Home რუბრიკები საზოგადოება უფსკრულში გადაჩეხვა თუ გამოფხიზლება?!

უფსკრულში გადაჩეხვა თუ გამოფხიზლება?!

1642
უფსკრულში გადაჩეხვა თუ გამოფხიზლება?!

ძვირფასო თანამემამულენო, ქართველებო, ნუთუ შეიძლება ასე გულგრილად ვისხდეთ, გულხელდაკრეფილნი? უფსკრულში მიექანება ჩვენი ახალგაზრდობა და ეს ხდება უცხო და შინაური ბოროტი ძალების ხელშეწყობით. ეს დასასრული იქნება, თუ გონს არ მოვეგებით.

უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხები. გვართმევენ ტერიტორიებს, გვიხოცავენ და ტანჯავენ მოსახლეობას. ჩვენ, ქართველებმა, ვერა და ვერ დავაღწიეთ თავი ამ მოჯადოებულ წრეს და ჩვენსავე ახალგაზრდობას უფსკრულისკენ ვექაჩებით. რატომ გვჩაგრავენ ასე უმოწყალოდ? რა დავაშავეთ? ალბათ, ისტორიული შეცდომები დღემდე ვერ გაგვითვალისწინებია და ამისთვის გვსჯის უფალი.

გადავუხვიეთ ჭეშმარიტი გზიდან, ჩავვარდით წუმპეში, რომლიდანაც დღესაც ვერ ამოვდივართ და მივყვებით ბნელ გზას, ვინაიდან დაბინდული გვაქვს გონება. ამ მდგომარეობაში მყოფთ, უამრავი ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა ეშმამ. ვეღარ უნდა მივხვდეთ, რომ ეს გზა მცდარი და დამღუპველია ჩვენი ერისთვის, რომ ეს გზა ბოროტებაა? როდის უნდა მივხვდეთ, რომ გამოფხიზლება ჰაერივით გვჭირდება, რომ ქვეყანაში ხალხის მშვიდობიანი ცხოვრება რწმენითა და ერთსულოვნებით გამყარდება? ეს მოგვიტანს ადამიანებს შორის სიკეთესა და სიყვარულს, ამაში ვხედავთ ერის გადარჩენას. ჩვენთვის, უბრალო ადამიანებისთვის, ნათელია, რომ ომი აფხაზებსა და ოსებთან ჩვენ არ დაგვიწყია, ეს უნდოდა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ხელისუფლებაში თბილად მოკალათებულ ბოროტ ძალას. ის თანმიმდევრულად, გააზრებულად აღვივებდა დაპირისპირებას აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის.

რატომ მოხდა დაპირისპირება ჩვენ შორის?

ამაზე ქართველი საზოგადოება პასუხს ითხოვს ისტორიკოსებისა და პოლიტიკოსებისგან, რათა დადგინდეს სიმართლე და ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, რა არის საერთო აფხაზებსა და ქართველებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის. ვის რისთვის სჭირდებოდა ასეთი სიცრუე?!

ეს ერთ-ერთი ცნობილი და ბოროტი ხრიკია: “გათიშე და იბატონე”-ს პრინციპით, რომელიც, საბოლოოდ, ჩვენდა საუბედუროდ, განახორციელეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. გაგვცენ პასუხი ამ შეკითხვაზე ისტორიკოსებმა და პოლიტიკოსებმა, თუ აქვთ დამადასტურებელი ფაქტები.

რაც უნდა მწარე იყოს, სიმართლე აუცილებლად უნდა ითქვას ჩვენი ერისა და მსოფლიოს გასაგონად. ჩადენილი დანაშაულის გამო ყველამ პასუხი უნდა აგოს ჩვენი და კავკასიელი ხალხების წინაშე საერთაშორისო კანონის თანახმად. აი მაშინ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გასაგები იქნება და, ვიმედოვნებთ, დადებითად გადაიჭრება. სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ!

სამართლიანობა რომ არ აღდგეს, ამაში დაინტერესებული არიან ბოროტი ძალები. ეს ძალები ფიქრობენ დღესაც მხოლოდ თვითგანდიდებაზე, ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და შენარჩუნებაზე ნებისმიერი ბინძური ხრიკით.

დავით ჭანტურია
დავით ჭანტურია

ძვირფასო თანამემამულენო, ქართველებო, ნუთუ შეიძლება ასე გულგრილად ვისხდეთ გულხელდაკრეფილნი? უფსკრულში მიექანება ჩვენი ახალგაზრდობა და ეს ხდება უცხო და შიდა ბოროტი ძალების ხელშეწყობით. ეს დასასრული იქნება, თუ გონს არ მოვეგებით.

დღევანდელ ხელისუფლებას აქვს შანსი და ყველა პირობა, რომ ღირსეულად გააგრძელოს და დაასრულოს ხელისუფლებაში ყოფნა ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულებით.

თუ ხელისუფლება ვერ ბედავს, რომ აწყენინოსოკეანისგადაღმელდა ევროპელმეგობრებს”, მაშინ ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ვინ არიან ჩვენი მტრები და რა მიზნებს ემსახურებიან; ვინ ეწეოდა და ეწევა საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ საქმიანობას; ვინ ამახინჯებდა და ამახინჯებს ისტორიულ სინამდვილეს. მათ უნდათ ჩვენი ძირძველი ტრადიციების, ფასეულობების საფუძვლების შერყევაგანადგურება, ჩვენი მიწაწყლის გაყიდვაგასხვისება, რასაც, საუბედუროდ, ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც ჩვენ უნდა გამოვააშკარაოთ ეს ორგანიზაციები და მათი ლიდერები.

