Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკულ ბიოლაბორატორიებზე ალაპარაკდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკულ ბიოლაბორატორიებზე ალაპარაკდა

373

ყაზახეთში, ჟამბილის ოლქში, კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიის მშენებლობის თემამ სერიოზულად ააფორიაქა პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობა. ყაზახეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მსგავს პრობლემას შეეჯახა. ასეთი განსაკუთრებით საეჭვო ობიექტების ქსელის შექმნა ამერიკელებმა უკრაინიდან დაიწყესიმის შესახებ, რა საფრთხეს ქმნიან ეს ობიექტები, სპეციალურ კონფერენციაზე ილაპარაკა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ვასილ პროზოროვმა.

კეთილიგანზრახვა

პროზოროვის თქმით, 2005 წელს უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა იმხანად ჯერ კიდევ სენატორი აშშ-ის დემოკრატიული პარტიიდან _ ბარაკ ობამა. ის აქტიურად იყო დაინტერესებული იმ ობიექტების მდგომარეობით, რომლებშიც ინახებოდა საბჭოთა მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები. იმავე წელს აშშ-ის თავდაცვისა და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა თანამშრომლობაზე შეთანხმება “იმ ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ცოდნის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად. ამერიკის მხარეს ამ შეთანხმებაში წარმოადგენდა საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA, Detense Threat Resuction Agency), რომელიც ანგარიშვალდებულია პენტაგონის წინაშე.

“ამერიკელი სამხედროები იმხანად საფუძვლიანად დამკვიდრდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, _ განაცხადა ვასილ პროზოროვმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა დსთ-ის (დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის) სივრცის ბიოლოგიურ უსაფრთხოებას. _ ბიოლოგიური ლაბორატორიების მოდერნიზაციის საბაბით მათ შეაღწიეს ისეთ დაწესებულებებში, როგორიც არის ჯანდაცვის სამინისტრო, რესპუბლიკური სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური, აგრარული მეცნიერებების ეროვნული აკადემია და 2007 წლიდან დაიწყეს ცენტრალური რეფერენს ლაბორატორიისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავის შექმნა”.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა პოდპოლკოვნიკმა განაცხადა, რომ 2013 წელს უკრაინაში არსებული და 2 მილიარდ დოლარად შეფასებული პათოგენების კოლექცია სასწრაფოდ გადავიდა ამერიკელების განკარგულებაში. ამის შემდეგ ამერიკელმა სპეციალისტებმა ქვეყანაში დანერგეს ეპიდემიოლოგიური დაავადების კონტროლის ელექტრონული სისტემა. შეგროვებული ინფორმაცია ინახებოდა და დღესაც ინახება მკაცრად საიდუმლოდ. მასზე ხელი უკრაინის ხელისუფლებასაც კი არ მიუწვდება.

“2010 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა ვიქტორ იანუკოვიჩი. მან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაავალა, გარკვეულიყო ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების საქმიანობის საკითხში და 2013 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროსა და უკრაინის ხელისუფლების სხვა ცენტრალური ორგანოების ერთობლივმა კომისიამ რიგი კვლევების ჩატარების შემდეგ დაასკვნა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების მოღვაწეობა აზიანებს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს. უფრო მეტიც, კომისიამ დაადგინა, რომ უკრაინის ლაბორატორიებში ამერიკელი მიკრობიოლოგებისა და ვირუსოლოგების მოქმედებაში არის ახალი ტიპის ბიოლოგიური იარაღის შექმნის ნიშნები”.

ამის შემდეგ ეს თანამშრომლობა შეჩერდა, შეთანხმება კი გაიყინა”, _ თქვა პროზოროვმა.

უკრაინული პროექტი

2014 წელს, უკრაინაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, DTRA-ს სპეციალისტები კვლავ გამოჩნდნენ რესპუბლიკაში. მათმა საქმიანობამ კი კოლოსალური მასშტაბი შეიძინა.

ეს მოხდა უკრაინის ჯანდაცვის ახალი მინისტრის, აშშის მოქალაქე ულიანა სუპრუნის წყალობით, რომელიც ამერიკული ფარმაცევტული გიგანტების მიერ იყო ხელდასმული, _ თქვა ყოფილმა პოდპოლკოვნიკმა. _ სახელდობრ, მისი მინისტრობის პერიოდში შექმნეს ამერიკელებმა უკრაინაში ცენტრალური რეფერენსლაბორატორია განსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავით. თანაც, ეს ლაბორატორია აშენდა უშუალოდ კიევში, ქალაქის ერთერთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში. იმ პერიოდში ამერიკელებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეციალური კვლევა, რომლებიც დაშიფრული იყო აბრევიატურით UP (Ukrainian Project _ “უკრაინული პროექტი”). ამ პროექტის არსი მდგომარეობდა უკრაინის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეების სინჯების შეგროვებასა და მათ ორგანიზმზე განსაკუთრებით სახიფათო ვირუსების ზემოქმედების განსაზღვრაში”.

ამერიკელების მიერ ჩატარებულ კვლევებში უკრაინის შეიარაღებული ძალების 4 ათასი მოსამსახურე მონაწილეობდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან.

