. კი მაგრამ, ქართველები ადამიანები არ ვართ? უცხოელის უფლება ჩვენი დისკრიმინაციის ხარჯზე რატომ უნდა დავიცვათ? გადახედეთ სხვა ქვეყნებს, ბატონებო, არსად, ევროპის არც ერთ წამყვან ქვეყანაში არ არის შესაძლებელი იოლად მიწის ყიდვა. კარიერის აღება და მისი განადგურება ხომ საერთოდ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. არ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ, რასაც ისინი საკუთარ ქვეყანაში არ აკეთებენ, ჩვენ რატომ გვაძალებენ ან ჩვენ რატომ ვაძლევთ ამის უფლებას? რასაც თვლიან, რომ მათთვის და მათი ქვეყნის მომავლისთვის ცუდია, რატომ გვაიძულებენ (სწორედ რომ გვაიძულებენ), ჩვენ გავაკეთოთ?! ამაზე არავინ ფიქრობს ან ფიქრობს, მაგრამ დღეს აღებული ფული ურჩევნიათ ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე ფიქრს.

იქნებ დროა, ხელისუფლებამ გადახედოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და იმაზე იფიქროს, რომ ეს გადაწყვეტილებები ცნოს არაკონსტიტუციურად?! გვერწმუნეთ, ამ შემთხვევაში ხალხი იქნება თქვენ გვერდით და იმის მიუხედავად, რას იტყვის საერთაშორისო საზოგადოება ან რას იტყვიან არასამთავრობოები, მისი უდიდებულესობა ხალხი არ გაგამტყუნებთ, მხარს დაგიჭერთ და ვინძლო შელახული ავტორიტეტი და იმიჯი აღიდგინოთ. სხვაგვარად ისე გამოვა, რომ სახელმწიფოსგან დარჩება ყოფილი სახელმწიფო და ერისგან დარჩება ყოფილი ერი. ამის საფრთხე რეალურად არსებობს და ზუსტად ვიცი, ამ დაფრთხეს თქვენც აცნობიერებთ, მაგრამ ვიღაცის თუ რაღაცის გამო, ხმამაღლა საუბარი არ გსურთ, სირაქლემის პოზაში ყოფნა გირჩევნიათ.

სხვათა შორის, ისიც ვნახეთ, როგორ დაამშვიდეთ ხალხი, _ აქაოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ ცხრა დღე იქნება, შემდეგ ისევ აკრძალვა მოხდებაო. და ამ ცხრა დღეში ნახევარი საქართველოს გასხვისება შეიძლება. სამი დღე გაგრელდა 2008 წელს აგვისტოს ომი და ამ დროის განმავლობაში იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დაახლოებით რვა ათასი ჰექტარი იყიდეს და გაყიდეს. სამ დღეში და სამჯერ რვა ათასი მართლა ნახევარი საქართველო გამოდის. ასე გაგრძელება კი, უბრალოდ, აღარ შეიძლება, ასე გაგრძელება სახელმწიფოს, სამშობლოს ღალატია, იმ სამშობლოსი, რომლის სადღეგრძელოსაც დიდი მოწიწებით სვამთ იმ სუფრებზე, რომლებიც ისევ ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება და, საერთო ჯამში, 50 მილიონი ლარი შეადგინა.

მიწის რეგისტრაციის რიგში არაერთი ქართველი დგას, მამაპაპისეული ქონების რეგისტრაცია სურთ, მაგრამ საშინელი ბიუროკრატიის გამო, თქვენ რომ თითქოს გააიოლეთ, წლებია, ამას ვერ ახერხებენ; ვერ ახერხებენ, რომ ძირძველ მიწას საკუთარი სახელი დაარქვან. ჰოდა, იმას, რასაც ქართველები საქართველოში, წლებია, ვერ ახერხებენ, სერიოზული ეჭვი გვაქვს, უცხოტომელები ცხრა დღეში მოახერხებენ და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს კანონიერად გააკეთებენ; იმ კანონებით, თქვენ რომ გააიოლეთ და რომლებიც იოლად მხოლოდ უცხოელებს ერგებათ. კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით _ სულ რაღაც ერთი თვის წინათ რაჭაში, საკუთარი სახლის ეზოში რაჭველმა გლეხმა სპილენძის ზოდი იპოვა. წაიღო, გაიგო, რა შენადნობი იყო და, როცა გაირკვა, რომ საქმე სპილენძთან ჰქონდათსახლის დაცლა მოსთხოვეს, რეგისტრირებული არ გაქვსო; იმ სახლის, რომელიც მისმა დიდმა პაპამ ააშენა და აგერ უკვე მეორე საუკუნეა, ეს ოჯახი ცხოვრობსფრთხილად, ბატონებო, ფრთხილად!..

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ესეთი რამე თუ არსებობს მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ერში, ან რომელიმე თემში, რომ საკუთარს ჩაგრავდეს და ავიწროვებდეს, თან უხაროდეს ამის კეთება და სხვებს, უცხოს, რომლის არც წესები, არც ჩვეულებები და არც არაფერი არ იცის იმას პირობებს უქმნიდეს რომ ჩამოვიდნენ და იცხოვრონ აქ, ასეთი რამე სადმე თუ ხდება და თუ მომხდარა გთხოვთ ამაზეც დაწერეთ.

    პ.ს. მოღალატე ყველა ერს ყოლია და ყავს.. ასევე უთავმოყვარეო და უტიფარი ადამიანებიც , მაგრამ ასეთი მაშტაბის როგორიც საქართველოშია მეეჭვება. მართლა მეცნიერების საგანი უნდა გახდეს ქართველის ცნობიერ დონეში მსგავსი სიმახინჯის და გადახრის საფუძვლების არსებობა, რატომ არსებობენ მსგავსი უტიფარი და გოიმი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავის ქართველობის და საქართველოსი ცხვენია და ყველა ერს ამჯობინებს საკუთარ წარმომავლობას, ეს ფსიქოზია თუ რა არი???
    სერიოზულად გთხოვთ დაწერეთ სტატია, არასრულფასოვნების და შიზოიდური გადახრების ფოობიებზე. გევედრებით. ამ სტატიისთვის უღმესი მადლობა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here