ჩვენ, ომისა და შეიარაღებული ძალების კანონმორჩილ, პატიოსან ვეტერანებს, გამოვლილი გვაქვს ომის ქარცეცხლი ავღანეთსა და სხვა ადგილებში, კარგად გვესმის სიცოცხლისა და მშვიდობის ფასი. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები და კონფლიქტოლოგები, მაგრამ ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო _ საქართველო და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ჩვენს ძმებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გავუწოდოთ მეგობრული ხელი. თუ ერთმანეთს განსაცდელში დავტოვებთ, დავიღუპებით. ეს არ არის ისტერიკა, ეს მოსალოდნელი რეალობაა.

ქართველებს გვიყვარს ჩვენი რელიგია და პატივს ვცემთ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს. ყველანაირად შევეცდებით, შევაჩეროთ საქართველოს დაშლა-დაქუცმაცება და გადავარჩინოთ ჩვენი ერი, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის.

ამიტომ დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ხალხის ხმას და მიიღოს შესაბამისი ექსტრემალური ზომები ჩვენი ხალხისა და სამშობლოს გადასარჩენად. დღევანდელი ხელისუფლება ვალდებულია, მხარში ამოუდგეს სახალხო დიპლომატიის ორგანიზაციებს და წარმომადგენლებს. დრო არ ითმენს, 2020 წელი ოცდამერვე წელია, რაც ძმათამკვლელ ომში ჩაგვითრიეს და დღესაც ხელოვნურად ჭიანურდება კონფლიქტის მოგვარება-დარეგულირება.

ამასობაში იმედი ნელ-ნელა ქრება. უფალი კი გვეუბნება: “ერს, რომელიც ჩემს გზაზე არ დგას, ავყრი და სხვას დავასახლებ!”

ჩვენდა საუბედუროდ, ეს პროცესი, დიდი ხანია, დაწყებულია და, თუ ჩვენ _ ქართველები, აფხაზები და ოსები _ არ მოვალთ ჭკუაზე და თავს არ დავაღწევთ ბოროტი ძალების მიერ დაგებულ მახეს, გავქრებით დედამიწის ზურგიდან. ასე მოხდა უბიხებისა და სხვა ერების შემთხვევაში.

ვიძახოთ ახლა: ღმერთი ჩვენთანააო. დიახ. ის ჩვენთანაა, მაგრამ ჩვენ, ქართველმა ერმა, გონებას უნდა მოვუხმოთ.

ამასთანავე, უნდა შევეხოთ სამხედრო მიუმხრობლობის და შემდგომში ნეიტრალიტეტის საკითხს, როგორსაც გვთავაზობს “პატრიოტთა ალიანსი”. ეს ყურადსაღებია. ოღონდ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ საყოველთაო რეფერენდუმით. ვფიქრობთ, ეს გზა დროებითი გამოსავალია მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველოსთვის.

ასევე გვინდა, შეგახსენოთ, რომ საქართველოს, მისი მეზობლებისგან განსხვავებით, ჰყავს რაოდენობრივად მცირე და არასათანადოდ აღჭურვილი შეიარაღებული ძალები, ამიტომ აუცილებელია, შეიქმნას, აღიჭურვოს და გაიწვრთნას პატრიოტული სულისკვეთების ახალგაზრდა თაობა, შემდგომში _ მეომრები, რომლებსაც შესწევთ უნარი, დაიცვან სამშობლო. უნდა ვაღიაროთ: სადაც არის დისციპლინა, იმ ქვეყანაში მოსახლეობის მაღალი თვითშეგნება და დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და ერის წინაშე. ასეთ ქვეყნებში არსებობს მოსახლეობისთვის ხელშეუხებელი მარაგი სხვადასხვა გამოწვევის დასაძლევად. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა ერზე ზრუნვაა და მომავალი თაობების კეთილდღეობის საწინდარია.

ამასთანავე, უნდა გავაგრძელოთ ღირსეული ურთიერთობა ყველასთან _ აშშთან, ევროპასთან, აზიააფრიკის ქვეყნებთან, გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და, პირველ რიგში, ვეცადოთ, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენს მეზობელ რუსეთთან. საბჭოთა წყობას არ მივტირით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების გარეშე პრობლემები უფრო გაჭიანურდება და დამძიმდება. ასევე, მიგვაჩნია, რომ ჩრდილოკავკასიელების ჩართვა აფხაზებსა და ოსებთან კონფლიქტის მოგვარებაში აუცილებელია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანთა კავშირდიოსკურიისწევრები, არ დავიშურებთ ძალღონეს, რათა მშვიდობიანად, სამართლიანად, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთშეთანხმებით მოვაგვაროთ ყველა პრობლემა, როგორც ეკადრება კავკასიელებს. მიზანშეწონილი იქნება, ხელისუფლების მხარდაჭერით დაიწყოს და არ შეფერხდეს ეს ყველასათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შერიგების პროცესი. დროა ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრის და სამართლიანი ნაბიჯის გადადგმის.

მოწიწება და დიდი მადლიერების სიტყვები ჩვენს სულიერ მამას, საქართველოს პატრიარქს და ყველა სასულიერო პირს. ასევე მადლობა ქართველ მედიკოსებს გმირობის ტოლფასი საქმიანობის, პროფესიონალიზმის, თავდადებისა და დიდი პასუხისმგებლობისთვის. ვეტერანთა კავშირდიოსკურიისსახელით უღრმესი მადლობა და თანადგომა მათ!

ძალა ერთობაშია!

გვფარავდეს ღმერთი სრულიად საქართველოს!

დავით ჭანტურია,

ვეტერანთა კავშირდიოსკურიისდირექტორი, გადამდგარი პოლკოვნიკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here