Home სხვადასხვა დაიჯესტი ულტიმატუმი პოლონეთს: ევროკავშირში არ უნდა იყოს სქესობრივი გარყვნილებისგან თავისუფალი ზონები!

ულტიმატუმი პოლონეთს: ევროკავშირში არ უნდა იყოს სქესობრივი გარყვნილებისგან თავისუფალი ზონები!

პოლონეთს რეპრესიებით ემუქრებიან

802
ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომევროკავშირში არ უნდა იყოს ლგბტისგან თავისუფალი ზონები”. ეს, რა თქმა უნდა, ულტიმატუმია პოლონეთის მიმართ, სადაც 2019 წლიდან რიგ ვოევოდებსა და ქალაქებში ოფიციალურად აიკრძალა სქესობრივი გადახრების პროპაგანდა. ევროკავშირის ბოლო გაფრთხილება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პოლონეთი თავისი პოზიციისთვის შეიძლება დაისაჯოს _ დაკარგოს ფინანსური დახმარება.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ სტრუქტურა, რომელსაც ხელმძღვანელობს, მალე წარმოადგენს “იმ პირების უფლებების დაცვის სტრატეგიას, რომლებიც სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნებიან”.

“მინდა, შემოვიტანო სიცხადე: ლგბტ-ისგან თავისუფალი ზონები _ ეს არის ჰუმანისტური ფასეულობებისგან თავისუფალი ზონები. ასეთი ზონები არ უნდა იყოს ჩვენს ევროპულ კავშირში”, _ განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.

ივლისში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელმა ოფიციალურ ვარშავას პირობა წაუყენა _ კრედიტს მისცემდა მხოლოდ “კანონის უზენაესობის” დაცვის შემთხვევაში. პოლიტოლოგებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ ევროკავშირი “კანონის უზენაესობის დაცვაში” გულისხმობდა პოლონეთს მხრიდან “მწვანე შუქის” ანთებას სექსუალური გადახრების პროპაგანდისთვის, უწინარესად _ სკოლებში.

“ეს მექანიზმი რეპრესიებია ევროკავშირის მხრიდან”, _ ასე შეაფასა პოლონური მოძრაობა “რუხ ნაროდოვის” წევრმა მიხეილ ვავერმა ევროკავშირის გადაწყვეტილება.

ამ ამბების პარალელურად, რამდენიმე დღის წინათ სკანდალური ინციდენტი მოხდა პოლონურ მედიასივრცეში. ცნობილმა პოლონელმა რადიოჟურნალისტმა, RMF FM-ის მიმომხილველმა რობერტ მაზურეკმა ინტერვიუ შეწყვიტა პარტია “ლევიტას” ლიდერ კშიშტოფ გავკოვსკისთან იმის გამო, რომ პოლიტიკოსმა პოლონეთში ჰომოსექსუალების დევნა მეორე მსოფლიო ომში ფაშისტების მიერ ებრაელთა რეპრესიებს შეადარა და ასე დაუჭირა მხარი ევროპარლამენტში პოლონელ დეპუტატს, ჰომოსექსუალ რობერტ ბედრონს. მისმა ნათქვამმა აღაშფოთა რობერტ მაზურეკი, რომელმაც განაცხადა, რომ ებრაელების დევნის შედარება “არაჰეტერონორმატიულ ადამიანებთან, უბრალოდ, საშინელება და საზიზღრობაა”.

“როგორ შეგიძლიათ, ასეთი რამ თქვათ? თქვენ ფიქრობთ, რომ გეებს ყრიან ბინებიდან, ათავსებენ საკონცენტრაციო ბანაკებში, მათთვის ქმნიან გეტოებს? ეს ყველაფერი იყო მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე”, _ განუცხადა მაზურეკმა გავკოვსკის და ინტერვიუ შეწყვიტა.

Ru-an.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here