Home სხვადასხვა დაიჯესტი უნგრეთის პრემიერმინისტრმა მიგრანტები ბიოლოგიურ იარაღს შეადარა

უნგრეთის პრემიერმინისტრმა მიგრანტები ბიოლოგიურ იარაღს შეადარა

679
უნგრეთის პრემიერმინისტრმა მიგრანტები ბიოლოგიურ იარაღს შეადარა

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიგრანტებს ბიოლოგიური იარაღის მსგავსი საფრთხე უწოდა და მოითხოვა, რომ შეწყდეს მათი შესვლა ევროპაში და, კონკრეტულად, უნგრეთში.

“არალეგალი მიგრანტები, რომლებსაც სურთ, ქვეყანაში შემოვიდნენ უკონტროლოდ, არა მხოლოდ არღვევენ უნგრეთის კანონებს, არამედ ბიოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენენ”, _ განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმინისტრის აზრით, ყველა მიგრანტი ამჟამად წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს, რადგან უცნობია, რომელია მათ შორის კორონავირუსით ინფიცირებული. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურის სამსახურის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა 12 მაისს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს ქვეყნების უსაფრთხოებას ძირის გამოთხრით ემუქრება.

მარტში უნგრეთის შს მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი დაიცავს თავის საზღვრებს და აღკვეთს ასიათასობით სირიელი მიგრანტის შეჭრის მცდელობას.

iz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here