Home რუბრიკები პოლიტიკა უნდა განვაგრძოთ თუ არა საუბრები დიდ სამამულო ომზე?

უნდა განვაგრძოთ თუ არა საუბრები დიდ სამამულო ომზე?

220
უნდა განვაგრძოთ თუ არა საუბრები დიდ სამამულო ომზე?

დიდი სამამულო ომის დაწყების მე-80 წლისთავზესაქართველოს უკვდავი ჯარისდამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ გამართა შეხვედრადისკუსია, რომელიც არა მხოლოდ დიდ სამამულო ომს, არამედ ქვეყანაში შექმნილ უმნიშვნელოვანეს პრობლემებსაც მიეძღვნა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ბლოგერები, ისტორიკოსები და ..

არც მთავრობას და არც ოპოზიციას არ აინტერესებთ დიდ სამამულო ომთან დაკავშირებული ღონისძიებები

გულბაათ რცხილაძე, “საქართველოს უკვდავი ჯარისდამფუძნებელი:

_ არც მთავრობას და არც ოპოზიციას არ აინტერესებთ დიდ სამამულო ომთან დაკავშირებული ღონისძიებები. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები დროდადრო გადიან “უცნობი ჯარისკაცის” საფლავზე, მაგრამ იქ მისულნი, უფრო ხშირად ომსა და გამარჯვებაზე კი არა, საშინაო პრობლემებზე აკეთებენ განცხადებას. ჩვენ, სულ რამდენიმე ადამიანი, ვცდილობთ, პატივი მივაგოთ დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას და არც ერთ მნიშვნელოვან თარიღს არ ვტოვებთ უყურადღებოდ, მაგრამ ჩვენ გვერდით არ არიან ომის მონაწილეთა შთამომავლები… დღეს სადისკუსიოდ გამომაქვს საკითხი _ ღირს კი, გავაგრძელოთ სამამულო ომზე საუბრები, მნიშვნელოვან თარიღებზე შეკრებები?! არსებობს ვებგვერდი “დიდი სამამულო”, მაგრამ იქ გამოქვეყნებულ მასალებს ცოტა თუ ვინმე ეცნობა.

ერს არ აქვს მომავალი, თუ წარსულს დაივიწყებს

ვიქტორ ცაავა, ბლოგერი:

_ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დიდ სამამულო ომზე საუბრები, ისტორიული ფაქტები სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ; რასაც ლიბერალები მალავენ, იმაზე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. ისტორიის გაყალბება ბრძოლაა ჩვენს წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში უკომპრომისონი უნდა ვიყოთ.

ერს არ აქვს მომავალი, თუ წასულს დაივიწყებს.

ისტორიის რევიზიონისტების წინააღმდეგ კონტრზომებია გასატარებელი

გულბაათ რცხილაძე:

_ ისტორიის რევიზიონისტების წინააღმდეგ კონტრზომებია გასატარებელი. რუსეთის სათათბირომ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისა და ნაცისტური გერმანიის როლების გათანაბრება დასჯადია. კანონში ცვლილება შეიტანეს დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავსაყოფად. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ სტალინი არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ყველა სფეროში პოპულარობით პირველ ადგილზეა _ 2012 წლიდან მოყოლებული მოსახლეობის 39-40 პროცენტი თვლის, რომ სტალინი უდიდესი ფიგურა და უდიდესი მოვლენაა რუსეთის ისტორიაში. საინტერესოა, საქართველოში რომ ჩატარდეს მსგავსი კვლევა, რა შედეგს მივიღებთ.

ჩვენი ახალგაზრდები, სამწუხაროდ, ზუსტად იმას იმეორებენ, რასაც საინფორმაციო საშუალებებით ისმენენ; არ ცდილობენ, გაერკვნენ ისტორიაში, ეძებონ ზუსტი წყაროები, შეისწავლონ დეტალები

ტარიელ გაგნიძე, არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისხელმძღვანელი:

_ თუკი საქართველოშიც ჩატარდება კვლევა პოპულარობის რეიტინგის დასადგენად, არასახარბიელო შედეგს მივიღებთ. რუსეთშიც არის ანტისტალინური, ანტიკომუნისტური და, ასე ვთქვათ, ანტისაცხრამაისო განწყობები, მაგრამ ასევე არის პროპაგანდა _ დიადი გამარჯვება, დიადი სამშობლო, თავდადება და ა.შ., რაც ჩვენთან არ არსებობს. საქართველოში ანტისაბჭოთა პროპაგანდა, დიდი ხანია, დაიწყო, საბჭოთა კავშირის დანგრევამდეც კი, რამაც მომავალ თაობებს დაღი დაასვა.

