მთავარი საქართველო უნიკალური პროექტი – დიდ სამამულო ომს ქართული ინტერნეტ-გვერდი მიეძღვნა

უნიკალური პროექტი – დიდ სამამულო ომს ქართული ინტერნეტ-გვერდი მიეძღვნა

216
გააზიარეთ
უნიკალური პროექტი – დიდ სამამულო ომს ქართული ინტერნეტ-გვერდი მიეძღვნა

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ქართულენოვანი რესურსი, რომელიც დიდი სამამულო ომისადმი (1941-1945 წწ.) არის მიძღვნილი. ამის შესახებ, შეკრებილ სამუშაო ჯგუფსა და საზოგადოების წარმომადგენლებს, პროექტის ინიციატორმა, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ აცნობა თბილისში, 17 ოქტომბერს.

ინტერნეტ-გვერდს ეწოდება „დიდი სამამულო“ (didisamamulo.ge). გვერდზე არის რამდენიმე რუბრიკა, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესო არის ალფავიტის მიხედვით დალაგებული “დიდი სამამულო ომის ცნობარი“. აქ თავმოყრილი იქნება ენციკლოპედიური ცნობები სამამულო და მეორე მსოფლიო ომის შესახებ, ცალკეული ბრძოლები, მოვლენები, პიროვნებები, მათ შორის, პირველად იქნებიან წარმოდგენილნი საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან, თავიანთი ბიოგრაფიული ცნობებითა და ჩადენილი გმირობების აღწერით.

ვებ-გვერდზე საარქივო მასალებთან ერთად, ასევე დაიდება სიახლეები, ყველაფერი, რაც დიდი სამამულო ომის ხსოვნასა და ომის ისტორიას უკავშირდება.

უნიკალური პროექტი – დიდ სამამულო ომს ქართული ინტერნეტ-გვერდი მიეძღვნა

პროექტის ავტორი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღონ თავიანთი წინაპრების – ომში მონაწილეების ბიოგრაფიული მონაცემებისა და ფოტოგრაფიების განთავსება ვებ-გვერდის შესაბამის რუბრიკაში („ჩემი მამაცი წინაპარი“). ეს იქნება დიდი სახალხო მოძრაობა, რომელიც უკვდავჰყოფს გმირების ხსოვნას.

გულბაათ რცხილაძემ განაცხადა, რომ „საიტი უკვე მზად არის, იგი გაშვებულ იქნა ამა წლის 9 მაისის წინ, სატესტო რეჟიმში რამდენიმე მასალა გამოვაქვეყნეთ. ამჟამად გვერდმა უკვე მიიღო ფორმა, განსაზღვრულია ძირითადი რუბრიკები. მასალები გამოქვეყნდება ენციკლოპედიური მონაცემების საფუძველზე; ყველაზე უფრო პრეტენზიულმა მეცნიერმაც უნდა აღიაროს, რომ ჩვენთან გამოქვეყნებული მასალები სწორია და უტყუარი. ეს ყველაფერი დიდ სამამულო ომში საქართველოსა და ქართველების როლის აქცენტირებით მოხდება“.

პროექტის ავტორის თქმით, შეკრებილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოციალურ ქსელებში ამ რესურსის პოპულარიზაციაზე მუშაობს, ვინაიდან მხოლოდ ვებ-გვერდის შექმნა საკმარისი არ არის, საჭიროა მისი პოპულარიზაცია – მიიჩნევს რცხილაძე.

„ჩვენ ამ პროექტს ვახორციელებთ ქართულ ენაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა, იგრძნონ, რომ დიდი სამამულო ომი არ არის მხოლოდ საბჭთა წარსული. სამწუხაროდ, ჩვენთან ხდება აზრის კულტივირება, რომ ეს ომი იყო ორ ბოროტებას – ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის გამართული ბრძოლა. გარდა ამისა, ქართველმა ახალგაზრდებმა არ იციან რუსული ენა, ამიტომ მათთვის დიდი სამამულო ომის ფენომენი დიდწილად გაუგებარია“ – დაასკვნა გულბაათ რცხილაძემ.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა აქტუალური საკითხები უსაფრთხოების პრობლემებზე, მონაწილეებმა გაიხსენეს 1990 წლის პარიზის ქარტია, რომელიც ცივი ომის დასასრულს მოასწავებდა, მაგრამ შემდგომი მოვლენების შედეგად ვითარება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კვლავ დაიძაბა.

ვოლგოგრადიდან მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმა ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ვიტალი არკოვი. მას მიზნად აქვს დასახული, განახორციელოს პროექტი, რომელიც სტალინგრადის გრანდიოზულ ბრძოლაში ქართველების წვლილსა და ბედ-იღბალს შეისწავლის. ეს პროექტი კიდევ უფრო გაამდიდრებს ქართულ ისტორიას აქამდე უცნობი მასალებით.

https://ge.news-front.info/

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here