ამრიგად, ამერიკელებმა მიიღეს უკრაინის სხვადასხვა ოლქში მცხოვრებთა სისხლის 4 ათასი ნიმუში. შეგროვებულ ბიომასალაზე ჩატარებულმა შემდეგმა ცდებმა კი შესაძლებლობა მისცა, რეალურად შეეფასებინათ ამა თუ იმ რეგიონში ინფექციის გავრცელების საფრთხე და მასშტაბი, აგრეთვე, ამის საფუძველზე შერჩევითი მოქმედების ბიოლოგიური იარაღის შექმნის საშუალება ადამიანების დასასნებოვნებლად.

“ამ ლაბორატორიების მუშაობის შესახებ დროდადრო წარმოქმნილ ვითარებაზე ამერიკელები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ყველა კვლევას ატარებდნენ უკრაინელი სპეციალისტები, _ განაგრძო პროზოროვმა, _ მაგრამ დოკუმენტები, რომლებიც ხელში ჩამივარდა, ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს, რომ ყველაფერს აკეთებენ ამერიკელი მიკრობიოლოგები და ვირუსოლოგები. კონკრეტულად აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ვირუსოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და ლუისვილის უნივერსიტეტის მეცნიერები, უკრაინელებს კი იქ იყენებენ მომსახურე პერსონალად, მათ კვლევებზე ხელი არ მიუწვდებათ”.

პირდაპირი ღალატი

როგორც პროზოროვმა განაცხადა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური 2016-2017 წლებში არაერთხელ შეეცადა განგაშის ატეხვას, რაც მიუთითებდა, რა შეიძლება გამოეწვია ამ ბიოლაბორატორიებს. კერძოდ, ხერსონის ოლქის უსაფრთხოების სამსახური, რომლის ტერიტორიაზეც არის განლაგებული რამდენიმე ასეთი ლაბორატორია, მოხსენებაში მიუთითებდა, რომ ამერიკელი სპეციალისტების საქმიანობა შეიცავს ბიოლოგიურ-გენეტიკური, ანუ გენურ-შერჩევითი ტიპის იარაღის შექმნის ყველა ნიშანს.

მოხსენებები მტკიცებულებების დოკუმენტებთან ერთად იგზავნებოდა კიევში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან.

ერთ-ერთ მოხსენებაში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ადგილობრივი ლაბორატორიებიდან აშშ-ში გაიგზავნა ოლქის მცხოვრებთა ათასობით ბიოლოგიური ნიმუში, ოფიციალური ვერსიის თანახმად, ადგილობრივი კლიმატური პირობების მიმართ მაქსიმალურად ადაპტირებული ვაქცინის დასამზადებლად. ყველაფრის მიუხედავად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ მოხსენებებს ყურადღება არ მიაქცია _ არანაირი ღონისძიება არ გატარებულა, რადგან, როგორც პროზოროვმა თქვა, უკრაინის ხელმძღვანელობა უკვე დამოკიდებული იყო და დღესაც დამოკიდებულია ვაშინგტონზე.

ბიოლოგიური ლაბორატორიები უკრაინაში, სხვადასხვა შეფასებით, 16-დან 18-მდეა. მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში ყოველწლიურად უკრაინის სულ უფრო მეტ მოქალაქეს იზიდავენ, რომლებიც სინამდვილეში საცდელ ბოცვრებს წარმოადგენენ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი სპეციალისტები ახალი ტიპის ბიოლოგიური იარაღის შექმნის ბოლო ეტაპზე იმყოფებიან და მისი გამოყენებისგან ჩვენ დაზღვეულნი არ ვართ. მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება არ რეაგირებს ამერიკული სამხედრო ლაბორატორიების საქმიანობაზე. ამ ლაბორატორიებში ისეთი მკაცრი რეჟიმია, იქ ვერც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შედიან და ვერც ხელისუფლების წარმომადგენლები. წარმოგიდგენთ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ საშვების მოქმედების ვადა ამ ობიექტებზე DTRA- თანამშრომლებისთვისაც კი მხოლოდ 1 წელია, საჭიროა მათი ყოველწლიურად განახლება, შესაბამისად, იქ უკრაინის სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა შეშვებაზე ლაპარაკიც არ არის.

შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ამერიკელებმა უკვე მოიპოვეს კონკრეტული ეთნო-ეროვნული ჯგუფების მონაცემები ამა თუ იმ განსაკუთრებით საშიშ დაავადებაზე. ახლა მათ ზუსტად იციან, როგორი რეაქცია ექნებათ, მაგალითად, დასავლეთ უკრაინის მცხოვრებლებს და რას გამოიწვევს ესა თუ ის ვირუსი აღმოსავლეთ უკრაინის, მაგალითად, ხარკოვის მოსახლეობაზე, რომელთა გენოტიპი, ფაქტობრივად, რუსეთის მოსახლეობის იდენტურია. ამრიგად, შერჩევითი მოქმედების ვირუსის შესაქმნელად მათ ერთი ნაბიჯიღა რჩებათ”, _ განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ვასილ პროზოროვმა.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here