საქართველოში ომის ვეტერანების შთამომავლებიც კი მოწამლულნი არიან, ანტისაბჭოთა პროპაგანდის მსხვერპლნი, და არად დაგიდევენ წინაპართა თავდადებას.

ჩვენი ახალგაზრდები, სამწუხაროდ, ზუსტად იმას იმეორებენ, რასაც საინფორმაციო საშუალებებით ისმენენ; არ ცდილობენ, გაერკვნენ ისტორიაში, ეძებონ უფრო ზუსტი წყაროები, შეისწავლონ დეტალები. სწორედ ამიტომ, თუკი საბჭოთა პერიოდზე რამე კვლევა ჩატარდება საქართველოში, კარგ შედეგს არ მოიტანს.

მიზანმიმართულად ხდება დიდი სამამულო ომის მივიწყება, აბუჩად აგდება

და ფაშიზმთან გათანაბრება

გიორგი მდივანი, ბლოგერი:

_ ვაკვირდებოდი “რადიო თავისუფლების” პუბლიკაციებს 9 მაისზე, მათი 95 პროცენტი იყო უარყოფითი _ როგორ აუპატიურებდნენ საბჭოთა ჯარისკაცები ქალებს, ძარცვავდნენ, მაროდიორობდნენ… მიზანმიმართულად ხდება მეორე მსოფლიო ომის და განსაკუთრებით დიდი სამამულო ომის მივიწყება და ფაშიზმთან გათანაბრება. შარშან დონალდ ტრამპმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, განაცხადა: ბრიტანელებმა და ამერიკელებმა დავამარცხეთ ფაშიზმიო. ეს გლობალური პრობლემაა და, რაც დრო გადის, მით უფრო იდგამს ფესვებს.

უნდა განვაგრძოთ თუ არა საუბრები დიდ სამამულო ომზე?

ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო უსერიოზულესი პრობლემაა

გულბაათ რცხილაძე:

_ უსერიოზულესი პრობლემაა ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, რომელშიც აჯაფსანდალივითაა არეული ყველაფერი. მეორე მსოფლიო ომზეა საუბარი და დიდი სამამულო ომი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო მსოფლიო ომისა, ნახსენებიც არ არის, პორტრეტებიც მონტგომერისა და ეიზენჰაუერისაა ჩასმული

საქართველოში ვიღაცეები ცდილობენ, იზეიმონ დიდგორობა, რომელზეც თურქეთის ელჩმა თქვა: თუკი ერთიანი საქართველოს ზეიმს აღვნიშნავთ, რატომ ვუწოდებთ მას მტერზე გამარჯვებას, ჯობია, ეს დღე ერთად აღვნიშნოთო…

ელჩმა, შესაძლოა, სულაც არ იცოდეს დიდგორის ბრძოლის ისტორია. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ ჩვენ, ქართველები, გადაგვარჩინა. დღევანდელი თურქეთი სამართალმემკვიდრედ თვლის თავს იმ თურქ-სელ?უკებისა, რომლები? დიდგორის ომში იბრძოდნენ, ეს ფაქტები ელჩმა არ იცის. საქართველოში კი არ არსებობს ადამიანი, რომელიც თურქეთის ელჩს ჩვენს ისტორიას, დიდგორის ომის ისტორიას გააცნობს. მას სხვა ინფორმაცია აქვს და თვლის, რომ დიდგორობა თურქეთთან ერთად უნდა აღინიშნოს.

ყივჩაღებს უკვირთ, რატომ არ აღვნიშნავთ დიდგორობას მასშტაბურად

აკაკი (მამუკა) კარტოზია, ისტორიკოსი, პროფესორი:

_ ჩვენ, რამდენიმე ადამიანმა, სამი წლის წინათ ჩამოვაყალიბეთ საზოგადოება “დიდგორი”, რათა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენისადმი სათანადო პატივი მიგვეგო.

ყაზახეთში ყივჩაღების დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა შექმნილი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი აფინანსებს. მათ მსოფლიოს 70 ქვეყანაში აქვთ ნაკვალევი, ყველაზე მეტად კი _ უნგრეთში.

სტუმრად გვყავდა ყივჩაღი, კაცი, რომელიც ამბობს, რომ საერთო მტერი დაამარცხეს საქართველოსთან ერთად _ ეს ისტორიულად ცნობილი ფაქტი და დავით აღმაშენებლის გენიალური სტრატეგიის ნაწილია. ყივჩაღები თვლიან, რომ დავით მეფე, რომლის სტრატეგიაც მსოფლიოშია აღიარებული, ქართველების უდიდესი საგანძურია. ყივჩაღებს უკვირთ, რატომ არ აღვნიშნავთ დიდგორობას მასშტაბურად.

ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევით მოვახერხეთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა და ის ბევრ რამეს დაგვპირდა, ასევე შევხვდით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ეს შეხვედრა გაიმართა დიდგორობას, მაგრამ ამ დღის პომპეზურად აღნიშვნაზე კატეგორიული უარი მივიღეთ. გვითხრეს, თურქეთია უარზეო.

შემდეგ შევხვდით პარლამენტარ ნუკრი ქანთარიას და მისი დახმარებით პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტიდიდგორობისაღნიშვნის შესახებ, გვინოდა, ეს დღე დასვენების დღედ გამოცხადებულიყო, როგორც აგრესიაზე გამარჯვების დღე, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. “დიდგორობისსახალხო დღესასწაულად გამოცხადების კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა, მეორე მოსმენისას კი, როგორც ქანთარიამ გვითხრა, სირბილით მოვიდა თურქეთის ელჩი და კატეგორიულად მოითხოვა, დიდგორობაზე უარი გვეთქვა. კანონპროექტი ჩავარდა.

დღეს პარლამენტში არის ფრაქცია, სახელწოდებით “ევროპელი სოციალისტები”, რომლის ხელმძღვანელიც არის ფრიდონ ინჯია. ხომ შეიძლება ვთხოვოთ, წამოაყენოს ინიციატივა, რომ ღირსეული პატივი მივაგოთ სამამულო ომში დაღუპულ წინაპრებს და ეს ყველაფერი კანონით იყოს გათვალისწინებული?

თუ ვისაუბრებთ დიდ სამამულო ომზე, გმირობებზე, სამშობლოსთვის თავდადებაზე, გვექნება მძლავრი იარაღი სატანის წინააღმდეგ

ზაზა დავითაია, ჟურნალისტი:

_ დავუბრუნდები თემას: საჭიროა თუ არა, ვისაუბროთ დიდ სამამულო ომზე? დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს გააფთრებული ომი ზნეობასა და უზნეობას შორის. ამ ომს სხვადასხვა წახნაგი აქვს. გარკვეულ ეტაპზე სწორედ საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა ერთ-ერთი წახნაგის შემაკავებელი, რაც ძალიან კარგად იციან ნეოლიბერალებმა, სატანისტებმა. ისინი ცდილობენ, გააშარჟონ და არად ჩააგდონ დიდი სამამულო ომიც და ფაშიზმის დამარცხებაც.

ჩვენ თუ ვისაუბრებთ დიდ სამამულო ომზე, გმირობებზე, სამშობლოსათვის თავდადებაზე, ვფიქრობ, გვექნება მძლავრი იარაღი სატანის წინააღმდეგ. თუ დავივიწყებთ წარსულ დიდებულ ხანას, ეს იარაღის დაყრის ტოლფასი იქნება. დიდი სამამულო ომის დავიწყება შეუძლებელია, სურთ ეს ჩვენს ხელისუფლებებს თუ არა, ხალხი მაინც ინახავს ომში დაღუპულთა საფლავებს, უვლის და პატივს მიაგებს, ეს წარუშლელი ისტორიაა ქართველებისთვის. ბოროტება ვერ მოგვერევა, სანამ საფლავის პატივისცემა ჯერ კიდევ გვაქვს.

ყველა არარაობა გაფეტიშებულია, ეს ღუპავს ქართველ საზოგადოებას

ტარიელ სუხიაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ყველაფერი ცუდი გადამდებია, კარგი _ მისაბაძი. კარგს რომ მიბაძო, ძალისხმევაა საჭირო, ძალისხმევას გონება სჭირდება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ხალხს ტვინი გამოურეცხეს. ყველა ეპოქასა და ყველა ერში უმთავრესი საზოგადოება იყო, დღეს ცდილობენ, გაქრეს საზოგადოება და წინ წამოიწიოს ინდივიდმა, ყველა არარაობა გაფეტიშებულია, ეს ღუპავს ქართველ საზოგადოებას.

გამოსავალს ვერ ვხედავ, როდესაც მესმის, რომ თურქეთის ელჩი წყვეტს საკითხს, რომლის განხორციელებაც სულითა და გულით სურს ქართველს, და წყვეტს ისე, რომ ქართველი საზოგადოების, ხალხის სურვილი ჩაახშოს.

ტარიელ გაგნიძე:

_ თურქებსა და აზერბაიჯანელებს გამოცხადებული აქვთ _ ერთი ხალხი ორად გაყოფილი სახელმწიფო, ერთი არმია. რა უშლის ხელს ამ ერთი ხალხის ორი სახელმწიფოს გაერთიანებას? მათ შორის საქართველოა უადგილოდ “გაჩხერილი”. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here