მთავარი მსოფლიო უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა

უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა

749
გააზიარეთ
ენდრიუ პარკერი

დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის (M15) ხელმძღვანელმა ენდრიუ პარკერმა განაცხადა, რომ 34 წლის განმავლობაში სპეცსამსახურში მუშაობის დროს არ ახსოვს, სამეფოს ტერიტორიაზე ამდენი ტერაქტი ან ტერაქტის მცდელობის რომ მომხდარიყო. ამას იუწყება The Independent.

მან თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი განიცდის “უპრეცედენტო და დაუნდობელ ტერორისტულ შეტევას. თავისი ამ დასკვნის დასადასტურებლად მან მოიხმოსტატისტიკა: ამა წლის შვიდი თვის განმავლობაში მისმა უწყებამ და პოლიციამ აღკვეთა 7 ტერაქტი, დააკავა 379 ეჭვმიტანილი.

ამასთან ერთად კონტრდაზვერვა იძიებს ექსტრემიზმისა და ტერორიზმის 500 საქმეს, რომელთა ფიგურანტებად სამი ათასი ადამიანია წარმოდგენილი. კიდევ 20 ათასი სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ველშია მოქცეული. ამასთან ერთად პარკერმა აღიარა, რომ არ ფლობს ზუსტ მონაცემებს იმ პოტენციური ჯიჰადისტების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ ტერაქტების განხორციელება.

მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ტერორისტული თავდასხმები ხორციელდება სწრაფად _ თავდასხმის დაგეგმვასა და რეალიზაციას შორის დროის შუალედი შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღით განისაზღვროს. ამას გარდა, ტერაქტები შეიძლება სპონტანურადაც განახორციელონ.

“ყველა სქესის, ასაკისა და წარმოშობის ექსტრემისტები ერთიანდებიან ძალადობრივი გამარჯვების ტოქსიკური იდეით, რომელიც მათ მიუძღვებათ და ისინიც მიჰყვებიან. ისინი იყენებენ შეტევის უხეშ, მაგრამ სასიკვდილო მეთოდებს დანის ან სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უფრო რთული სცენარით”, _ განაცხადა პარკერმა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here