Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინის შემდეგ აშშ საქართველოს ეკლესიას შეუტევს

უკრაინის შემდეგ აშშ საქართველოს ეკლესიას შეუტევს

6785
უკრაინის შემდეგ აშშ საქართველოს ეკლესიას შეუტევს

კომუნიზმის დამხობის შემდეგ დემოკრატიას (სხვა ვარიანტით, აშშ) ერთადერთი მტერი დარჩა _ მართლმადიდებლობა”.

ზბიგნევ ბჟეზინსკი

ნამდვილად განაცხადა თუ არა ეს თანამედროვე აშშის ერთერთმა იდეოლოგმა, დღემდე საკამათოა, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ სწორედ ამ დებულებას ეფუძნება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 12 სექტემბერს თბილისში გამართულ მეოთხე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზემსოფლიო თავდაყირა _ 2018”, რომელიც ორგანიზებული იყო ახლახან გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკეინის მიერ დაარსებული ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ.

თავისთავად ცხადია, რომ ამ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

მთავარი სტუმარი, რა თქმა უნდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე (რიგით მერამდენე, ვერ გეტყვით) ევროპისა და ევრაზიის საკითხებში _ უეს მიტჩელი იყო, რომელმაც 2017 წლის ნოემბერში შეცვალა კიევის მაიდნის მოვლენების ორგანიზატორი და მონაწილე ვიქტორია ნულანდი. მანამდე მას იცნობდნენ, როგორც ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CERA) ერთ-ერთ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს. მიაჩნიათ, რომ ეს ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის მიმართ აშშ-ის ურთიერთობის შემუშავების გავლენიანი დაწესებულებაა. მიტჩელის მოღვაწეობის მცოდნე ექსპერტების აზრით, მისი პოპულარობა, როგორც გეოპოლიტიკის დარგში ორი წიგნის ავტორისა, “მშფოთვარე საზღვარი: მოწყვლადი მოკავშირეები” და “გაძლიერებული მოწინააღმდეგეები და ამერიკული ხელისუფლების კრიზისი” _ სპეციალისტების ვიწრო წრეს არ გასცდენია.

მაგრამო, _განაგრძობენ ისინი იუმორის საკმაო დოზის შერევით, _ ასეთი მონოგრაფიები აშშ-ში დიდი რაოდენობით გამოიცემა და მიტჩელმა გადაწყვიტა, მის მიერ ჩამოყალიბებული თეორიული დოქტრინების პრაქტიკული განხორციელების გზას დადგომოდა. დაიწყო ჩანაფიქრის რეალიზაცია ახალ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე. მის მოსაზრებებს ყურადღება მიაქციეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მისმა განცხადებამ, რომლის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ სჭირდება ახალი სტრატეგია, რომელიც ორიენტირებული იქნება ძლიერ სასაზღვრო ალიანსებზე. ამ ალიანსთაგან ერთერთი უკრაინასაქართველოს ერთობაა, რომელიც, მისი აზრით, უპირველესად, დასავლეთის მიმართულებას აღიარებს, მეორე მხრივ, “მოწყვლადია მოსკოვის გავლენის მზარდი გავლენის მიმართ”. მაშასადამე, მთავარი სტრატეგიული ამოცანაა ამ გავლენის შემცირება აღნიშნულ ზონაში და კონკრეტული შედეგების მიღწევა ამ მიმართულებით.

ანალიტიკოსების დაკვირვებით, პირველი შედეგი მიღწეულია: კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მხარი დაუჭირა უკრაინის მართლმადიდებლობის ავტოკეფალიად გამოყოფის იდეას, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის გახლეჩის საშიშროების შემცველია.

ახლა მიტჩელი მოადგა საქართველოს.

კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე არ სარგებლობს სოციალური მედიით და რუსეთი მათზე ზეგავლენას ეკლესიის მეშვეობით(?!) ახდენს”.

ეკლესიის მეშვეობით _ მიაქციეთ ამას ყურადღება: მართლმადიდებელი ჩვენი ეკლესია, ამ ამერიკელი დიპლომატის მტკიცებით, რუსეთის პოლიტიკის ინტერესების გამტარებელია.

კონფერენციის მონაწილეებს, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების სათავეში მყოფ ქართველებს, პირდაპირ და დაუფარავად განუცხადა: “დღეს ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, ძირითადად, საქართველოს ქალაქებისკენ. საქართველოში არის უამრავი ადამიანი, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ სოციალურ მედიას. ამ საზოგადოებისთვის მართლმადიდებელი ეკლესია იყო რუსეთის გავლენის ირიბი გამტარებელი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, რათა ავუხსნათ ამ ადამიანებს, რომ დასავლეთი არ არის გულგრილი საქართველოს ტრადიციებისა და რწმენისადმი. ეს აუცილებელია, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან დაპირისპირებაში გავიმარჯვოთ. საქმე ბევრი გვაქვს, თუმცა ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლური მომავალი და მათ უნდა დავეხმაროთ”. საქმე ბევრი გვაქვსო, _ შემოგვაპარა ჩვენს მომავალზე მზრუნველმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწემ და ასეთი დირექტივა დაგვისახა.

