მთავარი დაიჯესტი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეიძლება სიწმინდეები წაართვან

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეიძლება სიწმინდეები წაართვან

614
გააზიარეთ
უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეიძლება სიწმინდეები წაართვან

კიევპეჩორისა და წმინდა მიძინების პოჩაევსკის სავანეები სახელმწიფოს ეკუთვნის, ისინი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას 50-წლიანი არენდით გადასცეს და უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შეიძლება ამ შეთანხმებას გადახედოს”, _ განაცხადა უკრაინის კულტურის სამინისტროს რელიგიისა და ეროვნებების საქმეთა დეპარტამენტის დირექტომა ანდრეი იურაშმა. მისი თქმით, ნაციონალური მნიშვნელობის ისეთი ობიექტები, როგორიც არის სავანეები, არ შეიძლება ვინმეს გადაეცეს საკუთრებაში.

“სახელმწიფომ იჯარით გასცა და მათი ბედის გადაწყვეტა სახელმწიფო ორგანოებს მიანდო. თუ გაირკვევა, რომ ლავრის იჯარით გადაცემისას იყო დარღვევები, ეს შეიძლება შეთანხმების გადახედვის საფუძველი შეიქმნეს. ეს საკითხი მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციაში შედის”, _ განაცხადა იურაშმა.

ამას გარდა, უკრაინის კულტურის სამინისტრომ ნორმებისა და წესების დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ქონების აღწერის ჩატარების შესახებ.

შეგახსენებთ: სექტემბრის ბოლოს კიევ-პეჩორის ლავრის ხელმძღვანელმა, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტმა პავლემ განაცხადა, რომ უკრაინელი ნაციონალისტები ავტოკეფალიის მომხრეთა მხარდაჭერით გეგმავენ, 14 ოქტომბერს ხელში ჩაიგდონ კიევ-პეჩორის ლავრა. პოჩაევსკის მიტროპოლიტმა პავლემ 1 ოქტომბერს მრევლს მოუწოდა ლოცვისკენ და დასძინა, რომ უახლოეს ხანში უკრაინელ მართლმადიდებლებს შეიძლება თავიანთი სიწმინდეების დაცვა მოუწიოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმითაც.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მთავრობის ვებგვერდებზე გაჩნდა მოწოდება, ჩამოერთვას უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კიევ-პეჩორისა და პოჩაევსკის ლავრები.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა ლავრაში შესაძლო პროვოკაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თარიღი _ 14 ოქტომბერი _ ნაციონალისტებს შემთხვევით არ შეურჩევიათ. ისინი ამ დღეს აღნიშნავენ უკრაინის მეამბოხეთა არმიის შექმნას. ნაციონალისტების მრავალათასიანი მსვლელობა ყოველთვის სრულდება ინციდენტებით უკრაინელებთან, რომლებსაც მიუღებლად მიაჩნიათ იმ ადამიანების ხსოვნის პატივისცემა, რომლებიც გერმანელი ფაშისტების მხარეს იბრძოდნენ.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here