ეს კი ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა გადაწყვიტა, საქართველოში შექმნას ახალიმშფოთვარე საზღვარი”… ქართული მართმადიდებელი ეკლესის წიაღში.

ისტორიკოსები შეგვახსენებენ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა მხოლოდ 1990 წელს, მანამდე კი მას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა. და ეს მაშინ, როცა მოსკოვის პატრიარქატმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ჯერ კიდევ 1940-იან წლებში აღიარა.

აი, რატომაა, რომ, როგორც The New York Times წერს, ჩამოყალიბდა მყარი თვალსაზრისი, თითქოს ქართული ეკლესია “ღრმა და უმეტესად კულისებს მიღმა გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე”, ხოლო “პატრიარქი ილია II ქადაგებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სასარგებლოდ, უგულებელყოფს დასავლურ ღირებულებსა და სექსუალურ თავისუფლებებს”.

ჰოდა, არ გაგიკვირდეთ, რომ დასავლეთი, რომელიც “საქართველოს ტრადიციებისა და რწმენისადმი გულგრილი არ არის”, დარაზმავს სულწარწყმედილ გირჩელებსა და მათ მსგავს ეგზემპლარებს ჩვენი ქვეყნის დაბა-სოფლებში ანტიმართლმადიდებლური კამპანიის ჩასატარებლად მსგავსად იმისა, სააკაშვილმა საქართველოს პროვინციას ინგლისური ენის გარყვნილი მასწავლებლები რომ შეუსია.

The Washington Post შენიშნავს, რომ მიტჩელის მოწოდება მიმართულიასაქართველოს საზოგადოებრიობაში წარმოქმნილი პოლიტიკური დაღლილობა და ფატალიზმი წარმართოს რუსეთისკენ”.

ქართველი ექსპერტები დარწმუნებულები არიან, ასეთი ყოვლისმომცველი შეტევა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გამოიწვევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩას, მისი გავლენის შემცირებას მრევლზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველების, როგორც ერის, ინდენტიფიკაციის პროცესის შეწყვეტას, ევროპულ და ევროატლანტიკურ მორევში მის ჩათრევასა და გაქრობას.

მიტჩელს ეს კარგად ესმისო, _ მიიჩნევენ ანალიტიკოსები, მაგრამ საქართველოს საზოგადოებრიობას მოჩვენებითი მეგობრობის დემონსტრაციით თავს უქონავს.

ნათქვამია: ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან და მტრებს რამენაირად თავად მივხედავთო.

გასაკვირი, იცით, რა არის? _ ამ ყველაფრის მოწმე და მონაწილე საქართველოს ხელისუფლებას თავი ისე უჭირავს, თითქოს ჩვენ გარშემო და საწინააღმდეგოდ არაფერი ხდება.

ნეტარ არიან მორწმუნენი!”.

არმაზ სანებლიძე

4 COMMENTS

  1. სამწუხაროდ ასე დანახვა კი ამ ფაქტისა არავის უნდა.

  2. ეს არ უნდა დაუშვას ქართველმა ერმა,არ უნდა წამოვეგოთ გადმოგდებულ ანკესზე. უფრო ღრმად უნდა ვიწამოთ მართლმადიდებლური რწმენა და უფალი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია,ეკლესიებში შესეულია ლიბერალი მამაოები,რომლებიც უტეხავენ სახელს ჩვენ დედა ეკლესიას
    არ დაუშვათ მამაოებო ეკლესიის გახლეჩვა,თორემ ქართველი ერი დაიღუპება და წაიშლება რუქიდან სიტყვა ქართველი

  3. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე თუ საბჭოთა კავშირი იყო ბოროტების იმპერია, 21-ე საუკუნეში ასეთი აშშ გახდა. გვეყო ამ უსქესო, გადაგვარებული იმპერიისათვის უსიტყვო მორჩილება. ისტორიულად ამაზე დიდი იმპერიების ზეწოლებისათვის გაგვიძლია. მე ნამდვილად მწამს, რომ ამასაც გაუძლებთ და მამული, ენა, სარწმუნოება ისევ უმთავრესი იქნება ჩვენი ერისთვის. წყეულიმც იყოს ის ვინც ამ გზას გადაუხვევს.

  4. ყველა თავისას ჩალიჩობს და ამას არაფერი არ შეცვლის.უნდა შევიცვალოთ ჩვენ და ყველაფერი ავტომატურად შეიცვლება ჩვენს სასარგებლოდ.თუკი ასწლეულების განმავლობაში იარაღის ძალით ვერ გაგვანადგურეს,იმედია დღეს,სიტყვის ძალითაც ვერაფერს დაგვაკლებენ,ხოლო თუკი თავისას მაინც მიაღწიეს,მაშინ ახი იქნება ჩვენზე,როგორც დასაღუპავად და გასაქრობად უფლის მიერ განწირულებზე…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here